♥ l o v e ♥
სიმთვრალისგან ბარბაცებენ ღრუბლები, სისხლისფერი მთვარე ხეში გაჩრილა, მინდა გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნები, თუ რა ვნახე გუშინ ჩემი ფანჯრიდან...
შენი ქოლგა წვიმის წვეთებს ართობდა, ქვაფენილზე შენი ქუდიც დავლანდე, ღმერთო, შიში ასე თუ დამათრობდა იმ წამს ალბათ შენ პირადად გამანდე...
გავიგონე მანქანების კივილი, ხალხი უმალ გაჩნდა სახლის კარებთან, როგორ მსურდა შემძლებოდა სირბილი... შენს ოცნებებს ქარი მიაქანებდა. . .
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
სამასი ლექსი, ურგო თუ სარგო, ეს შენგან არის კვნესა სამასი, ისე მიყვარხარ, რომ შენს ბედს, კარგო, დაინატრებდა ყველა ლამაზი. თავს ტანჯვისათვის გავიმეტებდი, ეს თუ ხალისის ზღვაში გაგრევდა. მე მას უთუოდ გავაღმერთებდი, თუ ვინმე ასე შემიყვარებდა. შენს გამო სამას სასმისად შევსვი სისხლი, სამასჯერ ცრემლი მიღვრია. შენგან დავწერე სამასი ლექსი, სამასმეერთეც შენთვის მიძღვნია. მცირე საჩუქრად, (ბევრი რომ არ ვთქვა), შენით ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე იწოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა, ვარდთა დიოდა ნელი სურნელი, მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი... მერი, ძვირფასო! დღესაც ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი,
შემოგკრობია ფუფუნება ოქროს ღილებით,
გამდიდრებულხარ, როგორც ერთდროს მომჭირნე კრეზი
და ცოხნი დღეებს შემაზრზენი კმაყოფილებით.
გამოგიწყვია კარ-მიდამო, ცოლი, შვილები,
გამოგიმრუდა უგნურებამ ცხოვრების გეზი,
იცი, როგორ და სად მოკვდები დანამდვილებით
და არ გადარდებს თუ კი სადმე მოყვასი კვნესის.
მამულის ტრფობით არ ყოფილხარ ნაშიმშილები,
უკუნ ღამეში არ გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
თუ ვერ შესძელი სიყვარული ჩემნაირ ქალის, სანამდე წახვალ...მინდა, გულით შემოგევედრო: სხვასთან რომ მიხვალ, ნუ მიუტან მას ჩემს გვირილებს, შემოინახე გულში ჩემთვის...სულ ნუ ჩამაქრობ! გთხოვ მაპატიე, რომ გავბედე და დავიჯერე, და მომეჩვენა, მზემ ჩემთვისაც გამოანათა, მე ხომ ვიცოდი, მარტოობა იყო ჩემი გზა... ცივი თვალებით...სინამდვილემ შემომანათა!... სხვას ნუ მიუტან...ჩემს გვირილებს, ეს მაინც შესძელ, მე მაპატიე...რომ გავბედე კვლავ ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მოვალ ჩაგხედავ ლამაზ თვალებში, და შენს თბილ ხელებს გულში ჩავიკრავ, მოგეფერები და ჩუმად გეტყვი, შენს ნახვას სხვასთან ვეღარ ავიტან!
სიყვარული რაგვარია, -, მეხია და თავზარია,, სიხარულის გზებით მოდის,, მწუხარების საგზალი აქვს,, დღე და ღამე დარდი, შფოთი,, მიწისძვრა და ზანზარია.
მე დღეს ლექსის მოძღვნა არ შემიძლია, მოგიძღვნი ამ გულს მე დღეს სიმღერის მღერა არ შემიძლია მოგიძღვნი ამ გულს მაგრამ ამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
იცი?!ისევ მომენატრა ნოემბერი,ცივი დილა, არ დაქროდა ქარი არსად, მეც მეძინა ჩემთვის ტკბილად, ცი?!ისევ მომაგონდა, იანვარი როგორ მძულდა, ცივი თოვლი,მზერა ორი, და უაზრო თავგანწირვა, ის შეხვედრა და გაქცევა, დატოვება,დღემდე მტკივა, გული ისევ ძველებურად, შენ თავს ითხოვს ისევ თბილად, დღეს ვიყავი შენ ფანჯრებთან, შემოხედვა მომერიდა, ღამე იყო უკუნეთი, განვიცადე..ცრემლით წვიმდა, და შორიდან გიყურებდი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
შენს ფეხებთან აბეზარი ქარი გაიშრიალებს, ურცხვად მოგეპარება და კაბას აგიფრიალებს, აუჰ! თვალებს აგარიდებ, მაინც გამთქვეს თვალებმა, რადგან მზერა უნებურად შენსკენ გამეპარება. უი დედა! დაიმორცხვებ, კაბას იჭერ ხელებით მარწყვის ბაგეს დაიშაქრავ დათაფლული წყევლებით. მიხაროდენ; წყევლით მლოცავ, ტოკავს გულის გალია, ეგე ქარი, ეგ დაწყევლე, ჩემი რაღა ბრალია; მე რაც მსურდა აქამომდე, შენს თვალებშიც ვხედავდი, ქარს კაბა არ აეწია, რა, არ შემოგხედ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ორშაბათი, 25. ივლისი 2011 დრო 21:41. ენგურის მინდვრებს ზეცას რომ დავუკოცნი, რეჯეგეს მთის ქედებზე ნამათ მოვედები, იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს, და თუ ასე კვდებიან პოეტები სული გამექცევა ღამის ჩრდილიდან ქალი აშარი და ბორია გალეშილი ოსერ დამასიზმრე ჩემი არჩილიდა მერე თვალთაკაბა, მისი ქალიშვილი. მტერი მათრახისქვეშ ატარა ლაჩარივით ციხესიმაგრენი რომელმან დააჩოქა, ქართლელს რომ ჩამოახიეს ჩოხა ქართულს რომ ჩამოახიეს ჩოხა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
შორს, ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში,
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი,
დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას.
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ჩემში შემოიჭრნენ ეს ფიქრები, არა ვერაფერი მშველის... როგორ ავირიე,აღარ მესმის ასე ძლიერ რატომ გეტრფი... რატომ მეფიქრები,მეღიმები, გესიყვარულები ხვდები? შენზე სიყვარული როდის დაიბადა მე ამასაც ვერ ვხვდები... შენი თვალები,გაღიმება, მიყვარხარ შენგან თქმული... რა ვქნა ყველაფერი შემიყვარდა, ოცნება არ არის რთული.... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
და როცა ლექსის წერას მოჰყვები და როცა სული სიმღერას იწყებს, და როცა ცოდვას ღიმილი რეცხავს ღმერთმა გიშველოს, აწ და მარადის. თუ სიყვარული ქვეყანას ათბობს, თუ ერთი ცრემლი ხრიოკსაც ალბობს, თუ ერთი ლოცვა ბნელეთს ანათებს, ღმერთმა დაგლოცოს, აწ და მარდის. ერთი სიტყვაც კი არ დამცდა ცუდი, ერთი ბგერაც კი არ შემიცვლია, მხოლოდ ღიმილი სევდანარევი და ეს სიტყვები - "ფერი გიცვლია". თუ ლექსის წერა ისევ დაიწყე, თუ მოიცავი მთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
საქართველოდან არსად წავსულვარ. წასულთ-ცხონება! საკითხავია: სად დაასრულა შოთამ ცხოვრება? განა იქნება ბედის დაცინვა ამაზე მეტი: რუსთაველი და ემიგრაცია? სადაა ღმერთი?!
სად მოვისვენებ, რომელ მიწაზე, სხვებისთვის ურგი, როცა სამშობლოს-ლოკოკინისებრ დავათრევ ზურგით?
ჩემი თბილისი და ნარიყალა... ელენთის ხელა საქართველოში, რაც კი მიყვარდა, ჩემშია ყველა!
ჩემშია-ყანა, ზვარი, ეწერი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ეს მონატრება მტანჯავს უკვე ვეღარ ვერევი, აღარც მე მჯერა რომ ოდესმე შენ დაბრუნდები... გელი ყოველდღე,ყოველღამე,ყველა ფიქრებში, ჩემი ოცნების მამაკაცად გადაიქეცი... მაჩუქე გული,ის წარსული შენ რომ დაგითმე, მაჩუქე ჩვენი ლამაზი დღე,გთხოვ დამიბრუნე... ფიქრებიც მტანჯავს,ოცნებაც კი თითქოს დამცინის, უკვე სხვასთან აქვს საერთოო,გვერდით აგივლის.... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია, სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია, ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია, მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!
როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო, ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო, ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.
მე ასე მეგონა წარსულს ვემალები, მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები, ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს, მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
და. . . როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს, ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს, -- ბედი ჰქონდეს! – თქვა შავთვალა ანგელოსმა, -- ბედი ჰქონდეს? ხა, ხა, ხა, ხა. . . არასოდეს! – თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა, ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა. . . სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა, ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს. . . ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს, იცი, თურმე ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს, -- ბედნიერი იყოს უთქვა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
დილა გათენდა ისე თავხედი, რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი... შენ დაბრუნდები - ისე წახვედი... უბრალოდ მოხვალ თავდახრილი, მოხვალ და ხელებს თვალებზე აიფარებ, თვალებს კი სულზე, ხიდან ცრემლივით ჩამოვარდნილ კვირტად წახვეტილს გიცნობ,ფეხის ხმით, ცრემლის ფერით,დუმილით, პულსით... შენ დაბრუნდები - ისე წახვედი... ზის უშენობა და ჩემს ნეკნზე უკრავს სალამურს... რომ არ დაგვექცეს აკრულია ცაზე ცა ღვედით. ვუთხრათ სალამი... (ამ სტრი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ჩვენ გამოვივლით ქვიშიანი წლების ქარიშხალს და ამ სამყაროს ზედ დავატყობთ მჭიდრო ბილიკებს.. და ახლა, როცა ეს ცხოვრება კარსაც არ გვიღებს, გავა დროება და სტუმრებად თავად მიგვიწვევს...
ოღონდ, ძვირფასო, შენი ხელი მუდამ ელოდოს, რომ ჩემს იარებს დაეფინოს, როგორც წამალი... ოღონდ, ძვირფასო, შენი გული მუდამ მელოდოს, შენს კარს მიღებდეს და მიცავდეს მჭიდრო ამალით...
ოღონდ, ძვირფასო, ეგ თვალები მუდამ მზად იყოს, რომ გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული... ტანსაცმლის ჯიბეში ნაპოვნი დაუსრულებელი წერილი
ანა, სანგარში ვარ ახლა დაჭრილი და ალბათ თხუთმეტ წუთში სისხლით დავიცლები, ცოტაც მოითმინე, სულ სხვა აპრილიდან, ერთად გაფრინდება შემზარავი წლები.
მალე იქნება, თუ ცოტა უფრო გვიან, წლები გიწამლებენ, დროის ვეზირები, ვკვდები, შენზე ფიქრში, შიში რას მიქვია, როცა უკვდავებას მსხვერპლად ვეწირები?!
ვიცი მოგასკდება ცრემლის ნიაღვარი, თვალებს დაგიკოცნის მზიან ტუჩებს მოგბანს, ყველა გაჭირვებას მიწა მიაყარე, ყველა მონატრებას
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
და კიდევ ერთი წერტილი შენთან_ ერთი დუმილის სამაგიერო, ასეთი როლი, ჩემს ფრთებს რომ თენთავს, სადამდე უნდა ვანსახიერო, სადამდე... როლებს მიწუნებს სცენა, (აღტაცებებიც წლებმა წალეკა), და ჩემი სულის მკლავს ფოთოლცვენა და სუნთქვა ზარის_ ხვალ რომ დარეკავს და წასვლის მძიმე ნაბიჯებს მამცნობს... შენ კი დამრჩები გაუშლელ კარტად, ფოთლის დარდივიც მდუმარე კაცო, ნუ ამიცრემლებ იმედის ხატებს მოჭედილს არც თუ ძვირფასი ქვებით მა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 71 72 » |