♥ ℒℴѵℯ ♥
სევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, ისარი მყორცა დასამონები, სრულად მიმიღო ყოვლი ღონები; მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები; მისთვის იქმნები დასაყოვნები!“ ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ; მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!
იასა ვჰკითხე, – მუნ იდგა ნაზი: „ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი? „ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!“ მანცა გამაგდო: „გარეგან – გაზი, „შენგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
იყო საღამო… ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი, ცაზე არ ჩანდა არც ვარსკვლავი, არც რომანტიკა, მსმენელი ერთი, არც მოხუცი, არც ახალბედი და უცხო ხმების უსასრულო, ღრმა დიდაქტიკა… ასე მგონია, ირგვლივ მხოლოდ სიჩუმე ისმის, მე ვუკრავ, მაგრამ, თითქოს ნოტებს მოედო ობი!.. მსმენელი ერთი, არც ბავშვი და არც ვიღაც მწირი… და კვლავ სიჩუმე და სიჩუმე და სიტყვის ფობი. მორჩა კონცერტი… რომ ჩაუწყდა ხმა ყველა ბგერას, როცა დაღლილმა ამოვღერღე მე ბოლო ნოტი, მს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სისხლისფერ ოცნებებს შევეშვი,დამთავრდა შემძულდა ნატანჯი თვეები წინ როა, ტრიალებს უმიზნოდ ეს ბედის ბორბალი ეს მერემდენეჯერ წყეული ზიროა.
ასფალტზე დაგდებულ ნაბიჯებს მივყვები ეს შენი თვალები არ მიმზერს,მაბრაზებს მომწყურდი,გინატრე,დამწყევლა ცდუნებამ დახრჩობის პირამდე ვიოკებ ნაფაზებს.
შუა გაზაფხულს ვიცეკვებ ნუშებთან, ვილოცებ ალუჩის პატარა კვირტებით თავსხმა წვიმაში ვარსკვლავებს აგინთებ ჩვენ ამ სამყაროს ძალიან ვჭირდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს. და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში, რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ, შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.
და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა, შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად, ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ, ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა, ამტკივდა შენი არსებობა, შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი, ალბათ ოდესღაც მილიარდი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება. როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.
და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა, თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა, ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი, მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი.
სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
რა მშვენიერი დღეები იყო, იწერებოდა წიგნებში ბედი, ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს, მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.
რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა, რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე, რა კარგი იყო რომ წლების წინათ, ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.
რა მშვენიერი დღეები მაწვიმს, რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა, რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი, შენი გაცნობის პირველი დღიდან. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი, თვალებში ლურჯი ზმანება ელავს… წვიმის წვეთები აპობს გუბეებს, როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს… ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი, შენი სხეული ცეცხლად ანთია და შენი კაბა ტანზე შემთხვევით შემოხეული ღამის ლანდია… ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა… თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა… დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა… ახლა შენა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შორენა გორგიძე
ყოველ დღე,ერთ საყვარელ ადამიანს მაინც მართმევენ,ჭაობში ითრევენ,მე კი ვერაფერს ვაკეთებ,ვერ ვშველი,ისინი გაცილებით მეტნი არიან....ვერ მერევიან,მათზე ძლიერი ვარ და ძვირფას ადამიანებს მართმევენ,ასე მიხდიან სამაგიეროს...მეც თამაში დავიწყე...ხო,ვთამაშობ და გული მტკივა,მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს...ყოველ დღე ახალ ნიღაბს ვირგებ გადასარჩენად..ვთამაშობ ხან ძლიერი,ხან სულელი და მეამიტი ქალის როლს..ათასგვარ ნიღაბს ვირგებ,რომ არ მაჯობონ,რომ არ ჩამითრიონ ბინძურ ჭაობში.მაგრა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შორენა გორგიძე
ღმერთო,როგორი დამღლელი ყოფილა ძლიერი ქალის როლის თამაში..მაშინ როცა ტკივილისგან გული გისკდება,როცა თვალებს მალავ ცრემლების დასამალად,როცა ყელში ბურთივით გეჩხირება რაღაც იძულებული ხარ იცინო...იცინო რადგან თამაშის წესია ესეთი..იცინი,იმიტომ რომ სხვებს შენი სისუსტე არ დაანახო..გეშინია ვაითუ შენი სისუსტე დაინახონ..იცი რომ ვეღარ გადარჩები,იცი რომ არ დაგინდობენ...ნადავლზე დაპატიჟებული ცხოველებივით დაგესევიან და გაგგლიჯავენ...მტკივა...ჭრილობაზე ჭრილობას მიმატებენ,ტკივი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შორენა გორგიძე
უკვე დიდი ხანია დავკარგე დროის შეგრძნება...წახვედი და დროც გაჩერდა.დასანანია,ერთად
ყოფნისას პირიქით ხდებოდა ხოლმე...ბევრჯერ მიფიქრია და მინატრია,რა მოხდებოდა შენთან
ყოფლისას გაჩერებული დრო და ექცია ის მშვენიერი და ბედნიერი წუთები
მარადისობათ..იქნებოდა კი მაშინ ის ყველაფერი ისეთი ლამაზი,როგორიც ეხლა მაგონდება..არ
ვიცი..იქნებ კი,იქნებ არა..ერთი რამ დანამდვილებით ვიცი,დრო მიდის,მე კი დღითიდღე ახალი
კითხვა მებადება,პასუხი კი ჯერ ვერცერთს ვერ ვუპოვე.."შენი თავის უბედური ხარ"–ო
მეუბნებოდი.,ნუთუ ხედავდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შორენა გორგიძე
წუხელ კვლავ შეშინებულს გამეღვიძა,კვლავ ვტიროდი,შენ გეძებდი,ყვირილი მინდოდა სადახარ
მეთქი,უცებ პატარა ლიზის შეხება ვიგრძენი და გამოვფხიზლდი.ისე ტკბილად
ეძინა,უდარდელად,ერთი წუთით შემშურდა კიდეც და ვინატრე პატარა ვყოფილიყავი..თვალები
დავხუჭე და....ეს ის ღამე იყო,როცა ზუსტად ერთი წლის წინ გამომიტყი აღარ
მიყვარხარო.საშინელი ტკივილი და სიცარიელე ვიგრძენი მკერდში,ბურთივით რაღაც მეჩხირებოდა
ყელში,მინდოდა მეყვირა...ხო მეყვირა ბოლო ხმაზე,რომ გაუსაძლისი გახდა შენი
მონატრება,რომ ისევ ისე მიყვარხარ როგორც მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შორენა გორგიძე
ეს მერამდენედ დავიწყე სიცოცხლის დროის ათვლა თავიდან..გამუდმებით მიმეორებდი ძლიერი
უნდა იყო,სხვაგვარად დაიჩაგრები,ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ცხოვრებაშიო.მეც ვცდილობდი
ძლიერი ვყოფილიყავი,არა უფრო სწორად ვთამაშობდი ძლიერი ქალის როლს..როდიდან არ
მახსოვს,მაგრამ პატარა ვიყავი ეგ რომ გავაცნობიერე და იმ წუთიდან მოყოლებული დღემდე
ვთამაშობ..შენ ხომ იცი როგორ მეზიზღება თამაში და ყალბი ადამიანები,ათასგვარ
ნიღბებს,რომ ირგებენ,მაგრამ ვიცი რომ ამ თამაშით არავის არ ვაყენებ ზიანს და მეც
ვთამაშობ,თუმცა ვხედავ რო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შორენა გორგიძე
როგორ ხარ?იცი როგორ მომენატრე?იცი როცა მონატრებას ვეღას ვერევი ვწერ..შენ გიწერ და
მგონია კითხულობ.გახსოვს მეუბნებოდი დილით შენი შეტყობინება რომ არ მივიღო
ტელეფონზე,შენი სახელი რომ არ დაეწეროს ვერ გავძლებ,ისე ღრმად მიყვარხარ გულში,შენსავით
ვერავის შევიყვარებ,შენ რომ დაგკარგო მოვკვდებიო..ვფიქრობ და მაინც ვერ გამიგია სად
გაქრა ის სიყვარული..არა აღარ მიკვირს,ლამაზი და წმინდა ხომ ყველაფერი ადრე
კვდება..დღეს გიწერ ყველაფერს,რისი თქმაც ვერ მოვასწარი..თუმცა ჩვენ ხომ იმდენად
ვუგებდით ერთმანეთს,ვიცი ეს ვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შორენა გორგიძე
მარტის ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა,სხვა დღეებისგან არაფრით გამორჩეული...ადრე
ავდექი და თბილისში წამოსასვლელად მზადება დავიწყე,ჩემს ნივთებს ვალაგებდი და თან
საყვარელ სიმღერებს ვუსმენდი..ვალაგებდი,ვუსმენდი და ვფიქრობდი...ტელეფონის ზარმა
გამომაფხიზლა...მეგობარი იყო,8მარტს მილოცავდა...არც კი მახსოვდა...ისედაც იმდენი
მქონდა საფიქრალი სულ დამავიწყდა,რომ 8 მარტი იყო...დღე რომელიც მეც მეკუთვნის,ისევე
როგორც ყველა ქალს...ჩანთები მანქანის საბარგულში მოვათავსე,ჩავჯექი და
წამოვედი...მთელი გზა მხოლოდ ერთ რ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი ,სხეულმზიანი,
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები,
მე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
”დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი,
დასაბამითვე არ იციან — რა არს მშვიდობა,
იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, — შე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ვინა თქვა, ქართველს შეუძლია სხვაგან იხაროს,
ვინ მოიგონა, ემიგრანტის ბედნიერება,
დედა უარყოს, დედინაცვალს მკერდში ჩაეკროს...
სულიც, რომ მისცეს...დედინაცვალს არ დააკლდება!
უცხო თვისტომი, ასი წელიც უცხოდ დარჩება,
უფრო მძიმეა ქართველ კაცის, სხვაგან სიკვდილი,
ვინ დაიტირებს ქართველს სხვაგან, ვით საქართველო...
უცხომ რა იცის...როგორა სჭამს ქართველს ტკივილი!
გადაქცეულა საქართველო ცისფერ ოცნებად,
სამშობლო ჩვენი, ვითარც პირმშო ისე გვაკლია,
არ დაიჯეროთ...ქართველ კაცის ბედნიერება-
ოქროს სასახლეც..
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს...
ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს,
ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?..
გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც,
თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს.
რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა...
რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს,
უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა...
ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ,
მსურს გაგიმხილო–რაც ვერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მახსოვს შენი ჩახუტება
წრფელი გულით,
მთელ სხეულზე თრთოლვა კანის.
მაგ თვალებზე ამღვრეული ვნება, ჟინი,
და ლოყაზე დანატოვი ტუჩის კვალი,
სამწუხაროდ არ ნაცეკვი სალსა, ვალსი.
ჩემს მკლავებში მოქცეული შენი თავი.
გაყუჩება, იმ წუთების გაშეშება.
ტუჩზე კბენა, ვნებით კვნესა,
გულის ფეთქვა, წარსულ დღეთა მივიწყება.
არ შემდგარი განშორება,
არც თავიდან მოშორება,
მიტმასნება, მინასკვება,
შენი ხელში ატაცება,
გარინდება და კისერზე დაკიდება.
ისევ მახსოვს წრფელი გულით ჩახუტება. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე ამ სასმისის არა ვარ ღირსი,
მაგრამ მომეცით, უნდა დავლიო,
უნდა დავლოცო ის სიყვარული,
მან ხომ ჩემს გრძნობებს მოუღო ბოლო,
მე ის გრძნობებიუნდა დავლოცო,
რომლებმაც ჩემი ფეხქვეშ გათელეს,
მე ამ სასმისით მინდა დავლოცო,
მისი გრძნობები, მე რომ გამთელეს.
არა ვარ ღირსი, არა ვარ ღრირსი,
მაგრამ მინდა, რომ მაინც დავლოცო,
მე სიყვარულის არა ვარ ღირსი,
მაგრამ მინდა, რომ ეს გრძნობა დავლოცო,
მე სიყვარულის არავარ ღირსი,
მე ეს გრძნობები ფეხქვეშ გავთელე,
არ დავაფასე როცა ვუყვარდი,
მერე კი იმათ თვითონ გამთელეს.. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 71 72 » |