siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ l o v e ♥
2011-08-28 - 5:17 PM    
siyvaruli.in
საიდუმლო ურდულს მიღებს ჩემი გულის კარიბჭე,

სიყვარულო ეგ ისარი გულში რა ღრმად გამირჭვე,

მე გულს ვეღარ მოვიშუშებ , ძალზედ ღრმაა იარა,

სიყვარულმა იფრინა და გვერდი ვერ ამიარა.
  ნანახია: 512-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-28 - 5:17 PM    
siyvaruli.in
დაუკითხავად თუ შემიყვარდი,

თუკი შენზე ფიქრში ღამე გავათიე,

მიყვახარო თუკი გამოგიტყდი,

სული აგიშფოთე, მაპატიე...

ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა,

მაგრამ შარაგზაზე გავათიე,

წინ მე შენი სახე მომიძღვოდა

და თუ აქაც შევცდი, მაპატიე...

ნაზი ოცნება თუ დაგინგრიე,

მშვიდი ცხოვრება თუ დაგინგრიე,

შენთვის რომ ვლოცულობ, სევდიანი

თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე...

შენი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 580-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-28 - 5:16 PM    
siyvaruli.in
მე ხომ შენი,

მოფერება მინდა...

მონატრების ცრემლს მაწვიმდე

იმდენს...

წუხელ ისე გამეტებით წვიმდა,

მინდა ასე,

ყოველ ღამე წვიმდეს...

დამასველოს უსაშველო წვიმამ,

სხვას არაფერს,

არ მოვითხოვ იმდენს...

მე წვიმაში, მოფერება მინდა

და ეს წვიმა,

მოფერებით მღლიდეს...

რომ გრძნობები გვაწუხებდეს

წმინდა...

სიყვარული,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 470-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-27 - 3:39 PM    
siyvaruli.in
თუ სახეზე შემომხედავ
დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,
ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას
და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,
ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად
სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად
ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვრები,ვერ ავდგები,
კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი
და დავიწყებ ისევ ბოდვა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 496-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-27 - 3:30 PM    
siyvaruli.in
შორსახარ.

შენამდე მდუმარე ნისლია

და მსუბუქ დალალთა შერხევის ქარები,

ჩვენს ვნებებს ზეწარზე ვერ გადაისვრიან

და მთრთოლვარ თითებით ვერ მოგეკარები.

ვერ გეტყვი,

რომ მინდა მზესავით უღლელი,

ზღვასავით უშრეტი სითბო და ალერსი,

და შენი გაშლილი მკლავების უღელი,

რომ ტვირთი გავწიო ამ სიმხურვალესი.

ვერ ვიგრძნობთ მე და შენ

ღამეულ ავდართა

ნოტიო სიგრილით დახორკ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 478-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-27 - 3:28 PM    
siyvaruli.in
სტუმრებმა დილიდან დაიწყეს მოსვლა.
ზოგს ვცნობდი, ზოგს--არა , ზოგმა თავი შემახსენა, ზოგსაც მე შევახსენე თავი....
---აააა, ეს თქვენ ხართ!.... რა მაგარია !.... დიახ, დიახ, რა კარგია!....
ვიდექი და ვფიქრობდი, ვინ მესტუმრებოდა კიდევ, მაგრამ რწმენა რომ არ მოვიდოდა ნამდვილად ვიცოდი...... აი სინანული კი ან მოდის ხოლმე, ან არა.
პირველად მეგობრები მოვიდნენ, შემოცვივდნენ, გადამკოცნეს, მერე ორივე მხრიდან სიყვარული და ვნება ჩამაფრინდა.
----ხელი გაუშვი!....----იკივლა ვნებამ ჩ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 848-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-27 - 3:27 PM    
siyvaruli.in
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 443-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-27 - 3:23 PM    
siyvaruli.in
წუხელის სიზმრები დავხოცე,

დევებს შევეჯიბრე ლექსებში,

მერე გადმოვბრუნდი,გაკოცე

ვნებამ გაიღვიძა ხელებში...

დილამ უსირცხვილოდ გაკიდა

თოკზე ღამის ერთი სიზმარი,

ჩვენ კი გათენება არ გვინდა,

ჩვენ კი მზე გავაგდეთ წვიმაში...

დილა მშვიდობისა,უფალო

ვიშვი უნებური ცოდვიდან

ცოდვა უნებურიც არსებობს

ახლა კი შენს გზაზე მოვდივარ...

რასაც სიყვარული მკარნახობს < ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 487-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-27 - 3:22 PM    
siyvaruli.in
როგორ დაგშორდი უფალო ჩემო
აღარც კი მესმის ძახილი შენი,
დავეხეტები ამ ტრიალ ქვეყნად
უძღები ვინმე გადანაშენი.

ამაოების მდგმური ვარ ისევ
და მის ნაკვალევს ვეღარ ვშორდები,
ისევ ის ზნე მჭირს მარადი გზირის
ამ მგზავრობაში გადმონადები.

ნუთუ მარადის ასე ვევნები
და არც არასდროს არ შევიცვლები?
ვარ განწირული ჩემივე ნებით
და უღმერთობას ვერ ვეცილები.

მოდი უფალო წამომაყენე
დავიღალე და სუნთქვა მეკვრება, < ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 490-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-27 - 3:22 PM    
siyvaruli.in
,,არავის არ უთხრა,რომ მე ცოცხალი ვარ,

რომ მე შეიძლება შევიგრძნო სამყარო..

არავის არ უთხრა კაცი ვარ,ქალი ვარ

ან იქნებ ღმერთი ვარ ღრუბლები გავყარო...

რომ მე მაოცებს და მხიბლავს დედამიწა,

რომ მინდა ზღვის პირას კენჭები დავთვალო..

ან იქნებ მარგალიტს ვეძებდე ხალხში და

ვიპოვო ერთ გულში ათასი სამყარო...
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-27 - 3:20 PM    
siyvaruli.in
მერე რა, თუ კი ცხოვრება შენი გაყენებს ტკივილს,

რამოხდა თუკი შენი გული, ხშირ ხშირად ჩივის,

მერე რა,თუ კი სადარდებელს ვერავის ანდობ,

და შენს ტკივილს და გულისნადებს, ცრემლებით ახშობ,

რამოხდა, თუკი ზოგჯერ თეთრად ათენებ ღამეს,

და ოცნებებში ჩაძირული გაჰყურებ მთვარეს,

ცხოვრება მაინც ლამაზია, სიკვდილს რად ნატრობ,

გულს რატომ იტეხ, ნახავ, ვისაც ყველაფერს ანდობ,

ცხოვრებამ დღეს თუ გადაგღალა ხვალ ნახავ შვე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 386-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-22 - 9:45 PM    
siyvaruli.in
ჩუმად ყინწვისით შემომესმა ფრთათა შრიალი
თუ ჩემი ლექსის ბწკარედები ფრენენ თავანებს,
ჩასძინებიათ ჟღალისფერი ჩოხებით მოსილთ
და კახურ ღვინით ნასიამებ იმ დიდ თავადებს.
ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ, ლექსით ველით კვლავ გათენებას
ბევრს დავამუნჯებთ გაზაფხულისფერი რითმებით
ჩვენ ის ჯიში ვართ, ვინაც სიკვდილს არ უშინდება
და სამარეშიც სიყვარულით სავსე ვიქნებით
ჩვენ ის ჯიში ვართ, პოეტების ჯიში მარადი
ვინაც საწუთროს სადარდელი ლექსად აქცია
ვისაც მამუ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 569-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-22 - 9:44 PM    
siyvaruli.in
ვერსად წაუვალ მღვრიე სიმარტოვეს
და ვიცი სიჩუმე კლანჭებში მომიქცევს,
მე ხომ სიყვარული დროებით მათხოვეს
უკან დაბრუნებაც სულ მალე მომიწევს.
ასე რომ გარშემო მოწყენა გროვდება
და ჩემსკენ მწუხარე პეპელა ფარფატებს
მინახავს ყვავილი ყვავილზე თხოვდება,
მაგრამ ეს ქორწილი გაზაფხულს არ ბადებს.
დავკარგე ფერების გარჩევის უნარი,
რადგან სულერთია რამდენფრად გათენდა,
გულს თითო-ოროლა შემომრჩა სტუმარი
ერთ დროს რომ სუფრასთან განცდებს ვერ ატევ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 453-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-22 - 9:38 PM    
siyvaruli.in
მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სინაზე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 531-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-22 - 9:38 PM    
siyvaruli.in
შენს გზას გავყურებ მთელი დღე,

კვლავ აწვიმს სადღაც ლელიანს...

როგორ გავტეხო მანძილი,

რომელიც ასე გრძელია.

ჩვენს შორის სალი მთებია

და ბილიკები მოცლილი

და ჩემი სველი თვალები,

დარდებით ამოკოცნილი.

შენს გზასგავყურებ მთელი დღე,

ჩემს ყოველ უჯრედს ახსოვხარ,

რა არის შორი მანძილი,
გულთან თუ ასე ახლოს ხარ.
  ნანახია: 476-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-22 - 9:37 PM    
siyvaruli.in
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაიხსომე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება !

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება,
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლისა
და ყველაფერი კარგად იქნება !

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება,
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება !

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 394-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-22 - 9:35 PM    
siyvaruli.in
ფიქრთან ბევრჯერ დავრჩენილვარ მარტო,
გული გალობს, მაგრამ დარდობს გონება, -
მყინვარწვერის და ზედაზნის პატრონს
არ სჭირდება მთების გამოგონება.

ალგეთურ ცეცხლს ცხელ ცურებზე ვატყობ
კვლავაც დაზრდის ბოკვრებს ფრთიან ლომებად,
ცოტნესა და ქეთევანის პატრონს
არ სჭირდება გმირთა გამოგონება.

ფქვილი ჩვენი არ იქცევა ქატოდ,
ვის რად უნდა ნასხვისარი დიდება, -
„ვეფხისა და მოყმის“ ზვიად პატრონს
სხვათა ენა სესხად არ დასჭირდება.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 636-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-22 - 9:35 PM    
siyvaruli.in
,,მინდა ეგ თვალები არ მახსოვდეს,

ამას უაზრობა ეწოდება.

აღარ მომენატრო არასოდეს,

რადგან ჩემი თავი მეცოდება.

როგორ დაივიწყე ყველაფერი,

როგორ დავიჯერო არ გახსოვდეს

ვეღარ დამამშვიდებს ვერაფერი

როცა აღარ გნახავ არასოდეს.

აღარ გამახსენდეს ვის ვედრები,

აღარ ვიძინებდე ცრემლიანი

აღარ ვიღვიძებდე იმედებით,

აღარ დამცინოდეს ჩემიანი...

ასე ცხოვრებაში დამეკ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 524-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-22 - 9:34 PM    
siyvaruli.in
მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ ისეთი როგორიც შენ ხარ...არა

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ შენზე ლამაზი...არა

მინახავს მეთქი, მაგრამ შენი ბუნების...არა

მინახავს სიყვარული, მაგრამ შენნაირი_არა

შენ ხარ ქალი ედემის ბაღში დაბადებული,

აფეთქებული ვარდის კოკორი და ეკლიანი.

შენ ხარ გრძნობა სიყვარულით ჩაუქრობელი,

მჭედლური ხელით დიდ ფრესკაში ამოტვიფრული.

შენ ხარ ქალი საუკუნის მიღმა მყოფელი,

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 668-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-08-22 - 9:34 PM    
siyvaruli.in
ქალს თუ ყოველ წუთში
არ უთხარი "მიყვარხარ",
გულში უნდობლობა შეუღებს კარებს;
ქალს მუდამ ოცნების ტაძარში მიყავხარ
და მუდამ ფერება სჭირდებათ ქალებს.
იას თუ ყოველ წუთას წყალი არ აპკურე,
დაჭკნება, დაკარგავს შნოსა და ლაზათს,
ქალსაც ყოველწუთში ღიმილი აჩუქე
და მის სულს, ფაქიზს ემთხვიე ნაზად.
ქალი მცველს დაეძებს ერთგულს და უძლეველს,
არ უნდა ალმასი, ძოწი და ლალი,
არ გთხოვს სამკაულს ძვირსა და უძლეველს
თვით სიყვარულია საუნჯე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 527-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 19 20 21 22 23 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<