siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-12 - 8:33 PM    
siyvaruli.in
მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…

მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა
ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს
მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა
შენი ტუჩების ნაზი ამბორი…

მახსოვს გვერდით რომ აღარ მყავდი
და შენი სითბო მენატრებოდა
მაშინ შენს პერანგს ჩავიხუტებდი
და ჩემი გულიც დამშვიდდებოდა…
  ნანახია: 587-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-12 - 8:33 PM    
siyvaruli.in
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
გშვენის ცალ უღელს,ვაჟკაცური მოუდრეკლობა.
გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა…
ვერაფრით შევძლებ შენს წი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 489-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-12 - 8:32 PM    
siyvaruli.in
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს?
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ამდენ კითხვას რატომ ვსავ?
მე ხომ ვიცი რომ ჩემზედ ლოცუ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 585-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-12 - 8:32 PM    
siyvaruli.in
ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე,
განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია,
ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს,
რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.

იყო დროება მხნედ რომ იყავი,
სიბერე უცებ შემოგპარვია,
გაგთეთრებია თმები ძვირფასო,
და გულზე ცეცხლი შემოგდებია.

წარსულის დღეებს რომ გაიხსენებ,
ჩუმად ცრემლები თვალს დაგდენია,
გულით იყავი ძლიერი კარგო,
და ეგ სიბერე არაფერია.
  ნანახია: 480-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-12 - 8:30 PM    
siyvaruli.in
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.

შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 491-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-12 - 8:30 PM    
siyvaruli.in
დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
უფრო ლამაზი ჩანხარ,
ბედნიერი ვარ შენით,
მუდამ ჩემს გულში მყავხარ…
ბევრჯერ გატკინე გული,
ცრემლიც გადინე მე და-
თუ გაწყენინე რამე-
გთხოვ,მაპატიე დედა.
ხარ ჩემი საფიცარი,
მზის სხივზე უფრო თბილო,
დღეს სულ სხვა ხმაზე მესმის
შენი ნათქვამი ” შვილო”…
ჩემთვის ხარ უფრო ტკბილი,
შენს ამაგს უფრო ვხედავ,
დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
დღეს,როცა მეც ვარ დედა…..
  ნანახია: 474-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-09 - 7:29 PM    
siyvaruli.in
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!! -ეს სიტყვები რომ გითხარი გაგიხარდა.. ბავშვივით
გაგიჯდი...გულში დამცინე და გაოცებულმა მკითხე: ”მართლა გიყვარვარო?!!” შენ
ვერც კი მიხვდი ეს გრძნობა რამდენად დიდი და გულწრფელი იყო ..ვერ მიხვდი
როგორ უყვარდი გოგონას,რომელიც შენი გულისთვის სიცოცხლეს დათმობდა..

ის დიდი და უმანკო სიყვარული რაღაც უბრალო,უმნიშვნელო,ბავშვური ”სამაგიეროს
გადახდის” სულელურ მიზანში გაცვალე..გაცვალე ისე რომ ერთხელ არ
დაფიქრებულხარ... =((
მიუხედავად ი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 586-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-08 - 3:41 PM    
siyvaruli.in
ნეტავ შემეძლოს თქვენი დანახვა, კვლავ მოფერება გულის და სულის, ნაზ სიყვარულის დიდი ასახვა, და საოცარი, სითბო წარსულის. იმ ჩვენს გრძნობას და იმ ჩვენს გაგებას, უსიტყვოდ გული, რომ ხვდება სითბოს, მაშ გაუმარჯოს, იმ მოფერებას, ასე ძალუმად სული, რომ ითხოვს... იმ მონატრებას, გრძნობას სასწაულს, როცა არა ვართ, ერთად და ვიცით, იმ სიხარულს და კვლავ იმ სიყვარულს, როცა შეხვედრის წამით გნვიცდით!
  ნანახია: 496-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-07 - 0:48 AM    
siyvaruli.in
გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი :
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი...
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი.
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 490-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-07 - 0:48 AM    
siyvaruli.in
დავიკარგები შემოდგომის ღამის ნისლებში,
წავალ სახლიდან გაპარული ცელქი ბავშვივით,
ვხედავ შეშლილი აზროვნება ყვავის სიზმრებში
და ვერასოდეს,მე ვერასოდეს მე ვერ დავმშვიდდი.

აი,მოვიდა ტკივილების ჯარი მესევა
და შენთან ყოფნა ჩემზე მეტად ნეტავ ვის უნდა?!
ვზივარ ოთახში თავდახრილი როცა ასე ვარ,
გწერ და შენს სურნელს ლექსებიდან ხარბად ვისუნთქავ.

მღლის სიმარტოვე,გაჩენიდან დღემდე მოსული,
არა,მე მივსებს მარტოობას მთვარე ხანდახან,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 584-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-07 - 0:47 AM    
siyvaruli.in
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 470-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-07 - 0:46 AM    
siyvaruli.in
ამ ღამეს ხეები ცრემლებში ათევენ
და დგანან სახლები მდუმარე ლანდებად,
ქარები ჩვეულად ოცნებას მართმევენ
და ჩემი გონება სხვა განცდებს ბარდება.

ამ გულის ხმაური მაწუხებს დილიდან,
ზეცამდე მანძილი სულ უფრო მოკლდება,
ეს ჩემი წუხილი მთვარემდე მივიდა,
ღრუბლებში დარჩება და იქვე მოკვდება.

ცრემლები თვალებში უეცრად ჩამიდგა,
რომ გარეთ წვიმები მიშლიან ნაკვალევს,
წუხელის სიკვდილი პირისპირ დამიდგა,
ეხლა კი ფიქრები იმედით გავკვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 480-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-07 - 0:45 AM    
siyvaruli.in
ისევ ჩამოწვა ბინდი ფერმკრთალი,
ღამის აჩრდილად ვიწყებ მზადებას,
ჩემს ფანჯარასთან ვდგები შემკრთალი,
ვფიქრობ,სიკვდილი არ დამზარდება.

თვალებზე თბილად მადგება ცრემლი
და შეშლილ სახეს მიღარავს ცივად,
ღრუბლების იქეთ, ღმერთო თუ მელი,
მეც წამიყვანე რადგან შემცივდა...

სხვა არა არის სიკვდილის გარდა
მარადიული,რასაც თქვენ ფიქრობთ,
რასაც თქვენ ამბობთ ის გადაგვარდა
და ჩემს სიცოცხლეს მიკლავთ და მიქრობთ.

მოვა ზამ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 573-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-07 - 0:45 AM    
siyvaruli.in
მაგარი ქალიაო-ძვირფასი ქალიაო,
ხატულა ქალიაო-გადაგრევს ვაჟკაცს.
მაგარი ტანი აქო და მწვანე თვალი აქო,
ზურმუხტი ,ლალიაო-გაგიჩენს ხანძარს
ბუნებით ქარიაო,მთვარისა თვალიაო,
კაცთ უშიშარი -ზღაპრული დარიაო.
ზღვის მარგალიტი ,ცუნამით მთვრალიაო,
სჯობს გაუფრთხილდით-საშიში ქალიაო!
მსხვერპლს არ დაინდობს,აირჩევს მიზანს,
პირდაპირ გულში გაისვრის ისარს.
დაგიმორჩილებს აგიყვანს ცაში,
ჩამოგაგდებს და გაგწყვიტავს ტანში.
გადაგიწურავს იმ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 603-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-07 - 0:44 AM    
siyvaruli.in
მინდა ფიქრები დაგირბიო,
ისე შემოვიჭრა შენში,
და მყუდროება დაგირღვიო,
გულის ხმამაღალი ფეთქვით,
სულის სიმშვიდე დაგიკარგო,
არ მოგასვენო წამით,
დღე ოცნებებში ჩაგექარგო,
ლამაზ სიზმრებში ღამით.
მინდა, საფიცრად გადაგექცე,
შენი მონატრება ვიყო,
ვიყო გაგიჟება შენი,
შენი მწუხარებაც ვიყო,
შენი გაზაფხული ვიყო
ატმის ყვავილების ფერი,
შენი სიყვარული ვიყო,
ვიყო უსასრულოდ შენი…
  ნანახია: 487-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-07 - 0:44 AM    
siyvaruli.in
ქალს თუ ყოველ წუთში
არ უთხარი "მიყვარხარ",
გულში უნდობლობა შეუღებს კარებს;
ქალს მუდამ ოცნების ტაძარში მიყავხარ
და მუდამ ფერება სჭირდებათ ქალებს.
იას თუ ყოველ წუთას წყალი არ აპკურე,
დაჭკნება, დაკარგავს შნოსა და ლაზათს,
ქალსაც ყოველწუთში ღიმილი აჩუქე
და მის სულს, ფაქიზს ემთხვიე ნაზად.
ქალი მცველს დაეძებს ერთგულს და უძლეველს,
არ უნდა ალმასი, ძოწი და ლალი,
არ გთხოვს სამკაულს ძვირსა და უძლეველს
თვით სიყვარულია საუნჯე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 508-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-07 - 0:43 AM    
siyvaruli.in
ღამით დავივლი შენი სხეულის უცხო ბილიკებს, სახეს შევუშვერ გადარეულ შენს თმათა ჩანჩქერს და ნამიანი მაგ ნაკვთების ნაცნობ ღიმილებს ჩემი თვალები დაკოცნიან სიმორცხვით ნაფერს. გადავეშვები ნიკაპიდან შენს მკერდის ზღვაში, ცხელი ტუჩებით ავაქაფებ მოვარდნილ ტალღებს და სიმხურვალე გადალესილ ცვარიან კანში ურჩი თითები დაიპყრობენ შენს იალაღებს. გამოვიდარებ ჩაბნელებულ ქუჩათა ცაზე, მე წამწამებით გადაგიგვი ყველა ქვაფენილს, ეს სიყვარული გამიზრახავს შეგაშრო ტანზე, შენ ჩემს სხეულში დაგაძინებ ხელით ჩაფენილს. და ნუ იფიქრ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 493-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-03 - 0:23 AM    
siyvaruli.in
მოწმენდილ ცაზე შენი სახე გამოიკვეთა,

გულს გაუხარდა,შენი ცქერით დაიწყო ძგერა..

თვალი დავხუჭე,შენი სახე გულში დავმარხე,

წამით დავდუმდი.ისევ ცისკენ გამექცა მზერა..

ცრემლმა დაბინდა ეს თვალები,ვეღარ შეგნიშნე..

და მე საბრალოდ ისევ მსურდა მაგ სახის ცქერა..

მაგრამ წახვედი..როგორც მაშინ..ჩემი გულიდან..

ხმას ვეღარ გაწვდენ..ვეღარ გხედავ ვეღარსად..ვერა…
  ნანახია: 579-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-03 - 0:22 AM    
siyvaruli.in
მე ჩემი სულით ბევრს ცოდვას ვზიდავ
და ყოველ ღამე მსტუმრობს სატანა.
მეძახის, მიხმობს წყვდიადი გზიდან,
ჩემს სულს არ ძალუძს ამის ატანა.

დემონი ისევ ფიქრებში დადის,
მძინავს ლოგინში, ცოდვით მოცულში,
ეს ღამეც ასე შიშებში გადის
და არვინ იცის, რა ხდება გულში.

ავ სულთა ბნელი ფიქრები მომდევს,
მზიან რიჟრაჟზე ერთი სანთელი
მეც მაქვს უფლება იმედი მქონდეს
გვირაბის ბოლოს, რომ არს ნათელი,

კაცი ცბიერი, სულით მარტი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 609-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-03 - 0:21 AM    
siyvaruli.in
ბევრი გვინახავს, დიდ ქართველობას, რომ იჩემებენ
საქართველოზე სადღეგრძელოებს ამბობენ,
ხმით აქებენ და ადიდებენ,
ფიქრში, კი ამდენადვე ზრახავენ და ამცირებენ.
დღისით აცვიათ ქართული ჩოხა,
ღამით ამ ჩოხას ფეხქვეშ თელავენ,
მეორე დღეს ისევ, ქედმაღლურად ქართველობენ.
დიდ ქართველობას არ ნიშნავს მხოლოდ
მეტყველება ქართულად, ქართულად ლოცვა, ქართულად წერა,
სიყვარული შენი ქვეყნის, ქალაქის , სოფლის
ჩოხის ტარება, ღვინოს დალევა, სადღეგრძელოს თქმა < ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 490-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<