* * *
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ცაზე ციმციმებ, ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო, გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი, ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო, ო, რა ხანია გელი.
ბედის ვარსკვლავო, შემომხვიე თბილი მკლავები, ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა. ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული, ვინ შეგიყვარდა?..
ბედის ვარსკვლავო, ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო, ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი. იქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ო,მაპატიე ჩვენს შეხვედრებს ზღვარი დაედო დავრჩით შორიშორს ბედისწერას ასე ენება ო,მაპატიე უნდა გავძლოთ უერთმანეთოდ თუმცა ძნელია სხვაგან ვპოვო ბედნიერება მე ვიცი,ტანჯვის უეცარი ჩამოქროლებით კვლავ ათრთოლდები უიმედო ძიების წილად როცა მოისმენ ისევ ისე გულაჩქარებით სახელს იმისას ვინც დაკარგე დიდი ხნის წინათ სულ ერთი წამით შევხვდით ერთურთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ღამე მთვარე შორეული შენსკენ გრძნობა მორეული, მოვალ როგორც მთვარეული შენზე ფიქრით არეული... მოვალ როგორც დილის ნამი ავმხედრდები როგორც ტარი მოვალ როგორვ წვიმის დარი მოვალ როგორც ნიავ-ქარი... გაზაფხულზე მოვალ ველად მარტში იად და ენძელად ატმის ყვავილის სურნელით თუნდაც ავყვავდები ტყემლად. ხიბლს შევმატებ არემარეს ბროწეულის ყვავილებად მანათობელ ცისარტყელად. მო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
პირველი თოვლი მოვიდა თთრთოლვით, თან პოეტების ჩამოჰყვა სევდა. ამბობენ, თურმე პირველი თოვლი, პირველ სიყვარულს წააგავს მეტად.
ღმერთმა დამწყევლოს, მე კი არ მჯერა. თავს ვეღარ ვაღწევ ფიქრებს მოჯარულს. პირველი თოვლი ტალახად იქცა და რა მოუვა პირველ სიყვარულს |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენა ხარ წყარო, თავანკარა-მე ვარ წყურვილი, შენა ხარ ნება-მე ვარ გზნება, მე ვარ სურვილი. შენა ხარ სიო-სასხვისიო-მე ვარ ხანძარი, შენ ხარ ნათელი-მე სანთელი-შენი ტაძარი.
შენა ხარ ხატი, სალოცავი-მე ვარ მლოცველი, შEნა ხარ ვაზი-მე ვენახის ფესვის მკოცნელი. შენა ხარ ქარი, ბობოქარი, შენ ხე ხარ ნატვრის, მე მადრიგალი,შენ-გრიგალი ნატვრის ხეთათვის.
შენა ხარ მთვერე, ღამის ვერცხლი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
"რა უსაშველოდ, ლამაზად ბარდნის, ვუსმენ ფიფქების უნაზეს თოვას, კარგია როცა არავის ელი, არავის ელი და... ვინმე მოვა"
"და როცა შენი დავიწყება მე გადავწყვიტე, წარმოიდგინე ფიქრი ისევ შენით დავიწყე!"
მე დღეს ყველა კარგი სიზმარი ამიხდება, ფიქრს, როგორც ბადეს, თევზივით დავუსხლტები, დარდად არავინ გამიხდება, მე კი ბევრს დარდად გავუხდები.
მსურს გაგაგონო ჩემი ძახილი და აღმაფ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ვგრძნო ბ გაზაფხულის ძალას, სიგიჟეს ატმის ხეთა, შენი თვალების ფასი, დარჩა დღეს მხოლოდ მცხეთა. ზამთრის ქარებში გაზრდილს, ვით გაზაფხული მათბობს, შენი სხეულის ალი, სასმელი გრძნობით მათრობს. ბედის ბრალია ალბათ, ჩვენი შორი-შორს ყოფნა, ჩემი სიცოცხლეც არ ღირს, შენი ტუჩების კოცნად. ვერ დავივიწყებ თვალებს, და მყუდროებას ტაძრის... გრძნობას დამალულს, ღვთა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
თუკი ეულად იგრძენი თავი, თუ გულში ისევ გაივლე სევდა, გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი, შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა, თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში, არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს, იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს, ქალი არასდროს გატეხავს მარხვას, ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩემი ცხოვრება სავსეა შენით, შენი სუნთქვით და თვალების ფერით, თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჩემი დღეები სავსეა თმენით, ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით, მხრებით მკლავებით, თვალებით, ყელით, ჩემი არსება სავსეა შენით. ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით, ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით, მთელი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი. "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ, "მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
უკვე მერამდენედ სურვილით დამკორტნეს მაგ ისრიმისფერი თვალების ისრებმა. შენ რომ მაგნაირი თვალები არ გქონდეს, ჩემთვის იქნებოდა ნამდვილი მისწრება. შენ რომ აშოლტილი ტან-ფეხი არ გქონდეს, ვეღარ შეგამჩნევდი მე ქუჩის ბოლოდან. თმებით ოქროსფერი მზე რომ არ დაგქონდეს, აღარ იქნებოდი ოცნების გოგონა. მე რომ მაგ თვალების ეშხით არ ვიწვოდე, რა მშვიდი იქნებოდა ჩემი სიცოცხლე, რა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
..ყველა სიმღერა ჩემი გულის ტკივილებს ზიდავს... მინდა ლექსებში მოვაქციო სამყარო სრული, მაგრამ ვერაფრით ვერ გავსულვარ ჯადოსნურ წრიდან... ...როგორც კაკლის გულს-შემომკვრია ნაჭუჭი გარსად და მის დამსხვრევას რახანია ამაოდ ველი... ...ჩემივ არსიდან გასვლა ძალუძს მარტოდენ სურვილს, მაგრამ სურვილის მისწრაფებაც ქიმერა არის.... ...საკუთარ თავის ვარ ჯავშანი და საპყრობილე, საკუთარ თავის ვარ საწყისი და დასასრული..
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე დავიბადე შეყვარებული, ეს სიყვარული მუდამ თან დამაქვს, ყოველი ფიქრი დამძიმებული, ყოველი დარდი მისით გადამაქვს.
თუ მონატრება გაზაფხულია, მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები, ხასხასა მწვანე ფოთლებს – გულღიას, ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.
სიტყვათა მარაგს ჯერაც არ ვკარგავ, და ლექსიც ისევ სწრაფად იწყობა, მაგრამ, თითქოსდა, მას აღარ ახლავს, რაღაც ჩვეული მუზა, თუ გრძნობა.
ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ, ვახმარ უწინდელ სურვილს და ძალას, თუმცა ბავშვურად, ჩვეულა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
თეთრი გვირილების თოვლში მინდოდა მეპოვნა კოცნა, არ ვიცი დავკარგე როდის, არ ვიცი რამდენი დროა.
თეთრი გვირილების თოვლში ცრემლი, გაბნეული ბროლად, გთხოვ, ნუღა მოიხდი ბოდიშს, ცოტაც და ზამთარი მოვა.
მთხოვენ გვირილები ლოდინს, მე კი ვეღარ შევძლებ მოცდას, ცოტაც და დაჭკნება ლოცვით თეთრი გვირილების თოვა.. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ, მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს, ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ, ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
"მიყვარს.... არ მიყვარს...” ფოთლებზე ვითვლი და ბოლოს კენტად მრჩება "არ მიყვარს”, ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი, მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი, ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად და შენზე ფიქრით ნაღალატევი გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი, თბილისის კართან შენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნუ მომატყუებ რომ სინანული ყველა სევდას და დარდებს წალეკავს, დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს. ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები, ახლა არ გჯერა,მაგრამ დრო მოვა და მტკივნეული დარდი ვიქნები. მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია, ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია. სუსტი ხელებით,ნაწვიმარ ცაზე ისე აგწიე,რომ ვეღარ შეგწვდი, ღმერთად გაქციე,და ღმერთი რატომ გამიხსე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენი ლოდინი მირჩევნია სხვების ძიებას, წლები წავიდნენ, წლები როგორ დამენანება, ჩემთვის რაა დრო, მაშინ როცა უკვდავებში დაგეძებ როგორც მწირი ბერი თავის ღვთაებას აღარ ვიცინი, აღარც ვტირი აღარაფერზე აღარაფერი გრძნობა აღარ გადამრჩენია ამქვეყნიური ყველა გაქრა რასაც ვნატრობდი შენ გეძებ მხოლოდ, ჩემო ერთო, ჩემო ფერია
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ქალი ვარ! გრძნობებს ისევ ავყევი, ფართო თვალებზე მემჩნევა
ცრემლი, რამდენი ღამის ნაგროვებია ვერც კი დაითვლის უფალი
ღმერთი. მე სიამაყე შენით გავთელე, რომ სიამაყის მეგრძნო
სიმდაბლე შენ არ გამთელო თუნდც ამ წუთის და არ დაეცე სულით
მიწაზე. გეტყვი მიყვარხარ-ნუ შეიცხადებ. თუ ატირდება ამაყი
სული მეპატიება, რომ სიყვარულში სიამაყე, რომ გავთელე წუთით |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 54 55 56 57 58 ... 71 72 » |