♥ ℒℴѵℯ ♥
ფიქრებში წასულს, გზა ამებნა და დავიკარგე
ლაბირინთიდან გამოსასვლელს ვეძებდი თითქოს,
მინდოდა რომ კი? გამეღწია ლაბირინთიდან,
ვფიქრობ რომ არა, რეალობამ დამაფრთხო ვფიქრობ.
როგორც გაზაფხულს ამოსული, ხელახლა ია
მიმოიხედავს და შეამჩნევს ლამაზ სამყაროს,
აზრად რაც მოსდის,ამას სიცოცხლის წყურვილი ჰქვია.
ამ ქვეყანაზე მოვლენას კი სულაც არ ნანობს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მიყვარს ზღვის პირას ლექსების წერა,
ტალღების შრიალი და მათი ბგერა,
პატარა გოგონას ლამაზი მზერა
და მის თვალებში მალულად ცქერა.
მიყვარს ფოთლების ნაზი შრიალი,
თავში ფიქრების უკუ ტრიალი,
ჩემი ლექსების ჰაერში შრიალი,
მდუმარე ღამე და ღვინო ფიალით.
ჩუმად ვესაუბრები მე ჩემსა გულსა,
ქვიშაზე ნელ-ნელა მივყვები კუსა,
გემმა ჩაუშვა ზღვის ფსკერზე ღუზა,
ლექსების წერის მომადგა მუზა.
მთვარეს სიყვარული ჩემი გაეგო,
ფეხქვეშ ვარდები ნაზად დაეგო,
უეცრად ჩემს წინ ცეცხლი დაენთო,
ცაზე ვარსკვლავებით გული აეგო.
მე საოცრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ის წყარო მიყვარს, არასოდეს რომ არ დამშრალა,
დროთა სიავეს არ ჩაუკლავს მასში სიცოცხლე...
ყაყაჩოებით მოფენილი მინდორ-ველები,
სარეველა რომ ვერ ერევა იმათ სიცოცხლეს!
მიყვარს სინათლე, სიბნელეს რომ მოსდევს ყოველთვის,
და ნაწვიმარზე ცისარტყელის ჯადო ფერები...
ის კაცი მიყვარს სიკეთეს რომ თესავს გზადაგზა,
მაინც რომ ნუგეშს გაძლევს, იმის სუფთა თვალები!
ის ეკლესია, რომ გაუძლო ათას ჭირ-ვარამს,
გადამთიელმა და დუშმანმა ვერ დააქცია,
მიყვარს და მტკივა...ჩემი ქვეყნის მწარე წარსული,
ყველა ის კაცი ლეგენდამ რომ გმირად
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე მთვარემდე ფეხით მივალ
და შენ მეტყვი რომ,გიჟი ვარ.
შენს გზაზე თუ დავეცემი,
შენ წახვალ და გამექცევი.
მეტყვი ,,უნდა გიბატონო'',
ალბათ გეტყვი ,,კი,ბატონო''!..
ღამით მარტო მეშინია,
ჩემზე იტყვი-,,შეშლილია''.
გულში ხარ და აქ ხომ არი...
თუმცა მქვია მათხოვარი.
გადარეულს მიწოდებ და
ხელს არ გამომიწოდებ და
უშენობის შიში ხარობს,
მიყურებ და ,,გიჟი ხარო''...
შენს სიყვარულს მე სულ ველი,
კიდევ ერთი მე სულელი.
გულზე მძიმე ლოდი არი,
ჩემზე იტყვი ,,ლოთი არი''...
ალბათ შენთვის ლაქა ვარ და
მაგრამ მე ხომ აქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი
ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...
ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე რომ შემეძლოს ავისრულო ის, რაც მწადია,
მაშინ გავხდიდი ღამეს _ მზიანს, დღეს კი
მთვარიანს,
გადავაქცევდი ამ სამყაროს ასე დარდიანს _
ოცნების ქვეყნად, სადაც ყველა ფხიზლად
მთვრალია,
ადამიანნი მის ქუჩებში ფრენით დადიან
და მათ სულებში მხოლოდ სიკეთის რწმენის
მადლია,
სადაც ცხოვრება ყველა სულდგმულის სულს
უხარია
და მოსაწყენად სულ არავის აღარ სცალია,
სადაც ზეცაზე ცისარტყელების მინანქარია,
იმ ქვეყნად, სადაც ბედნიერია ყველა ძალიან!
მე ასე მინდა, მაგრამ თურმე ეს სიზმარია… |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
გინდა რომ მიყვარდე? - მიყვარხარ !
სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე,
ჩემი სიყვარული თუ გინდა გიწილადო
შენს გულშიც ჩაიხედე....შენც უნდა გიყვარდე!
მელოდები? - რატომ მელოდები !
ცხოვრება სასტიკია - ხალხს დროს ართმევს,
თუ არ მოინდომებ ამ ცხოვრებაში,
ბედნიერებას ვერავინ მოგართმევს.
გაპატიო? - გაპატიებ !
მთავარია რომ შენ შენს თავს აპატიო,
და ნათლად დაინახავ რომ
ადგილი გექნება სრულიად საპატიო!
დაგიჯერო? - დაგიჯერებ !
მთავარია რომ შენ შენი დაიჯერო,
და თავი შენი
საკუთარი თავის რწმენით გაიჯერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენი ტუჩები,
თითქოს ურჩები,
კოცნით მორჩები,
გადაურჩები - ნუ მეურჩები !
ტუჩებზე ფერებით,
მოგეფერები,
ვნების ფერებით,
კოცნის ფერებით - მე გეფერები !
ლამაზ სხეულზე,
მართლაც გრძნეულზე,
კოცნის რვეულზე,
შენი ტუჩებით გადარეულზე !
ეს ვნებაა,
შენი ვნებაა,
გემოვნებაა,
სიამოვნებაა - ქმნილებაა !
დიდი შვებაა,
მიშვებაა,
ნებაა,
თავნებაა - თავის ნებაა !
შენი თქმაა,
შენით ქმნაა,
შენი ტუჩებით
სუნთქვაა - ამოსუნთქვაა !
ამ სუნთქვაში,
სუნთქვაში,
ერთი სუნთქვით
კოცნის ქმნაში - ამოსუნთქვაში !
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ლამაზი ქალი სევდის ფერია
ლამაზ ქალს მუდამ, სადღაც ელიან.
ლამაზი ქალი დარდს დაატარებს.სევდა
და ტკივილს გულში ატარებს.
ვერავინ ხვდება,მის გულის ნადებს,
ვერავის უმხელს დარდსა და ნაღველს.
თავისთვის არის თავისთვის, მარტო .
თუ რამ აწუხებს არადსროს,ამბობს,
ფიქრები სტკივა ცრემლებიც აღრჩობს.
მას სიყვარული გრძნობები ათრობს.
ვინ შეუყვარდა არასდროს, ამბობს |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ერთი ნახვით შეყვარება
ერთხელ ნახავ, და გენატრება, მასზე ფიქრობ, სულ ის გელანდება, ყველგან მას ეძებ, სადაც ხარ. სულ იმას იძახი, ეს რა მემარტება, ვერც ხვდები, რომ გიყვარდება. კიდევ ნახავ და გული ძგერს, ვერ ლაპარაკობ რაღაც გემართება. გკიტხავს რამეს და იბნევი, წიტლდები და ტვინი გებინდება. ის წავა და შენ&n
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: goga
...
ამბობ, სიტყვებმა ვერ მოაღწიეს
შენამდე... დარჩნენ გაუბედავი...
მე კი მიყვარხარ სწორედ ასეთი _
აუხსნელი და გაუგებარი...
მე ხომ არ ვიცი, რომელი სიტყვა
მოაქვს შენამდე ქარსა და ნიავს,
სათქმელი უკვე ფიფქებით ითქვა
და ახლა ღრუბლებს ცისაკენ მიაქვს...
მე ხომ არ ვიცი, შენთვის ვინა ვარ,
გიწერ ბარათებს, აღარ გიგზავნი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
...
ათრთოლებულმა მოგხვიეთ ხელები და ვშიშობ რომ ტანი თითებში ჩადნება... თუ ხვდებით რარიგად მეჟრუანტელებით ასეთი კარგი და ასეთი თავნება. არავის არ უთხრათ, ეს ისე, ჩვენთვის ვთქვათ... თქვენთან სიახლოვე იმგვარად მაფეთებს, რომ გული მე ახლაც თვალებში მიფეთქავს და ლავა სისხლისა აწვება საფეთქლებს. საოცრად გიხდებათ ეგ კაბა ცისფერი სათუთი მხრებიდან დაბლა რომ ჩაშლილა ჰა, თქვენი მკლავები და ჩემი კისერი <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
♥ ℒℴѵℯ ♥
"ია ამოდის დედის ცრემლზე!..."გამიგონია,
შემორჩენია ეს სიტყვები, სულს მოგონებად,
დედის კალთაში თავჩადებულს...არ გეშინია,
თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ!
როგორც სანთელი...ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...
ისე ნელნელა იღვენთება, დედის სიცოცხლე,
რამდენი რამე გვიგროვდება სულში სათქმელი-
და სულ გვგონია, რომ ამის თქმას მოვასწრებთ ხვალეც!
ია ამოდის დედის ცრემლზე, ბრძენს უთქვამს ესეც,
დედის თბილ ხელებს, სხვანაირი მადლი და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით, მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა. არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა. სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია. რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია. მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ? გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი. მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად, რომ ჩამისუნთქო, მე ჩემს სურვილებს ოცნებებივით ჩუმად ვინახავ, მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ, ცაში ვიქნები, და "ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი, ხომ დამინახავ… მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად, რომ წამიკითხო, მერე დადუმდე… დაგადუმებს დროის დაკარგვა, მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო, რომ ერთხელ მაინც მოგენატროს ჩემი დანახვა… |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ღმერთო შეგთხოვ გულით ამ გულს გულიანად გაუგო, ალერსით და მოფერებით ტკივილები გაუქრო. მაშინ ფერი ვარდის მათაც აღარ დაუბინდდებათ, რადგან ქალი ლაზია და ნაზი მოვლა სჭირდება.
რადგან ქალი რთველია და ვნებით დაიკრიფება, რადგან ქალი წყაროა და წვეთად დაიწრიტება, შემოდგომის ფოთოლთცვენით ფერიც გაუყვითლდება, მოეფერეთ სანამ ფერი ვარდისფერი იქნება.
ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია, დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია, ღვთი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი? მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი! მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით მე განმიცდია მონატრება
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე შენ მჭირდები,
ჩემი სული ღატაკია - ლოცვის გარეშე,
არარაობა . . .
შარაგზაზე მიყრილი მტვერი . . .
ძეო ღვთისაო,
მხოლოდ შენით შევიცანი - ჩემი "რაობა",
შენს კალთას მიკრულს
ვერ დამაკლებს ვერაფერს მტერი.
არა ვარ ღირსი,
ჩვილი ბავშვივით აყვანილი მატარო ხელით,
მაგრამ ნურც ისე მომიძაგებ,
ეშმა დამლახვრავს.
თან გამოგყვები,
ვით უღირსი, უძღებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 68 69 » |