♥ ℒℴѵℯ ♥
როდესმე ნეტა მოგნატრებივარ? როდესმე მაინც თუ გყვარებივარ? ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი? არა! სიყვარულს არ ადევს ფასი! როდესმე ის დრო გაგხსენებია? ჩემსავით ვინმე მოგფერებია? ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები, თუ გაუნდვია თავის ფიქრები? როდესმე ნეტა მოგენატრები? როდესმე ნეტა მოგეფერები? ღამე მაინც თუ გაგითევია? ვინმეზე ფიქრში დაგთენებია? თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია, ცრემლებში სევდა თუ გინახია? ეს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მენატრება შენი სახე, ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ზურგით მიდგას ბედისწერა. დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. თავში დამსდევს ერთი აზრი, ვერ გავუგე შინაარსი. ვერ დავხატე გრძნობის ფერი, ყალბი გახდა ყველაფერი. ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს, ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს. არ მიპყრობდა ფერი ვარდის, მაშინ, როცა გვერდით
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
,,ვმუნჯდები დღეებით,ისეთი მშვიდიადა მინდა სიმშვიდეც შენს თვალებს გაუჩნდეს, ნეტაი,მოგცლია,რომ უსმენ ცხოვრებას, ერთ ყურში შეუშვი,მეორე გაუშვებს.
ნუ უსმენ რას იტყვის ვიღაცა მოცლილი, რა გზებით მოიტანს შენამდე საფიქრალს, სათვალთვალოდან შორსა სჩანს ტკივილი, შენც მასე უყურე,ქარი რომ გაიტანს..
თვალი ჩაუკარი სევდასაც ხშირ–ხშირად, საათში სამოცჯერ უღიმე სიცოცხლეს, მეგობარს უყვარხარ,სულელო,ქალბატონო, მაგრად ჩაგიხუტებს დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
არავინ მყავს და არავის ვყავარ
ბევრი რამ დამრჩა სათქმელი,მართლა ბევრი რამ..
სულ მეფიქრება შენზე,არ ვიცი რატომ..
წვიმად მოვედი გუშინ,ცოტა ცელქი და ცოტა ანცი..
არ გიყვარვარო,ასე მითხარი,
ვმალავ და ეს ხომ შენც იცი კარგო.
მირბიან წლები,აზრებიც მიაქვს,ამას შენც ხვდები!
მითხარი თორემ მე ვიტყვი,ისევ,
დამაგვიანდაო ისევ შენ იტყვი,
არადა მხოლოდ შენ გხედავ ფერადს..!
მითხარი რამე,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მიდის ცხოვრება, იპარება წუთები ფიქრში... მიდის ცხოვრება, დავბერდებით რაღაცის ფიქრში... მიდის ნათელი ახალგაზრდობა, ოცნების ნისლში. უნდა შევიდეთ უღიმღამოდ სიბერის ჩრდილში... წარსული ძველი, საზიზღარი და აწმყო სხვისი, გაიტანჯები თუ იცხოვრებ, ამ ქვეყნად მისით. უნდა იცოდე, იამაყო ამ ქვეყნად ვისით... არ აურიო არასოდეს შენი და სხვისი, და თუ იქნები სხვის იმედზე ჩალა გაქვს პირში, რაც არ გეკუთვნის ის დარჩება ყოველთვის სხვისი. და შ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ღმერთო, წარსულის ცოდვებს მაგონებს შენი ტაძარი ბროლის მინებით... როცა მიჭირდა, ვერ გაგაგონე ლოცვა გულიდან მონადინები!
ალბათ ეს სივრცე არ ეყოთ ბგერებს ან აღარ შერჩა ზეცას გამგები... ბავშვივით შევცდი და დავიჯერე, რომ მე შემეძლო შეცვლა განგების.
მრავალი ცოდვა, სულს რომ მიმძიმებს, საშინლად მტანჯავს, ფიქრიც ზეგანობს, არ ვიცი, მოვკვდი თუ მივიძინე, ვერ ვგრძნობ სამყაროს უკიდეგანოს!
`უფალო, მიხსენ!~- ჩუმა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად, სევდიან თვალებს დახუჭავ წამით, მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით. მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო, ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს. იქნებ განგებამ ნება არ დართო, რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს? ეს მარტოობაც მისი ბრალია და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის, თუ სიყვარულით ისიც მთვრალია მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის. გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული... <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე ის დილა ვარ, გარიჟრაჟის ვარდისფერები, გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ, მოგეფერები, მე ის მიწა ვარ, დედამიწა, ფეხს რომ მაბიჯებ და ვეფერები, გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს...
მე ნიავი ვარ, მონავარდე შენს ლამაზ თმაში, მე სიზმარი ვარ, გაფრენილი ოცნების ცაში, მე ის ღამე ვარ, უსასრულოდ რომ ვითვლი წამებს, ძილგატეხილი, მომქანცველი, უკუნი ღამე...
სასთუმალი ვარ, მოტრფიალე შენი სხეულის, ლურჯი პერანგი, თეძო-მკერდზე შემოხვეული. ..
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა
ხატების სევდას,ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
აი სად შევხვდით ვით ღამისთევა...
მე კი თურმე სად დამღამებია
შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ...
შენ უიმედოთ არ გყვარებია..
მე ახლა შენ წინ დაჩოქილ ვდგავარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,-
შენ რომ ეძებდი
ის ქალი მე ვარ,
მითხარი ხომ არ დავიგვიანე?
თუმცა უსიტყვოდ დამუნჯდა ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია,
შენ რომ გინდოდა
ის გული მე მაქვს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
გაქრება ყველა ზღაპარი ერთად, მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები. შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა, და უსათუოუდ მოგენატრები. და მერე მოვა სხვა გაზაფხული, და თეთრ ფერებში შენ მოირთვები, იდგება მხოლოდ უხმო წარსული, და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები ... და შეიცვლება აქ ბევრი რამე, შეიცვლის სახელს ქუჩაც, უბნებიც, სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე და მე უსაზღვროდ გესაუბრები. შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ, არ ემონები უმიზნო ლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ზამთრის თეთრი ნისლი შემოაწვა ზეცას წვიმა სისასტიკით შემოდგომას რეცხავს
ამ დარდიან ამინდს ან ამ ფიქრის კვირას
არ გავყიდი ოქროდ და არც მივცემ ლირას
შემოდგომის ბრძოლით გაშიშვლებულ ხეებს
ბრძოლის სისასტიკე ამჩნევიათ ტყეებს
სადღაც გოგო ტირის როიალი უკრავს
მარტშინაჩუქარვარდსდეკემბერშისუნთქავს
ზამთრისქარისსიმიარჩერდებაწამით
აფხიზლებენქალაქსეკლესიისზარით
ღრუბელსმოვიპარავმზეიქნებაჩემ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე ვერ ვიხსენებ შენი თვალის ფერს, მხოლოდ ღიმილის სითბო შემომრჩა. ამაღამ ღრუბლებს ფეხქვეშ გავიფენ, არ გაპატიებ ასე შემოჭრას_ გულში, რომელიც ძველი ფრანივით ქვემოდან ძაფზე, ბეწვზე_ზემოდან ჰკიდია... ჰოდა, გეტყვი: მთვრალი ვარ! და მთელი ღამე უნდა მელოდო_ სათნო ცოლივით; უნდა მიჯავრო. მე ღრუბლის თეთრი ნავით მოვდივარ, ქვეშ ქარიშხლები ხეებს გლიჯავენ, მე უშენობა მაწევს ლოდივით... განთიადამდე გაივლის თრობაც, თვლემს უნ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
რას მერჩი? რა გინდა? ყველაფრის თავიდან დაწყება გინდა? მე არ მეკითხები? იქნებ არ მინდა? ან იქნებ შენი გაქრობა მინდა? რა გინდა? ვერ ვხვდები ჩემგან რა გინდა... შენ ხომ ჩემნაირი გოგოები არ გინდა?!. დაუსრულებლად ჩემი წამება გინდა? თუ ისევ ისეთი ბინძური თამაში გინდა? თამაში, რომლის მოგებაც ყოველთვის შენ გინდა? აღარ მაინტერესებს შენ რა გინდა ! შენთან დაკავშირებით |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მინდა როგორმე გადაგივიწყო და მაინც ისეევ მოვდივარ შენთან. მსურს შეგიძულო, მაგრამ ეს გული შენი აჩრდილით სუნთქავს და ფეთქავს.
მინდა როგორმე გადაგივიწყო, მაინც ჩემს გზაზე ენთები მზისებრ. მეგონა სხვაზე ვფიქრობდი ახლა, თურმე შენს სახელს ვახსენებ ისევ.
ღამეში, მწუხრში, ცისკარში, მზეში ცდუნება შენი ვერაფრით ვძლიე... გაგირბი... მაგრამ ისევ შენ გეძებ, მძულხარ... და მაინც მიყვარხარ ძლიერ! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს. გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას, გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა…. შენ ვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნახე... დამიგულა სიმარტოვემ, ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა, ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება. და მერე... მიდიან შეგრძნებები, და მერე... ბრუნდება უშენობა, ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები, რადგან ნიავივით უფერო ვარ და რთული ქარივით, სევდასავით, თვალებში ჩაკირულ ნაღველივით, მოდი... უჩემობას შეგასწავლი, დრო რომ განმეორდეს გაფრენილი, ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა, შენი ნაკვალევი წამიშალო, ყვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ერთ ძველ იგავში ასე წერია კაცი იესოს წინაშე წარსდგა, ნაფეხურების სახით ქვიშაზე მთელი თავისი ცხოვრება ნახა. იესომ უთხრა- "ხედავ, შენს კვალთან ნაფეხურების რიგია ერთი, ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით. უეცრად კაცი ძლიერ აღშფითდა განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი? აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი. იესომ ტკბილად გასცა პასუხი.. გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი, ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი, სურათი რამე კარგზე მგლოვარი, ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
ბარათი, სისხლის ცრემლ-ნატბოვარი, ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი, საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი, წიგნი რამ ომით მონაპოვარი, საფერფლე მამის დანატოვარი- ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ცრემლად ივსება თვალნი გაუმხელელი ვნებით. ჩვენ ერთმანეთის ცალნი უერთმანეთოდ ვქრებით. უკვე შორია განცდა მზე იწურება ზღვაში. ჩვენ ერთმანეთი დაგვრჩა უმისამართო გზაში. არა მაცდური წამნი, მაინც ცოდვილნი ვრჩებით. ჩვენ ერთმანეთის წყალნი უერთმანეთოდ ვშრებით. სათქმელს ვეძებდით ღმერთში. ბედს დასაცინად ვყავდით. გულს ერთმანეთის მკერდში უერთმანეთოდ ვკლავდით. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 3 4 5 6 7 ... 68 69 » |