* * *
მინდო და შენთვის მომეძღვნა ლექსი, მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს, რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა. შენი ლამაზი სახის დახატვა ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი, რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა და იქნებოდა თვალთ შესაფერი. შენი ლამაზი ხმის ჰარმონია ყურში ჩამესმის მე გამუდმებით. შენი სახელის ყრუ მელოდია გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის... და აღარ შემწევს იმისი ძალა, რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი, მე ვეღარ შევძლე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე ამართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით. <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი... თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება. არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი... შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?.. შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო. არ მითხოვი - ჩამეხუტე და არ გამიშვა... არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...
არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი. ჯიუტი ბავშვის ფთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს... არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გაივსო გული, ადგილები შეზღუდულია, ვერა ბატონო, რა აზრი აქვს შეგიშვა ახლა. ყოველი ძარღვი უსასყიდლოდ გაყიდულია, გადაიტვირთა და დაეტყო სიცივით დაღლა. არითმიულად დატრიალდა ეკრანზე ფირი, მოჩანს გულიდან მაყურებლის თვალები ფართო, განვლილმა წლებმა გააცოცხლა ყოველი გმირი, შენდობის მთხოვნელს, ახლა უნდა დარჩენა მარტო. დატოვეთ იგი, სიმსუბუქე სჭირდება ძარღვებს, გაცემული აქვს ყველა სითბო და სისხლის წვეთი. უსიყვარულოდ რას გაუძლებს დარჩენილ დარდებს, დატოვეთ იგი, მასში უნდა დასახ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
უშნომ ქვეყანა დააქცია და მაინც ეხურა ნამუსის ქუდი, ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და... უცებ შეარქვეს სახელი ცუდი. ქალი კი არა მზე პირს იბანს და ღრუბელს უჩნდება ეჭვის იარა, ლამაზის თვალში ბეწვიც ნახეს და უშნოს თვალებში დირეც კი არა. ლამაზის ბედი დასაგმობია, ჰოი რამდენი ჰყოლია მტერი, ლამაზი ქალი სხვისი ჰგონიათ, და დგას ჭორების კორიანტელი. მას ხარბად თვალთა ორომტრიალით, მიაცილებენ მამაკაცები, განზრა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.
სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.
არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
აღარ თოვს. უკვე იძრა ღრუბელი,
ატყდა კვირტების ჩუმი ფაჩუნი.
დუმხარ, არაფერს არ მეუბნები,
ვისთვის მოვიდა ეს გაზაფხული?!
ან ღივი მაღლა როგორ მიილტვის?
რა სიზმარს ხედავს ვრცელი ნახნავი?
ან გაწეწილი თეთრი ტირიფი
მდინარეს მღერას როგორ ასწავლის?
როგორ ამოდის აღმოსავლიდან
მზე საოცარი და სხივნათელი?
როგორ გადიქცა ტყემლის ყვავილად,
ცად მოფარფატე თოვლის ფანტელი?
ნუთუ არაფერს ნაღვლობს ბუნება?
ნუთუ სულ ტანჯვა იყო წარსული?
დუმხარ, არაფერს არ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ახლა ამწუთას, როცა მე აქ ვარ,
როცა წისქვილებს ვაბრუნებ პირქვე,
ნეტავ სიტყვებმა სიმართლე დაფქვან,
ნეტავ სიმართლეს გაუძლოს ვინმემ,
ახლა ამწუთას, როცა განვიცდი,
ნეტავ აქ იყო, შენც განიცდიდე,
მარხვა დამწურავს, ლოცვა არ ვიცი,
ლოცვა ცეცხლივით მაინც ლიცლიცებს,
ვითვინიერებ ყვავებს და ყორნებს,
სამყაროს ბზარი გაივლის ჩემში,
შენამდე მოვა, თან გაგიყოლებს,
თან გაგიყოლებს, ჭკუიდან შეგშლის,
დაბეჯითებით და სიტყვა-სიტყვით,
ისე გულდასმი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენს ლალ_ბაგეებს უწოდეს სული – ეს მართალია? შენს წვრილ ხაზ-წარბებს უწოდეს ბმული – ეს მართალია? როცა შევიცან, ბაგენი შენნი მეტკბილა ფრიად, ვისაც ვანდე, თქვა; ჭორია სრული – ეს მართალია? შენ ბაგეთ სიტკბო, მე დავინახე მეწამულ ფერად, მითხეს არისო სისხლისგან სხმული – ეს მართალია? გული ვიხილე მაგ შენს ნიკაპის პაწია ღრმულში, თქვეს; იოსებ არს დილეგში ფლული – ეს მართალია? წელი გამიხდა ღერის ოდენა მაგ შენი ზილფის, მითხრეს; ეს სიტყვა მრავლად არს თქმული – ეს მართალია? ლალის ზანდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მამაო ჩვენო, რომელი ხარ შენ ცათა შინა, უფალო ჩემო შემიწყალე მე მონა ღვთისა. ერთი თხოვნა მაქვს უცოდველო ცოდვილთა შორის მარად მყოფელო უწმინდესო წმინდათა წმინდა ძეო ღვთისაო მომიტევე სხვა არა მინდა. ცოდვით დაცემულ ანგელოზო ჩემგან რა გინდა? სულო ბოროტო გამეცალე – ჩემს ღმერტს რომ გავყვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გესმის, არ მოვკვდები არა, არც შენ განაცვალებ თავს, გადავალ ქსანსა და არაგვს, სანთლით ამოვირჩევ ქმარს. მთელს ფშავ-ხევსურეთში ცნობილს, სხვისგან წყენა რომ არ ახსოვს, დავტოვებ ქალაქელ დობილთ და დავესახლები არხოტს...
ისე გავაკვირვებ სოფელს საჩვენო ქალ არსო-თქვას, გავიჩენ ცხვრებსა და ძროხებს ვისწავლი ქსოვას და რთვას... დილაბნელს არაგვზე ჩავალ, მოვიტან წყვილ კოკა წყალს. ქმარს გზას დავულოცავ სავალს, საძოვარს გავრეკავ ცხვარს... ძროხებს გავაყოლებ ნახირს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება. რა დააოკებს თავნება აპრილს? მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.
ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს და დასკდებიან ატმის კვირტები და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს, ახალი თვალით დაგაკვირდები.
შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას, მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას! გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს, თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება, მოვა დღეები წყუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
კლავიატურა თითებს მიერითმა,
ღვთისნიერი თმა მოგავს მდინარეს,
კვლავ მიატოვა მიღმიერიდან
წამოსულმა ხმამ ბგერა, მდუმარედ
მოვიახლოვე მე სააქაოდ
ბგერა ხმოვანიც და ჰარმონია
აქვე მქონია და აღარ ვჩქარობ,
ყველა პასუხიც აქვე მქონია,
კი. მაგრამ არა! მე მეჩქარება,
ჰო მეჩქარება, მოვასწრო მინდა,
მე წამითა ვარ ქვეყნად მოსული
და ის წამი კი გამყვება დიდხანს,
კლავიატურა, ნიშანნი, რიცხვნი,
კათედრალური ტაძარის ასლი,
მირითმავს ლოცვებს და ბგერებს
ვითვლი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ყველაფერი მარტივია, წესებიც
და უწესობაც, ნეტავ ფიქრნი
სად მიდიან, როცა გული მიწევს
თხრობად, დღის სინათლეს მე,
სიბნელე, განვუკურნე ნელა,
დინჯად, ცის სიმაღლის ხედ
ვიბნევი, საუკუნეების მიჯნაც
დღეღამეში მოვიარე, ზმნების
სულით გავსამდები, ზნე სამეფო
როიალი, სემირამიდეს ბაღებით
სიმდიდრეებს მიყვავებენ,
საყვავილედ, სართულ-სართულ,
ტრაგედია მიჰყვა თებეს, რა ბედი
აქვს წმინდა ქართულ, სიმღერათა
მთელს ჩემს მოდგმას, დედამიწის
ბრუნვას მოჰგავს, საიდუმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori”-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მითხარი რამე
მე შენზე ფიქრში დღეებს ვაღამებ, რომ უფრო ხშირად მეწვიო სიზმრად. ტანჯული ფიქრით კითხვები მახრჩობს, ნუთუ გამწირე და მიმატოვე. ჩემგან შორსა ხარ, სიახლოვეს კი ვიღაც სხვა ახშობს, ვიღაც სხვა გხატავს მე კი ტანჯვა დამასამარებს, შემიწირავს შენზე ფიქრები და-მონატრება ჩემს თვალს ცრემლად რომ დაატალღებს. მითხარი რამე! რომ ასე არაა, შენ ჩემზე ფიქრით უნდა ცოცხლობდე, ჩემსკენ ილტვოდე მთელი არსებით და სიკვდილამდე მე დამემონო. მოდი, შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
* * *
ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო,
ამ სიბნელეში მარტოს რა გინდა?
დამივიწყეთქო,ეს კი არ მთხოვო,
შემიყვარეთქო, მთხოვე თავიდან!
თვალს არ მიტკბობდე შენი სიმშვენით
ქვეყნად ისე რა გამაძლებინებს?!
თუ გაგახსენდი (ჩემებრ ვინ გელის?),
თუ მოგენატრო,გამაგებინე!
გხედავ სიზმარში,თვალს თუ დავხუჭავ,
მერე სიცხადეს ვწყევლი შემზარავს,
აქ უნდა მყავდე ახლა, ამ წუთას,
სამართალი რომ ჰქონდეს ქვეყანას.
ვერ დაგეხსნები ისე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნუ იდარდებ,ბედის ჩიტი მოფრინდება მალე, ეგებ დღეს რაც ჩაიფიქრე მართლაც ახდეს ხვალე. კეთილ თხოვნის ასრულებას ცოტა ხანიც უნდა, ასე იყო განა ერთხელ? ასე იყო მუდამ... მოვა,მოვა,როცა ახალს უკვე აღარ ელი, მოვა როცა ქრობას იწყებს იმედები ხვალის, მოვა როცა დაღლილ ხელით ძირს დაუშვებ ფარდას და ყვავილებს და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 52 53 54 55 56 ... 71 72 » |