♥ ℒℴѵℯ ♥
ნუ შეგაშინებს მეხის გრიალი, მეხი უფესვო ხეებს ერევა. ვიდრე რწმენა გაქვს, შენ ხარ ძლიერი, უფალი გიცავს, ვინ მოგერევა! ანდა თუ დარდი დანისლავს თვალებს, ვინმე ბოროტი თუ არ გაყენებს, დღეში რომ თუნდაც ცხრაჯერ დაეცე, უფალი ცხრაჯერ წამოგაყენებს! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
საით მივყავარ ჩემს ბედისწერას, კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ, გაჩენის დღიდან რას მექიშპება, რას მემართლება,რა უნდა ჩემგან? მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი და გზას მივყვები უცოდველს,მართალს, ბედი კი მაინც,როგორც რობოტი, ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს. რაც კი გულს უნდა როდი სრულდება, სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია, ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ, როგორ მოვიქცე ვერ გამიგია. ბედის სიმკაცრით შეშინებული არსად და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მენატრები მოდი მაგრად ჩამეხუტე, ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად, ან იქნება აჯობებდეს, არ მოხვიდე და სიგიჟით დავემსგავსოთ მიუსაფარს.
ამოვკაწროთ სურვილების მინანქარი, ცხელ სუნთქვაში გადავიდნოთ ვენებისგან, სისხლის გემო გადავცვალოთ ბაგეებით, რომ გაჩერდეს ყველა წამი სიტყვებისგან.
სხეულებზეც სუნთქვა მჭიდროდ შემოვიკრათ, რომ რიტმული გულისფეთქვა კვლავ დაგვერღვეს. ერთმანეთით წავიკითხოთ ეს სამყარო და თვალებზე, გადავცვალ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შეიძლება ვერ გაგათბოს ჩემმა სიტყვამ ვერ დავხატო...ვერ გადმოვცე რაც მაქვს გულში... შენ ხომ იცი, მე არ ვგავარ ალბათ იმ სხვას ლამაზად,რომ მეტყველებენ გრძნობებს წუთში!
არ მიწყინო ეს უბრალო სიყვარული სიტყვები ხომ ჩემს გრძნობებთან უფეროა... და ამიტომ არასოდეს დაიჯერო, თუ წამომცდა... მშვენივრად ვარ უშენოდაც.
ზოგჯერ გრძნობებს ეურჩება თვით გონება მაგრამ გულში ჩაიხედე...სხვა როდია, და ამიტომ ვამჯობინებ... სიტყვებს, დუმილს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
წვიმა ოცნებას გაიტაცებს ზღვისფერ ტალღებში და მერე ისევ მოგონებებს წლები გაჰყვება... დაგრჩება მხოლოდ სინანულის ცრემლი თვალებში, მაგრამ ეს ცრემლიც სინანულის მალე გაქრება. წვიმის წვეთები წალეკავენ ყველა ნაკვალევს, დაღრუბლულ მანდილს დააფენენ ღამის ოცნებას, უმანკოება გაიკეთებს ფერად სათვალეს და ეს ცხოვრება შავ-თეთრებში უხმოდ მოკვდება. უხმოდ მოკვდება ყველასაგან დავიწყებული, როგორც ფოთლები გაგიჟებულ ქართა თარეშში და მხოლოდ წვიმის სურ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენი ტუჩების ფერი აქვთ ალუბლებს
სიმწიფის ფაზაში წითლად რომ სკდებიან,
ამაყად დადიხარ ქალწულთა აღლუმზე
მე კი ლექსებს გიძღვნი, გადმოღვრილს მკერდიდან.
შენი ტუჩების ფერი აქვთ ალუბლებს,
ურცხვად რომ მიმზერენ, სკდებიან ვნებისგან,
ვისაც არ უყვარხარ მოვითხოვ დადუმდეს!
და ვითხოვ სიცოცხლეს, შენს გვერდით, ზეცისგან.
ახლა ზაფხულია შენსავით მხურვალე
მე კვლავ ვაკვირდები მზით გამთბარ პეიზაჟს:
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია, რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით,
უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,
სწორედ ამიტომ არავინ იცის მე და შენს გარდა....
თუ რა ტკბილია და რა მწარე ყველა შეხვედრა,
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა....
როცა შენთან ვარ ,მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,
ხმამაღლა ვერა, მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერი....
მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს სხვაგვარი ეშხი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
არ იცი მისი ფიქრი და განცდა, არ იცნობ მისი ცხოვრების მიზანს, მაგრამ შეხვდები შემთხვევით კაცს და თვალები გეტყვის კაცობას მისას.
შეხვდები კაცს და გიწვდის მარჯვენას, ხელს გართმევს, მკერდში გიკრავს ალერსით, მაგრამ კაცობა მისი არ გჯერა, რადგან სიყალბეს ამჩნევ თვალებში...
ზოგჯერ პირიქით, სიკეთის მჩენი, თვალების ერთხელ ნახვა გეყოფა, რომ ფიქრი ანდო და გრძნობა შენი გაუზიარო კაცს და მეგობარს!
ხოდა, მაშ თუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
დავიღალე და მომიახლოვდი, ღმერთო, ხორცის ტარებამ დამიავადა სული, ამეწვა გული, თითქოს, კოცონი ენთოს, ვერაფრით ვაქრობ მაინც სიცოცხლის სურვილს. ძველი ხურჯინით ვეღარ დავათრევ ცოდვებს, არეულია მოგონებებით გონი, არ ვარ არავის მცნობი, არაფრის მცოდნე, ჰაერს სუნთქვისას ცრემლებს ვაყოლებ, მგონი. ვმარცვლავ ბგერებს და სიტყვებად ვაცვამ მძივებს, მერე სათქმელის შეკოწიწებას ვლამობ, თანდათანობით ხდება სამყარო მძიმე, საკუთარ თავსაც ვეღარ ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ცარიელ ზღვაზე დამდგარა ნისლები... მართლა ვხედავ თუ გრძნობებით ვიღლები? მზეს, უკვე დამალულს აქ დარჩა სხივები, მთვარეს უსახსოვრა, ადვილად მიხვდები. მთვარე კი, მოგორავს ყინულის ფიქრებით... თოლიამ დაკრიფა წითელი სხივები, მთვარესთან მიფრინავს, მე შურით ვივსები, ჩვენზე ლამაზად ცხოვრობენ ჩიტები. ცხოვრებით დაღლილი აქაც ვერ ვმშვიდდები, დაჭიმული მაქვს გონების მშვილდები, კვლავ დაიზრდებიან ალგეთის შვილები, კვლავ ამღერდებიან შოთაის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ცისკარზე ნანახი ვარსკვლავი მელანდება... რატოღაც ცისკიდე წითლად ფერადდება... ქართველნო! რა ხდება! რატომ აღარ ვღელავთ?! იქნებ აფხაზეთის ზღვა აღარ გვენატრება?! რატომ მოგვიდუნდა გონება მოსხლეტილი?! ხომ არ დაგვიგუბდა სისხლი მოჩქეფილი?! უდრეკი რვალის მკლავი იქნებ დაგვიცომდა?! თუ პატრიოტი გულები უკვე დაიხოცა?! გონს მოდით ხალხნო! მტერი სახლში გვიზის! ”ქართლის ცხოვრება” ნუთუ აღარ ვიცით? ”ვეფხისტყაოსნისთვის” რატომ ვეღარ ვიცლით? ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მენატრები!!! ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება მენატრები!!! და სიშორეს მწარე სევდაც ემატება, მენატრები!!! რა ვქნა თუკი უშენობა ცრემლებს ბადებს მენატრები!!! მინდა გითხრა ვეღარ უძლებს გული ამდენს... მენატრები!!! სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა მენატრები!!!მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ, მენატრები!!! სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს... შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე, უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი. მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ, რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში. შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს, გაიღოს უცებ სამოთხის კარი - მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი... რა ჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი! სად ჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!.. მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი, მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე, და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მიყვარს მტევანზე ამოყრილი სავსე ვენები ,
წვრილი მაჯა და აპრეხილი თითების ბოლო .
ტუჩზე მომდგარი , დამალული ჩემი ვნებები
უნდა გამოვთქვა ,ვერ დავიტევ , მომიღებს ბოლოს ...
მხიბლავს სიშორე, სიახლოვეც რომ ვერ ედრება,
მორცხვად დახრილი სინანულით სავსე თვალები,
მოხშირებული საუბრები ღმერთთან - ვედრება...
რომ არ ჩამიქრეს ამ შეგრძნების მწველი ალები.
ჩვენს შორის ჩადგა ამოუვსები უფსკრული , თხრილი... <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
როცა სიტყვებს უბრუნდებათ ძალა,
როცა თვალებს აცეცებ და მალავ,
როცა გული ხელის გულებს ათბობს ,
მაშინ უკვე სიყვარული გათოვს.
როცა ხვდები,რომ აღარ ხარ ერთი ,
როცა უფრო ახლოს მოდის ღმერთი .
როცა გული წამებს ორჯერ ასწრებს,
მაშინ უკვე სუნთქვით გითბობ ღაწვებს .
როცა სულიც მასთან ყოფნას ნატრობს ,
როცა ძილი აღარ გინდა მარტოს .
როცა ხვდები, რომ შენ უკვე სხვა ხარ,
მა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
რა დავაშავეთ ჩვენ, როცა გზას ვუკვალავდით მზეს ცივი სახლისკენ?
ჩვენი სიმართლე შეირყა. ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები. ჩვენი ბავშვობის საწოლები უკაცრიელ ქუჩებში დაწვეს შემცივნულმა ჯარისკაცებმა, ხოლო სამშობლო გარდაცვლილ მამას ჩავაყოლეთ გულისჯიბეში, როგორც ძვირფასი ნივთი. მამა გიჟი იყო.
მე ვიჯექი უცხო ქალაქის ცივ კაფეში. მეზობელი მაგიდიდან გადმომაწოდეს გაკრული ხელით ნაწერი ლექსი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ქვიშის საათი . . . ქვიშის საათი ჩამოცლის წამებს... მე უშენობა უკვე მაწამებს, თუ გადაგულდა გული უშენოდ - მას დრო მკურნალიც ვეღარ უწამლებს.
დროს შევაჩერებ , ვაბრუნებ საათს... იქნებ - შენი დრო ჩამომრჩა სადღაც, ხელებს გავშლი და დავხუჭავ თვალებს - შენს მოლოდინში დავითვლი წამებს.
ისევ ჩამოცლის საათი წამებს - მას ჩემი ფიქრი სულ არ ა-წამებს, მისი მისია არის ი-წამოს - მე შენმა მოსვლამ უნდა მიწამლოს.... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
რა იქნება ჩემს ბალიშს რომ შენი სუნთქვა ათბობდეს, ჩემი გული შენი გულის გულის ცემით ათრთოლდეს.
ჩემი თვალი, შენი თვალის თვალთახედვით ხარობდეს, ჩემი ცოდვა, შენი ცოდვის ცოდვილებას ნანობდეს.
ჩემი ნატვრა,შენი ნატვრის ასრულებას ლამობდეს. ჩემი ბაგე,შენი ბაგის თბილ შეხებას ნატრობდეს.
ჩემს სხეულს რომ შენი ხელის მხურვალება ათბობდეს. ჩემი სიტყვა შენი სიტყვით გულის ნადებს ამბობდეს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
რწმენა მომაკლდა... გავალ მეზობელთან, იქნებ ჰქონდეს ორიოდ თავი. აკი ყოყოჩობს, თითქოს მოზღვავდა, მივალ და შევთხოვ ჩემებრ მოკრძალვით. სულში თუ ისევ ხმა გამოძრავდა, გამოვა რამე, თუკი ოფლს დავღვრი. გამოვა! ვირწმუნე! რაღაც გამოვა.
აგერ, ტაძრიდან გამოდის მორწმუნე, პირჯვარს ისახავს... შუბლი, ჭიპი, მხრები... ჭეშმარიტების ძლიერ მოწყურე... თითქოს ჩემსავით რწმენა მოაკლდა და უფალს შესთხოვს ორ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
იდექი ბაქანზე. იცოდი, რომ მივდიოდი იქ, სადაც ოდესღაც მოდიოდი შენც. მე კი, ვიცოდი, რომ რჩებოდი იქ , სადაც ყველაზე მეტად მეგულები და ყველაზე მეტად მინდა _ მეც ვიყო. ორივემ ვისწავლეთ ღიმილით შენიღბვა. ვფიქრობ, გამოგვდის ! ვფიქრობ, თვალებმა იტვირთეს სიმძიმე შეგვინახონ საიდუმლო – მე შენსას ვხვდები, შენ _ ჩემსას. შეგიძლია არც გაიღიმო, ისედაც ვიცი... ისედაც ვხედავ სად ხარ შენ და სად მომათავსე ! ვცეკვავთ... ვცეკვავთ... დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 71 72 » |