siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:11 AM    
siyvaruli.in
ციდან მოისმის გალობა, ანგელოზები გფარავდეს!

მოგეცეს ღვთისგან წყალობა, ღვთის სიყვარული გძალავდეს!

მთაზე აღმართულ ტაძარში ანთია წმინდა სანთლები,

თეთრი საკმევლის ნისლშია მირონმდინარე ხატები,

ქართველთა ლოცვა ცას სწვდება, ლომისზე სუფევს ნათელი,

მთის ძლიერ ქარშიც არ ქრება ხატს შეწირული სანთელი!

ციდან მოისმის გალობა, ანგელოზები გფარავდეს!

მოგეცეს ღვთისგან წყალობა, ღვთის სიყვარული გძალავდეს!

მთაზე აღმ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 596-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:08 AM    
siyvaruli.in
ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით.
მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით...
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს....
..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები.
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას.
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 629-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:08 AM    
siyvaruli.in
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 624-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:07 AM    
siyvaruli.in
როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად,
სევდიან თვალებს დახუჭავ წამით,
მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან
და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით.
მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო,
ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს.
იქნებ განგებამ ნება არ დართო,
რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს?
ეს მარტოობაც მისი ბრალია
და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის,
თუ სიყვარულით ისიც მთვრალია
მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის.
გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული... < ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 538-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:06 AM    
siyvaruli.in
თუ უშენობა უშენობით გამათამამებს

სულ სხვაგან წასულს გიღალატებ საკუთარ ცოლთან.!

ფიქრი კი ჩუმად გადაითვლის აზრის ჭაღარებს,
როცა გიხილავს წამიერად შენ სხვის საწოლთან.
კვლავ შევცოდეო! გამიელვებს მე გონზე მოსულს,
სახეს ამირევს დარდიანი ცოლის თვალები
და ჩემი სიტყვა, რომ ვაწყნარებ მეუღლეს ორსულს :
- კვლავ დამესიზმრა ის წყეული ტყე და ჭალები!
გადავაფარებ საბანს ისევ, რომ ჩაეძინოს,
რომ ვერ დალანდოს ჩემს თვალებში სევდის ცრემლები, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 530-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:06 AM    
siyvaruli.in
შენი მონატრება მე ლექსს მაწერინებს,
ჩემი შთაგონების შენ ხარ მესაკუთრე,
შენი სიყვარული რითაც მანებივრებ
ჩემი ლექსებია მე რომ გესაუბრე…

შენი თვალები რომ მე თავს მაკარგვინებს
ჩემი შავი ზღვაა შიგ რომ ვიძირები
შენი სტრიქონებიც მალე გამაგიჟებს
ჩემი სტრიქონებით თავს რომ ვიგიჟებდი

შენი ფიქრებია ჩემი ანარეკლი ,
ჩემი მოგონება ჩუმად მოპარული,
შენი სიტყვებია ფურცლად დანაწერი,
ჩემი პოეზიაც ლექსად მოფანტული…

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 549-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:05 AM    
siyvaruli.in
ცრემლებით დავიბან დღეს სხეულს.
ღიმილი მინდა მე სნეულს.
ღრუბლებში შენთან ნავარდი.
როგორ მითხარი:”ნახვამდის!”

ტკბილია შენზე ფიქრები.
საფლავშიც მარტო ვიქნები.
არავინ აღარ მიტირებს.
უსიყვარულოდ ვიძინებ.

როგორ მითხარი:”წავედი!”
რაღას მიმზადებს აწ ბედი?
როგორ მითხარი:”მომბეზრდი,
ახლა სხვის მინდა მოლბერტი,

სხვა რომ ავავსო სიტყვებით,
სხვით დავიღამო სიზმრები,
სხვისი მშვენება მოვხატო,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 649-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:03 AM    
siyvaruli.in
შენ ვერც კი ატყობ რა მძიმეა დღეს ხვედრი ჩემი,
რა მრუდე არის გასავლელი ცხოვრების გზები,
რა ძნელი არის უშენობით ტანჯვა, წამება.
დაუვიწყარი, წარუშლელი შენი ზმანება.

მინდა მოგიხმო გულში ჩუმად შემოგაფრინო,
ფერს ნუ შეიცვლი, იყავ თეთრი, ჩემო მანდილო.
როცა გელოდი სიყვარულით განათებული
ო, სწორედ მაშინ მიწაზე დამეც, განაგდე გული.

სწორედ მე ვიყავ ის პირველი შენს ზეთს ცხებული,
შენს სიყვარულში დაჭრილი და ბევრჯერ ვნებული.
სწორედ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 543-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:03 AM    
siyvaruli.in
მე მომწონს, ქვეყანაში მეფობა სიყვარულის,
გულში აფეთქება ცოდვის სინანულით.
მე მომწონს, ოცნებებით აღვსილი ფიქრები,
უეცრად რომ დაათოვს მიწას ფიფქებით.

მე მიყვარს ღიმილი მაგ შენს თვალებში,
და სიყვარულის ახსნა ღამეში.
ჩემთვის ხომ ყოველი თბილი სიტყვა ხარ,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.

წახვედი, დამტოვე, რა მოხდა გარშემო?
ახლა იმედებით დღითიდღე ვარსებობ.
სასთუმალს გელიან ეს ჩემი მკლავები,
ტუჩები კოცნებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 541-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 4:01 AM    
siyvaruli.in
ქალის სილამაზე ღვთაებრივია
და ხშირად უჩენს ჩემს გულს ნაფლეთებს.
ქალის მზერაში რომ ცბიერი სხივია
იგი ჩემს გრძნობებს წამოაფეთებს.
ქალს ერგო ღვთისგან უხვი წყალობანი,
მათზეა შექმნილი არაერთი ფონტი.
ქალზე დაიწერა ბევრი გალობანი,
გადაუშალა სამყარომ ჰორიზონტი.
ქალის სილამაზე შარმი და ხიბლია,
არის მათში რაღაც ველური ავაზების.
არასდროს მავიწყდება ქალი და ბიბლია,
პირველი მიზეზი მათი განაზების.
ქალი იმსახურებს სითბოს შესაფე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 628-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 3:58 AM    
siyvaruli.in
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 541-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 3:57 AM    
siyvaruli.in
თვალის გახელის გეშინია ყველა დილიდან.
არცერთ საღამოს არ იჯერებ დღისით მოსმენილს.
გამოიგონე რეალობა უფრო დიდი და
მერე გაბედავ,სულ ახალით შეიმოსები!

ვეღარ იჯერებ მოგონილი ცრუ იმედების.
გული დაგწყდება თუ არასდროს არ მოგიგონებს.
ტკივილს დროულად დაივიწყებ კვლავ,იმედოვნებ
ყველა ეპიზოდს სათითაოდ გამოიგონებ!

ვერ უღალატე ვერც ფეთქებად ხასიათს,შენსას,
გეგონა თითქოს ყველაფერი იყო მარტივად.
მწარედ მოტყუვდი,ჯებირები ისევ აშენდა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 553-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 3:53 AM    
siyvaruli.in
ჯერ კიდევ დროა,
ჯერ კიდევ მოთოვს...
ჯერ ისევ ასდის მიწას ალმური...
ვზივარ და,
ხელში ვაწვალებ ფოთოლს...
და როგორც ადრე, ჩუმად ვხმაურობ...

გაშინებს?
ისევ რომ მოგეჩვიო..
არ იტყობ მაგრამ, სიშფოთეს გამჩნევ...
გარბიხარ,
თითქოს სულ სხვა არჩიე...
და მაინც ცდილობ,
ჩემს გულში დარჩე...

წარსულზე ვფიქრობ
და გულიც, ფეთქავს...
მაშინებს, აწმყო მათოვს ზეციდან...
მომინდა,
ახლა რომ იყო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 583-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-08 - 3:53 AM    
siyvaruli.in
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.

ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ, ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა,
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.

დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 521-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
...
2011-09-07 - 10:38 PM    
siyvaruli.in
ერთხელ მახსოვს თოვდა,ფანტელები თეთრი.მიმოწერა გვქონდა,წერილს ახლაც ვეტრფი.ღამეს ფხიზლად ვათევ,დარდი მახრჩობს ყელში.გულში ვეღარ გატევ,ვეღარც მუჭში,ხელში.დამებინდა გონი,აღარაფრის მჯერა.შემიყვარდი მგონი,ამას ატყობს ყველა.შენეული სუნთქვა,შორ ფიქრებში თვლემა.მძიმე ამოსუნთქვა,ხშირი გულის ცემა. ღამის სინანული,ტვინში მწარე სენი.ხვალ კი - სიხარული,კიდევ ნახვა შენი.
  ნანახია: 546-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: lady
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-07 - 2:16 PM    
siyvaruli.in
მე რომ შემეძლოს ავისრულო ის, რაც მწადია,
მაშინ გავხდიდი ღამეს _ მზიანს, დღეს კი
მთვარიანს,
გადავაქცევდი ამ სამყაროს ასე დარდიანს _
ოცნების ქვეყნად, სადაც ყველა ფხიზლად
მთვრალია,
ადამიანნი მის ქუჩებში ფრენით დადიან
და მათ სულებში მხოლოდ სიკეთის რწმენის
მადლია,
სადაც ცხოვრება ყველა სულდგმულის სულს
უხარია
და მოსაწყენად სულ არავის აღარ სცალია,
სადაც ზეცაზე ცისარტყელების მინანქარია,
იმ ქვეყნად, სადაც ბედნიერია ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 501-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-07 - 2:15 PM    
siyvaruli.in
გაწყენინე... და შენს სახეს რისხვა ფარავს,
მგონი აღარ შეგიძლია პატიება,
ერთადა ვართ, მაგრამ უკვე ისე ვსხედვართ
ჩხუბის შემდეგ რომ იციან პაწიებმა.
თვალზე მომდგარ ცრემლებს უკვე ვერ ვიკავებ,
შენც კაცური ბოღმა ყელში გაგჩხერია,
ვფიქრობთ, ვდაობთ და მაინც ვერ გადავწყვიტეთ
ჩვენ ორს შორის სულ მართალი რომელია.
დღეს აზრებით სასიკვდილოდ შევეჯახეთ,
და შენ უკან ვაჟკაცურად დაიხიე,
ამ დათმობით, სინანულის მძიმე გრძნობა
უკურნებლად გულზე და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 508-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უშენო რეალობა
2011-09-06 - 0:54 AM    
siyvaruli.in
მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,
,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.

ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა,
უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს),
ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა,
რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.

ახალი მთვარე, როგორც ახალნა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 503-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: lady
შენი ბრალია
2011-09-05 - 8:01 PM    
siyvaruli.in
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
მერე მიდი და, თითო ფურცელი
ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად...
შენს გამოხედვას თუ გავუძელი
მწველი თვალების უხმო ჩვენებას
დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,
(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)
ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან
თორმეტბალიან გულისცემაში....
ამინდი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 574-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: lady
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-05 - 1:22 PM    
siyvaruli.in
არავინ იცოდა, ის რატომ ტიროდა,
პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა,
სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა,
ტირილის მიზეზი არავინ იცოდა.

გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა,
"მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა,
უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა,
მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა...

მერედა ვინ იცის, ვინ რატომ ტიროდა,
პაწიას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა!
და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა,
ეჩვენებინა, რომ გული სტკიოდა. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 602-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 68 69 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<