♥ ℒℴѵℯ ♥
დედა შენდამი კითხვა გამიჩნდა რად შემასწავლე მე სიყვარული გესწავლა ჩემთვის მტრობა და შუღლი ხომ არ ვიქნებოდი დღეს ასე ტანჯული სული
დედა იცი მე უკვე დამავიწყდა ის ვინც მიყვარდა ის ვისაც ვუყვარდი ისიც კი ვისაც ვძულდი ალბათ იმიტომ რომ დღეს აქ აღარ ვარ ვეღარ განვიცდი მე გრძნობებს ადამიანურს
თუნდ ქალვაჟური თუნდ მეგობრული უკვე სულერთია ჩემთვის ყველა სიყვარული აღარ ვეკუთვნი იმ სამყაროს სადაც ცოდვა მეფობს ადამიანზე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს, დახარე თავი ყველა ცოდვაზე. მინდა ბოდიში რომ მოგიხადო. ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.
იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს, იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს. როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.
შენ მე მასწავლე ის სიყვარული რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.
რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ დარე გქვია. დედაჩემი, ჩემი დედა ხარ. მე – შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს! მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე, მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე. მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით, სულ სხვანაირად… სხვანაირად თბილოდა მაშინ ჩვენს სახლში… მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი. არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ახლა გამახსენდა პატარაობა როცა გავიგე დედის რაობა ისიც გამახსენდა როგორ იტირე როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე და როგორც დედა არასდროს შეგაფასე მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს და მენატრება შენი ალერსი ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში მე არ მესმოდა შენი ცრემლების რადგან ვიყავი პატარა ბავშვი შენ მიხუტებდი უმალვე გულში და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში გავიზარდე და უმალ ვისწავლე ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი უმამოდ გვზრდიდი გზას გვინათებდი და გაუძელი ბევრ დაბრკოლებას უმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ… შენს ამაგს ვხედავ…. შენს ხოტბას ვბედავ…. ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან…. გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ….. ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი…. არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი… ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან… ყველაზე წრფელად შენ დამლოცავ უფალ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მახსოვს პირველად რომ დაგინახე იყავი ნაზი და მომცინარი მახსოვს პირველად როგორ შემეხე მახსოვს პირველი შენი ამბორი…
მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა შენი ტუჩების ნაზი ამბორი…
მახსოვს გვერდით რომ აღარ მყავდი და შენი სითბო მენატრებოდა მაშინ შენს პერანგს ჩავიხუტებდი და ჩემი გულიც დამშვიდდებოდა… |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი… ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება. მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი, ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება. მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია. შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი… ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი, შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი! გშვენის ცალ უღელს,ვაჟკაცური მოუდრეკლობა. გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა… ვერაფრით შევძლებ შენს წი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს, ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ? ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?! ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია? ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს? ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი, ვის აძლევს ძალას ვის ეფერება? ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით, ან ვის ეფერები ტკბილი ხმით? ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს? ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ? ნეტავ ამდენ კითხვას რატომ ვსავ? მე ხომ ვიცი რომ ჩემზედ ლოცუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე, განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია, ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს, რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.
იყო დროება მხნედ რომ იყავი, სიბერე უცებ შემოგპარვია, გაგთეთრებია თმები ძვირფასო, და გულზე ცეცხლი შემოგდებია.
წარსულის დღეებს რომ გაიხსენებ, ჩუმად ცრემლები თვალს დაგდენია, გულით იყავი ძლიერი კარგო, და ეგ სიბერე არაფერია. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს. ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით. მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს. სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით
ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი. ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები. დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი. არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო. შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.
უ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
დღეს,როცა მეც მყავს შვილი, უფრო ლამაზი ჩანხარ, ბედნიერი ვარ შენით, მუდამ ჩემს გულში მყავხარ… ბევრჯერ გატკინე გული, ცრემლიც გადინე მე და- თუ გაწყენინე რამე- გთხოვ,მაპატიე დედა. ხარ ჩემი საფიცარი, მზის სხივზე უფრო თბილო, დღეს სულ სხვა ხმაზე მესმის შენი ნათქვამი ” შვილო”… ჩემთვის ხარ უფრო ტკბილი, შენს ამაგს უფრო ვხედავ, დღეს,როცა მეც მყავს შვილი, დღეს,როცა მეც ვარ დედა….. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
***
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს, გამიღვიძებდეს წამით იმედებს, ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს...
მასულელებდეს, მიბნევდეს თავ - გზას, მისი თვალების ჩუმი ბრძანება, გოშიასავით ატეხდეს წკავ - წკავს ჩემი ლომური ამპარტავნება.
ოღონდაც ღმერთო,გარდასულ ტრფობის ისევ მარგუნე უცხო თრიაქი, ის ღვთაებრივი,გიჟური ლტოლვა, შიში,ცახცახი და ფორია
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
...
წამწამი წამწამზე მომადე... ახლა ჩვენს შორის ბეწვის ხიდია... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
დაგელოდები
ლექსი ყაბულსაა შუბლზე დამეწეროს, მუზამ გამოცალა სიტყვის აზარფეშა და ხელის გულივით გაშლილ ხოდაბუნზე მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა. ზვარში , სავსე მტევნის გაისმის ღრეობა, ბაღში გაიხლიჩა მთვრალი ბროწეული, სიმინდის ტაროებს მაჯებში დაამტვრევს ქარი მეტიჩარა , ავად მორწეული. ცოტაც და...ორ დღეში დადგება ზამთარი, ქვიტკირის მარნის კარს შემოხსნის სიმთვრალე, ვიცი, უსათუოდ მასა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
...
მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ - მიყვარხარ, პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან, ბაგე კი მოვთოკე, გული კი ვერაფრით, გეძახის: სადა ხარ? ცხოვრება გავიდა . . .
მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ, ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან, გონებას მოვუვლი, ამ გულს კი ვერაფრით, იძგერებს: უშენოდ სიცოცხლე არ მინდა . . . ერთ დღესაც სიბერე რომ მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
ტანგო
წუხელ, უშენოდ ვცეკვავდი ტანგოს... მათოვდა ღამე, შავი ნისლებით... მას მერე ვფიქრობ, მას მერე ვდარდობ... მას მერე, ყოველ ღამე ვინთები...
ღამეა, მთვარე შენს თავს მაგონებს... და ტანგო, გულში სიყვარულს ანთებს... მე, თითქოს შენში შემომაგორეს... მას მერე, შენი ტკივლი მმართებს...
ახლა? გათავდა თითქოს ეს ღამე... მეძახის მთვარე, ქარის კივილით... არ მინდა ისევ, ვიყო მეს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
ყველაფერი
თვალებთან ისევ ფერია ყავის... მახსოვს, გხედავდი ზოგჯერ ყავისფრად... სხვა შენთვის ნათმენ ფერთა ამბავიც როგორ გითხრა... ან როგორ არ გითხრა, . რომ მუდამ ვწერდი ვნებაზე ისე, თითქოს ლოცვები მეკითხოს ტაძრად, ახლა დროც დაღლილ მკლავებზე მიწევს და მოთმინებაც სულივით გამძვრა. . სურვილს, ჩემამდე ზღაპრად მონატანს თუკი დედოფლად სურს გაღიაროს, მე მინდა გავხდე შენი მონ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
...
მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ, ვამბობ და ქუჩაში ვეჩვევი ხეტიალს, როცა შენ მდუმარედ მიყურებ სარკმლიდან, თვალებით ნათქვამი სიტყვებზე მეტია...
ღამეთა თენება დამჩემდა, რომ ასე ფიქრი და ფილტვები, თუთუნით, გავბოლო, ქუჩაში, ყოველღამ, ასრულებს რომანსებს სიჩუმის ორკესტრი და ცა უთავბოლო.
ქალაქში თებერვლის, კვლავ, ავი ნესტია და ძვლებში გამჯდარი სიცივის სცენარი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
მინიმები (მინი ლექსები)
"გეფიცები, ჩვენს შვილს როცა აძინებ, დედამიწა ბრუნვას წყვეტს და ირწევა..."
"შენს თვალებს რაც უფრო ხშირად ვუყურებ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ვიღაცამ ცა ვადაგასული საღებავით შეღება..."
"ყოველი შეხვედრის შემდეგ შენ მე მემშვიდობებოდი სიტყვებით "მიყვარხარ...დროებით". მე კი მხოლოდ დღეს მივხვდი, რომ შენ მართლაც დროებით გიყვარდი."
"მზის ამოსვლა - შენი გაღვიძების რეზონანსი"
"ჩვენ ორნი უნაშთოდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 68 69 » |