siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:54 PM    
siyvaruli.in
არ მიყვარს ვინმე მუდამ რომ ტყუის

და თავის აზრებს თავს ისე გახვევს,

რომ გიკლავს, გიხშობს რაიმეს სურვილს,

ამდენი რამის მომსწრეს და მნახველს...

არ მიყვარს, როცა ვიღაც სულს სწამლავს,

ამ ქვეყნად მხოლოდ თავის თავს ამჩნევს;

და ვეძებ, ვეძებ მეც გამოსავალს,

ჩემი თავივით, რომ სხვაც მიყვარდეს!!!
  ნანახია: 1158-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:54 PM    
siyvaruli.in
მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 428-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:53 PM    
siyvaruli.in
"უშენოდ მოვკვდები...
ჰო,დავხუჭავ თვალებს,მოვკვდები და აღარ გეყოლები...
და იქნებ ღმერთმა უკანასკნელი სურვილი მკითხოს სიკვდილის წინ...
გინატრებ!..შენ გინატრებ და გადამარჩენ!..
როგორც იმ ზღაპარში-მაკოცებ და კვლავ ვიგრძნობ სიცოცხლის სურვილს...
ხომ იძახიან,”თუ ვინმე სიკვდილს გადაარჩინე,მერე მისი მიტოვების უფლება აღარ გაქვსო...”
იცი,ყოველთვის მიყვარდა შემოდგომა,მაგრამ მაინც სულ გაზაფხულს ველოდებოდი...
მზის ჩასვლა მიყვარდა და მაინც მის ამოსვლას ველოდებოდ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 687-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:52 PM    
siyvaruli.in
სიტყვებს ვერ ვინახავ უთქმელს, თუმცა სხეულს ცრემლი მითოვს, ისე მომენატრე უკვე, წლები არ მენახე,თითქოს!.. ბინდი გადამეკრა ძლეულს... სევდა მეპარება ბეჩავს... ეს რა დაგვემართა წლეულს- სული უშენობას ღეჭავს... წარსულს მოვინატრებ კრძალვით, ფიქრებს შემოვარტყამ სარტყელს, ეშმა მოგვეპარა მალვით, უცხო სისადავით მამხელს... სითბო შემოაკლდა სხეულს, გრძნობა მოვიხურო,მინდა... წყენას შემოხედე,ნთხეულს, -იქნებ...არაფრად არ ღირდა!.. გულზე კაპილარებს მათლი, სისხლმა მეც თავისი მიყო, მე თუ ავაზაკად ჩამთვლი, მინდა...ქრი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 516-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:51 PM    
siyvaruli.in
ღმერთო, მაჩუქე სიცოცხლე,

ღმერთო მაჩუქე წამი,

ღმერთო, არ დამაკარგვინო

ნაპოვნი ნატვრისთვალი.

მკაცრად ნუ განმსჯი, უფალო,

ნუ დამიკარგავ იმედს,

დღეს თუ სანთელს ვერ აგინთებ,

ხვალ ხომ ვილოცებ იმდენს...

...იმდენს, რომ ცრემლი მომაწვეს,

ლოცვაში დავიღალო,

მხოლოდ ამ ერთს გთხოვ, უფალო,

რომ ფრთებით დაიფარო

ის, ვინც მანახა სიცოცხლე,

ვინც მაგრძნ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 754-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:49 PM    
siyvaruli.in

შენ,უცხო მიწის ბინადარო,მოდი და გეტყვი
ვინა ვარ ახლა?ან მოვსულვარ საიდან?როდის?..
ჩემი ჯილაგი,როგორც ყველა ადამის მოდგმა,
უხსოვარ დროდან საკუთარი ბილიკით მოდის!
ვარ დედამიწის ხერხემალზე ამონაზარდი,
მუხა ბებერი და უკვდავი ვაზი ხვიარა.
ათასი ჯურის მტარვალთაგან გულდაკოდილი,
ფანასკერტელის მალამოთი ვიხვევ იარას.
მე მყავდა ბრძენი წინაპარი,სულკურთხეული,
ვინც ქმნიდა ანბანს,ვინც ისმინა ღაღადი ქვათა…
ვინც დამანათლა უკვდავება,სამარადისო
და ვინც მა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 714-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:49 PM    
siyvaruli.in
სისხლისფერ ოცნებებს შევეშვი,დამთავრდა
შემძულდა ნატანჯი თვეები წინ როა,
ტრიალებს უმიზნოდ ეს ბედის ბორბალი
ეს მერემდენეჯერ წყეული ზიროა.

ასფალტზე დაგდებულ ნაბიჯებს მივყვები
ეს შენი თვალები არ მიმზერს,მაბრაზებს
მომწყურდი,გინატრე,დამწყევლა ცდუნებამ
დახრჩობის პირამდე ვიოკებ ნაფაზებს.

შუა გაზაფხულს ვიცეკვებ ნუშებთან,
ვილოცებ ალუჩის პატარა კვირტებით
თავსხმა წვიმაში ვარსკვლავებს აგინთებ
ჩვენ ამ სამყაროს ძალიან ვჭირდ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 574-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:48 PM    
siyvaruli.in
მე ვერ ავიტან უშენოდ ყოფნას,

არ მიმატოვო ,ვით თეთრმა თოვლმა,
არ მათქმევინო,ეს მეგობრობა
სიზმარიაო,რომ აღარ მოვა.
ჰოდა,ოდესმე თუკი შეიტყობ,
უფერულდება წუთისოფელი,
არ მათქმევინო ,რომ ყველაფერი
შეჩვევაა და სხვა არაფერი.
თავს ასე ვეტყვი გაბრაზებული,
თუ მეგობრობა გამოდგა ფლიდი,
ატირებული,გაცრუებული,
მარტოდ,უიღბლოდ
ქუჩაში ვივლი.
მე ვერ ავიტან უშენოდ ყოფნას,
შენი თვალები ბევრის მთქმელია,
მე ცხ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 535-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:46 PM    
siyvaruli.in
რამდენი წლის ხარ?რამდენი წლის ვარ?
რა შუაშია თუ ისევ ის ვარ?!
აპრილის შვილი,ენძელის ხნის ვარ,
ნაწვიმარ ბაღის,უღრუბლო ცის ვარ.
რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ...
ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,
დაბალი წრის ვარ,მაღალი წრის ვარ,
რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...
ნელინელ კვდომის ,ნელინელ ხრწნის ვარ,
ღმერთების ფეხის,უბრალო მტვრის ვარ,
არაგვის,თერგის,რიონის,მტკვრის ვარ,
ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.
ატმების ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 539-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:45 PM    
siyvaruli.in
მიყვარდი?!_არა,კი არ მიყვარდი,
დაუსრულებლად ვფიქრობდი შენზე,
შენს ლურჯ თვალებზე,ღვთიურ ღიმილზე,
შენს ოცნებებზე და ჩემს გრძნობებზე...
მიყვარდი?!_ არა,კი არ მიყვარდი,
დაუსრულებლად ვდარდობდი შენზე,
მტკიოდა ყველა შენი ტკივილი,
ყველა ჭრილობა,რაც გაჩნდა მკერდზე...
გეძებდი?!_არა,მე არ გეძებდი,
უბრალოდ ჩემი თვალები გდევდნენ...
ვტიროდი?!_ ღმერთო,რად ვიტირებდი?
ეს ისე... წვიმამ მომისწრო გზებზე...
ვეჭვიანობდი?_ თუმცა ,ო,არა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 571-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:44 PM    
siyvaruli.in
არ მითხრა რომ მოგენატრე...

არც სიყვარულის ფრაზები წამიკითხო,

არ მინდა გაცვეთილი სიტყვები

და არც ის ქცევები, რომლებიც ჩვევად გექცა.

მოდი და მითხარი რომ მოიწყინე,

რომ უბრალოდ, სულ უბრალოდ გინდა ჩემთან....

მითხარი რომ ის არარეალური ფურცლების ნაგლეჯი,

რომელზეც ჩვენი ოცნებები მივახატეთ

და რომელიც არარეალურ ხეზე დაიკიდა,

სულაც არ ყოფილა არარეალური....

უბრალოდ დამანახე რომ ა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 505-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:43 PM    
siyvaruli.in
ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო,

ამ სიბნელეში მარტოს რა გინდა?

დამივიწყეთქო,ეს კი არ მთხოვო,

შემიყვარეთქო, მთხოვე თავიდან!

თვალს არ მიტკბობდე შენი სიმშვენით

ქვეყნად ისე რა გამაძლებინებს?!

თუ გაგახსენდი (ჩემებრ ვინ გელის?),

თუ მოგენატრო,გამაგებინე!

გხედავ სიზმარში,თვალს თუ დავხუჭავ,

მერე სიცხადეს ვწყევლი შემზარავს,

აქ უნდა მყავდე ახლა, ამ წუთას,

სამართალი რომ ჰქ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 470-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:42 PM    
siyvaruli.in
უშნომ ქვეყანა დააქცია და

მაინც ეხურა ნამუსის ქუდი.

ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და

უკვე შეარქვეს სახელი ცუდი...

ქალი კი არა, მზე თვალს ახელს და

ღრუბლებს უჩნდებათ წამით იარა

ლამაზის თვალში ბეწვი ნახეს და

უშნოს თვალებში ღერიც კი არა.

ლამაზის ბედი დასაგმობია...

ჰაუუუ... რამდენი ჰყოლია მტერი,

ლამაზი ყველას მისი ჰგონია,

დადის ჭორების კორიანტელი

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 449-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:41 PM    
siyvaruli.in
მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,
ჩემი ფიქრები ახლა შენია...
შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.
მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,
შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...
თითქოს გამხელის წუთები დგება
ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება,
მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან
სიყვარულს აზრი დაეკარგება..
როცა ყველაფერს ქარი წაიღე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 456-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:41 PM    
siyvaruli.in
არავის არ უთხრა,რომ მე ცოცხალი ვარ,
რომ მე შეიძლება შევიგრძნო სამყარო..
არავის არ უთხრა კაცი ვარ,ქალი ვარ
ან იქნებ ღმერთი ვარ ღრუბლები გავყარო...
რომ მე მაოცებს და მხიბლავს დედამიწა,
რომ მინდა ზღვის პირას კენჭები დავთვალო..
ან იქნებ მარგალიტს ვეძებდე ხალხში და
ვიპოვო ერთ გულში ათასი სამყარო...
არავის არ უთხრა ნაზი ვარ..ქალი ვარ..
და შუა ზამთარში ვყვავილობ,ვმაყვალობ,
ვერავინ ვერ უნდა გაიგოს ქარი ვარ,
ან იქნებ მტყუანი ვფი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 493-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:40 PM    
siyvaruli.in
* არ ფიქრობდა,უბრალოდ მოქმედებდა... მასაც უკვირდა,მაგრამ არ იმჩნევდა.. არ უყვარდა უბრალოდ მასთან ერთად იყო... ის გამოკეტილ სამყაროში ცხოვრობდა.. არ უნდოდა ,მაგრამ ცხოვრობდა.. ლაპარაკობდა მაგრამ იმას არა რისი თქმაც სურდა.. განა იმიტომ რომ არ შეეძლო??.. არა , უბრალოდ აზრი არ ქონდა... ლამაზი არ იყო ,მაგრამ იყო თავისუფალი... არ ეცვა კლასიკურად ,მაგრამ თავს კარგად გრძობდა.. არ ეკუთვნოდა მაღალ საზოგადოებას,მაგრამ ეს სულაც არ ანაღვლებდა... მან შექმნა სამყარო: თავისუფალი,გიჟური,რელური და განსხვავებული.. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 466-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-04 - 10:38 PM    
siyvaruli.in
ენგურის მინდვრებს ზეცას რომ დავუკოცნი,
რეჯეგეს მთის ქედებზე ნამათ მოვედები,
იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,
და თუ ასე კვდებიან პოეტები
სული გამექცევა ღამის ჩრდილიდან
ქალი აშარი და ბორია გალეშილი
ოსერ დამასიზმრე ჩემი არჩილიდა
მერე თვალთაკაბა, მისი ქალიშვილი.
მტერი მათრახისქვეშ ატარა ლაჩარივით
ციხესიმაგრენი რომელმან დააჩოქა,
ქართლელს რომ ჩამოახიეს ჩოხა
ქართულს რომ ჩამოახიეს ჩოხა
კოლხმა მოიკაზმა ლექსი აბჯარივით
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 426-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:53 AM    
siyvaruli.in
ნისლად დავრჩი ამოქარგულ ბილიკებზე,
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,
როგორც ბავშვი, შეგისვამდით კარგო მხრებზე,
სიყვარული, სიყვარული მომეკიდა...

გამომყევით ამ თავსხმაში ნეტარების,
საათები, წუთები და წამები ხართ,
და თუ შევძლებ ჩაგჩურჩულებთ მოფერებით,
თორმეტ თვეში, თორმეტჯერვე მყვარებიხართ.

მომიტევეთ, რადგან ძლიერ შემიყვარდით,
როგორც ნისლი, იალბუზზე გაფენილი,
წამობრძანდით, ჩემს ბილიკებს თუ იკადრებს,
ჩირაღდნები ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:51 AM    
siyvaruli.in
ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი...

ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს...

გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც

და მარტო დამტოვეთ...

გარსონ!

მე ფერებით მინდოდა მეცხოვრა...

ხურდას ნუ მიბრუნებთ-იყიდეთ ვარდები!

დამისხით ყველაზე შლეგური ოცნება!

ვთვრები და ვთავდები...

ვმთავრდები...

და სადღაც ფანტავენ ოქროზე

ლურჯი ანგელოზის შემოფარფატებას...

მაბოდე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 489-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:50 AM    
siyvaruli.in
,,შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,

იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.

წელმოწყვეტილი იები მტკივა,

შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.

წუხელის წვიმამ დატბორა გზები,

და აჩრდილივით გეძებდი ქარში,

შენ თვალებიდან გცვივა იები,

და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.

იასამნებად გეტყობა წლები,

დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,

მინდა გიყურო შორიდან გზნებით,

მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 527-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 26 27 28 29 30 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<