♥ ℒℴѵℯ ♥
შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ, მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს, ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ, ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
“მიყვარს…. არ მიყვარს…” ფოთლებზე ვითვლი და ბოლოს კენტად მრჩება “არ მიყვარს”, ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი, მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი, ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად და შენზე ფიქრით ნაღალატევი გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ…
მაგრამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
არ ვიცი რა დაგარქვა, არ ვიცი რა გიწოდო, არ ვიცი რანაირად და როგორ მოგიპოვო. არ ვიცი რით გაგართო, არ ვიცი რით გაგათბო, არ მინდა სიზედმეტით მოგბეზრდე და დაგკარგო.
მოგიძღვნი ამ გულში არსებულ ყვავილებს, დავკრეფ და ფეხქვეშ მე კრძალვით დაგიფენ. მინდა, რომ ჩვენ ერთად შევიგრძნოთ სამყარო, ხელის გულზე დაგისვა და ასე გატარო.
ჩემთან ხარ ოცნებას შემატე ფერები, ჩემს კალთაში თავი გიდევს, თმებზე გეფერები. ვერ ვიხსნი ვერაფრით ვარდი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სინათლის მხატვარი მზეს პარავს ფერებს ყვითელს, ოქროსფერს, მზისფერს. სინათლის მხატვარი მზეს პარავს ფერებს, გრუნტად ღრუბლისფერს იფენს. იწვება ტილო მზისფერი ცეცხლით, ცეცხლზე ოქროსფერ წყალში მზეზე ყვითელი ნავები წვანან და მზეს უდგანან კვალში. ქურდად ქცეულა მოქნილი ფუნჯი და ნაქურდალი ფერების რკალში სინათლის მხატვარს საკუთარი ნახატით ათბობს.. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ოთხშაბათი, 28. სექტემბერი 2011 დრო 17:02. ერთი ნაბიჯით მიმასწარი შენ იმ წყაროსთან, დაეწაფე და იმ დღეიდან შენად ჩათვალე, მას შემდეგ ვდუმვარ, და ერთხელაც კი არ წამომცდა, რომ ჩემს ოცნებას იმ წყაროსთან ჰქონდა სათავე... გამოგიტყდები, გულმა ყუჩად ყოფნა ირჩია, ხელმოცარული იმ წყაროსთან ვდგევარ ისევე, მე ხელში ღვინით ავსებული ყანწი მიჭირავს, მაგრამ არ იქნა, პირი მაინც ვერ გავისველე... ნუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური,
სილაში ვიპოვე სიმშვიდე,
წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს
და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს...
უცნაურ ქალაქში დავდივარ,
დავდივარ და ჩუმად დაგეძებ,
სევდიან ქუჩებში საირულს
ვეჩვევი და თვალებს ვაცეცებ...
მერე დრო გახდება ეული,
ფიქრში ჩამოცხება აგვისტოც,
სიყვარულს არ უნდა თამაში,
თვალებს მზის სხივებიც გაგითბობს...
ზღვისპირა კაფეში სიარულს
ვეჩვევი, ისე ვით სიგარას,
შენს სახეს ტალღებში დავეძებ
და ნაპოვნს სილაში დავმალავ...
ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური,
სილაში ვიპოვე სიმშვიდე,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება
შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვ |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მაგ თვალებმა ისაუბრონ შენ ნუ მეტყვი ნურცერთ სიტყვას
ეგ თვალები ვიცი მეტყვის რაც ჩვენს შორის უნდა ითქვას
ნუ მიცქერი ასე გრძნობით ჟრუანტელმა დამიარა
და ჩემს სულში სიყვარული ჩანჩქერივით ჩაიღვარა
მაშ თვალებმა ისაუბრონ ნუ,ნუ,მეტყვი ნურცერთ სიტყვას
მაგ თვალებმა უკვე მითხრეს რაც ჩვენ შორის უნდა ითქვას.. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
გაწყენინე და შენს სახეს რისხვა ფარავს,
მგონი აღარ შეგიძლია პატიება,
ერთადა ვართ, მაგრამ უკვე ისე ვსხედვართ
ჩხუბის შემდეგ რომ იციან პაწიებმა.
თვალზე მომდგარ ცრემლებს უკვე ვერ ვიკავებ,
შენც კაცური ბოღმა ყელში გაგჩხერია,
ვფიქრობთ, ვდაობთ და მაინც ვერ გადავწყვიტეთ
ჩვენ ორს შორის სულ მართალი რომელია.
დღეს აზრებით სასიკვდილოდ შევეჯახეთ,
და შენ უკან ვაჟკაცურად დაიხიე,
ამ დათმობით, სინანულის მძიმე გრძნობა
უკურნებლად გულზე დარდად მომახვიე.
თუმც უშენოდ ეს სამყაროც არად მიღირს,
გადავწყვიტე სამუდამოდ გაგეცა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე შენში მიყვარს შენი სამყარო,
დრო შენზე ფიქრში მინდა ვატარო,
მე შენში მიყვარს შენი ღიმილი,
გული სავსეა დიდი ტკივილით,
მე შენში მიყვარს შენი თვალები
და შენს თვალებში ცისკრის ალები,
მე შენში მიყვარს ლამაზი ბაგე,
შენი ცრემლებიც და შენი სახე,
მე შენში მიყვარს, რაც შენ არ იცი,
შენს წუხილს შენზე მეტად განვიცდი,
მე შენში მიყვარს უმანკოება,
გამორჩეული უბრალოება. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
როგორ მომენატრე იცი?
შენი ხილვა როგორ მინდა,
შენს გზას გამოვქერი ხიბლით,
შენი ხმები მესმის გზიდან.
-
თვალწინ მევლინები თითქოს,
ყვავილებს ითხოვ ჩემგან,
სიზმრად მესიზმრები ვითომ,
მინდვრათ ვსეირნობთ ერთად.
-
როგორ დამივიწყე ასე,
როგორ მიმატოვე მარტო,
ნუთუ სიყვარულის კიბე,
მარტო აიარე? რატომ.... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
როცა სიყვარული მოდის,
ათასი აზრები მომდის,
როცა სიყვარული მოდის,
ცხოვრება ადვილი მგონია.
როცა მიყვარული მეწვევა,
გიჟური სიმპტომები მეწყება,
როცა სიყვარული მეწვევა,
ეს გრძნობა მერე მეჩვევა,
ჩემთან დარჩება დიდხანს, ძალიან,
ნახე ჩიტუნები რა ტკბილად არიან
.
მე სიყვარულს როცა ვხედავ,
მასთან ახლოს მისვლას ვბედავ,
ჩავიხუტებ, დავიტოვებ,
მერე თავსაც გავიტოლებთ.
და როცა მასაც შევიგრძნობ
მერე უკეთაც გავიცნობ.
როცა სიყვარული მეწვევა ,
ასეთი ლექსები მეჩვევა. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მზე ჩაებღაუჭა ჰორიზონტს გაშლილს,
მთვარემ ქურდივით დატოვა კვალი.
ზღვა ხარ, რომელსაც ვერავინ წაშლის,
ცა ხარ, რომელსაც ვერ წვდება თვალი.
ვაზი გველივით ტალავერს ჭყლიტავს,
ბუნების სუნით შეივსო ქარი.
დრო ხარ, რომელიც ყველაფერს ფლითავს,
ჰანგი, რომელსაც დაუკრავს ქნარი.
მთაში სიცივე მდინარეს ყინავს,
ნისლმა დაახშო მგზავრების მზერა.
ხე ხარ, რომელიც უმადლის ნიავს,
ქალი - რომელსაც უყვარდა წერა.
გათენდა თითქმის წერაში ლექსის,
ჩიტის ჭიკჭიკმა მაცნობა დარი.
ჩემი ლექსები დღეს შენ თუ გესმის,
ზღვა ხა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
დარდი ვერ გამიქრო განშორებამ,
იცი?! მე დღეს ისევ მედარდები...
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ,
ვიცი და მაინც მენატრები....
გრძნობა მომეძალა შენი ნახვის,
გული მოლოდინით ამიტირდა,
კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს;
მაგრამ უშენობა გამიჭირდა...
ისევ ძველებურად მენატრები,
აღარც სიხარული მიძველდება..
ვიცი აღარასდროს დაბრუნდები
მაგრამ დაჯერება მიძნელდება. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
პატონეფ,სკანი ჭირიმა
პატონეფ,სკანი ჭირიმა, კარგი ვართ ქვეყნად ყველაზე... სამიათას წელს მსოფლიო გადავა მეგრულ ენაზე... მარტო ის რად ღირს, რომ ქვეყნებს, ჰქვიათ მეგრული გვარია ავსტრალია და ავსტრია, დანია, პორტუგალია.. ახლა რუსულად თუ მოვთვლით, რუმინია და ვენგრია... მართლაც შეგვეძლო მეგრელებს მსოფლიო გადაგვენგრია! ამიტომაც გვაქვს მეგრელებს ერთი მიზანი სულ დიდი მსოფლიოს დედაქალაქად გამოვაცხადოთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: Control
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ თქვი, რომ თითქმის ყველა კრავი ბრუნდება სახლში, ამბობ და მესმის, რომ წაქცეულ ხეების იქით, ჩვენი წინაპრის ძვლებია და მივიდეთ ახლოს. თუ მამაშვილურ, ყველა ნათქვამს სხვაგვარი ექო-
გაუდის, მაშინ ჩვენც, ერთ-ერთი ვართ იმათ შორის, ვინც მიდის გზაზე და სიმძიმეს განიცდის მიწის, როცა ღრუბელი ზეცას ბოლო სისველეს უშრობს და ანგელოზი ღვთის კარებზე თვეობით იცდის,
ჩვენ, მაშინ, დიდი გულისყურით შერჩეულ წიგნებს, ვკითხულობთ, ხშირად ლაპარაკო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ, ორნივ მართალნი არიან ცამდე, ვძულვარ_ვინც ახლო მოვუშვი გულთან, მათ, ვისაც მთელი არსება ვანდე. ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები, ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად... ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი, გაუშიფრავი დავურჩი ვისაც. ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ ცამდე მართალნი არიან ალბათ, ვინაც ახლობლად მიიღო გულმა რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს. რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
თურმე სიყვარული ოცნების ხესა ჰგავს, გულში აქვს გადგმული ფესვი, თავიდან ყველა პატარა ნერგსა რგავს, მის დასაცავად ქარიშხლებს ებრძვის, გულით კვებავს და გულითვე ათბობს სანამ გარშემო ყველაფერს ათოვს. ხე როცა მოიკრეფს ძალას, როცა შემოიხვევს სხივებს, მწვანე აბრეშუმის კაბას დააყრის ყვავილის მძივებს- მაშინ გრძნობ გაზაფხულს, სითბოს და სიყვარულიც მზის გვირგვინს ითხოვს. მაგრამ ყვავილობის ხანაც მიილევა, თავისი დრო აქვს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახე რომ ყველაფერი კარგად იქნება! როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრება ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის და ყველაფერი კარგად იქნება! ტყუილუბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება! როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება ერთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ იცი ლექსების და ქალის ფასი
მე კი ქალი ვარ და ლექსი მიყვარს,
მოგწონს ტუჩის ფერი, მსგავსი ლალის,
მე კი შავი ღვინით თრობა მინდა.
შენ ხარ დიქტატორი ჩვენი დროის,
მე კი ანარქიის დობილი ვარ,
სულში მიღიტინებს სიგიჟე და
შენი სიყვარული ბორკილია.
მჩუქნი ათას ზღვას და ცხრავე ზეცას,
ჩემი ფრთებიც შენი მოძღვნილია,
ჭიქას შენვე მივსებ შავი ღვინით,
სიტყვა მე რომ მტანჯა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ.. ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია.. ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია.. ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა, ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია, ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო, მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია.. ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია, მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა თავი რომ პრინცესად წარმომიდგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 71 72 » |