* * *
საქართველო ხარ შენ, საქართველო ვარ მეც. გადავივლიდი მთებს, გადაგიყვანდი შენც. აგიტაცებდი ხელში, და ვიყვირებდი მთებში. მდევარს მივცემდი მახვილს, კისერს მოვჭრიდი მხრებში. მთიელთა ლუდით მთვრალი, შენ გიგალობდი ბარშიც. ვერ გავძღებოდი კოცნით, ჩვენი ვაზით და ყანით. ავაშენებდი ოდას, პატარასა და კოხტას. აკვანს დავდგავდი წიფლის, შიგ ჩავაწვენდი ქალ_ვაჟს. კედელზე დავკიდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
მეუღლეს
არადა თითქოს გუშინ იყო, სამშობიაროს რომ მივაკითხეთ. დიდი განცდებით, მოლოდინით, ღამეს ვათევდით და თან ვფიქრობდით, დაიბადებაო ჩვენი შვილი, ბიჭი არისო უეჭველი, ნეტა როგორი იქნება? ვის ემგვანებაო მამაძაღლი. აქეთ ნათლიამ მოირბინა, მეც მაქვს ჩემი წვლილი შესატანი, სახელს დავარქმევო თქვენის ნებით, ლუკა დაუძახოთ გეხვეწებით, ამ საუბარში გართულებს, თავზე დაგვათენდა ვერც კი მივხვდით, მე სამსახურში წასასვლელი, <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
წერილი მეძავს SOS....
წერილი მეძავს, წერილი მეძავს, თუ მომცემ ნებას, გამოვდევნი შენში დარჩენილ ვნებას. თვალ ახვეული წამოგყვები, ოცნება იმედდთან ერთად კვდება. თუ მომცემ ნებას, დაგანახებ ეხლაც შენშია ეშმა. მაცდური მზერით ალმოდებული, ტანზე მეხვევი, მფერფლავ. თუ მომცემ ნებას, თუ მომცემ ნებას, ეს დროც გვეყოფა მჯერა, რაც კი გვარგუნა ღმერთმა. მირაჟს რათ ენდე უსახურებს, საით მიდიხარ ხედაავ!? სული გეხრჩობა ბინძურ მორევში,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
სიცილით ამ ლექსში გპირდებით იქნებით
უაზრო აზრებით, ნუ ამედევნებით. დამღალა ზმანებით, დილამდე თენებით. ირმებით, ეტლებით, ან თუნდაც ლექსებით. ლოთობით ამღვრეულ, ნაცრისფერ თვალებით, მივყვებით უსულნო, შავ-თეთრი კადრებით. თეატრით, სპექტაკლით, დაცინვით, ტყუებით, ტანჯვით და წამებით, გავლილი წუთებით , უკმაყოფილობით და დაუდევრობით. ცოდვების მორევში, ვირევით, ვირევით. არ გვყოფნის ნამცეცი, სხვას ვტაცებთ ცაცებში,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
აღდგომის დილა დგებაო
აღდგომის დილა დგებაო, ამ ჩვენს მორწმუნე სულებში, ცხოვრება იბადებაო. მარხვით გამოვლილ გულებში, ნათელი ისახებაო. გადაშენება ერს კიდევ, არ გვემუქრებაო. ღვთით კურთხეულო მიწაო, ვერ დაიღლები მჯერაო. სანამ არსებობს ქართველი, სულ ერთი მუჭის ხელაო. პასკას აცხობენ, კვერცხს ღებენ და დიდ მზადებას აწყობენ. ზეცა და მიწა ზეიმობს, იესო მკვდრეთით ღსდგებაო. აღდგომის დილა დგებაო, ხალხო გამოდით, გამოდით,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
*********
დააფასეთ იგი ყველამ ვინაც ქვეყნად მოგვავლინა ვინც გვასწავლა ანი-ბანი და აიღო ხელში ჯვარი.... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
დედას
დედის გული ხარო გენაცვალე, შენი დაძახება მომენატრა. ბავშურ ოცნებებში გაპარული, თვალზე ცრემლი ჩუმად მომეძალა. ისევ მომენატრა გაზაფხულზე, იის ნაკადულთან კონა-კონად კრეფა. სახლში მირბენა გულხეთქებით, და შენი მკერდში ცჩაკვრა-ჩაკონება. დედა ბავშვად მინდა ვიგრძნო ისევ თავი, დედა შენს კალთაში ჯდომაც მენატრება. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
mkvdari
თუმცა არასდროს გავაბოლებ
ვერ დავიკვეხნი,
არც შევადარებ იმ სიყვარულს
რასაც განვიცდი.
ლომის ფაფარი აშლილია
მიზანს მოველი,
და სიყვარულის დიდ მორევში
რატომ მოგელი?
იქნება სულაც
ამერია მეგზა და კვალი,
რატომ დაეძებ შენ რა გინდა
ან აქ რას ელი?!
ვის დაეკარგე და რათგინდა...
მოგეფეროს მახინჯი სული?
იქნებ ოცნებას ჩამორჩი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
ქარი მიშლის
სევდას მიაქვს ეს ცხოვრება, ტანჯვას ვეღარ უძლებს გულიც. ფიქრს ვუკრძალავ შენთან მოსვლას, ღამეს ვებრძვი და სიზმარში მაინც გხედავ. მინდა მწამდეს, უშენობის ამტანი ვარ, და უდაბნოს გადავლახავ მე მწყურვალი. ქიმერების დაკვალული ქვიშის საფარს, ქარი მიშლის, ქარი მიშლის, ქარი მიშლის. ფერთა ზღვისკენ სავალს მივდევ, ქარი ფიქრებს კვლავაც მირევს. დაზამთრების მოლოდინში, შენს ნაკვალევს ფოთოლს მიფენს. ჭიქა ღვინოს შეჩვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
ვიცი...
ვიცი ზიხარ და მე მელი, გინდა მოგცე შეხვედრების შანსი რომ კვლავ ერთად გავიაროთ, მტკვრის ნაპირას ღამით. ისევ ისე ჩაგიხუტო და ჩაგიკრა თვალი, გაგახსენო ლესელიძის ღამის პაემანი. ნარიყალას, ქართლის დედის კაბაზე ამბორი. მშვიდობის ხიდს გადავლილი მთვრალი ქალი, კაცი, სიბნელეში სუნთქვის შეკვრა და ზმანება ცხადში. ბოდიალით დათენილი არა ერთი ღამის, მაგ თვალებზე ჩამოსული სიხარულის ცრემლი. ღამის კლუბში დალეული ჭიქა კოქტეილი, და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
წითელი ხაზი...
ლამაზ წარსულად მეხატება შენი აჩრდილი, გულში მცივა და ფიქრიც თითქოს შემომეყინა. თვალში ჩამაკვდა გემო მლაშე მარილის წვეთი, ფერთა სამყარო გამეფიცა მე შენი წასვლით. ბაჭიას კვალზე აცდენილი უიღბლო მხეცი, გალიაში ვარ და მწყურვალი საქვეყნოდ ვყმუი. დაე გესმოდეს, დაე იცოდე, შენს ჩახუტებას მიჩვეული, მე დღეს ვარ მკვდარი, შენგან ვარ მკვდარი. და თუ მაცოცხლებს ამის მერე, ფიქრი მაცოცხლებს. შენზე ოცნებებს არ დავხატავ მე დღეს გულ მკვდარი, ავაგე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
ჩახუტება
მახსოვს შენი ჩახუტება წრფელი გულით, მთელ სხეულზე თრთოლვა კანის. მაგ თვალებზე ამღვრეული ვნება, ჟინი, და ლოყაზე დანატოვი ტუჩის კვალი, სამწუხაროდ არ ნაცეკვი სალსა, ვალსი. ჩემს მკლავებში მოქცეული შენი თავი. გაყუჩება, იმ წუთების გაშეშება. ტუჩზე კბენა, ვნებით კვნესა, გულის ფეთქვა, წარსულ დღეთა მივიწყება. არ შემდგარი განშორება, არც თავიდან მოშორება, მიტმასნება, მინასკვება, შენი ხელში ატაცება, გარინდება და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
წუხელ სიზმარში
წუხელ სიზმარში
წუხელ სიზმარში გიოცნებე, გიოცნებე და კი არ მომკლა, უფრო გამართო შენმა ხატებამ. ვარდის ფურცლებზე მდგარ ფეხშიშველა ლამაზ ქალბატონს, ტანთ გეცვა ძოწის გამჭირვალე თხელი ხალათა. ოქროს კულული, მხრებზე ისე გადაგფენოდა თითქოს ასეთად გაგაჩინა შენმა გამჩენმა, და მზერა? მზერა გქონდა ისე ამაყი, ვერ გაუძლებდა ვერა კაცი ამქვეყნიური. სადღაც შორიდან ანთებული ერთი ლამპარი, ლამაზ სილუეტს გი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
ლოთი
აქ თუნდაც დოქი, სადაა როქი.? თვალებზე დახრილ წამწამთა ჯოგი ბავშვის გულიდან ნათქვამი დედა, უგულო გულის არ შეყვარება. მომინდა კოცნა, არაა მოცდა. დამეთმო ლოცვა, გამეცა ცოდვა. დამექცა ბოღმა, შევასხი ლოტბა. გამექცა ბელა, დავასხი ნელა, მომინდა ცეკვა, სადაა ნეტა. ან იქნებ მომცა, გადავკარ მეცა. მეტაკე შენცა, მეცა და მეცა. ავანთე დღეცა, (არა გათენდა) თვალებს ვიფშვნეტ სარკის წინ მდგარი, ტალახიანი შარვალი, ტანი.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
ჩემი წილი ლექსი
ვუსმენ randy crawford-ს გული მიძგერს რადგან მუსიკის რითმს ვხვდები რომ ეს ცხოვრებაც აჰყვა. ფანტაზიის უნარი დამეკარგა ალბად... ვხვდები უნდა გავფრინდე, ამ ქვეყნიდან სადღაც. ვუსმენ randy crawford-ს, ალბათ მართლაც ასეა, მეუბნევა რადგან When I Get Over You. და თუ მართლაც მივიღე ვიღაცაზე მეტი, არასდროს არ მიქურდია მაგ საკითხში მე არა მაქვს ბედი. ვუსმენ randy crawford-ს რითმს მიჰყვება ტექსტი, აქა ვარ და კვლავ დავწე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
წიკწიკებს საათი წიკწიკებს...
წიკწიკებს საათი წიკწიკებს ისრები უსწრებენ ერთმანეთს, აგერ საათის ციფრები ღამის სამ საათს უჩვენებს. ვიხსენებ გასულ წუთებს და თურმე გასულ წლებს ვიხსენებ. რად ვერ გივიწყებ ვერ ვხვდები, გულს მწარედ რატომ მიტირებ.? თვალებს ნაღვლიანს, ტირლით ჩამოშავებულ გუგეებს, ისევ ატყვია წარსულის ლეგენდა მელოდრამების. მიუწვდომელი ვნებების მყინვარწვერებზე დავეძებ, მე მთელი ღამე უაზროდ შენი თვალების სიშორეს. წიკწიკებს საათი წიკწიკებს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
მომენატრე და...
მომენატრე და დაგიწერე პატარა ლექსი, რადგან უკვდავგყო სამუდამოდ, სამარადჟამოდ. მომენატრე და ფიქრებს შენსკენ მოვერეკები, თითქოს ეტლშია ცეცხლოვანი რაში შებმული. მომენატრე და გავაბოლებ ერთ ღერ პაპიროსს, ვინ იცის იქნებ განმიქარვოს გულის დარდები. მომენატრე და დაგიძახებ აჰაა მოვედი, მომენატრე და მე უბრალოდ შენთან მოვედი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
საქართველო
მე დავიკარგე ორ ზღვას შუა კავკასიაში. შავით შემოსეს, დედას ჩემსას ცხარედ ატირეს. რამოდენიმე ვერცხლის ნაცვლად, მონად გამყიდეს, ფეხქვეშ გამთელეს, სულში მაფურთხეს, პირში მაგინეს,| როზგოთ გამროზგეს. რომ არ დაზავდნენ, ჯვარი ჩემიც ზურგზე მომკიდეს. გოლგოთას მთაზე ჯვარზე გამაკრეს, შუბით დამჯგლირთეს. მაინც არ გაძღნენ, არ აივსნენ, დამანაწევრეს. აკლდამის ქვებში ამომკეტეს, ლოდი დამადეს. ვისაც ვუყვარდი წრფელი გულით, დევნა და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
სანთელს ავანთებ
სანთელს ავანთებ და მის მკრთალ შუქზე, შენი მწველი სახე მელანდება. ვიტყვი მიყვარხარ და ჩუმად ავტირდები, გულში არავის დასანახად. ტკბილი მოგონება ფიქრებში შორს წამიყვანს, ოცნებით ვიფარფათებთ სადღაც. მე გულში ჩაგიკრავ, ძლიერ მოგეხვევი და დაგიკოცნი მაგ თვალებს ლამაზს. ბოლოს ეს სანთელიც ბოლომდე ჩაიწვება, და მისი მკრთალი შუქი სიბნელედ გადიქცევა, სიბნელედ გადიქცევა ეს ჩემი ფიქრიც, და ჩემი ოცნება მე გულში ჩამაკვდება. სანთელს ავანთებ და მის მკრთალ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
ქალი ვნახე
ქალი ვნახე აშოლტილი ლერწამივით, ქალი იყო ო რა ქალი რომ იცოდეთ, მზერასს მისსას ვერ უძლებდა ვერა კაცი. ქალი იყო შედარება ზედმეტია და მის ფონზე ყველაფერი ფერმკრთალია. სადღაც ზღაპრად ბავშობაში წაკითხული, ახლაც ალბათ მოგონებებს მიბინდვია. ქალი იყო ო რა ქალი რომ იცოდეთ, მაცდურია, მაცდურია, მაცდურია... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: graf_lexso
|