siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ l o v e ♥
2011-07-07 - 11:55 AM    
siyvaruli.in
შენთან მოსასვლელი ყველა ხიდი დავწვი შენთან მოსასვლელად გული აღარ იწევს შენთან მოსასვლელი ყველა მიზეზები ახლა უგულოდაც მინდა დავივიწყო. ვიცი არც შენ მელი, ახლა სხვასთან გხედავ სახე მაცდურ ღიმილს ისევ დაუფარავს, ახლა ისევ ისე მინდა დაგივიწყო ახლა უშენობას ისევ გადავმალავ. იქნებ შორს წახვიდე რომ აღარ გხედავდე იქნებ სიყვარულმა გული კვლავ გაგიღო მაგრამ გამახსენდა როცა შემოგხედე თვალებში ციმციმი უკვე ჩამქრალიყო. ეს ის თვალებია მე რომ შემიყვადა ეს ის თვალებია შემში რომ აინთო ახლა სად წავიდა , როგორ შეი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1108-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-07 - 11:54 AM    
siyvaruli.in
შენს ძუძუს თავებს-ალუბლის მარცვლებს დავკოცნი, როგორც ლალის საყურეს. მზე ასუფთავებს ვნებებს და განცდებს და აღგზნებული ტანზე დაგყურებს. შენ გაშლი მკლავებს, ფეხებს და თრთოლვით დაუცდი ნუშის დაკვირტულ რტოებს. გაზაფხულს კლავენ უხეში თოვლით და როგორც გუშინ მე გტოვებ! გტოვებ! მე მოვალ დილით, როდესაც შენში, სიზმარი ბოლო აკორდებს აიღებს... და ისეთ შიშველს აგიყვან ხელში, შერცხვება თოვას და გადაიღებს. მიგაწვენ ვარდის ფურცლების ზვინთან, ხარ-ირემივით მოგიძოვ ვნებას. და ისევ ბარდნის და შენთან მინდა, და რაღაც ჩ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 565-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-07 - 11:54 AM    
siyvaruli.in
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის, მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
  ნანახია: 453-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-07 - 11:53 AM    
siyvaruli.in
სიცოცხლევ ჩემო! დამათოვე ბევრი ყვავილი... ცხოვრების ნაცვლად ყვავილების ბილიკს გავივლი. ერთი სიმღერა, ერთი ლექსი კიდევ მითხარი, მითხარი, ვიდრე კვლავ დაბერავს მსუსხავი ქარი... დამალევინე! თორემ გული ფერფლად მექცევა და სიყვარული სიძულვილად გადამექცევა. მსურს ამ ცხოვრების ავ-კარგობას გავუგო გემო, შენი სიცოცხლის მინდა შევსვა სიცოცხლევ ჩემო!
  ნანახია: 562-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-06 - 4:17 PM    
siyvaruli.in
მოვალ!

უძილობა უნდა ჩაგინესტო

სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,

ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო

სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.

მოვალ!

ის ტკივილი უნდა გაგინელო

გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,

ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო

სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.

არადა...

ოთახში მარტო ხარ მგონია,

ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსუ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 463-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-06 - 4:15 PM    
siyvaruli.in
მე რომ წავიდე, განვმეორდები

მე რომ მოვკვდები,ნუ დაღონდები,

სადღაც მწვერვალზე დაგელოდები

დაღლას განვიცდი ცრემლთა გოდებით.

სული დამძიმდა სევდის ლოდებით,

შეგამკობ თოვლში ფიფქთა ლორდებით,

წვიმის დროს ცრემლით მოგაგონდები,

ქარში ტკივილით მე მოგშორდები.

აქ რომ დათბება იქ გავთოვდები,

გვიან თუ მოხვალ, ადრე მოვკვდები ,

ისე შეგეჩვიე ვეღარ გშორდები,

იქ რომ დათბება აქ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 563-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-06 - 4:14 PM    
siyvaruli.in
ისევ მივყვები ღორღიანს, ქვიანს,
ირხევა ჩემი საყურე - ვერცხლის,
შენ მოხვალ, როცა იქნება გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი.

ჩამოიშლება ტაძარი რწმენის,
და ეს თიბათვე ველებს გათიბავს,
როცა ჩაქრება ხანძარი ჩემი,
აღარ მეცმება კაბა - ქათიბა!

აღარ დავიჭერ გზისაკენ თვალებს,
სულ ჩაქრებიან ქარში ნუშები,
მე დაგივიწყებ ძალიან მალე
და შემოდგომა მოვა უშენოდ.

მერე ინანებ, რომ არის გვიან,
მოდგები ამ ჩემ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 472-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-06 - 4:13 PM    
siyvaruli.in
მარწყვის სუნმა, რა ვქნა, ისე დამაბნია,
აღარ მახსოვს,
ეს იყო თუ სიზმრად ვნახე:
ვაშლის ჩრდილში
დაშაქრულ მარწყვს გაჭმევდი და
წითელ-მოტკბოდ
დაგითხვარე მთელი სახე...
ერთმანეთი
ისე, ისე გვიხაროდა,
არ გვახსოვდა
სხვა,
(ჩვენც არვის არ ვახსოვდით),
შენს თვალებში ვუღიმოდი
ჩემს ორეულს_
ლამბაქით და პაწაწინა ვერცხლის კოვზით...
შავ-შავ შაშვსაც
თავგზა ისე არეოდა,
ალაგ-ალაგ ყალბი ბგერით გაგვიფრინ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 473-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-06 - 4:13 PM    
siyvaruli.in
– მაინც რა არის სიყვარული?იჯდა, დარდობდა და ფიქრობდაგული სამსჭვალებით მიღარულისაკურთხეველზე რომ მიჰქონდა.–მაინც რა არის სიყვარული?...სიყვარული ისეთი შეშლილიასიყვარულის ყველას ეშინიასიყვარული კი : ნამდვილია!ამ ქვეყნად ერთი ქალაქიაშიგ ქვის სახლები ალაგია,დადიან, ხარობენ, იცინიან,ჩემში კი ისეთი სიცივეა..–მაინც რა არის სიყვარული?სიყვარული ისეთი შეშლილიაშეხედეთ : ცრემლები, ცრემლები მერევაჰოი, თქვენ სამყაროს ფერადო გარსებოო, ბედნიერება, ო, ბედნიერებაო, ბედნიერება, – რომ იგი არსებობს!და ერთადერთია, ჩემ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 501-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-06 - 4:12 PM    
siyvaruli.in
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,

თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,

მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო

და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,

მისი ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა

გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,

რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

მის წინ რიგში იდგნენ: ზანგნი თუ არაბნი,

ფრანგნი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილს, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 781-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 8:02 PM    
siyvaruli.in
ბებერ მათხოვარს, ლოთსა და პოეტს,
ომის ინვალიდს, გულში აქვს ტყვია.
მაგას სიკვდილიც ვერ ეკარება,
არც ცოცხალი და არც მკვდარი ჰქვია.
ავადმყოფობა უდროო დროს წამოეპარა,
ამჯერად შვება, მოვა ალბათ-აბა რას იზამს.
არავინ მოდის მის სანახავად.
ირგვლივ არავინ მოიპოვება,
ვინც ამ სახლიდან კუბოს გაზიდავს,
დასამარხავად.
შენ იწყებ ცხოვრებას, ხანდახან ახლიდან,
მაგრამ ოდესმე, ბოლო შანსი დაგრჩება ამის.
ღირს გახსენება განვლილ ცხოვრები ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 607-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 8:01 PM    
siyvaruli.in
იცი, ძვირფასო,
ბევრი კერპი მყავს
ვაშლის ყვავილი, შენ და აპრილი
სულ სიყვარულზე მეჩურჩულება
სხივი სარკმელზე ცერად აჭრილი,
ვერა ვერაფრით ვეგულგრილები
მიწაზე იას, ცაში ასპიროზს,
აბა, მე მარტო როგორ გავუძლო
სამყაროს წარმტაცს და უნაპიროს...
მედეასავით ვნებას აყოლილს
ხან მწუხარება ისე მომიცავს,
მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემი
გადეყარო ჩუბინ მოისარს,
რომ ჩემს მკლავებში სიკვდილს ებრძოდე,
და სისხლის ტკბილი გ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 481-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 8:00 PM    
siyvaruli.in
“სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია” – ნოვალისი

“სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით” – ანაკრეოტი

“სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი

“სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი

“სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად ი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 861-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:58 PM    
siyvaruli.in
ვეღარც ლექსები ვეღარ მშველიან
ღამემ გაყიდა მწირიის საფარი,
ვეღარ ვერევი წარმართთა წყევლას
მარტოსული და მიუსაფარი.

მე მაქვს იმედი უიმედობის
ყველა იმედი უკვე მკვადრია,
დასაბამიერ სევდის ტკივილმა
მთელი ცხოვრების წერა არია.

ვინ იცის ეხლა შენი გზა კვალი
თუ მაძებარსაც ვერ უმარჯვია,
მხოლოდ ოცნების სასახლეებში
ქვეყნად სიყვარულს გაუმარჯვია.
  ნანახია: 500-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:57 PM    
siyvaruli.in
ჩვენს ქალაქში წვიმს.
ჩვენს სახლში.
ჩვენს ოთახში.
ჩვენს ქალაქში სხვანაირად წვიმს. უფრო ცივად და უფრო მარტივად.. (რაც შენ წახვედი, იმის მერე)
ჩვენს სახლში სხვანაირად ცივა.
ჩვენს ოთახში სხვანაირად ქრის.
რაც შენ წახვედი იმის მერე. თორემ მანამდე... (არ ღირს ალბათ)
შენ წახვედი. წახვედი და რაღაც დამთავრდა. დაინგრა ყველა ახლად აშენებული შენობა და სავაჭრო ცენტრი (სადაც სიყვარულს ყიდდნენ. (გახსოვს?) )
რაც შენ წახვედი, მე მაცვია უფრო შილიფად და უფრო გ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 861-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:57 PM    
siyvaruli.in
სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,

სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,

სადაც გულწრფელობა უფრო იაფია

ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,

ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,

სადაც არწივებად სხედან ოფოფები,

სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,

სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,

ქარმა ფოთლებივით აურ–დაურია

ცოდვით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 462-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:56 PM    
siyvaruli.in
შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 493-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:56 PM    
siyvaruli.in
მინდა, რომ შენი ისევე მწამდეს,

როგორც ბავშვს დედის, როგორც მზეს მთვარის,

რომ მიქარვებდე ყოველგვარ დარდებს,

მარადისობად მიქციო წამი...

გიყვარდეს ჩემი გულუბრყვილობა,

გეღიმებოდეს ჩემ შეცდომებზე,

თორემ მზე დილას ისე ტიროდა,

იმისი ცოდვით მე დავიკვნესე.

არა გჩვეოდეს გამოდევნება,

მისავიწყებელ ათას წვრილმანზე,

შეხედე მტრედი მტრედს ეფერება,

ქალს კი რა შვენის, მაინ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 486-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:55 PM    
siyvaruli.in
ჩემი სიცოცხლე, როგორც ფურცელი,

ხან გაივსება, ხან დაიცლება,

თუმცა, მე მუდამ განსაკუთრებით,

განსაკუთრებით ვაწრთე ღირსება...

თუმც გამუდმებით თან დამყვებოდა,

ბედი ოხერი, ბედი ტიალი,

და გონებაზეც ხშირად მეფობდა

აზრი ეშმაკთან თანაზიარი...

მაგრამ არასდროს, არცერთი წამით,

არ გამისვრია ჩემი ღირსება,

სულს გამუდმებით გასდევდა ბზარი,

და ახალ–ახალ ომში მიწვევდა!
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 885-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-07-05 - 7:55 PM    
siyvaruli.in
ეგებ შენი სურვილია,

დღეს ვერავინ რომ ვერ გამჩნევს,

ეგებ სწორედ ასე გინდა,

ეგებ სწორედ ასე არჩევ!

მინდა, იცი, როგორ მინდა,

შენთან მოსვლა, შენთან ყოფნა,

რომ შენს ღიმილს ასე წმინდას,

მეც ვაჩუქო ცხელი კოცნა!

მითხარ, მითხარ, კიდევ მითხარ,

მოვიდე თუ არ მოვიდე,

მეტყვი და ფრთებს გამოვისხამ,

რომ ზღვასავით გადმოვიდე!

რომ შენამდე რაც შემხვდება,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 541-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 25 26 27 28 29 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<