♥ ℒℴѵℯ ♥
ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით, უცახცახებდა პატარა მხრები. გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით, თავგანწირულად დნებოდა თოვლი.
ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი, როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი. და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი, მაინც ამაყად ეჭირათ თავი.
ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით, ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი, ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.
ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
განა ასეთი რა შევცვალე რომ დავიბადე, ყველაფერს,რასაც მიყვებოდნენ რატოა ფლიდი.. ასეთ უბადრუკ სამყაროში რად გავიზარდე, მეკი სულელი..ტყუილის თქმას აუგად ვთვლიდი..
იქნებ ამიხსნათ ეს ყოველი რას დავაბრალო?! თქვენ,ახალგაზრდავ,მიპასუხეთ,საით იჩქარით.. რა ბრძანებაა..რა მეყოფა..რა დავამთავრო.. წამით შეყონდით!სად მიდიხართ ასეთ სიჩქარით?!
მაშ თქვენ გამეცით,მიპასუხეთ პატივცემულო, ახ..თქვენ თვალებშიც ვერ მიყურებთ?თავი დახარეთ? ო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნიავი მორცხვად არწევდა ფიქრებს, დღეს რა საოცრად ლამაზად წვიმდა.. წვიმის წვეთები გაყინულ თითებს წარსულის ნარჩენ ხსოვნას აცლიდა..
ბაგე ყვიროდა სევდიან მითებს, ირგვლივ სიცოცხლის ჟინი გაღვივდა, ეს მელოდია გულში ცეცხლს მინთებს, საოცარია…სიცოცხლე მინდა..
ცა რომ გადმოშლის ღრუბლების ზვირთებს, რომ დაეშვება ფანტელი ციდან, რომ ამოვუვსებთ სოროებს ვირთხებს აი იქ ვიტყვი..ცხოვრება ღირდა..
ახლაც ვიხსენებ ძველებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე გავყვები აქლემების ქარავანს, ბედუინის მოძველებულ სიმღერად, ამ დროს კაცის ხორცი უკვე არა ვარ, ამ დროს ჩემში მხოლოდ ქვიშა იღვრება.
ვარ მთელი ზღვა,დაგლეჯილი წვეთებად, და შხეფებად დაგლეჯილი წვეთები, ამ დროს ჩემში ყველაფერი ეტევა, და თვითონაც ყველაფერში ვეტევი.
შემომხედავს დისკო გაწითლებული, ასე უცხო,და ამავდროს უბრალო. მზე არავის არ ჰყავს ისე ქებული, როგორც ხოტბას ასხამს მთელი უდაბნო.
შეიბინდნენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
აი დაიწყო ჩემი სიცოცხლე, მაგრამ არავინ იცის ამაზე, დედიკო! დიდხანს..დიდხანს იცოცხლე, უკვე ვოცნებობ შენთან თამაშზე..
ისიც ვიცი რომ მე გოგონა ვარ, მეც მაქვს თითები,მეცა მაქვს თმები, ვიცი ჯერ ციცქნა,სულ პატარა ვარ, ჩემი დედიკოს სითბოთი ვთბები..
აი ვიგრძენი ჩემი გულის ხმა, სულ ცოტახანში მე შევძლებ სიცილს, მეცოდინება მეც ლექსების თქმა და სიხარულით დავიწყებ ტიტინს..
დღეს დედიკომაც გაიგო ჩემზე,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
გაზაფხულია… შენს თითებზე ცოცხლობს აპრილი! ციდან კოკორზე დაფენილი მხვდება აისი… დაისს ეპნევა უმოწყალოდ ატმის ყვავილი… დაზაფრულია, ეს სურნელი ჩნდება მაისში! თბილი ჰაერი, წვიმისაგან ქუჩა ნატიფი, სველი, წაშლილი ყველა კაცის თითო ნაბიჯი… ეს სიცოცხლე კი მზის სხივებით გადანაფიქრი ხეტიალშიც კი თავს მახსენებს ფერით, ხალისით! გაზაფხულია… როგორ მიყვარს ჟრჟოლვა აპრილის! მომწონს ამ მარტის არეული განცდა წადილის! აღმაფრთოვანებს ვარდობისთვის ქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
გათენებამდე გაჩერდა დრო… მზე ჩაიკარგა შავ სიჩუმეში, თითქოს ყველაფერს ამტვრევდა შორს, ქარი ვერაგი და უშორესი… სხვაობას მაინც ვერავინ გრძნობს გზა ერთია და თანაც დამრეცი. ყველას სიყვარულს ამხილებს დრო… და მაინც როგორ ვცოცხლობთ არ ვიცი! სადღაც სიკეთე გათელავს შურს, მაგრამ ყველაფერს ვერ მოერევა თუკი დღეს უკვე სიცოცხლე გვთმობს, სიმარტოვესაც სჭირდება შველა. თავის სიშორე აკვირვებს ცას, მან სიბნელეში თავი დაკარგა,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
რაღაც უსხეულო ზიზღის მომეტებით მთვარე მზის არეკვლით ისევ ბათილება, ბნელეთს შერჩენილი ვიბრძვით პოეტები, ველით უსაშველო ღამის გათენებას.
მთაზე ჩამოცლილი ღრუბლის ფანტელები, თვალებს აგიხელენ, უკიდურესობავ, დროის იარაღი უკვე დავტენე და ცრემლით უპეები მალე ამევსება.
მოვკლავ სიბნელეს და წამებს დავერევი, ქარი მიმოფანტულ ლექსებს გადაუვლის, ნამინდორალი და მწვანე ნაველევი, ჩამოიღვენთება ცრემლი გაზაფხულის.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით, ნება დამრთეთ, კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ, არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ თუ ამ წერილს წაიკითხავთ ქალბატონო. გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი, თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ, მაპატიეთ, მეკადრება, ბოდიშ გიხდით, მომიტევეთ, მომიტევეტ ქალბატონო. მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები, მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ, დამიჯერეტ ყველა წმინდანს გეფიცებით, დაგივიწყებთ, მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ისევ იმ თვალებს შეხარის გული ეს სული ისევ ძველი სულია, მე მომენატრა დეკემბრის სუსხი შენ მომენატრე უფრო ძალიან… ისევ დამყვება ოცნება რთული და უშენობის ბნელი არმია, როგორც დამბაჩის გასროლა უწინ დღეს ისევ ბრძოლით სავსე ღამეა… კვლავინდებურად სავსეა მთვარე ისევ ფიქრები დასტან აწყვია, ნუთუ ვერასდროს ავყვები აღმართს, ჩვენ რომ გვიყვარდა ასე ძალიან?!… ვიცი წავიდა საამური დრო და ყველაფერი ჩემზედ ახია, რაღა აზ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
წითელი ჰოლი და ცისფერი კაბარე, დაღლილი ნოტები, გრძნობების მაესტრო, ძველებურ ცხოვრებას წინა წლებს ვაბარებ, მინდა რომ განაჩენს სიკვდილი წაესწროს.
დამისხით, დამისხით ბატონო კალვადოს, იქნებ და დარდები ბახუსით მოვრკინო, სიცოცხლე მომინდა, ო, მაგრამ რაღა დროს, გვიან ხომ არ არის მითხარი ძმობილო.
დღეს მეძავ ქალებში ვიპოვი სიყვარულს, უგულოდ, უცრემლოდ, “მე”_ების გარეშე, ვგრძნობ იაფფასიან სუნამოს სიმყრალეს, გამიშვი, გამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
უფალო,დაიცევ მეფე და ქალაქი ჩემი, მეფე,რომელ არს სული ჩემი და ქალაქი,გვამი ჩემი. კვდებოდა მეფე,მძიმედ,მეფურად, არც დანანება,არც ლაპარაკი, სიცარიელე ქალაქს ეხურა და ვერ ამჩნევდა ამას ქალაქი. ცივ სასახლეში იდგა სიბნელე, ცივ სასახლეში მეფე კვდებოდა, იყო დუმილი გასაკვირველი და სინანული წვეთდა ზემოდან. მაგრამ ზეიმი იყო ქალაქში და თაყვანს სცემდნენ ყინულის კერპებს, თან არ იცოდა სრულად არავინ, რომ სასახლეში
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
საქართველო, გზას მინათებს შენი ხმა, ტკბილ სიზმრებში შენს თბილ მიწას ვკოცნი, მენატრება ბუმბერაზი ღვინის სმა, სადღეგრძელო გალობით და ლოცვით. ვინ გამიგებს? მხოლოდ ღმერთი უფალი, მმატებს ძალას, უშენობა მიმძიმს, სჯობს ბოლომდე იყო თავისუფალი, გული იყო შენი მკვიდრი მიწის. გაიხაროს შენი ვაზის დიდებამ, და ნურაფერს მოგაკლებდეს მტერი, რაც არ უნდა დაგვაცილოს დინებამ, მე დავრჩები საქართველოს მტვერი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე რომ შემეძლოს ავისრულო ის, რაც მწადია, მაშინ გავხდიდი ღამეს _ მზიანს, დღეს კი მთვარიანს, გადავაქცევდი ამ სამყაროს ასე დარდიანს _ ოცნების ქვეყნად, სადაც ყველა ფხიზლად მთვრალია, ადამიანნი მის ქუჩებში ფრენით დადიან და მათ სულებში მხოლოდ სიკეთის რწმენის მადლია, სადაც ცხოვრება ყველა სულდგმულის სულს უხარია და მოსაწყენად სულ არავის აღარ სცალია, სადაც ზეცაზე ცისარტყელების მინანქარია, იმ ქვეყნად, სადაც ბედნიერია
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
დილა იყო, მზე თვალებში ამოვიდა… გარეთ ძმები აფხიზლებდნენ ცხენებს, ნენე იდგა იქვე როგორც ქრისტიანი და სხვის ღმერთზე ლოცულობდა ნენე…
უყურებ და ხვდები თუ რა რისკი არი “ქრისტე აღსდგა” – გააყოლო გამვლელს, ბაბა კოცონს სულს სულივით უბერავდა და ლექსივით იწყებოდა კვამლი.
შემდეგ ჩემი პატარა ძმაც იღვიძებდა და საუბარს უძებნიდა საბაბს, - ბაბა მინდა წავიდე და მოვინათლო, გეხვეწები, ნუ დამიშლი ბაბა.
ნენე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
თოვლ დამეყარა თმა-წვერზედ ზამთარ მომადგა კარსაო წლებმა პირ-სახე დაღარა ვინ მოსთვლის ჭაღარასაო.
მთებს შავაბერდი მთის შვილი ნათელ მააკლდა თვალსაო აღარც ღონე მაქვს ბეჩავსა ვინ უპატრონებს ცხვარსაო?
ერთი ქალაი მიყვარდა ბედმა შაჰყარა სხვასაო მასზე ფიქრი და წუხილი ვერ გავატანე ქარსაო.
რომ მავკვდე გამიხსენებდეთ ერთს მოხუცს თუშის კაცსაო მარტო დამაგდეს გულ მაჰკლეს მაინც ვლოცავდი ცასაო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სურნელი მიყვარს ასულების, ნატვრას რომ სიზმარში გისრულებენ, სიტყვები _ უშნოდ თავგასულები, სიტყვებად დაშლილი სისულელე.
საათი დროიდან მიმალული, სუფრა უსასრულო სასმისებით, ჩემი დალუქული სინანული, მარტის უყვავილო გასხვისებით.
მიყვარს გაფრენილი თავსაფარი _ ქარის თავსატეხი ისტორია, ცხელი ამბორების ტანსაბანი _ ვნებაუსასრულო მისტერია.
მიყვარს სიცილისგან გადარევა, დილა მზისსხივებამადიანი, ღა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
თვით სიყვარულასაც გაჩნია ერთგვარი “განგება”,
განგება “შეუცნობი-ვითარცა ღვთისა.
გაცნობის დღიდან შენი სითბო ზედ გულზე მადნება,
განგებას მივუხვდი და რომ მიყვარხარ დღეს უნდა გითხრა.
დეს უნდა გითხრა რატომ ვდუმდი ამდენი ხანი…
ან რატომ გავდა პაემანი უხერხულ სიზმარს….
ან რად მიპყრობდა შეხვედრისას ფიქრის კაეშანი….
ეს ყველაფერი და რომ მიყვარხარ დღეს უნდა გითხრა.
პირქუში ღამე ჩემსნება-სურვილს თანდათან ნე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
უკვე დამტოვე, შევიშალე ჩემი ფიქრებით, როგორც ყოველთვის განდეგილი მარტო ვიქნები. უკვე დამტოვე, შავ-თეთრია ჩემი სამყარო. არვინ იფიქროს, დარდი გულიდან წამით ამყაროს.
ფიქრებში დაჭრილს ჭრილობას მირჩენს შენი ხელები, მაშინ ვიფიქრე, ახლა კი ვფიქრობ ვერ შეგელევი. ბნელეთს მინათებს შენი სპეტაკი, წმინდა თვალები. მოდი, ბოლომდე გამოანათე, ნუ მემალები!
ჭირში ვისურვე შენი სუნთქვის ამოქროლება. შენზე ძვირფასი ქვეყნად არვინ არ მეყოლება.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა! ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა! როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა!
ეტლ-შვენიერად მოარული გამჰსგავსე მთვარეს; შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს; უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს; უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს! არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 71 72 » |