siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-25 - 2:05 PM    
siyvaruli.in
რასაც განვიცდი, რასაც ვეხები...
რასაც ვპოულობ და რასაც ვკარგავ...
ქარი ჩაიცვამს კაბას ვერხვების
და ჩემს საწუთროს ფოთლებით ართავს,

ართავს და ალბათ, დავთმობ სიცოცხლეს,
რასაც ვივიწყებ და რაც სულ მახსოვს,
გინდ სტრიქონების ცეცხლზე იწვოდეს,
ყოველი სიტყვა, ხმა რომ დაათბო,

ღამე იშიშვლებს თავს განთიადთან
და ახლაც მათოვს შუქის ლიცლიცი,
მსოფლიო შიში ადამიანთა...
ოჰ რამდენ რამეს ვნახავდი, იცი?

ვნახავდი სამყ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 633-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-25 - 1:54 PM    
siyvaruli.in
უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...

გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით,
მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო,
შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით
და ვერც კი მიმხვდა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1086-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-25 - 1:53 PM    
siyvaruli.in
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო.
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც
შენს წინ დავემხო
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება.
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო
შენთან ცრემლისღვრა?!
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?!
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 495-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-25 - 1:52 PM    
siyvaruli.in
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... სა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 554-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-22 - 8:10 PM    
siyvaruli.in
გული არ მიწევს ეკლესიისკენ,
იქ არ სურს ძებნა სულს - მაძიებელს.
მღვდლებო, რომ ზომავთ ეკლების სისქეს,
სიღრმე სად გვრჩება - „მართლმადიდებლებს“?...

თქვენს ქადაგებას არ შველის მარხვა
და ვეღარ შიფრავთ ქრისტეს იგავებს.
სულს თუ შეუძვრა ძიების მახრა,
ჯვარზე ვერ ნახავ ღვთის გრძედს, ღვთის განედს.

თქვენ აღარ ძალგიძთ იყოთ გზამკვლევი,
ფარას დოგმების ველზე აძოვებთ...
ჭეშმარიტების თქვენ გახდით მკვლელი,
აღარც თქვენ ეძებთ, არ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 522-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-22 - 8:10 PM    
siyvaruli.in
რა მწუხარეა და რა ოცნებით
ოქროს ფოთლები მტვერში რეული...
ეს შემოდგომა თვისი ძონძებით,
წვიმა-ტალახში შემოთრეული.
აბურდულია წვიმის ფაფარი
და ყველა სკამი ბაღში სველია,
თითქოს არ არი არსად საფარი
და აღარც ვინმე მოსასვლელია...
  ნანახია: 521-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-22 - 8:07 PM    
siyvaruli.in
ემინგრატის ბედნიერება?!

ვინა თქვა, ქართველს შეუძლია სხვაგან იხაროს,

ვინ მოიგონა, ემიგრანტის ბედნიერება,

დედა უარყოს, დედინაცვალს მკერდში ჩაეკროს...

სულიც, რომ მისცეს...დედინაცვალს არ დააკლდება!

უცხო თვისტომი, ასი წელიც უცხოდ დარჩება,

უფრო მძიმეა ქართველ კაცის, სხვაგან სიკვდილი,

ვინ დაიტირებს ქართველს სხვაგან, ვით საქართველო...

უცხომ რა იცის...როგორა სჭამს ქართველს ტკივილი!

გადაქცეულა საქართველო ცისფერ ოცნებად,
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 531-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-22 - 8:07 PM    
siyvaruli.in
მე დავინახე მფრინავი ძუძუ
შორეთის ნისლში იმალებოდა
გავეკიდე და ხელი შევახე
ჩემი თვალები ვნებამ დაბინდა!

ჩემს ყურებიდან იფეთქა ბოლმა
აქაფებულმა პირმა წაბილწა.
ძუძუ ლამაზი და სანატრელი
კვლავ იმ შორეთის ნისლში შთაინთქა!
  ნანახია: 571-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-22 - 8:06 PM    
siyvaruli.in
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დრო იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ცად აზიდულ ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა, მე კი დავიგვიანე…
რიგში იდგნენ ყმაწვილები, უმეტესად ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს გაბრწყინებულ თვალებით…
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა, გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო! ისევ ბოლო ვიყავი…
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო,
რომელიმე ღვთის მადლიანს, იქნებ ხარკიც გაეღო,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 697-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-22 - 8:06 PM    
siyvaruli.in
არ დაიჯერო... თითქოს მაკლიხარ,
არ დაიჯერო... თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით...
შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,
რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით,
შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს...
როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად,
და გულზე დარდებს იკრავს ღილივით,
სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს,
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.
უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 699-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-22 - 8:00 PM    
siyvaruli.in
ჩუმად საყვარელო, ახლა ყველაფერი უკვე ჩავლილია,
ჩვენი მონატრების წამი,ბოლო წამი თითქმის გაილია.
ნუ იდარდებ კარგო ბედისწერა თუა გრძნობის დასასრული.
ვიცი,მოგონება მუდამ გამახარებს, ჩვენზე გარდასული,
ყველა ტაძარი და ყველა დაფიცება შენს თავს გამახსენბს,
გულში შეგინახავ, თუმც კი ჯერ არ ვიცი,რაღა დამასვენებს.
ხელჩაკიდებულმა ვინღა მომატაროს ყველა სალოცავი,
ვინღა ჩამიღვაროს გულში მონატრების სითბო საოცარი.
სხვას ნურაფერს მეტყვი,რადგან დუმილია ახლა ყვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 565-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-22 - 8:00 PM    
siyvaruli.in
არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

მაინც ვერ ხვდები შენ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 514-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-22 - 8:00 PM    
siyvaruli.in
წვიმის წვეთები დაბლა ეცემა,
სიცილ-კისკისით მოდის მიწაზე,
ნაზ მელოდიას ღიღინებს ნელა,
ცეკვავს ოცნება ფანჯრის მინაზე.
წვიმას მოჰყვება ჩუმი გოდება,
შენზე ფიქრები, შენზე დარდები;
ფიქრის მორევში ჩამეძინება,
სიზმარში წვიმად მომელანდები...
წვიმა თითებზე მომეფერება,
თმას დამისველებს, კოცნით დამახრჩობს,
ცა ცისარტყელას ლამაზ ფერებად
გადმოიღვრება, შენით გამათბობს.
...წვიმის წვეთები დაბლა ეცემა,
სიცილ-კისკისით მოდის მ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 652-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-18 - 3:12 PM    
siyvaruli.in
ხალხმა დაკარგა ის ერთად-ერთი,
აღარ სწამთ არავის უფალი ღმერთის,
კაცთმოძულენნმა ისწავლეს ცოცვა,
და დაივიწყეს ხატის წინ ლოცვა.

სიცოცხლის მანძილზე მალულად ცხოვრობენ,
ბოროტ ტრაგედიას კეთილად გლოვობენ,
იზიდავთ სუსტების ჩაგვრა-დამონება,
გაეხსნას ყველას თვალი და გონება.

ღმერთო შენ მოგვეც ცოდვილთა კვალი,
რათა მოვიხადოთ ჩვენ ჩვენი ვალი,
გვჯეროდეს გვწამდეს მით უფრო მეტის
და გვეშინოდეს მაღალი ღმერთის.

ნუ მი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1431-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-18 - 3:11 PM    
siyvaruli.in
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 564-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-18 - 3:10 PM    
siyvaruli.in
თითქოს დავბრმავდი,
თითქოს ვერ ვხედავ
გარშემო რა ხდება.
თითქოს დავყრუვდი,
თითქოს გავქვავდი,
გულს აწევს კვლავ სევდა.
თითქოს ვეღარ ვგრძნობ,
ვერაფერს ვეღარ ვთმობ,
რა მჭირს არ ვიცი.
ერთადერთი რამ დამრჩენია
რასაც განვიცდი.
ახლა უშენოდ შევეხიზნე
საოცარ ლანდებს.
დავიძინებ და სიზმრებში მჩუქნი
სისხლისფერ ვარდებს.
ალბათ, ესაა რაც მაცოცხლებს,
მაყენებს ფეხზე.
თითქოს რაღაცა მამძიმებს, მაწევს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 707-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-18 - 3:10 PM    
siyvaruli.in
არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...

მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,

ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...

არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,

გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის

შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში

და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.

უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს

ცისფერ ყინ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 609-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-18 - 3:09 PM    
siyvaruli.in
სადღაც გაგაქრო სიამაყემ,
კვალი სიყვარულმა დატოვა,
შემდეგ დავიწყება მეწვია,
თუმცა მანაც მალე დამტოვა.
შემომინახე ეგ თვალები.
მზერა არავის ანდო...
შენი დუმილიც, სევდიანი,
გახსოვს? მე მიყვარდა მარტო.
მომნატრებია ყველა სიგიჟე.
შენი სურნელი, ხმა..
ნეტავ იცოდე, როგორ მინდოდა
მომესწრო "მიყვარხარ"-ს თქმა.
მაპატიე, რომ ვერ გავუძელი
და რომ მიგატოვე, მაპატიე..
შენს სახელს ვარქმევ ყოველივეს,
ქვეყნად თუკი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 503-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-18 - 3:09 PM    
siyvaruli.in
იესოს ხატთან სამი სანთელი,

პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა,

ტაძარში იდგა მკრთალი ნათელი,

სანთლები უხმოდ იფერფლებოდა.

ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი,

წვეთ-წვეთად იქვე იღვენთებოდა,

და მძიმე შუქის უფერო ფონზე

ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა.

ერთი სანთელი მეგობრობისა,

მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა,

მეორე იყო სიყვარულისა,

ის სიყვარულით იტანჯებოდა,

ხოლო მესა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 585-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-18 - 3:08 PM    
siyvaruli.in
ჭეშმარიტი სიყვარული, ღიმილია
გულს რომ ტკბილი ტკივილით აგატკივებს
ჭეშმარიტი სიყვარული, დუმილია
სიცოცხლეზე ფიქრებით რომ აგატირებს.

ჭეშმარიტი სიყვარული არის ტალღა,
ალერსით რომ ეფინება ზღვის ნაპირებს,
ფრინავს ცაში ვარსკვლავებზე უფრო მაღლა,
ჩუმად მოვა სიხარულით გაგაკვირვებს.

ჭეშმარიტი სიყვარული არის როცა,
მთვარე მზესთან მივა, კოცნას დააპირებს
ჭეშმარიტი სიყვარული არის ლოცვა,
ჭეშმარიტი სიყვარული აგატირებს.
  ნანახია: 624-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 68 69 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<