siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:22 PM    
siyvaruli.in
მიყვარხარ, ამას არ ვამბობ ხშირად
არ მსურს გრძნობები ავსახო სიტყვად
სიტყვები ხშირად ფუჭი ფანდია
ჩემს გულს კი შენი კვალი ატყვია.

მიყვარხარ ამას ვერ ვამბობ,მიჭირს
ალბათ არ გესმის და ძლიერ გიკვირს
გთხოვ ნუ გაშინებს ჩემი დუმილი,
არ მსურს ვიხილო შენი წუხილი.

მიყვარხარ ამას არ გეტყვი ხშირად
და თუ გამიგებ ვიქნები მშვიდად
გჯეროდეს ჩემი,მიყვარხარ ჩემთვის
სათქმელს კი მხოლოდ თვალები გეტყვის.
  ნანახია: 561-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:19 PM    
siyvaruli.in
მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ,

დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს,

სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ

და ქალი რომ ვარ არ მეშინია.

მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს,

ბახუსის ეშხით განატაცები,

ქალები მაშინ თვრებიან თურმე,

როცა ფხიზლობენ მამაკაცები.

დღეიდან ხელი ავიღე თავზე,

აღარ გავურბი მზერას ჟინიანს,

დუქანში გველის ხელადა სავსე

და კაცი რომ ხარ არ მეშინია.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 607-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:19 PM    
siyvaruli.in
ქალის სილამაზე ღვთაებრივია
და ხშირად უჩენს ჩემს გულს ნაფლეთებს.
ქალის მზერაში რომ ცბიერი სხივია
იგი ჩემს გრძნობებს წამოაფეთებს.
ქალს ერგო ღვთისგან უხვი წყალობანი,
მათზეა შექმნილი არაერთი ფონტი.
ქალზე დაიწერა ბევრი გალობანი,
გადაუშალა სამყარომ ჰორიზონტი.
ქალის სილამაზე შარმი და ხიბლია,
არის მათში რაღაც ველური ავაზების.
არასდროს მავიწყდება ქალი და ბიბლია,
პირველი მიზეზი მათი განაზების.
ქალი იმსახურებს სითბოს შესაფე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:18 PM    
siyvaruli.in
თვალის გახელის გეშინია ყველა დილიდან.
არცერთ საღამოს არ იჯერებ დღისით მოსმენილს.
გამოიგონე რეალობა უფრო დიდი და
მერე გაბედავ,სულ ახალით შეიმოსები!

ვეღარ იჯერებ მოგონილი ცრუ იმედების.
გული დაგწყდება თუ არასდროს არ მოგიგონებს.
ტკივილს დროულად დაივიწყებ კვლავ,იმედოვნებ
ყველა ეპიზოდს სათითაოდ გამოიგონებ!

ვერ უღალატე ვერც ფეთქებად ხასიათს,შენსას,
გეგონა თითქოს ყველაფერი იყო მარტივად.
მწარედ მოტყუვდი,ჯებირები ისევ აშენდა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 427-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:15 PM    
siyvaruli.in
დღეს დავსრულდები შენს ფიქრებში უცხო ფილმივით,

უფიფქო თოვად, ჯერ არნაწერ ფოლიანტებად...

შენ წამილეკავ ყველა სტრიქონს ზღვის ნაპირივით

და ფრთხილად დაჭრი ჩვენს სიყვარულს კინოკადრებად.

ყოველდღე ვცდილობ, უშენობა ვისუნთქო მშვიდად,

შენი სამყოფის ციდან წასვლას თუ მაპატიებ,

მე ყველას ვეტყვი, რომ სამყარო სულ შენთვის მინდა

და ყველას ტკივილს წამოვისხამ მხრებზე მანტიად.
  ნანახია: 553-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:13 PM    
siyvaruli.in
სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
... სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 568-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:13 PM    
siyvaruli.in
"ადამიანს თავისი მომავალი რომ სცოდნოდა,სიცოცხლეს ვინ ისურვებდა.წარმოიდგინე მარტო უბედურების წინათგრძნობა რამდენ ამაო წუხილს გვანიჭებს,უბედურების მოლოდინი კი მოგვიწამლავდა მთელი სიცოცხლის დღეებს.ის კი არადა,აწმყოსაც არ უნდა ჩაუფიქრდე ღრმად.ზეცამ აზრი საჭიროებათა გასათვალისწინებლად მოგვცა და საჭიროებანიც შეგვიქმნა,რათა ჩვენი აზროვნება შემოეფარგლა"
"შეყვარებულის სული ყველგან ჰპოვებს თავისი საყვარელი არსების კვალს.არც დღესა და ღამეს,არც მარტოობის სიმშვიდეს,ამდენი მოგონებები რომ მოაქვთ,არაფრით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 579-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:11 PM    
siyvaruli.in
შენ ჩემი წვიმა ხარ, ანცი და შხაპუნა,
ანკარა, გამთბარი მზიური ალერსით,
შენ ყველა სიკეთე ზეცამ დაგაპკურა,
და წვიმად მომგვარა ჩემს არემარეში.

შენ ჩემი ქარი ხარ, ქარბუქი, გრიგალი,
გრძნობების ტალღებად მახეთქებ ნაპირებს,
ზეცამ მოგავლინა ჩემს დასალიერში,
ვიცი ამისრულებს აღთქმულ დანაპირებს.

შენ ჩემი თოვლიც ხარ, თბილი და ჭაღარა,
ბავშვივით ცელქი და კამკამა თვალებით,
სულ გამისპეტაკე ცოდვა და იარა,
რაც ამიკრეფია ამქვეყნ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 632-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:11 PM    
siyvaruli.in
შენს საჩუქარზე გადავწყვიტე ხელის აღება
და სურათს შენსას დაგიბრუნებ თავაზიანად,
უსურათოდაც ცოცხლობს ჩემში შენი სახება,
სამარადისოდ, უკვდავების თანაზიარად.

იცოცხლებ, ვიდრე ჩემი მზეც არ ჩაესვენება,
ეს ჩემი გული დაგიდგება ამის თავდებად.
და მხოლოდ მაშინ, როს მოვკვდები, შენი ხსენებაც
არარსებობის საუფლოში დაბინავდება.

შენი ხატება გონებაში ძეგლივით დავდგი,
უსურათოდაც კარგად ვიცი ჩემთვის ვინა ხარ,
შენ ჩემში სახლობ და ამაზე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 619-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები
2011-09-04 - 11:35 AM    
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის,
სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად...
ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა...
(ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ...)
გაზაფხულია... ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით.
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის...

გაზაფხულია, მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს...
რა ხარ ასეთი სულზე დიდი და ნე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 500-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: lady
***
2011-09-02 - 1:22 PM    
siyvaruli.in
მე შენ მიყვარხარ, როცა წვიმს, მაშინ, როცა წვეთები ალბობენ მიწას, და ირგვლივ ქარი გაავებული კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას... მე შენ მიყვარხარ, როცა თოვს მაშინ, ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია, და მე მივდივარ ღიმილით იქაც, სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან... მე შენ მიყვარხარ, ხვატში, გვალვაში, როცა წყალს ითხოვს ჩვენი ვერხვები, როცა მეხები ყურთან ჩურჩულით და მაშინაც კი თუ ვერ მეხები... მე შენ მიყვარხარ, მთაში და ბარად,მდინარესთან და ზღვასთან ტალღებად, ღირდა ყოველი წამი და წუთი ამ სამსხვერპლოზე წლ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 619-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
***
2011-09-02 - 1:09 PM    
siyvaruli.in
მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 502-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
***
2011-08-31 - 5:03 PM    
მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი არაფერი არა ხარ,
მაინც შემოგხარი, რატომ?
იცის ფოთოლმაც და ბალახმაც,
მე კი რანაირად გკადრო,
ჩემი სასურველი არა ხარ,
მაინც მესურვები, რატომ?
შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა,
ტკივილს ვეღარავის ვანდობ,
ჩემი დანიშნული არა ხარ,
მაინც ვეჭვიანობ, რატომ?
სული საოცრებამ დანაღმა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი სიყვარული არა ხარ,
მაინც მენატრები, რატომ?
  ნანახია: 506-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: lady
მე-გულები
2011-08-31 - 4:59 PM    
მე ბევრს არ ვითხოვ , მინდა სიმშვიდე,

მე-გულები და ეს სულს მიმშვიდებს .

გადაგეყრები - ჩვენ გავზრდით შვილებს

ნატვრას ავიხდენ და ერთს ვიშვილებთ.

ჩვენ დავბერდებით , შევივერცხლებით,

მაჯებს შეგიმკობ ლეკურ ვერცხლებით.

ბუხარი ენთოს , ხურდეს კეცები ,

მერე მე წავალ , აღვიკვეცები ...
  ნანახია: 454-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: lady
მოდი, ჩამეხუტე
2011-08-31 - 4:55 PM    
წვიმა როგორ მოვა,
ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა...
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება...
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი,
გეხვეწები,
ასე ბანალურად,
გთხოვ და...
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 426-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: lady
♥ l o v e ♥
2011-08-30 - 1:30 PM    
siyvaruli.in
უშენოდ ჰორიზონტს ნაპირი არ უჩანს,

ქუჩებს მივუყვები უგზოდ და ზვარაკად,

ბაღიდან შეთქმულივით მიცინის ალუჩა,

შენს სახელს მკერდზე იწერს ნაცნობი შარაგზა.

უშენოდ სამყაროს რუხი აქვს ფერები,

ღრუბლებსაც დაუკარგავთ ჩვეული სიმკრთალე,

თვალებით შენი თმის ბოლოებს ვეფერები,

გაგიკვირდება და მარტო ეს ვიკმარე.

უშენოდ ვერ ვსუნთქავ,ჰაერი არ მყოფნის,

ალბათ დამეწყება მალე აგონია,

და ამ გაბზ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 619-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-30 - 1:29 PM    
siyvaruli.in
განშორებამ სიყვარული მომიმატა,
ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი.
სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა,
არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.

განშორებამ ხასიათიც შემიცვალა,
ვიძირები სიყვარულის ზღვაში,
ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?!
რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.

ეგ ცრემლები ახლა ჩემთვის ტკივილია,
მენატრები, შორით გეფერები,
არ მითქვია შენთვის ხშირად ეს სიტყვები:
მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები.

დასრულდება განშორების ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 563-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-30 - 1:28 PM    
siyvaruli.in
თავი მომაბეზრა მასხარის ნიღაბმა,
სხეულში მიწყვია შეშლილი ნაღმები,
სულს ძველი ძონძებით სათუთად ვიმალავ,
სიცოცხლე შემძულდა-
ღმერთო ნუ გაწყრები.
აინთო,
აივსო,
გაგიჟდა სამყარო
და მიხმობს თავისთან მისანი დაისი...
დროა გაიღვიძო სიკვდილო,საბყარო,
სანამ დაგასწრებ და თვითონ გავისვრი.
მრავალთა დანახვა სულს,არა-გულს მირევს...
თარეშობს სიმართლე მწარე და უხამსი,
სიმართლე რომელსაც თვალები ვერ იტევს...
თვალები ვერ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 581-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-30 - 1:28 PM    
siyvaruli.in
ცუდად ვარ მაგრამ ვინ დაიჯერებს,

რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,

მე შენს დანახვას სულ მუდამ ველი,

როგორც ჩანს ძლიერ შემყვარებიხარ.

მე მგონი უკვე მართლა გავგიჟდი,

ყოველ შეხვედრას მთრთოლვარედ ველი,

როცა მოდიხარ ჩემს შესახვედრად,

მომხვიე შენი ძლიერი ხელი.

მკერდს მიყრდნობილი მე შენს მკლავებში,

დავხუჭავ თვალებს,გავირინდები,

მეც რაღა მინდა ამაზე მეტი ,

გესმის?ოცნ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 635-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-30 - 1:27 PM    
siyvaruli.in
მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.
ოცნებას, რომელსაც ვატარებ დღე და ღამ,
ოცნება, რომელიც მინდა,
მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების,
რადგან შენ ასე გინდა.
წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები,
წავედი სიმშვიდე მინდა.
თითქოსდა მივდივარ , თითქოსდა გშორდები
ცრემლები არაფრად ღირდა.
მიყვარხარ... და მაინც გეტყცი, რომ მშვიდობით. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 522-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 68 69 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<