* * *
მე მოგონება შემხვდა ამ დილას... გადამეხვია, გიჟივით მკოცნის... ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა... და დარჩენილა ისევე მორცხვი... არ შევხვედრივართ ერთმანეთს დიდხანს... მაგრამ... შენს თვალებს მაინც ვიხსენებ... არა, მე შენთვის სიტყვაც არ მითქვამს... სანამ არ გეტყვი, ვერ მოვისვენებ... მაინც გიპოვი და ამ იმედით დაგეძებ ასე... მთელი ცხოვრებით... მე, ფინალამზე უკვე მივედი... და ვიცი, მუდამ გემახსოვრები... როცა გიპოვი, გულს გადაგიშლი, არადა... თითქოს რაღა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე მეშინია შენი გულის უცხო ნაპირის და მე მაშინებს დამალული დროში ქარაგმა, რომ დამამძიმებს ღრუბელივით, გამინაპირებს, ფუძეს ჩაშლის და... გამიტაცებს გრძნობის არაგვი- წლებს გამაყოლებს... მერე ალბათ სადღაც გამრიყავს, სველი კენჭებით ამომივსებს ჰაერს დარჩენილს, შენ კი მოდი და დეკემბერში გადაჭრილ ნამყენს სითბო მომხვიე, სიშიშვლისგან გადამარჩინე....
ცა ჩამუქდება, ვარსკვლავებით თავსაფარს მორთავს, თმას გადაუკრავს ქარებისგან გაწეწილ ტოტებს, წავიღებ შენგან ორი წამის სამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მიყვარხარ ჩემო უთქმელი ფიქრის თეთრო ქათიბო,
მინდა სიცოცხლის ონავარი გიხილო მარად,
მიყვარხარ ჩემო უშორესო თქმავ უმაქნისო,
დავდივარ ფიქრის ფუნჯებით და ნისლებში გხატავ,
მიყვარხარ ჩემო მდუმარებავ გაუსაძლისო
დაგიცხობ გულში გალეწილი ცრემლების მარცვალს,
მიყვარხარ ჩემი სიყვარულის ცამდე მანძილო
მიყვარხარ,
გიხმობ,
გპოულობ და ლექსებში გფანტავ. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩვენი შემოდგომა no ordinary-რი, იხდის და შიშველი ქალივით ჩუმდება, ნერვების მოშლამდე სენტიმენტალური გავხდი და ბოლო დროს გულიც მიჩუყდება. ვხვდები,რომ შენამდე ძალიან შორია და ცისკენ ვუჩქარებ რატომღაც ნაბიჯებს, შენ,ძაან შეშლილს და მე-პარანოიას, ყველა ბანალური პროცესი გვაგიჟებს. სხვაგან ყველაფერი ხდება ჩვეულებრივ. შენ მე დამიფიცე, შენ ხომ მე დამპირდი მეყვარებიო და ახლა მეუბნები, რომ უნდა დამტოვო, უჩემოდ გაფრინდე... იქ,სადაც ყვითელ მზეს გაუჩნდა ლაქები, იქ,სადაც ღ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
წვიმა მიკაკუნებს, კარი გამიღეო და არ შემოვუშვი სახლში... რატომ წამიშალა შენი ნაფეხური ერთად რომ მივდოდით მაშინ... შენი ხელისგული ჩემს მხარს ეხებოდა, ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი გულში... სველი ქვაფენილ ნელი ნაბიჯებით მარტომ გადავტკეპნე გუშინ, ახლა წვიმა ისევ კარზე მიკაკუნებს, მე კი აღარ მინდა...მცივა, შენგან მიტოვებულ ნაიარევ ქუჩებს ახლა უჩვენობა სტკივა. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მოდი კარგო,მითხარ რამე მოდი, უშენოდ ხომ ღამე ჩუმად კვდება შენთან ერთად გაზაფხული მოდის, შენს მკლავებზე სიყვარული რჩება...
მოდი კარგო ჩაგიხუტო მოდი, ჩემთვის ისევ ზღაპარი ხარ შენო... შენთან ერთად გაზაფხული მოდის, შენთან ერთად სიყვარულო ჩემო!!!
მიყვარხარო,მიყვარხარო ძალიან, ღამეს ათევს შენს ბაგეზე მარტი ტკივილით და სევდით სავსე ქალი ვარ, იმიტომაც შემიყვარდი...
ეს ცხოვრება უცნაური ფიქრიაო, ვიცი მოხვალ,ვიცი,მაგრამ როდის? უშენოდ ხომ სევდის ფერი ნის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე ვიცი, ჩემში ორი ქალია-
ერთი ლექსებს წერს, მეორე არა.
მე ვიცი იმ ერთს რა უხარია,
მეორე- გულში რა ნაღველს მალავს.
ერთი ადგება დილაადრიან,
მეორე-ღამით სულ არ იძინებს.
ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს,
მეორის თვალზე ცრემლი ციმციმებს.
..................................................
და წლები ასე უბრად მიდიან,
გზა დასახსნელი ვერსაით ვპოვე,
რომელი დავთმო, ვერ გამიგია,
ვის გავუჯავრდე: დედას თუ პოეტს? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მხატვარი არ ვარ, მაგრამ მაინც ვცდილობ დაგხატო, ფუნჯი არ მინდა - ოცნებები საკმარისია, თვითონაც ვხვდები, ეს ფიქრები მიწის არ არის, ჩემი ოცნება ფერადია, მხოლოდ ცისია.
არც პოეტი ვარ, თუმცა მჯერა, მაინც დაგიწერ, დღეს უშენობა უბედობის დასაწყისია, სიყვარულზე ვწერ და ამითაც კმაყოფილი ვარ, არ გააჩნიათ ჩემს ნაწერებს მეტი მისია.
მსახიობი ვარ? აბა, მაშინ რატომ ვთამაშობ?! თან როცა როლი ჩემი არა - მხოლოდ სხვისია, ეს ცხოვრებაა - ყველაფერი საპატიოა, ვინ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე ის პატარა ნაკადული ვარ, შენ რომ ამღვრევ და ასე ათრთოლებ, შენ რომ ცრემლები წყალს გააყოლე, მე ის პატარა ნაკადული ვარ!
მე ის პატარა სიყვარული ვარ, რატომღაც შენ რომ აღარ ახსენებ, შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს, მე ის პატარა სიყვარული ვარ! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე მოვალ შენთან... გაზაფხულის წვიმას მოვყვები, მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას, შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი... გათანგული ფიქრით და ლოცვით, დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან. დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენამდე ჩემი სიცოცხლე
სულაც არაფერს გავდა ....
ეხლა შენ ერთადერთი და
სულ ერთადერთი ხარ და......
რატომ არ მეტყვი რაიმეს
რა უნდა მითხრა ანდა
ჩამოშლილია ჩვენს შორის
ყოფიერების ფარდა
სურვილში იქით შენა ხარ
წყურვილში აქეთ ვარ და
აღარაფერი არ მახსოვა
რაც კი აქამდე მწამდა
თუ შამრჩინა საწუთრომ
ესეც არ ჩამამწარდა
შენამდე ჩემი სიცოცხლე
სულაც არაფერს გავდა |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გარეთ ცივა ფიქრია სიცივეში მინდა მოგენატრო უბრალოდ, სულ უბრალოდ და მომწერო: მ ო მ ე ნ ა ტ რე მერე რა, რომ ოცნებები ხშირად არ სრულდება მაინც ვინატრებ მერერა,
რომ ფიქრი ცხრაკლიტულში ჩაკეტე, ჯინივით ჩაამწყვდიე ბოთლში დაგადამალე და
გეშინია მასთან შეხების, რადგან ფიქრობ, რომ კარს გაუღებ.... გეშინია იმიტომ, რომ არ იცი რა მოხდება კარის გაღების შემდეგ. უბრალოდ მომენატრე და დამღალა დუმილმა, გააღე კარი... მე ხომ არასოდეს ვკეტავ ჩემი გულის სარკმელს რადგან გელოდები,<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენ გადაწყვიტე
გახსოვს,როგორ ვსეირნობდით ხელი–ხელ, გახსოვს როგორ მოგეფერე პირველად პირველად რომ მე შენ გული დაგწყვიტე მე რაღა ვქნა შენ ასე გადაწყვიტე. მიმატოვე,დამადე და გამყიდე წახვედი და ჩემზე ხელი აიღე გახსოვს როგორ ჩაგიკარი გულში მიყვარხართქო ჩაგჩურჩულე ყურში. ეხლა მხოლოდ მოგონება დამრჩა გულში ყველა ტკბილი წამი ჩარჩა გამიგია ვერ უბრძანებ გულსო, და ვერც სხვაში ვერ გაცვლი შენ სულსო. მე არ მინდოდა,დაშორება თუმცა ეს მოხ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
რატომ ვწერ ამდენს?
იმიტომ რომ,რაღაცა მტკივა.
ან იქნებ,ცაში,
იქ შორს და მაღლა, გაფრენა მინდა,
რატომ ვწერ ამ ლექსს??
იქნებ იმიტომ რომ,რაღაც მინდა,
მინდა ვიპოვო შორეული,
მოსული ციდან.
ერთი სუნთქვიდან ამოსული,
სულ ერთი ციდა,
ერთი გულიდან გამოსული
სითბო წმინდა.
რატომ ვწერ ამ ლექსს??
იქნებ ვიპოვნე,ის რაც მე მინდა! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, იგი ფერიაა,უფრთო ანგელოზი და კიდევ იდუმალი,ნაზი სირინოზი. ლამაზი თვალებით ყველაფრის მთქმელი, ანგელოზივით სიყვარულს მღერის, თვალები მისი ბრწყინდება ისე, როგორც ამ ცაზე ეს ვარსკვლავები. ქალი ლამაზია,ქალი სათუთია, ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, იგი ფერიაა,ნაზი ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ასე მგონია ვარსებობდი ქვეყნად ოდესღაც
და ხელმეორედ მოვევლინე მიწას ცოდვებით
წუთისოფელში წამიერად ფიქრი მომბეზრდა
და დავიღალე,დავიღალე მთელი ცხოვრებით!
ისევ იმ გზებით,იმ გაცვეთილ გზებით მივდივარ
და რასაც ველი,რასაც ვეძებ ვერ მიპოვნია
წუთისოფელში წუთად ყოფნა მაშინ მიმძიმდა
მეორედ მისვლის ნოსტალგია არც კი მქონია!
მაგრამ მოვედი,ისევ დამსვეს ცოდვის მიწაზე
ბედის ვარსკვლავმა კვლავ უცვლელად დამატრიალა
იქნებ ძალიან ადრე გავჩნდი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
თუ გულში ლამაზი ოცნება ჩასახლდა, შენს სახელს დავარქმევ ჩემს ყველა სახატეს, რადგან ხვთისმშობლის ლამაზმა თითებმა, ჩემს სულში შენი აჩრდილი დახატეს. მე შენ მიყვარხარ, უკვე დაგეძებ, შემომეჩვია მელანქოლია, ასეთ უხილავ უცნობ სიყვარულს, თურმე თავისი ხიბლი ჰქონია.
ფიქრით შენთან ვარ, საქმით კი არა, სიზმარში გხედავ, ცხადში კი არა, გული გეძახის მითხარი სად ხარ? მითხარი ძვირფასო რატო არ ჩანხარ?
ხატზე ჩამოსული ცრემლი გინახავს? ვლოცულობ შენზე და არ ვიცი ვინა ხ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გზას იმედში ვეღარ ვიგნებ, რა იქნება გაის ამ დროს?! თუმც ვინ იცის, სულმა იქნებ ერთხელ კიდევ გაიზამთროს.
დღეებს ვარაუდით მივდევ, თანაც ვწრუპავ მიჯრით ღვინოს, რომ მზის სხივმა ერთხელ კიდევ სულში შემომიჭვრიტინოს.
ვეღარა ხტის გვარზე კვიცი, უკანასკნელ ძალას ვიკრებ, ვიცი... ყველაფერი ვიცი, მაგრამ მაინც, მაინც იქნებ?!. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
უკვე მერამდენედ მიმატოვე,
შენ კი, გიხარია უჩემობა…
მე კი, მომაბეზერე სიმარტოვე…
მე კი, მომაბეზრე უშენობა…
შენ ხომ, ჩემი თავიც მომაბერზე…
მაინც მეზიზღება უშენობა,
ნიავს შეგავედრებ მონაბერზე…
ქუჩებს გააწამებს უჩვენობა…
შენ ხომ, ჩემი გულიც მომაბეზრე…
მაინც, შენსკენ იწევს ჩემი გული…
ისევ ბნელი ღამე მომაგებე,
გული ამიტირე დაჩაგრული…
უკვე მერამდენედ დამაობლე,
ისევ ღამეა და მეჩქარები ისევ…
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სიყვარულით აღვსილია უკვდავების ფიალა, ყველამ იცის სიყვარული მარტო –სოსომ– კიარა ვარდს ბულბული ცასციცინებს,მზეს უგალობს ტოროლა, სიყვარულში იფერფლება კიდევ თითოოროლ მან არ იცის სოღარიბე,სიშორე და საკანი ამიტომ აქ სუყველა ხართ სიყვარულის საგანი, ყოველგვარი სიყვარული გულში შემოპარულა მეზობლური,მეგობრული,აშკარა და ფარული, პირველია სიყვარული ქალის,სიყვარული ნაჩუქარი უფლის, სიყვარული გამლესია ხმალისა,სიყვარული გამშლელია სუფრის. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 51 52 53 54 55 ... 71 72 » |