♥ ℒℴѵℯ ♥
მომნატრებიხარ ისე ძლიერად მომნატრებიხარ
მე ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებ ჩემი არ გჯერა?
მეც ისე წავალ უსიტყვოდ და სიტყვის გარეშე,
ამ სიყვარულმა მე ტკივილში რომ დამაჯერა.
თუმცა სიყვარულს აღარ ვტირი ისიც კი გაქრა
აღარ არსებობს აღარც ფიქრი აღარც ოცნება
და ის სანთელი მარტო ყოფნით ისიც კი ჩაქრა
გულში თუ მოკვდა სიყვარული აღარ ცოცხლდება |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა, ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა, უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების, მარადიული სასწაულიც ქალით შობილა. ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია, ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია, ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის, ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია. კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს, ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა, როგორც მოუვლი, როგორც გაზრდი, ისე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სულს ნუ შეეხები, გულს ნუ დამიმძიმებ, სხვების შეცდომებზე მეტს ნუ გაიცინებ...
შენ ხომ ღმერთი არ ხარ „ვითომ უფალო „
შენ ხომ მოკვდავი ხარ ერთი უბრალო... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე აღარ მახსოვს...როდის ვცადე გავქცეულიყავ, რამ შემაშინა...სულ პირველად...გულმა რა მიგრძნო, მახსოვს გავრბოდი...ბავშვიც სადღაც ვიმალებოდი- რაც წინ მელოდა! იქნებ ბავშვმა უკეთ შეიგრძნო! რატომ მინდოდა რომ ყველასგან დავმალულიყავ... მაშინ სხეულიც სულს ზეცაში ნებად აჰყავდა, ისე პატარას ვინ მეძახდა მარტოობაში- მესაიდუმლეთ სიჩუმე და ზეცა რომ მყავდა! რამ შემაშინა?! გაქცევით რომ ვცადე მეშველა... რომ სული ბავშვის, იქნებ ასე გადამერჩინა! რ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
yvavili xar
შენი ნახვა გამიხარდა, ცისფერთვალავ, წამიერად გამიცოცხლდა მკვდარი გული მირკანივით მოუყვები მზისფერ ჭალას, დიდ თაიგულს მოგაქვს მცირე თაიგული.
მშვენიერო, მოკაშკაშე ყვავილივით გამიცინე, გამახარე, ზავი მითხარ თითქოს ჭალას ხელში ჰყავხარ აყვანილი შენ თვითონაც მოსაწყვეტი ყვავილი ხარ.
ამ შენსავით აყვავებული მზისფერ ჭალას ღილები რომ შეაწყვიტე მისხალ-მისხალ მაგ მშვენიერ ყვავილებში, ცისფერთვალავ შენ ყველაზე მშვენიერი ყვავილი ხარ |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: sopo
miyvarxar
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: sopo
miyvarxar
მ_ინდა
ი_ცოდე
ყ_ოველთვის
ვ_ფიქრობ
ა_დამიანზე
რ_ომელიც
ხ_ასიათით
ა_რის
რ_ომანტიკოსი |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: sopo
ocneba
ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: sopo
miyvarxar gulshi
იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს.. სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: sopo
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ ჩემი თოვლის ერთი ფიფქი ხარ, ხელზე დაგისვი და უცბად გაქრი, შენი გიშერის შავი თვალები, თან დამყვებიან დღისით და ღამით. შენ სიყვარულის ერთი ლექსი ხარ, დაწერილი რომ სადღაც დავკარგე, შენი ტუჩები ფანქრით ნახატი, ტკბილია ვიდრე ღვინის ბადაგი. შენ ხომ ცხოვრების ერთი წამი ხარ, უცბად წასული სადღაც სიშორეს, შენი გული ხომ ისე თბილია, როგორც ზაფხულში მზეა მცხუნვარე. შენ ხომ ღამით ხარ ჩემი სიზმარი, დღისით კი მთელი ჩე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
არა სიყვარულით მგონი არ მიყვარხარ,
მაგრამ ოცნებებით სულ თავს დამტრიალებ,
ბედი ოხერია ვინ იცის რას იზავს,
ან დაგვაშორებს, ან შენ თავს შემაყვარებს!
სხვების შემოხედვა არაფრად არ მიღირს,
სხვასთან სიახლოვე სულ არ მინატრია,
ყველას გავურბივარ და შენგან გაქცევა
აზრად არ მომსვლია,სულ არ მიფიქრია!
ახლა ფიქრებში ვარ და შენზე ვოცნებობ,
შენთან სიახლოვეს ვნატრობ,
შენ რომ მიმატოვო ღ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შორს ცის კამარას მიწიერთაგან ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი, და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე შიში მახრჩობდა ჩ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ის ღმერთიც ხედავს, ვინც დამარქვა მე შენი მონა, რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება, რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა, რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.
ნება მომეცი, აგედევნო უკან ქარივით, ან შენი ჩრდილის ნაკვალევზე ჩუმად ვიარო და მოთმინებით... მორჩილებით... პატიმარივით... შენი სილაღე მხოლოდ ფიქრში გავიზიარო.
იყავი მასთან, ვისთან ყოფნაც თავად გწადია, დრო იქ გახარჯე, სადაც დღემდე გაქვს გახარჯული,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე მინდა ახლა ლექსი დავწერო,
ან რაღაც ამგვარი..
მინდა ამ ფურცელზე სიტყვა დავწერო
შენთვის განკუთვნილი და სხვისთვის ნათქვამი...
მე მინდა ახლა გამოჩნდეს ვინმე
ცოტათი მაინც ჩემი მაგვარი,
ხიბლავდეს მინდორში ხეტიალი
უყვარდეს გაზაფხული
და არა ზამთარი...
იყოს ძალიან,ნ ძალიან კეთილი
ან რაღაც ამგვარი...
ენატრებოდეს დედა ჩემსავით
დღეები მისი სხივით გამთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სიყვარულია, რომ აქცევს მოკვდავთ, კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად, სიყვარულია, ჩვენ რომ გვანიჭებს, სიბრძნეს, სიხარულს და უკვდავებას. სიყვარულია ჯვარცმა, წამება, საღვთო კოცნაა, საღვთო ფიალა, შეყვარებულთა წმინდა სახელი ანგელოზებმა ცაში იციან. სიყვარულია ჩვენ რომ გვაცოცხლებს, სიყვარულია, რაც ცოცხლად გვმარხავს, სიყვარულია თვითონ ღვთაება და მას მოწილედ თვით ღმერთიც არ ჰყავს. თვით გოლგოთაზე ღმერთიც და კაციც, კაციც
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები... როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!... წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია... იქნებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე! ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები, დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!.. შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები, კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე, ვითამაშებ შენი ყველა ახირებით, სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე. არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს, ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე... ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს: მიყვარხარო, მიყვარხარო სიგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
კაცი? - კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა
ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათ
სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს
კარებს გაიჯახუნებენ სხვასთან გერთობიან
წარბი თუ არ გაუხსენი წავა არც მოგინატრებს
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
კაცი? - კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
ქალი? - ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ჯერ გაგაბრაზებ, გაწვალებ, რომ აგეშალოს ნერვები დაგათრობ ღვინით დაკოცნით და ბოლოს მოგეფერები. ბუხართან გვერდით მოგისვამ, რომ აგერიოსფერები, თავს აგატკიებ ლექსებით და ბოლოს მოგეფერები. ღილებს შეგიხსნინელ-ნელა მკერდს გაგიხურებ ფერებით გულს აგიჩქარებ თვალებით და ბოლოსმოგეფერები. თაფლსაც წაგისვამ მთელს ტანზედ და მაგრად მოგეწებები ჯერგადაგაქცევ ჩემს მონად და ბოლოს მოგეფერები. ბუხართან გეტყვი მიყვარხარ ბუხართან მთლად ავენთები ბუხართან შენი გავხდებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მოგონებები ამტკივდნენ ახლა,
მოგონებები მამტვრევენ ტანში.
გარეთ თოვს, ისევ ისე თოვს ახლა
ისე თოვს როგორც მოთოვა მაშინ.
ეს თოვლი, იმ თოვლს არაფრით არ გავს.
არც ეს დღე არ გავს იმ დღეებს წასულს.
ის თოვლი უკვე წლებია დადნა
და ის დღეებიც ჩაბარდა წარსულს.
მე კი ვგრძნობ ისევ იგივე დავრჩი.
მოგონებებიც იმგვარად მტკივა.
ახლაც სითბოში სრულიად მარტოს
ისევ იმ ზამთრის ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
|