siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-05 - 6:04 PM    
siyvaruli.in
შენ დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს,
ყველაზე ძვირფასს,
რაც გამაჩნია-
ჩემს განძს:
ჩემს ათას უძილო ღამეს,
წყეულმა იჭვმა რომ დამაჩვია.

შენ დაგიტოვებ
ჩემს დაღლილ ღიმილს,
ჩემს მთიდან მთებზე დაფლეთილ მზერას;
რიხით და სიტყვით,
ლხინით და ღვინით
შიგ გულში ჩამწყდარ ჩემს ათას ბგერას;

შენ დაგიტოვებ
ჩემს უხმარ ცრემლებს,
ჩემს ბაღში გამხმარ ფოთლების ცვენას,
ჩემი დღის მდევრებს,
ჩემს ღამის მთევლებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 713-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-05 - 6:03 PM    
siyvaruli.in
ახლა გვიანია მე ვცეკვავ ღამესთან
სულ არ მიხარია რომ ვნება აეშვა
ღრმა ნაფაზები ნისლთან გაჩერდა
შენი მონატრება ჩემში გამეფდა.

ახლა ვისკი ანთებს გრძნობის პულსაციას
სულ არ მიფიქრია სულს რა უნანია
უთვლელი ცოდვები ვნებით უხატია
ვხედავ განუცდია ჩემ სულს მუტაცია.

ლაღი ფერები გულსაც უკარგია
შენი მონატრება ცრემლებს უნამია
სულში ახლა მხოლოდ ცოდვის მუღამია
მაგრამ ჩემ ანგელოზს ბევრჯერ უნატრიხარ

ახლა მე და ღა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 574-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-05 - 6:03 PM    
siyvaruli.in
ასე მგონია ვარსებობდი ქვეყნად ოდესღაც

და ხელმეორედ მოვევლინე მიწას ცოდვებით

წუთისოფელში წამიერად ფიქრი მომბეზრდა

და დავიღალე,დავიღალე მთელი ცხოვრებით!

ისევ იმ გზებით,იმ გაცვეთილ გზებით მივდივარ

და რასაც ველი,რასაც ვეძებ ვერ მიპოვნია

წუთისოფელში წუთად ყოფნა მაშინ მიმძიმდა

მეორედ მოსვლის ნოსტალგია არც კი მქონია!

მაგრამ მოვედი,ისევ დამსვეს ცოდვის მიწაზე

ბედის ვარსკვლავმა კვლავ უცვლელ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 531-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-05 - 6:01 PM    
siyvaruli.in
დღეს მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,

გაფანტულ ფოთლებს კვლავ აცეკვებს ლამაზად ქარი.

დღეს მისი მზერა გამჭირვალე მინისებრია.

საოცარია ფიქრებისგან დაღლილი ქალი.

თითქოს სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.

თუმც სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.

ის მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად

და ოქტომბერში მარტოობამ დასწერა ჯვარი
  ნანახია: 474-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-05 - 6:00 PM    
siyvaruli.in
ამ საღამოს ოცნებებს გავაყოლებ ქარს,

მოვუსმენ და გავყვები ჩემი გულის თქმას,

ფსკერი გამოუჩნდება მოლოდინის ზღვას,

შენზე გაგიჟებული დავადგები გზას,

უსაზღვროა ეს გრძნობა, მე ვერ ვუძლებ მას,

უშენობა მაგიჟებს , სისხლს მიდუღებს, მკლავს .…

ისევ შენსკენ მოვდივარ, ბოლო არ აქვს გზას

მთვარეც დადუმებულა, აცისკროვნებს ცას...

შენს ალერსში მოველი იმედსა და ხსნას,

ფრთხილად დაგიკაკუნებ... თქვი, გამი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 594-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-05 - 5:59 PM    
siyvaruli.in
ხელი მომეცი მეგობარო,რამე მიშველე
თორემ ჩამყლაპა ამ ცხოვრებამ ასე უჩუმრად,
ან ხმა გამეცი დამიძახე ან დამიწერე,
რომ წავიკითხო გავიგონო ან უნებურად.

თავი დაგადო,მეგობარო,მაგრად ვიტირო,
ბოღმა გულიდან ამოვიღო, იქნებ დავმშვიდდე,
მერე წავიდეთ ზღვის ნაპირზე ზეცა ვიხილოთ,
მე ჩაგეხუტო რომ ეს სევდა გადამავიწყდეს.

გული მომეცი მეგობარო,ეგ ტბილი გული,
რომ სამუდამოდ ჩავიხუტო და ჩემთან დარჩეს.
შენგან ნაჩუქარ მოგონებებს სათუთად ვუ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 615-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-05 - 5:58 PM    
siyvaruli.in
მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი,
უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია,
რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი,
რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.

თან მითხრა ჩურჩულით: _ ისეთი რამ არის,
რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით,
არისო ძალიან ლამაზი წამალი,
არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.

იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა,
ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე.
თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა:
''მეგობრის'' ღიმილი, კვირაში ორჯერ
  ნანახია: 583-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-05 - 5:57 PM    
siyvaruli.in
რატომ მგონია, რატომ მგონია,
რომ არარსებულ ბილიკს მივსდევდი,
რომ რა ხანია არა მქონია,
ღიმილი, ღიმილს რომ ჰგავს ისეთი
რომ რა ხანია, გული წრიალებს,
მაინც ბოღმებით არ იგესლება,
რომ სადღაც ისე დავაგვიანე,
არც მელიან და არც მიმესვლება...
ისევ მარტო ვარ... რა დაიფარებს,
ამ ღამეს - შავი სუდარის ნაჭერს
რა გადაიტანს, რა გაიქარვებს,
ამდენ სატკივარს, სადარდელს ამდენს
და როგორც კოკა, გავტყდები ალბათ,
შენი ნაჩვევი ხელის ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 563-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-05 - 5:54 PM    
siyvaruli.in
შენი თვალის ფერი მახსენებს ზაფხულს,
ცისფერი ცის და ლურჯი ზღვის ფერია,
შენი გაღიმება წააგავს მზის სხივს,
ზღვის ნამით დანამული ქვიშა თმის ფერია.
შენი გაბრაზება მოღრუბლულ ცას გავს,
შენი მოფერება თბილი ნიავია,
შენი გამოხედვა ჩამავალ მზეს გავს,
შენი ხმა ტალღის ხმაზე ძლიერია.
ყოველი დღე და ყოველი ღამე
შენს ყურებაში მითენებია,
პატარა ნავით მე მთვარის შუქზე,
შიგ შუა ზღვაშიც ჩამძინებია.
შენი თვალის ფერი მახსენებს ზაფხულს, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 614-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-01 - 12:55 PM    
siyvaruli.in
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე… ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 667-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-01 - 12:53 PM    
siyvaruli.in
თუ მარტოობას ცრემლებით ებრძვი,
თუ სიყვარულის შეგწევს უნარი,
თუ გენატრება თუ გაგონდება,
მაშინ არასდროს არ თქვა უარი.

არ დაივიწყო ის გრძნობა რაც შენ,
გადაგაფრენდა ღრუბლებს ოცნებით,
არ ჩაიქნიო ხელი გთხოვ არა,
სიყვარული ხომ არ მოდის ნებით.

არ ჩაჯდე ნავში არ გაერიდო,
დაუნდობელი ცხოვრების ზვირთებს
არ ჩაიკეტო შენს თავში არა
არ მიეკედლო დამღუპველ ფიქრებს.

არ შეეგუო ის რაც ჯერ შენთვის,
მიუღებელი ა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 600-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-01 - 12:50 PM    
siyvaruli.in
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა.
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილ ღრუბელით.

თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან… ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 501-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ :D ♥
2011-10-01 - 12:49 PM    
siyvaruli.in
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 575-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ :D ♥
2011-10-01 - 12:46 PM    
siyvaruli.in
თუ ვართ ნაღდი კახელები, მეგრელები, რაჭველები,
პირველ რიგში უნდა ვიხსნათ ეროვნული საჭმელები.
შენსას შენ თუ არ მიხედე, დროზე თუ არ გაინძერი,
ქართულ სუფრას წაგვილეკავს სენდვიჩი და ჩისბურგერი.
ან ხაშლამას რა ფასი აქვს, ჭაჭამ თუ არ აგაყროლა,
პირის გემო ვინც დაჰკარგა, იმან ცეცხლოს კოკა-კოლა.
სტუმარს სუფრას ვინღა უშლის, ვინ დაგიცხობს ხაჭაპურებს,
მადლობა თქვი, თუ ყავით და კრეკერებით დაგაპურეს.
ბიგმაკების ყურებაში დრომ რა უცებ ჩაგვირბინა,
ბალ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 686-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-01 - 12:44 PM    
siyvaruli.in
დარდი უსიტყვოდ შემოდის გულში
დღე დაბინდული მთვარეს მოელის,
აღარ ვიხსენებ რა მოხდა გუშინ
შენ გეკითხები-რატომ მოხვედი?

რატომ მოხვედი,ხომ წარსულია
ხომ ვერ იწამე ვერცერთი სიტყვის,
ის დრო ბედისგან ხაზგასმულია...
ხომ ყველაფერი დასრულდა თითქმის...

ახლა არ იყო დრო გახსენების
ვიღას ჭირდები უგულო,მცველად
ეს გამოჩენაც ხომ გასვენების
ყვავილებივით სიცოცხლეს სცელავს...

რატომ მოხვედი,რამ შეგაწუხა?
თუ კი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 630-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-01 - 12:43 PM    
siyvaruli.in
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 546-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-01 - 12:42 PM    
siyvaruli.in
მე ვარ ქართველი სულით, ხორცით, ჩემი გაგებით...
არ ვემონები ქარების ქროლვას თავის წაგების...
ვარ აზვირთება,აფეთქება,ჭექა-ქუხილი,
მე ვარ ქართველი...
არ ვეგუები უცხო ტომთა გაბატონებას!
ვარ აზიელი-ევროპელი-კავკასიელი...
გოლგოთის გზაზე ჯვარით მავალი,
მე ვარ ქართველი!...და გზაჯვარედინს გადავყურებ ამაყი მზერით,
მე აღმიმართავს დავითიანი მახვილი მჭრელი,
ვარ ქრისტიანი, არმაზისა ფესვებზე ზრდილი,
მე ვარ ქართველი...
სულით და ხორცით, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 614-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-28 - 5:25 PM    
siyvaruli.in
გარეთ ფეხით მოსეირნე შემოდგომამ,
ჩემს ფანჯრებთან ხეტიალი დაიჟინა,
ქარმა კარში ის ფოთლები შემოლალა,
განწყობად რომ გადავფერთხე აივნიდან.

ფარდებს მიღმა სურნელი დგას ახლა ყავის
და თხელ თითებს ცხელ ფინჯანზე უხმოდ ვითბობ,
ვგრძნობ სიმშვიდე არ სჭირდება აღარავის,
ის დრო არის ოქტომბერს რომ ვუმაისო.

ხვალე მაინც უსათუოდ გაწვიმდება,
მაუწყეა ცა, აშლილი ღრუბლებიდან
და სხეულიც მასთან ცეკვით დაიღლება,
მზე გამოხსნეს თითქოს მწველი უღელიდან.

რა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 564-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-28 - 5:24 PM    
siyvaruli.in
თავი გავხადე სიცოცხლის ღირსი,
ალბათ ვგიჟდები, როგორ მომწონხარ,
სიბნელის შიში დავძლიე, ვიცი
უკვე ჩემთან ხარ კოცნის უცხო ხმად,

ქარმა აშიშვლა სიმინდის ტარო,
სიზმართა ვერცხლი და ოქროს წვიმაც,
ის ფრთხილი კოცნა რას შევადარო,
ის ფრთხილი კოცნა წყარომდე მივა

და წყაროც ივლის, ივლის მდინარედ
მდინარეც ივლის ძვირფას თვლებითვე,
ზაფხულის სევდა, ივლისის მხარე,
ზაფხულის გულით მზეს მივერითმე,

მზემ კი უმანკო ჩრდილ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 651-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-09-28 - 5:23 PM    
siyvaruli.in
ეს ფიქრები მხოლოდ მისია,
ამ სიყვარულის ვიცი ღირსია.
ოცნება ისევ გულში ტრიალებს,
ეს სიყვარული გამაფრთიანებს.
ოდესღაც ვიცი მაჩუქებ იებს,
ქვეყნად ყველაფერს მე გაპატიებ,
მაჩუქებ ჩემთვის სანატრელ სიტყვებს,
თავში ვალაგებ მოგროვილ ფიქრებს.
გულის ტკივილი არ მინდა ვიგრძნო,
ცივი ხელები შენით გამითბო,
გიყურო თვალებში, ხვდებოდე რას ვგრძნობ,
შევძლებ ამისთვის ბევრი რამ დავთმო.
ალბათ, ზედმეტად გინატრე გულში,
არ მინდა დაღ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 597-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<