siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:49 AM    
siyvaruli.in
გადამდებია სიცოცხლე! გადამდებია ჭირი!
გადამდებია ცრემლები, გადამედო და ვტირი!

გადამდებია აპრილი, ია-ენძელას ფერი!
გადამდებია სიმღერა, გადამედო და ვმღერი!

გადამდებია ღიმილი! გადამდებია ქალი!
გადამდებია სურვილი, ხურო ქვეყანა ჩალით!

ჩამოთავდება საცაა ჩემი ცხოვრების ფირი!
მიწას რომ ვჭამდი, იმ მიწით, ამომევსება პირი...

გადამდებია წითელა და სინანული მწარე,
გადამდებია ვარდობის თვის ორი კვირის მთვარე...

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 616-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:48 AM    
siyvaruli.in
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე

დამათვლევინე თითზე წამები

მერე ოცნება გამაფენინე

გამაშლევინე ტკბილი ჰანგები

ბოლო სიგიჟე ჩამადენინე თუ

არ ჩავიდენ მომკლავს მშვიდობა

და მერე აღარ გამიჭირდება

შენგან წასვლა და დამშვიდობება

ბოლო სიგიჟე ჩამადენინე
ჩამადენინე არ გეტყვი აუგს
მერე სათქმელი გამაშლევინე
და მათქმევინე დღეს მე რაც მსურს
ბოლო სიგიჟეს ჩაგადენინებ
განშორებისას რომ მოვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 483-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:47 AM    
siyvaruli.in
დღეს გაწეულ სტრიქონებში ჩაგატიე,

და სიზმრები მოვუყევი ზამთრის ღამეს,

ჩემი გული შენს ხელებში მოვაქციე,

არ კითხულობ რად არ გვცივა მე და მთვარეს?!

ვეღარ ვუგებ ჩემს საკუთარ ფიქრს და აზრებს,

ვლოცულობ რომ ქუჩაში არ შემეყარო,

დრო გავიდა... ნუთუ ასე შევიცვალეთ,

არ მინდა რომ კვლავ ფიფქები მომაყარო....

ოცნებებში წარმოგიდგენ, სულს ვიმძიმებ,

ძველ პიესას ფილმებიდან გადმოვიღებ,

-,, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 440-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:46 AM    
siyvaruli.in
რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ, ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,
რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 801-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:46 AM    
siyvaruli.in
ცაზე გადინებულ ღრუბლებს აგადევნე
ორმა წაიცეკვეთ სულის სამაია,
მტკვრიდან წამოვშალე თეთრი თოლიები
ფატად მოგახვიე, როგორც ფანტაზია,

კლდიდან დაშვებული ყველა ნიაგარა,
ყველა ანხელი თუ ყველა ვიქტორია
წამით შევაგუბე
მიწას ავაცილე
ჰაერთან შევუქმენი ბედის ჰარმონია

ყველა კლასიკოსის, ნოტი გადავჩხრიკე
სონეტებს ავეხირე როგორც ქარბორბალა
მაინც ვერ გიპოვე
რიტმში გამებნიე
დავრჩი მოგონების მხოლოდ ანაბარა
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 499-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:45 AM    
siyvaruli.in
უშნომ ქვეყანა დააქცია და
მაინც ეხურა ნამუსის ქუდი,
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და...
უცებ შეარქვეს სახელი ცუდი.
ქალი კი არა მზე პირს იბანს და
ღრუბელს უჩნდება ეჭვის იარა,
ლამაზის თვალში ბეწვიც ნახეს და
უშნოს თვალებში დირეც კი არა.
ლამაზის ბედი დასაგმობია,
ჰოი რამდენი ჰყოლია მტერი,
ლამაზი ქალი სხვისი ჰგონიათ, და
დგას ჭორების კორიანტელი.
მას ხარბად თვალთა ორომტრიალით,
მიაცილებენ მამაკაცები,
განზრახვა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 558-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:45 AM    
siyvaruli.in
სიჩუმეა ოთახში, ახლა უფრო მეტად ვგრძნობ,
შენი სუნთქვის სიხშირეს, არეული ნოტიდან,
კლავიშნაკლულ როიალს ყველა ბგერას ვუბრუნებ
და მსუბუქი რითმებით, ამ ლექს პეშვით მოგიტან,
რომ ვასუნთქო ოცნებად შენი ეშხის სიმძაფრე
და ხომ იცი? მთავრდება ყველაფერი, (უდავოდ)
სანამ წლები თავისას წაიღებენ და წავლენ,
მოდი... ეგ სილამაზე ერთად გავაუკვდავოთ.
მოდი თორემ არ მყოფნის, სიტყვები და თვალებით,
წამიკითხე, გავექცეთ ამ ბანალურ სამყაროს,
მე კი ახლოს ვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 505-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-03 - 8:44 AM    
siyvaruli.in
ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ ”

სიკვდილი არ არი რა,მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი... მე ისევ მე ვარ,შენ ისევ შენ ხარ.რაც ვიყავით ერთმანეთისთვის ისევ ისავართ საუკუნოდ, ისევ ისე მომმართე როგორც ყოველთვის მოგიმართავს, ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი,ნუ მიიღებ სამგლოვიარო მწუხარე იერს.გაიცინე რაზედაც გეცინებოდა, ოღონდ გაიღიმე.... იფიქრე ჩემზე ჩემთან ერთად ილოცე, ჩემი სახელი ისევ ისე წარმოთქვი როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა ყოველგვარი ზეაწეულობის ყოვეგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 630-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 11:09 AM    
siyvaruli.in
ამ შუაღამეს ....
ვხატავ უფუნჯოდ,
ლურჯად შევღებე უვარსკვლავო ზეცის სიშავე,
არ მინდა ავყვე
ემოციის ტალღების ღელვას,
ხოდა, შემეშვი,
ვიდრე რამე არ დაგიშავე..
დედამიწაზე უაზროა ყველა შეგრძნება,
ორივეს გვესმის
სხვა სამყაროს ჩუმი ხმაური,
ერთხელაც,
წავალ, ქარს გავყვები უმისამართოდ,
როცა
ყველაფერს მომაბეზრებს აურზაური.
ფერთა სიმკვეთრეს
მზის დისკოზე თვალს ვერ ვუსწორებ
ვეღარ ვთვლი დღეებს,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 592-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 11:04 AM    
siyvaruli.in
აი ცოტაც და დაათოვს ქალაქს
ნელა, გულდასმით,
ყველა კარი დაიხშობა, დაიკეტება,
დიდხანს შეყეფენ შეცივნული ძაღლები ჩრდილებს,
ეს კომედიაც დასრულდება როგორც ყოველთვის...
მე შენს ფანჯრებზე გავითბობ ხელებს...

** ** ** ** ** **

შენს სათქმელს ისევ ქარი მეტყვის, მწარე სიმართლეს,
მერე წავალ და შენს მაგივრად ხელს მომხვევს სევდა...
დავიჯერებ თუ არ დავიჯერებ...კომედია დასრულდება,
როგორც ყოველთვის,
შენ არ ხარ ჩემთან... შენ ა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 568-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 11:04 AM    
siyvaruli.in
მომნატრებიხარ...
მილიონი თვალია გარეთ,
თვალი ცბიერი,თვალი მრუში,თვალი ართვალი,
თვალი ცისფერი,თაფლისფერი,შავი და მწვანე,
თვალი მტყუანი,თვალი ზოგჯერ ცამდე მართალი.
თვალების ზღვაა ქუჩებში და სარკმელთა მიღმა,
სასახლეებში, ქოხმახებში, მდიდრის თუ გლახის,
მუქი ვუალი ვნებით სავსე რამდენ თვალს ნიღბავს,
რკინის გისოსებს მომწყდარია თვალები ხალხის.

რამდენი თვალი დასაკოცნად ცხელ ბაგეს ნატრობს,
რამდენ თვალს მზერას გაუყინავს სიკვდილის ტ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 550-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 11:03 AM    
siyvaruli.in
გაცრეცილ ხსოვნას წარსული წამლობს
და დღევანდელის ქანცავს ზმორება,
შენ რა იცოდი პატარა ქალო,
რას მოგიტანდა დიდი ცხოვრება...
შენ რა იცოდი, პატარა ქალო,
საით მიჰქროდნენ შენი გედები,
რომ ოცნებების კოშკებთან ახლო,
თრთოდნენ ამაო ღამისთევები...
რომ იყო ქვეყნად თეთრიც და შავიც
იყო სიმრუდეც, ბედის ქილიკიც,
ამაოების უაზრო ბღავილს
ადევნებული ეკლის ბილიკი...
შენ რა იცოდი, რომ არ მოსულხარ,
დიდი კომბოსტოს მწვანე ფოთლიდან ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 505-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 11:03 AM    
siyvaruli.in
მე მჯერა მოვა ბედნიერება,
ჩამიკრავს გულში მოლოდინით უზომოდ დაღლილს,
გამინადგურებს მარტოობის ყოველგვარ სამხილს...
მე მჯერა მოვა ბედნიერება...
კვლავ დამიბრუნებს რწმენას ოცნების და ხედვას მხატვრის,
გულს აათრთოლებს ბედნიერად ყინულებს მიღმა,
მე მჯერა მოვა ბედნიერება,
კვლავ მაიძულებს გაღიმებას, შეგრძნებას ნატვრის,
დამამშვიდებელს მე მეტყვის სიტყვას...
გააფერადებს ქვეყნიერებას...
წამოაყენებს სულს – დაცემულს ხელახლა ფეხზე...
და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 2059-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 11:02 AM    
siyvaruli.in
მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…
მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…
მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს…
ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა…
დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დამშვიდდი… ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 426-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 11:01 AM    
siyvaruli.in
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 532-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 11:00 AM    
siyvaruli.in
ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს?
ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა?
ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს
მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას?
შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ,
ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს
ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ:
“ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო,
არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს,
რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს
აურევია, ვე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 525-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 11:00 AM    
siyvaruli.in
... ახლა მტკივა... ძალიან მტკივა სული....
ხელები გაყინული მაქვს და შენს თითებს ვეფერები შორიდან, რომ გავთბე....
მეშინია სიმარტოვის....
ძალიან მეშინია....
საათის ისარი რამდენჯერ უნდა დატრიალდეს წინ, ან უკან , რომ ჩაგეხუტო...
გონება დაბინდულია შენზე ფიქრით და ოცნებით...
მენატრები...
იქ, სადაც ახლა ხარ ვიცი, რომ გცივა...
ვერ გათბობ და ამიტომ გცივა....
შენც ეფერები ჩემს ხელებს შორიდან და თვალებს მიკოცნი, აღარ იტიროო...
აღარ ვიტირე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 508-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 10:59 AM    
siyvaruli.in
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...
ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...
ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...
ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...
არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...
თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...
ჩვენი მ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 470-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 10:59 AM    
siyvaruli.in
დღეს უფლება მაქვს ქალურად მშურდეს


შენი ფიქრის და ღელვის საგანთა,

დღეს შენი დღეა, მაგრამ მოვა დრო

და უჩემობა სულში გაგატანს...

ჯერ უდარდელი დღეები გიდგას

და გატაცების ცეცხლით ენთები,

მაგრამ მე მჯერა, მოვა დრო ისევ

და მტკივნეულად გაგახსენდები...

რაც ლამაზია, რაც ზღაპარია,

შენზე ფიქრებს და ოცნებებს ერთვის

და შენ ოდესმე მართლა ინატრებ

ლექსებს დაწერილს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 564-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-26 - 10:58 AM    
siyvaruli.in
ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ასე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!
ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ ...შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაში ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 398-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 27 28 29 30 31 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<