* * *
ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა. ცრემლი იყო და გადმომეღვარა, აღარ იყო და თვალში დამაკლდა- იყო და ახლოს არ მომეკარა. გული იყო და ამიყოლია, ქარი იყო და გამიყოლია, დარდი იყო და გადამიყოლა, ზღაპარ იყო და... არა იყო რა ათასმეერთე ფიქრით გავერთე, ათი მცნებით და გზნებით ვიცხოვრე. ხატი იყო და სანთლად ავენთე. ლოცვა იყო და სული ვიცხოვნე. დარდი იყო და ვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნახე... დამიგულა სიმარტოვემ, ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა, ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება. და მერე... მიდიან შეგრძნებები, და მერე... ბრუნდება უშენობა, ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები, რადგან ნიავივით უფერო ვარ და რთული ქარივით, სევდასავით, თვალებშ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენ თავად აღწევ ყველგან საწადელს, სიყვარულს განა ვინმე გაძალებს. მზემ გაამთავრა ციკლი თავისი და ახლა, მთვარეს უშვერ ბარძაყებს. მიტომ გჭორავენ ეზოს ბებრები, რომ დრო იმათი უკვე დასრულდა. ქალირი შურით შემოგციცინებს, გასათხოვარი დასი ასულთა. შენზე უამრავ ამბავს ყვებიან.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მაჩუმებ?- ვჩუმდები, მიყვირი?- ვყრუვდები, მატყუებ?- ვტყუვდები, მარწმუნებ?- ვრწმუნდები. გტკივა და ვწუხდები, გცივა და ვლურჯდები, გცხელა და ვხურდები, გისმენ და ვმუნჯდები. მაშინებ- ვცბუნდები, რეტს მასხამ-ვბრუვდები, მაცდუნებ- ვცდუნდები, გულს მიკლავ- ვყუჩდები. მღალატობ- ვდუმდები, ფიქრებში ვდუნდები, შენს ლოცვას ვუნდები, ვინთები თუ ვქრები. მაგ გულში ვბრუნდები მე შენი უფლებით. მიყვარხარ ,მიყვარხარ, მიყვარხარ, თუ ხვდები?! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
დრო რომ გადათვლის ჩვენს გაფლანგულ ცხოვრების წამებს,
გაგახსენდება რომ ოდესღაც სახელი გერქვა.
გერქვა ცხოვრება, გერქვა სუნთქვა და გერქვა ფიქრი
მისი სიზმრებით რომ დაიწყო ამ გულმა ფეთქვა.
გაგახსენდება რომ ვიყავი კედლის სურათი,
ოთახის ჰაერი, შენი ფილტვები და მათი სუნთქვა,
სავარცხლის ნაზი მოფერება შენს თმაში დილით
და არა ერთი მშრალი სიტყვა ან მწირი გულქვა.
ვიყავი ყველგან, სადაც გული გადაგკარგავდა,
სადაც ოცნებას გაჰყვებოდი სიზმრებში ჩუმად,
შენს თბილ ღიმილში, შენს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ტაძრის ერთ კუთხეში დაჩოქილი
მორცხვად ვემალები ცოდვებს,
თვალებ დახუჭული, დამხობილი,
ჩუმად ვიმეორებ ლოცვებს.
ცამდე აღმართული გუმბათიდან
ფრთხილად დაეშვება სხივი,
ჩამოფარფატდება ანგელოზთა
ფრთებით გადაბმული მძივი.
მიმოიბნევიან მთელს ტაძარში,
მიმანიშნებელნი ერთის,
ყველა შესამკობზე ძვირფასია
წმინდა სამკაული ღმერთის.
ხატთან ანთებული სანთლებიდან
უხვად იღვენთება სითბო,
ხელის გულები მაქვს მიშვერილი
და თან სულის გულსაც ვი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ფერიამ სიყვარული ფრთხილად გააღვიძა,
მიიხედ-მოიხედა,ვერავინ დაინახა,
წამოდგა....
და ცოტა გაიარა,
მინდორში ლამაზი პეპელა დაინახა,
მიუალერსა....
და ხელში აიყვანა.
სიყვარულს პეპელა უცებ შეუყვარდა.
იარა სიყვარულმა,წყარო დაინახა,
უყურა,უყურა და ისიც შეუყვარდა,
ცაში აიხედა,მზე ანათებდა,
სიყვარულს მოეწონა და უხმოდ შეუყვარდა.
სიყვარულს გაუხარდა-ქალი დაინახა,
ლამაზი ქმნილება გულში ჩაუვარდა.
მიიხედ-მოიხედა,წალკოტი დაინახა,
სიყვარულს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენ რომ გაუგებ და გაგიგებს ეს სულ სხვა არის,
ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მეგობარს,
შენი ტკივილი რომ სტკივა და შენს ლხინს შეჰხარის,
შენ რომ ენდობი და ყოველთვის ისიც გენდობა..
არ უღალატო,არ გასწირო ნუ გასცვლი სხვაზე.
თორემ იმ სხვასაც ვერ გაუგებ დაიმახსოვრე,
მეგობრობა ეს ნიჭია ღმერთმა გიბოძა,
მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ აქვს მინდა იცოდე.
უმეგობროდ ჩათვალე რომ ცოცხალი არ ხარ,
მაშ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას უაზროდ გავლილს,
არ იმეგობრო იმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გჭირდები
და გინდა ჩემთან უბრალოდ ყოფნა,
მე მაშინ მოვალ ჩუმი ფიქრებით
და შენს სამყაროს ფერებით მოვრთავ.
მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გაკლდები,
როცა არა ვარ, ვერ ძლებ უჩემოდ,
მე ამ ფიქრებით კვლავ განვახლდები,
ღიმილს მოგიტან, თვალებს უცრემლოს.
მე როცა ვიგრძნობ, რომ გენატრები,
რომ შენი სული მიხმობს თავისთან,
დავტოვებ ყოველს და გეახლები,
და შენს ცხოვრებას მზეზე გავიტან.
მე როცა ვიგრძნობ... მე მოვალ შენთან,
სულს მო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
თვით სიყვარულასაც გაჩნია ერთგვარი "განგება”, განგება "შეუცნობი-ვითარცა ღვთისა. გაცნობის დღიდან შენი სითბო ზედ გულზე მადნება, განგებას მივუხვდი და რომ მიყვარხარ დღეს უნდა გითხრა. დეს უნდა გითხრა რატომ ვდუმდი ამდენი ხანი… ან რატომ გავდა პაემანი უხერხულ სიზმარს…. ან რად მიპყრობდა შეხვედრისას ფიქრის კაეშანი… ეს ყველაფერი და რომ მიყვარხარ დღეს უნდა გითხრა. პირქუში ღამე ჩემსნება-სურვილს თანდათან ნებდება, გეტყვი იმასაც რომ ეს ღამე შენით თენდება, რომ მე მაღელვებს ღამის დღის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვედით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.
როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე რომ ასეთი გიჟი არ ვიყო,
არ გეყვარებოდი ალბათ...
ჯიუტი არ ვიყო, დამყოლი რომ ვიყო
ვინ გეყოლებოდა დარდად?
შენი ამოსუნთქვის სული, რომ არ ვიყო
და შენი სიცოცხლის ბადე
ხომ არ იქნებოდა ეს ჩვენი ცხოვრება
ასე ოცნებებით სავსე,
სიგიჟე, რომ არ მჭირდეს შენი სიყვარულის
და მდორედ რომ მიუყვეთ ცხოვრებას
მერწმუნე არ ექნება ინტერესი, უხმოდ გატარებულ ცხოვრებას!
ვარდებს უეკლოდ არ კრეფენ ძვირფასო,
მაგრამ ვის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
არაფერია, მე გადავიტან გზები თუ გაიყო,
არაფერია თუ არ ვიცოდი ტკივილი რა იყო,
არაფერია თუკი ცხოვრებამ კარტი ჩაიწყო,
არაფერია! ყველაფერი ხომ არაფრით დაიწყო?!
უკვე მივდივარ, რომ გავამთელო დაშლილი გული,
უკვე მივდივარ, რომ გადავლახო გზა დიდი, რთული,
უკვე მივდივარ, რომ აღარ გახდეს ცხოვრება ნული,
უკვე მივდივარ! ამ წასვლაში დევს დღეს აზრი ბრძნული.
მე დავბრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ის რომ შენია, ეს მე ახლა ნაკლებად მაღონებს,
თუმც გაგიტყდები, მისი ტრფობა მწვავდა თავიდან,
შენ რომ მისი ხარ, ეს ვარამი მაცლის ძალ-ღონეს,
რადგანაც ვიცი, უშენობას ვერ გადავიტან.
მაგრამ ორივეს გამართლებას მაინც მოვნახავ:
ის შეიყვარე, რადგან იცი, მეც ის მიყვარდა,
მან შეგიყვარა ჩემი გრძნობის მონა ხარ,
მანაც ტრფობა ორგულობით გადამიხადა.
მე თუ დაგკარგე, შენ ხომ ჩემმა სატრფომ მოგძებნა,
ის თუ დავკარგე, ამითი ხომ სატრფო შეგძინე
და, რადგან გახდით
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნუ მომატყუებ რომ სინანული ყველა სევდას და დარდებს წალეკავს, დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს. ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები, ახლა არ გჯერა,მაგრამ დრო მოვა და მტკივნეული დარდი ვიქნები. მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია, ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია. სუსტი ხელებით,ნაწვიმარ ცაზე ისე აგწიე,რომ ვეღარ შეგწვდი, ღმერთად გაქციე,და ღმერთი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენი თმის ფერია, ახლა შემოდგომა... შენი თვალის ფერი ზეცა მეოცება, სევდის ალიონზე მთვარე შემოდგება, მთვარე მარტოობის, მთვარე მეოცნებე...
ყვითელ ფოთლების, ჯარს ცამდე ავედევნე, კარი ვარსკვლავეთის ღრუბლებს გაუღიათ, წამით გამიტაცა, წამის აღმაფრენამ. ჩემში შენს არსება ბინა დაუდვია-
ბინა დაუდვია წასვლას არ აპირებს. ხეებს ალიონმა ყვითლად დაათია... ტალღებს მინდობია, ცივი სანაპირო, და შენს არსებობას ვითვლი საათობით_
ვითვლი საათობით, ახლა მეოცეა, წლების ქა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
,,მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე! ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები, დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!.. შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები, კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე, ვითამაშებ შენი ყველა ახირებით, სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე. არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს, ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე... ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს: მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე." |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მარტმა გაშალა ფრთები,
მე ისევ მრტო ვრჩები,
ჩემთან არავის მოაქვს
ია და ბარათები.
ფეხი აუდგამთ იებს,
გამოქცევიან ბუჩქებს
და მოდებიან ლურჯად
თბილისის ფართო ქუჩებს...
მე კი განზე ვარ მუნჯად,
არავინ არ მაჩუქებს,
ქუჩაში დადის მარტი,
დღეს ვარ ყველაზე მარტო,
მიმოზის სუნთქვა მათრობს,
მაფხიზლებს შენზე დარდი,
ბინდს ტოვებს მზე და ჩადის...
ჩადის და ვრჩები მარტო. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ცაო, გაჩუქებ მანდილს,
გრძნობით და არა ყალბად,
მაგრამ, შხაპუნა წვიმავ,
შენ შეგიყვარებ ალბათ...
მზეო, გათხოვებ კაბას
ნუ გეგონება ყალბად,
მაგრამ ღრუბელო წმინდავ,
შენ მენდომები ალბათ...
ქარო, გეხები თმებზე,
ნურვის ეგონოს ყალბად,
მაგრამ, ვარსკვლავო ბედის,
შენ ამოგარჩევ ალბათ...
ბიჭოვ, მიპირებ კოცნას,
ჯერ არ გაბედო, არ ქნა,
შენ გამჯობინებ ყველას,
მეტი რა გითხრა, რა ვქნა?... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მთელი სამყარო ვრცელი შენით არსებობს ჩემთვის, რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით, გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენთვის მწვერვალებს დავთმობ. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მიყვარხარ ცხადად, მალვით, როგორც აროდეს არვინ არ ჰყვარებია არვის. ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის, შენ ერთს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 53 54 55 56 57 ... 71 72 » |