♥ ℒℴѵℯ ♥
კიდევ ათასჯერ გამოიდარებს,
ცა დაიღვრება ცრემლად და თოვლად..
კიდევ ამოვა ვარდი, გვირილა
მაგრამ ვაი, რომ ჩვენ აღარ მოვალთ..
კვლავ დაამშვენებს ცას ცისარტყელა,
ვარსკვლავებს,მთვარეს კიდევ იხილავთ,
კვლავ გაგვაღვიძებს დილის მზის სხივი,
მაგრამ ვაი, რომ მე ვერ მიხილავთ..
უსიცოცხლობა გაგვიჭირდება,
გულს ეშინია გადავიწყების,
მოდით, ავიღოთ ხელში ფიალა
ერთად დავლიოთ არდავიწყების..
მოდით ავავსოთ თასი ცრემლებით,
კვლავ გავიხსენოთ წესი ბუნების,
მოდით,წამოვდგეთ ყველანი ფეხზე
და ერთად შევსვათ არდაბრუნების |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე რომ შემეძლოს ავისრულო ის, რაც მწადია,
მაშინ გავხდიდი ღამეს _ მზიანს, დღეს კი
მთვარიანს,
გადავაქცევდი ამ სამყაროს ასე დარდიანს _
ოცნების ქვეყნად, სადაც ყველა ფხიზლად
მთვრალია,
ადამიანნი მის ქუჩებში ფრენით დადიან
და მათ სულებში მხოლოდ სიკეთის რწმენის
მადლია,
სადაც ცხოვრება ყველა სულდგმულის სულს
უხარია
და მოსაწყენად სულ არავის აღარ სცალია,
სადაც ზეცაზე ცისარტყელების მინანქარია,
იმ ქვეყნად, სადაც ბედნიერია ყველა ძალიან!
მე ასე მინდა, მაგრამ თურმე ეს სიზმარია… |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს?
ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა?
ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს
მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას?
შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ,
ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს
ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ:
“ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო,
არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს,
რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს
აურევია, ვერ არჩევსო აწმყოს და წარსულს ,
მბჯუტავ სინათლეს ჩაბნელებულ ლექსებში ეძე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.
სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის გამორჩეული,
რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე ვიყო,
რომ მაგ სხეულის ყველა ნაკვთი ჩემსკენ იწევდეს
და მონატრებისგან ატირებულები
დილი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნუ მეპრანჭები ია,
და ნუ მინაბავ თვალებს,
ისედაც მინთებ გულში,
ტრფობის თაკარა ალებს . . .
ჩვილი ბავშვივით ნაზი,
მთრთოლვარე ფერთა დარი,
ზედაშესავით ტკბილი,
სიყვარულივით მთვრალი
შეგქმნა ბუნებამ ერთად,
გაგათამამა წყარომ,
მიწამ ჩაგიკრა ველად,
ღრუბელთა მადლი გწყალობს
შენი ფერებით თბება,
ზამთრით დაღლილი თოვლი,
თვით გაზაფხული ხარობს,
შენი მოსვლით და მოვლით . . .
ნებიერა ხარ ბედის,
ეკლიან ვარდზე მეტად,
ის დედოფლობს და შენ კი
ყვავილებს მეფობ ქვეყნად . . . |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ოცნებას ფიქრი აედევნა ლამაზ ფერებად და სიყვარულის ცისარტყელა მოხატა გულში, გუშინ წამწამზე დამაფრინდა ნაზი პეპელა და მზის სხივივით ჩამეღვარა მე სითბო სულში. თბილი ნიავი თმაში ჩამაწნავს იისფერ ყვავილს, მინდვრად გაფანტულ სურნელებას შემიკრავს კონად, მეც ფეხშიშველი მივაბიჯებ მხურვალე მზისკენ და ეს ცხოვრება ნამდვილად მიღირს, კარგო, შენს კოცნად. ჭრელი დღეები ამიციმციმებს თვალებში ღიმილს და ეს ღიმილი აენთება ცეცხლივით ცაზე, მე სიყვარუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მოგება მიჩვეულ მიმიკებს ვიცილებ.
მაღლა ვწევ ხელებს და თავს ვუხრი მნახველებს,
დავნებდი სიყვარულს,თუ გინდათ იცინეთ,
მითქვია ზავი და უარით მახელებს!
შევძლებ და ამისთვის ავიტან ბევრ სასჯელს.
დავტოვებ შედეგებს დანახულს,შეუცვლელს.
სიყვარულს აგიხსნი ასჯერ და ათასჯერ,
დღეიდან დავიწყებთ და ვწერთ ახალ ფურცელს!
ჩვენ გულებს ისევე გრძნობები ახელებს.
თავს ვუხრით მნახველებს
და ვარქმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები. რომ მახარებენ, ეს ფიქრებია და ამ ფიქრების მონა ვიქნები. სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები, მიმოფერილი ოქროსფერებით. მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით. ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი, სევდას რომ ხატავს ლამაზ ბაგეზე. ბავშვური წყენა გადაგფენიათ უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე. თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი. ჩემი ზეცაა თვალები თქვენი. ეგ თქვენი მზერა სილამაზეა აუწერე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატერებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, - რა საჭიროა ახლა გოდება. მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა, მატარებელი ხუთ წუთში გავა, ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა, მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები, მივდევ ვაგონებს, მახრჩობს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ისე ძალიან მომნატრებიხარ სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს... როდის ამავსე ასე პირთამდე როდის მოხვედი?-უკვე არც მახსოვს! დასაბამიდან შენ გერქვა ჩემი ცხოვრობდი ჩემში მოსული სითბოდ... შენი ფილტვისთვის ჩასასუნთქ ჰაერს ღიმილითა და ალალალ მითმობ... და ხშირად ვფიქრობ,ტკივილო ჩემო მე შენთვის ვინ ვარ,რა მომაქვს შენთვის? დაეპატრონა გული შენს გრძნობას გრძნობას სხვისთვის და სხვის მიერ შექმნილს!!! იქნება ვერც ვთქვი ეხლა ლამაზად
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა, მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...
უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის...
ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ,... ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები... არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა! ღმერთს გულახდილად ვესაუბრები... _საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად. ვეპოტინები კალთას ხვთისმშობლის, მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება... _საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად. ვეპოტინები კალთას ხვთისმშობლის, მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება... რა ვქნა,უფალო?,დრო დადგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მაინც შენმა მონატრებამ მომიარა, ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები... მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად... ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!
ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს... ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...
ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები, უჩემობას არასოდეს მაპატიებ... მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები, ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე! <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მინდა რომ ძალიან ლამაზად მიყვარდე, და შენც ოცნებებში ღამეებს ათევდე, მინდა რომ შენს გვერდში სიცოცხლეს ვფიცავდე, და შენც მონატრების წყვილ სანთელს ანთებდე.
მინდა რომ რიჟრაჟი შენით მოდიოდეს, შენთვის იგუგუნუნ ამ ქვეყნად ზარებმა, შენს გვერდში წუთები აღარ გადიოდეს, და მწუხრი გაფანტონ მძვინვარე ქარებმა.
მინდა რომ სიცოცხლე სიკვდილზე გავცვალო, და შენით მოვიდეს ჩემი აღსასრული, თასი სიყვარულის ბოლომდე დავცალო, და თუნდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
როცა პირველად შენი თვალები, ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე. როცა პირველად გვერდით დაჯექი, - სიზმარი ახდა და გავიოცე.
როცა პირველად მზერა მესროლე, თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ. ვიფიქრე შენგან არა მინდა რა! მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
როცა მომმართე ენა დამება, შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება? რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
როცა შემაქე, გულში ვიყვირე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
უშენოდ– აუხსნელი გრძნობა მეუფლება
თითქოსდა რაღაც აკლია სულს,
დიდი, უნაპირო სევდა მეუფლება
და დიდი ლოდი მიმძიმებს გულს.
უშენოდ–თითქოს მზეც კი არ მზეობს
და აღარც მთვარე მინათებს გზას,
უშენოდ–თითქოს ჩიტი ვარ უფრთოდ
და ვეღარ ვიქნევ ორივე ფრთას.
უშენოდ–თითქოს დღეც კი ღამეა
არ ციმციმებენ არც ვარსკვლავები,
უშენოდ–თითქოს თევზი ვარ უწყლოდ
და უხატებოდ სალოცავები. <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
რა არის ქალი? ქალი ვარდია, ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს რა არის ქალი? ქალი ჩიტია, თუ ხელს გაუსჰვებ გაგიფრინდება, წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს შენ აღარასდროს დაგიბრუნდება, რა არის ქალი? ქალი ეშმაა შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს, ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს და იქ წყალსაც არ დაგალევინებს რა არის ქალი? ქალი ღვინოა, სასოწარკვეთილს მაი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ ჩემი აღარა ხარ სხვას გაყევი დღეს
თითქოს ჩემს სხეულს სული ამოაცალეს
მე დავრჩი მარტო, შენ სხვას ახარებ
და ამ სიყვარულს ჩემთვის გულით ვატარებ.
მე გრძნობებს არ აგიშლი, არ აგიმღვრევ წყალს
მე ფიქრებს არ აგირევ ვერ დავიდებ თავს,
მე დავრჩი მარტო შენ სხვას ახარებ
მეც ამ სიყვარულს ჩემთვის გულით ვატარებ.
..ვიცი ვერასდროს ვერ დაგივიწყებ, ვერა
მე შენი დაბრუნების აღარ მჯერა,
არ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
დღეს მეყვარები აუხსნელად, მხოლოდ თვალებით, ხვალე კი, ალბათ, გადაგაგდებ, როგორც თამბაქოს. თოვს ახლა მშვიდად ამ დაწყევლილ ზამთრის ქალაქში და მგონია, რომ ჩემს ნერვებზე ღმერთი თამაშობს.
შენ არც კი იცი, - პოეტობა სისხლში გამიჯდა! ტკივილებს, ალბათ, ასე უფრო კარგად ვატარებ. ვხედავ, ტეკილა ჩამოასხეს, - ვიცანი ფერით... ალბათ, ამ ზამთარს ტეკილაზე გადავატრებ.
ვიხსენებ ისე, სხვათაშორის გამოცლილ ჭიქებს, ვამოკლებ დღეებს, ქუჩები კი წვან
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ჩემი ტანჯვა მითხარ რატომ გეწადა, იქნებ ჩემი გადარჩენაც გეცადა
რად დამტოვე სიყვარულით სნეული გული მიგაქვს, წაგეყვანა სხეული.
მე ოდესღაც ანგელოზი გიწოდე, როგორ მინდა რომ მჭირდები, იცოდე,
შევითვისე კარგო შენი განცდები, დამიჯერე, დამიჯერე არ ვცდები.
რადგან შენი მივითვისე ფიქრები, მარად შენი მოგონება ვიქნები.
სად გეძებო, აბა მითხარ, სადა ხარ, ასე ნაზი, თან უხეში რადა ხარ.
მერამდენედ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 71 72 » |