♥ l o v e ♥
მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ, იქუფრებიან თვალები ნისლით. თუ გავამსხვრიე განგების ღობე, პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი. ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს, სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს. თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი, პირველად დედას დავუკრეფ იებს. დედის მანდილში აპრილი გალობს, ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში. თუ უკვდავების ვიპოვნე წყარო, პირველად დედას მივუტან პეშვით. ნანინას ნამი აკვანზე ელავს, როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ვტირი და ვეღარ მიტირია, ცრემლი ქცეულა დარდად,- ყველა საფლავი სიკვდილია, დედის საფლავის გარდა. ჩივის და გულს ვერ უჩივლია, ციდან ეშვება ფარდა,- ყველა აკლდამა დუმილია, დედის აკლდამის გარდა. ყვავის ვარდი და გლიცინია, ხარობს დეკა და ბალბა,- ყველა სიმღერა ქვითინია დედის სიმღერის გარდა. ჩემი ბუზღუნი სირცხვილია, ჩემ ღმერთს ვუყვარვარ რადგან,- ყველა სიკვდილი სიკვდილია, დედის სიკვდილის გარდა! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
გულის როცა ბოლო გატოკებას, თან მოყვება ბნელი კედლის რღვევა, უფლის გზაზე დედა გამიძღვება , როგორც ადრე მიტატებდა ხელად... მუხლმოყრილი, მტკიცე გულით; ვით ქანდაკი ღვთის ტახტის წინ, ღმერთს მავედრებს დედის სული, მავედრებდა როგორც უწინ... თრთოლვით ასწევ დაღლილ ხელებს, როგორც მაშინ... როცა წადი... "ჩემო ღმერთო, აჰა მოვედ..." ბოლო სიტყვებს ქარს ატანდი... მხოლოდ მაშინ, როს უფალი, შემინდობს და შემიწყნარებს, დაეტყობა შ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ვზივარ და ვფიქრობ რა გიჭირს,რა გილხინს, თუმცა ვერ გშველი დედი, გადათენთილან თოვლით იები, მეც მალე მოვალ დედი. მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს, რომ თმებს ჩამაწნა დედი, შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები, არ დამეღალო,დედი!... ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა, ცოტაც გავუძლოთ დედი, მალე,სულ მალე გამოიდარებს, შენს თეთრ ფანჯრებთან დედი. მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს, წამომაყენე დედი, შუბლზე დამადე თბილი ხელე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია. დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. ვით უკდავება, დედა ერთია, და ქვეყანაზე ომის დაწყება ეგ იგივეა - დედას ესვრიან. ახალს ლანდივით შორდება ძველი, ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან, არ გაჩენილა დედის შემცვლელი, - სილამაზე და დედა ერთია. დედა ერთია ვით სინანული, ვით სისპეტაკე, დედა ერთია, სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა მხოლოდ დედას თუ გაუბედნია. დედამ დათე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ყინულის კარი
ჩვენ გავებუტეთ ერთმანეთს გუშინ, მას მერე მიჭერ დუმილის არტახს. ცას მოერია ფერები ლუში, მიწამ ძაძების დაიწყო გახდა, გათენდა, ანუ_ მარტივად რომ ვთქვათ. მარტივად რომ ვთქვა, დამთენთა ისე შენი სახელის მთელ ღამით ბოდვამ... და უშენობის სუსხი და ნისლი ამივსებს ფილტვებს. როცა მზე გავა სამ შუბისტარზე, დამშუბავს ეჭვი, რომ შენ გერქმევა ვიღაცის დამა... და წყვილ ნაბზარში მარცხენა ბეჭის გამივლის ქარი!_ სამგორულ ყინვებს გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით, თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით, თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები. ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში. აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე, თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს, გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია. ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა, მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა. გულში ჩამიკარ, არსებო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ!
მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ! მოგატყუებ და ზევით აგახედებ, ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას - მინდა გაოცებით გადმომხედო. იცი რა ლამაზად გიმუქდება თვალებში სიხარულით გაოცება? წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ... ახლა მოდი მართლა დავითვალოთ ჩვენი სიყვარულის ვარსკვლავები, ჩურჩულით ვთქვათ ჩვენი აღსარება - რომ ერთმანეთს გულით ვატარებდით. ყველა ნატვრა უნდა აგვიხდინოს ახალი წლის ღამე რომ თენდებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სიგიჟემდე მოგენატრები...
ნუ მომატყუებ რომ სინანული ყველა სევდას და დარდებს წალეკავს, დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს. ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები, ახლა არ გჯერა,მაგრამ დრო მოვა და მტკივნეული დარდი ვიქნები. მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია, ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია. სუსტი ხელებით,ნაწვიმარ ცაზე ისე აგწიე,რომ ვეღარ შეგწვდი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
დაიფანტება ყველა ლანდები, ზამთრის ცივ ღამეს მოგელანდები. . .
როცა ახდება ფუჭი ნატვრები, მოგენატრები... მოგენატრები ზაფხულში ქარად. როგორც გჩვევია - მტკიცედ და წყნარად. მაგრამ ვიცი რომ, მოგენატრები. ცა რომ მორჩება გლოვას იების, მონანიების... უფრო კი, შეცვლის ნატვრა გექნება, მაგრამ ვერ ქრება უცნობი ალი - რაღაცას იცავს. მონანიების მლაშე კურცხალი დანამავს ფიცარს. როცა დაჭკნება ყველა ვარდები შეგიყვარდები... და ჩავარდები უძირო ხევში ხან ტანჯვი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე თეთრით შეგერევი დარდიანო...
მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე თეთრით შეგერევი დარდიანო... მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით ყოველ ცისმარეს და ადრიანო... მოვალ კვარაკუნჩხად ღობის ძირში მარტის არეული თვეებიდან... წყაროდ წამოსვლასაც შევეცდები შენ რომ ამომცალო ხელებიდან... მოვალ წვიმის ათას წვეთებში და თმებში გაგებნევი ღიღინებით... შენ ნუ გეშინია საყვარელო აგე,რა ლამაზად ვიღიმები?! მოვალ თეთრი თოვლით დაფიფქული ორთქლში გაგერევი ნაბიჯებით...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
იცი?ლოდინი რა ძნელია?!
იცი?ლოდინი რა ძნელია?! როცა სიმარტოვეს ებრძვი, ნახე...რამდენი ვარსკვლავია მე კი მენატრება ერთი! იცი? უშენობა რა ძნელია?! ...ამ დროს ლექსის წერა მშველის ირგვლივ იმდენის თვალებია, მე კი მენატრება ერთის! იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია? ალბათ უშენობა შემშლის, ირგვლივ იმდენის ღიმილია... მე კი მენატრება შენი! იცი? სიყვარული რა ძნელია?! როცა გულში იკლავ შენთვის, ფუჭი ოცნებებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გამიგებთ
გამიგებთ? - ესაა თქვენი ნება... გამწირავთ?.. შევრჩები ქარაშოტებს... არცერთი თქვენგანის წყენინება: ფიქრადაც მომსვლია არასოდეს. ნუგეში იმდელა მადლი არი, ენთები ღვთიური ნეტარებით... გულიც რომ მატკინოთ დარდიანი: მიყვარდით! მიყვარხართ! მეყვარებით!! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მე მარტო არა ვარ, თუ ვიცი, რომ სადღაც შენა ხარ...სადღაც
გარეთ წვიმს, ეს წვიმა ერთმანეთს სივრცეში გვაერთებს, წვეთივით ორთქლდება, შეგრძნება ორიდან ერთამდე. მე ჩემი სათქმელი უბრალო, სტროფებად გავრითმე და ეს გზა როდისმე, ორივეს მიგვიყვანს ღმერთამდე... მე მარტო არა ვარ, თუ ვიცი, რომ სადღაც შენა ხარ, მაშინაც არ მტოვებ, უჩემოდ, როდესაც მიდიხარ... ხომ ხედავ, კარგია წვიმების უღრუბლოდ შენახვა, ხანდახან ვკვდები ისე საშინლად მინდიხარ... რაინდი, არა ხარ და მაინც მოჰგავხარ ლამანჩელს... დაგღალა, ცხოვრებამ, ქა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სიცოცხლე
თუ სიცოცხლე შეგხვდა შენი ცხოვრების გზაზე, ეს უდიდესი საჩუქარია... მას შეიძლება თეთრ ღრუბლებში შეხვდე ან სიბნელეში შუბლით შეეჯახო... არჩევანი ყოველთვის არის... არა, მისი მიღება აუცილებლად მოგიწევს, მაგრამ არჩევანი შენზეა თუ რომელი გზით ისურვებ წასვლას... არა აქვს მნიშვნელობა მოგწონს შენ ის თუ არა, ვალდებული ხარ შეიყვარო, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა არ გაქვს და ვერც გექნება... მიიღე მისგან ყველაფერი, რასაც ის გაძლევს და ის შენ სიყვარულითვე გიპასუხებს... გაჩუქებს სიბრძნეს, სი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ადამიანთა დიდი ნაწილი ცხოვრებაში სიმშვიდესა და ბედნიერებას ვერ პოულობს იმიტომ, რომ იქ არ ეძებს, სადაც შეიძლება ისინი იპოვოს.
ადამიანთა დიდი ნაწილი ცხოვრებაში სიმშვიდესა და ბედნიერებას ვერ პოულობს იმიტომ, რომ იქ არ ეძებს, სადაც შეიძლება ისინი იპოვოს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
უფალო შეგვინდე,დიდება შენდა!
ჩვენთვის ეწამა,გაუძლო ჯვარცმას ცილისწამებას და ბოროტებას, ჩვენთვის იცვალა და მერე აღსდგა, რომ ჩვენთვის ციდან გადმოეხედა. მსხვერპლი გაიღო და რა მიიღო? არც არაფერი ჩვენგან მიიღო, ყველა ჩვენთაგანს ამას გვპატიობს ჩვენ არც გვრცხვენია რასაც გვპატიობს. ხელი დაიდეთ ოდეს მივსულვართ? გულზე დაიდეთ გაგვხსენებია? ტაძარში მასთან რწმენით შევსულვართ? პირჯვარი მისთვის დაგვიწერია? არა,არა-გაგვხსენებია მაშინ,როდესაც გასაჭირი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მე თუ ვერასდროს ვერ მოვედი, ძვირფასო, შენთან
მე თუ ვერასდროს ვერ მოვედი, ძვირფასო, შენთან და თუ ვერასდროს ვერ გითხარი ჩემი სათქმელი, თუკი ვერასდროს გაგაგონე ამ გულის ფეთქვა, თუ ნაადრევად მიმითვისებს ცივი ნამქერი, დამპირდი ჩემო, დამპირდი, რომ მატარებ ფიქრად, რომ მოგონებად გადამაქცევ, რომ ცრემლად დამღვრი, რომ ხან ჩუმ სევდად გამომსახავ, ხან კი ღიმილად, რომ შემიფარებს შენი სული სიშორით დაღლილს, რომ შენს თვალებში ჩამასახლებ შეუცნობ დარდად, რომ შემინახავ საიდუმლოდ სულ მუდამ, კარგო, და მე არ მინდა სხვა იმედ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენს გულში ავაგე სულის ტაძარი...
შენა ხარ ოცნების დასაწყის-დასასრული, შენთვის მაქვს ყველა მიზანი დასახული. სიცოცხლეს ვალამაზებ ფერადი გაზაფხულით, დაღლილი აღარა ვარ, გრძნობისგან დაზაფრული. შენი სიტყვებია, რაც მე მალამაზებს, ახლა მოხარული ვარ მე შენით ასე. უცებ, გეწევი, მაგრამ მაინც მასწრებ, ბედნიერებისგან ცხრა ცის ზევით ვაღწევ ქარი ამიწეწავს თმებს და სწრაფად აშლის, მინდა აშენება შენთვის გულში სახლის. სული უმწეოა ხშირად შიშისგან კრთის, გაუწვიმდება და ჩუმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გულსაც ნაღველი შემოეპარა
შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის, ზამთრის სიცივე გეუცხოვება, გაზაფხულია ცხოვრება შენი, შემოდგომაა ჩემი ცხოვრება. ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში, შენი ლოყები ვარდივით ღვივის, ჩემი თვალების დაღლილ გუგებში კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი. გულსაც ნაღველი შემოეპარა, ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა, და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა, რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან. შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად, მეც უკან წავდგა ნაბიჯი ე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 68 69 » |