siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2011-02-05 - 9:46 PM    
..ზღვის ტალღებს მოჰქონდა სევდა და

მზის სხივებს ჩაჰქონდა წყალში...

ვიდექი მარტო პალმების ძირში და

შენს თვალებს ვუცქერდი ფიქრში...

ვიტანჯებოდი, ო, როგორ ძლიერ,

როცა გამახსენდი ცხადში...

შენ იქ იდექი, სადაც ტალღები

სილას ერთხმებოდა ტანში...

ტალღები მიხმობენ...უთქმელად გავყვები

შენზე ფიქრებში უეცრად გავქრები...

ზღვას გადავცურავ, მზესთან მივალ და თავს დავუხრი

ფსკერში ჩავყვები, მასთან ერთად ჩავიძირები...

ზღვის ტალღებს მოჰქონდა სევდა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 551-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:44 PM    
არ არსებობენ უშნო ქალები...
ქალს მარად მშვენი უჩანს თვალები,
არ არსებობენ, არ არსებობენ,
არ არსებობენ უშნო ქალები.

და თუ ოდესმე უშნოა ქალი,
ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი
მკაცრი ხელებით ,ტლანქი ხელებით
ქალს ამახინჯებთ,არ ეფერებით...


ქალს თქვენ აუვსეთ ცრემლით თვალები,
თქვენ გაუტარეთ შუბლზე ღარები,
დიახ.. არც მეტი და არც ნაკლები,
კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი!!!
  ნანახია: 506-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:43 PM    
გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო
და გევედრები არ დაიჯერო
მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენთან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო
სულ სხვა გახდაო მისი რჩეული
მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით
ნატვრას ავყევი გადარეული.
გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო
რომ მობეზრდაო შენი ალერსი
და თუ გაგება ამის მოგინდა,
მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 439-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:42 PM    
ცხოვრება ღიმილია მაშინაც კი როცა სახეზე მოგორავს ცრემლი....
დღეს მინდა ყველაპერი გაპატიო,ბავშურად მიამიტი დავრჩე...
ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით,თვალები ღიმილით მაქვს სავსე...
ღიმილით სევდისა,ღიმილით დარდისა,ღიმილით დაცინვის და ნიშნის...
არმინდა უკუგდება,არ მსურს შურის გება...ისევ შენეული პიქრის..
მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტო სული...მისად ვიცინი და ვტირი..
სული დაიღალა...როგორ აღარ ძალმიძს...ჩემად გითხრა რამე...იმ ჩემი წარსულის ერთო..
დღეს მხოლოდ დღეს მინდა რაღაც მოგიტევო...შე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 509-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:42 PM    
თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ შემართებად და რწმენად იქცე
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა
თუ ძალ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:42 PM    

მე შენ მიყვარხარ და ეს ამბავი

სულაც არ მინდა შენ რომ იცოდე...

ვერასდროს გეტყვი თუნდაც ყოველთვის ,

ჩაუქრობელი ცეცხლით ვიწვოდე.

მე შენ მიყვარხარ, მაგრამ არ ვიცი,

შენ რომ გაიგო მას როგორ განსჯი,

თუნდაც ამიტომ არასდროს გეტყვი

და ამით მხოლოდ მე ჩემს თავს დავსჯი.

მე შენ მიყვარხარ და დამერწმუნე,

ასე იქნება სანამ ვიცოცხლებ,

მე ის მიყვარდა ამასვე ვიტყვი,

რომ დასრულდება ჩემი სიცოცხლე.

  ნანახია: 516-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:41 PM    

შეყვარებულ ქალს ყოველი წყენა

მალე გაუვლის თუმც აატირებს,

ის გაპატიებს შეცდომას ყველას,

შეურაცყოფას ვერ გაპატიებს.

ქალს თუ უყვარხარ სხვაზე არ გაგცვლის,

მაგრამ თუ სადმე მის სულს ბღალავდი,

თუნდ უარესი სხვა მამაკაცი,

ჩაქსაფრებია მისი ღალატი,

ქალის გაგება ძალუმს ვისაც,

ძალუძს უნაზეს ფიქრთა შელახვა

ქალი გღალატობს? ეს იმას ნიშნავს

რომ დამნაშავე თვითონ შენა ხარ.

მას ვინც ჩვენს თქმულზე ჩაიქირქილებს,

და ეჭვით უმზერს ადამიან ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 463-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:41 PM    
დაბადების თარიღი - ათას ხცრაას ოთხმოც და...
დაბადების ადგილი - დასანგრევი ქვეყანა.
ყველას თავის ანგარიშს ისტორია მოთხოვს და
გული არ გამიძლებდა ცოტა რომ დაგვეხანა.
ვთამაშობდით ქვიშაში და ბავშვობა წაგვგლიჯეს,
(ეგებ ვინმე თუ არა ქარი მაინც მომიტანს)...
ვიჯექით და ვუთვლიდით საქართველოს ნაბიჯებს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს - გაქცეულს აფხაზეთის ომიდან.
ისტორია თავისას თავისთავად აგვარებს,
ბავშვი - ყველა ბავშვია - ქართველიც და აფხაზიც...
რადგან მეც ხომ სხვასავით საქართველოს მაგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 488-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:40 PM    
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისუ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 502-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:40 PM    
ტაატით...ღელვით...
ტაატით...ღელვით...
ზევით და ქვევით..
ზევით და ქვევით...
ძაღლების ქელვით,
ვხედავ ქარავანს
მარაოს ქნევით...
უკიდეგანო ქვიშების თელვით.
ტაატით ნელით..
ტაატით ნელით...
ჩილიმის ბოლით
ზურნით და დოლით
გვიახლოვდება უდაბნოს ველი
და როგორც გველი,
მოცოცავს ბებერ აქლემთა ჯაჭვი
ტაატით ნელით...
ჩადრების ფრენით
შემოგაწვება ოფლიან ტანზე
სიფიცხე წრფელი...
სულში გაგიწრთობს ყველა ვნებას
ასული ცხელი,
მზერას მოგარტყავს,
როგორც მათრა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 811-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:39 PM    
მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება,
რომ ჩამომრეცხოს და დამატყოს სველი ღარები,
რომ დამაბეროს, რომ ბავშვობა მექცეს წარსულად
და აწმყოსა და წარსულს შორის ჩადგეს კარები.

მე სიცოცხლეში მინდა მხოლოდ თბილი ფერება,
თბილი ხელები, რომ გალობა შემაძლებინოს,
რომ მომავალმა არ იჩქაროს წამის ბერება,
საათის ისრებს ჩუმი ფეთქვა შეაწყვეტინოს.

მე მონატრებად მინდა მექცეს ბედნიერება,
და სევდად მხოლოდ მონატრება ბედნიერების,
რომ ეს ბავშვობა უბერებლად იქცეს ერებად,
შვილთაშვილ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 436-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:39 PM    
გათხოვებ თვალებს - რათა დამინახო,
გაჩუქებ წამებს - რომლებიც მოგპარე,
ავაგებ სახლს - იქ სადაც თოვლია მუდამ,
წაგიყვან და დაგტოვებ სამუდამოდ.

სახლი - ტერიტორია ოთახებით,
ოთახი - ადგილი საწოლისთვის,
საწოლი - ზოგისთვის ერთადერთი ადგილი "ამისათვის"
"ეს" - ....

ოთახები მყუდროა და ნესტიანი

კიბე - ოცი საფეხური
(ამდენი ნაბიჯი შენამდე)
ჰოლი - მეტრი ხუთიოდე
(ისევ ვერ გავთვალე მანძილი)
კარები - ეს აღარ ითვლება დაბრკოლებად
ლოგინი - შენ გძინავს...
ვბრუნდ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 445-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-05 - 9:38 PM    
გადავიხლართეთ –
სად ვმთავრდები მე და სად იწყები შენ
ეს შენი ხელებია თუ მე გეხვევი
ეს ჩემი გულია თუ შენ ფეთქავ
ეს მე მაქვს შენი სუნი თუ შენ ჩემი
მე უფრო მეტკინა თუ შენ უფრო მიხვდი
ეს ჩემი ჰაერია თუ შენ მსუნთქავ
ეს ჩემი ტუჩებია თუ შენ მკოცნი –
სად ვმთავრდები მე და სად იწყება
შენი მზერა –
რომელმაც იცის რა ფერი ვარ
და ღამ-ღამობით
ლაქებს აშორებს ჩემს დაღლილ სხეულს
რომელმაც იცის რამდენი ვარ
და მაინც მყოფნის
რომ ახლომხედველს გამიმკვეთროს სილუე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-02 - 1:35 PM    
ყური დაუგდე, ნუთუ არ გესმის?
როგორ გეძახის ეს ჩემი გული,
ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ
და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული.
წუხელ სიზმარში გამომეცხადე
ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს,
მერე წყვდიადში გაუჩინარდი
არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე.
ვინ გიყვარს ნეტავ, ვის ეტრფი კარგო?
მე შენს სიყვარულს ვერასდროს დავთმობ,
მარტოობისთვის ვარ გაჩენილი
იმიტომ დავრჩი სიზმარშიც მარტო.
შენთან რა მინდა, ჩემი ბრალია,
შენ არ მიგიძღვის დანაშაული,
ჩემი ბრალია რომ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 405-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-02 - 1:31 PM    
ჰა,როგოროა წუთისოფელი…
თაფლს სჩუქნი ზოგს და საწამლავს იღებ,
ქება დიდებას არ აკლებ მოყვასს
მისგან პასუხად სიბილწეს იგებ.
ვერ დავნებდები, ბედის მარწუხებს
და მზისკენ, მაღლა მივემართები,
უთანასწორო ბრძოლა მაწუხებს
და მტრის წინ მედგრად,ვერ ვიმართები.
ჩემგან სითბო და ხალისი მიაქვს
ის კი,გაცვეთილ ღიმილს მომიგდებს,
როცა მე კონკიას პერსონაც მხიბლავს,
მაშინ ის,მარკესის ნიღაბს მოირგებს.
ჰა, როგორია წუთისოფელი…
ბედის ბორბალი სად არ გიჩერებს,
გული გამწყრალა,გული ოხერ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 457-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-02 - 1:30 PM    

და შენ კი აქ ხარ,სულ რაღაც ახლოს...

გზაზე სისველე,თვალებზე ცრემლი,

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 609-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-02 - 1:29 PM    
რახილ, რა ხელმა გადმოგხატა ძველი ფრესკიდან,
ვნების ყვავილი, აკრძალული, შენ ვინ გაჩვენა?!
როს ცისკრის ვარსკვლავს იისფერი ცეცხლი ეკიდა,
მაშინ დაგწყევლა სიყვარულმა და შეგაჩვენა.
რახილ, შეხედე: იმგვარივე მზე არის დღესაც!
რახილ, რა ხელმა მოგაჩეჩა ძველი თალმუდი?!
ამღვრეულ კუროს _ ზოდიაქოს გაჰყევი შენსას _
და მორჩილების სახლსა შინა აღარ დაბრუნდი!
ისმის ღიღინი მორწმუნეთა სინაღოღიდან,
შენ კი, შენ დღესაც ამქვეყნიურ ცოდვით დათვრები.
რახილ მოახლით მოედანზე გავლა მოგინდა,
რომ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 544-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-02 - 1:28 PM    
სიკვდილმისჯილი ვნება,
გრილ სარეცელზე დადის,
ტუსაღ ფიქრების დღეა,
ამბორის წუთი გადის.
თითებს დააჩნდა დაღი,
შენი სხეულის სუნი,
კოცნით გავთელეთ ბაღი,
ერთიც არა გაქვს წუნი.
გადმოიხარე ჩემსკენ,
ისე რომ ნაძვებს შერცხვა,
როცა გაშალე ტანი,
სველი ბალახი შეცბა.
მომინდა ბევრი ძილი,
სასთუმლად - შენი კალთა,
მერე - ნანატრი შვილი,
გალობა სეფექალთა.
გადავეჩვიე ღიმილს,
სუნთქვა მომინდა შენით,
სულში ჯალათი ტირის,
ჩემი სისხლების ფერით.
გადმომისახლდა ტვინში ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 581-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-02 - 1:28 PM    
მე ხომ ყველაფერი გავწირე შენთვის,
ვინც სინამდვილეში არსებობდი თუ არა არც კი ვიცოდი.

ჩვეულებრივ დადიოდი კოლეჯში მუსიკაზე
და არპეჯიოსავით ვიმეორებდი
შენთან შეხვედრის დროს კი არა —
ბგერებს, რადგან დრო ჟღერდა,
როგორც დიდი სპილენძის ზარი,
რომელიც გულში ჩნდებოდა მაშინ
და იწყებდა ძალუმად რეკვას,
შენ რომ კოლეჯის კიბეზე
დაბლა ეშვებოდი, პეპელასავით არა,
არც ყვავილივით, უბრალოდ ჩამორბოდი
და შენი თმის სურნელი —
ჰაერის ყველაზე უღრმესი სუნთქვა,
ისე თანდათან მია ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 432-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-02 - 1:27 PM    
სულში ვიგუბებ ყველა ტკივილს,

მაინც მიყვარხარ...

ვინ იცის, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 618-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 55 56 57 58 59 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<