siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2011-03-31 - 0:10 AM    
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”.
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო…
სურდათ აკვნები ურწევ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 484-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:10 AM    
მე გული მტკივა თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა, მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ რა კარგია, რა შესანიშნავი გრძნობაა რომ იცოდეთ… მეც თქვენსავით ვიყავი ერთ ხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?

- ყაყაჩო!

- არა, ჩქარა ჭკნება

!- ენძელა!

- ნაზია ძალზე…

- გეორგინი!

- გაფოფრილია…

- ვარდი?

- შაბლონურია…

- აბა რა?
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 608-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:09 AM    
არასდროს მითქვამს რომ მე მოვკვდები
არასდროს მითქვამს რომ ღირსი ვარ ამის
არ მინდა დავრჩე ისევ უშენოდ
და მეშინია უკუნი ღამის

ამ სიბნელეში შენი თვალები< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 612-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:09 AM    
დედაჩემს შეჩვევია ჭაღარა,
ნაოჭებმა დაუსერეს მამას შუბლი,
ოდესღაც ისიც იყო პატარა -
ოდესღაც დედაც იყო ბავშვი...
ცხოვრებაში ხალხი რაღას არ ითხოვს,
მე კი მათზე მიყვარს დარდი...
ზოგი ტკივილისგან თავს იხრჩობს,
მე კი ბრძოლა მიღირს მათთვის...
დედა ვიცი ახლა ლოცულობს -
მამა ალბად მიცდის დარდით...
ცხოვრებამ სადაც უნდა გამრიყოს -
მათი ლოცვის თან დამყვება მადლი...
როცა მათ თბილ მზერას ვუყურებ
მადლობელი ვარ რომ გავჩნდი...
  ნანახია: 475-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:09 AM    
შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 371-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:08 AM    
უკვე მერამდენე წელია, ჩემს ქუჩაზე
ხმა ისმის ნაბიჯების – მტოვებენ მეგობრები.
წყვდიადში ფანჯრებს მიღმა ნელი სვლით მშორდებიან,
აჩრდილად ილანდება სარკმელში მოგონება.

დარჩათ ბევრი საქმე, ახლა მათ სახლებში
არ ისმის მუსიკის ხმა, არ ისმის სიმღერები,
მხოლოდ, ძველებურად, დეგას გოგონები
ცისფერი ბუმბულებით მორთულ ყელს იღერებენ.

რაღა გაეწყობა, ნუღარ შეგაშფოთებთ
ასე უმწეოებს ში ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 487-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:08 AM    
გული გულზე მიჯაჭვული არ გეგონოს,
შეგიძლია დამტოვო,
ბედნიერი ის იქნება ალბათ მხოლოდ,
ვინც წარსულზე არ გლოვობს.

არა ვჩივი, დამრჩენია მხოლოდ ლოცვა,
ლოცვა სასომიხდილი,
დავიღალე, აღარ მინდა შენი კოცნა,
აწ მაკოცებს სიკვდილი.

შევუწყვილე ზამთრის დღეებს მწარე დარდი,
დარდი, ჩემთვის ჩვეული,
რატომა ხარ, რატომა ხარ უფრო კარგი,
ვიდრე ჩემი რჩეული?

  ნანახია: 491-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:08 AM    
მოკლე და მკვეთრი მისი სახელი
მესმის. მუხლები მეკვეთებიან,
ხოლო თვალები ღამენათევი,
შეგვიბრალეო, მევედრებიან.

დავხეტიალობ. ბილიკს დავეძებ
მოჭრილ მორებში, მინდვრებზე, ხნულზე,
ნიავს კი ახლავს ის სურნელება,
როგორც სჩვევია მას გაზაფხულზე.

აღარ მიდგება გული საგულეს,
ფიქრით დავყვები შორეულ გზებზე:
ის ცოცხალია, ის მხიარულობს,
ის ბედავს, სულაც არ წუხდეს ჩემზე.
  ნანახია: 463-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:08 AM    
სიტყვა _ სასტიკი, ცივი და ბასრი
ჯერ ცოცხალ გულზე დამეცა ლოდად,
მე გადავიტან. ამას ველოდი
და არც არაფრის იმედი მქონდა.

დღეს ბევრი საქმე მელის. დღეს უნდა
წავშალო, რაც კი ახსოვს გონებას,
მთლად გავიქვავო სული და გული,
მერე ვისწავლო ისევ ცხოვრება.

გარეთ კი უდგას ზეიმი ზაფხულს,
ფანჯრის მინაში მზის სხივი ბრწყინავს...
დიდი ხანია, გული ხედავდა
ამ ნათელ დღეს და ცარიელ ბინას. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 484-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:08 AM    
ო, რა იქნება, დამმარხე, ქარო,
ახლობელთაგან არვინ მოვიდა,
ჩემს გვერდით მხოლოდ სუნთქვაა მიწის
და მონაქროლი სიო შორიდან.

ერთ დროს მეც ვიყავ თავისუფალი,
ვერ ვერეოდი სიცოცხლის წყურვილს,
ახლა კი გდია ჩემი ცხედარი
და უკანასკნელს შენ განდობ სურვილს.

დაფარე ჩემი შავი ჭრილობა
საღამოს ბინდის ნაზი სალბუნით,
სთხოვე ცისფერ ნისლს, რომ წაიკითხოს,
როგორც წესია, ჩემთვის ფსალმუნი,
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 486-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:07 AM    
ოცდაერთი რიცხვი. ორშაბათი. ღამე.
სიზმარეულ ნისლში გახვეული ქალაქი.
ამიხსენით ვინმემ, ო, მითხარით რამე,_
ვინ შეთხზა, რომ არის სიყვარული მარადი.

უსაქმობის გამო ეს იწამა ყველამ
და გონების საღ ხმას აღარავინ იგონებს,
სიყვარული უნდათ, სიყვარულის სჯერათ,
სიყვარულზე წერენ გულისმომკვლელ სტრიქონებს.

დაინახა ცოტამ ამ ყველაფრის მიღმა _
სიყვარულის მითი ხალხის მონაგონია...…
მეც შემთ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 477-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-31 - 0:07 AM    
სამი საუკუნე კლდეების საწოლზე მეძინა
ვნახე ყველაფერი რაც დიდი ხნის წინ დაავიწყდათ ადამიანებს
გავზომე მანძილი ცას და მიწას შორის
ვკითხულობდი სიცოცხლის ხაზებს ხელისგულებზე
ვემსახურებოდი ორაკულებს
და ჩემი ბაგეებიდან დაღვრილი ხმა არ იყო ჩემი
დაკარგულ ქალაქში დავიკარგე
შეირაღებულმა მხედრებმა გადალეკეს ჩვენი მინდვრები
და სამუდამოდ დავრჩით უცხო ბარბაროსთა მოლოდინში
ზღვა ქალაქის კარიბჭეებს ჩამოშორდა
და ჩემი მიწის მდინარეებს დავეპატრონე
დღე ოცნებებით მოვასვირინგე
საკ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 600-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-23 - 7:55 PM    
შენ
ფანჯარასთან დგახარ და შესცქერი მოქუფრულ ცას, მუქი რუხი ფერი რომ
დაჰკრავს. ის თითქოს შენს მდგომარეობას ასახავს, ირეკლა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 521-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-23 - 7:54 PM    
ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ამბებს ყვებიან მარტო დარჩენის ნუ გეშინია დაგიბრუნდები ჩემო ფერია აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ? მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ როცა მე წავალ ნუ ატირდები შენი ცრემლები დარდად გამყვება მწარე წარსულად გამყვება გულში მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ რომ დარდ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 465-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-23 - 7:52 PM    
მარტის ბაგეს ქალის სუნი ახლავს,
აპრილს დარდი შეჰპარვია თითქოს,
მაისი კი, ვარდთ მოუთხრობს ამბავს,
ივნისს, როგორ უსაჩუქრა სითბო.
ივლისის თვეს გათეთრდება ღამე,
აგვისტოში ასიცხდება ვიდრე,
სექტემბერი მოგვიყვება რამეს,
თუ ოქტომბრის ხვავ-ბარაქა ზიდე.
ნოემბერი ყვრიმალებში გასცრის,
დეკემბერი ფიფქით ხატავს ამბავს,
იანვარი ქათქათა და მკაცრი,
მოგვიყვება თოვლის ბებოს ზღაპარს.
თებერვალი წყალს ჩაგვიდგავს ხეში,
ამღერდება ნაზამთრალი ქარი.
სიგიჟის და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 426-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-23 - 7:51 PM    
მგლები ბორკილს არ დავიდებთ და
ძაღლივით არ ვიყეფებთ...
მგლები მაინც მგლები ვართ და..
ან მოვკვდებით ან ვიმეფებთ!!!
მგლებთან ბრძოლა სიკვდილია,
ან მოგკლავთ ან შეგაკვდებით,
რომ სიკვდილი საშიშია თუნდ
ბრძოლაში ჩვენ ვერ ვხვდებით
ყველას მუდამ სულ გახსოვდეთ
რომ მგლები ვართ არ ვიყეფებთ
ბორკილში არ შეგებმევით
და ცოცხლები სულ ვიმეფებთ
  ნანახია: 484-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-23 - 7:51 PM    
მოდი,
ამ საღამოს თითიც არ შემახო.
ზურგით მოგეყრდნობი გულის საპირესთან.
ხმა არ ამოვიღოთ,
სიტყვა არ ვიწამლოთ,
ბუხარს შევუკეთოთ ფუჭი დაპირება.

ყველა დამუხტული ბგერის ვიბრაცია,
ცივი კონიაკის ლაციცს შევუხამოთ,
ჭიქას ჩავაწუროთ ჩვენი სურვილი და
ყალბი გულგრილობის კედელს მივახალოთ!..

კედელს მივახალოთ,
წელში გადავტეხოთ,
ყველა შეხება და ვნების გაფიქრება,
ჩუმად დავინანოთ უხმო დიალოგის
სევდაშეპარული კერპი ახირება.

ხუთი გრძნობა მაინ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 493-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-23 - 7:51 PM    
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და ს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 429-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-23 - 7:50 PM    
მაინც მიყვარხარ!
ამომაგლიჯე გული მკერდიდან,
მოდი თამამად!
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე,
დღეს ხარ თამადა.
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი,
მშრალად ვიტირებ,
და როცა სუნთქვა შემიჩერდება,
ბევრი იცინე.
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს,
რა გინდა ნეტავ?
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ,
როგორსაც მხედავ.
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი,
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო,
მეხსიერებაც სულ წამიშალე,
სულში მაფურთხე,ნუ გერიდება
არ არის ძნელი,
შენ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 408-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-23 - 7:49 PM    
ორი ობოლი კოცნა სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე,
შენი თვალების ზეცა, ვით სიარული ზღვაზე.
უსასრულობის შემდგომ შეყრა ცხოვრების გზაზე,
მოდი ამავსე შენით მარადისობის კარზე.
მართლაც ვერავინ ხედავს, მართლაც ვერავინ ამჩნევს,
როგორ ერთდება ორი უხილავ სიტყვით სვლაზე.
მე შენ თავს აღარ დავთმობ, აღარ დაგტოვებ მარტო
დასრულდა ჟამთა სრბოლა დროა მღერისა ქნარზე.
რას ვიფიქრებდით მართლაც, ამდენ ტკივილის მერე,
თუ გაქრებოდ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 577-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 68 69 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<