კოლხიდის დაბლობზე
მალარია! ხან სიმინდი უტყვია.
ვით ეს ყანა, ფარცხი, ფაცხა მეგრული,
გული კაცის მოკლულია უტყვიოდ.
ხელები აქვს უბორკილოდ შეკრული.
სასიმინდე, ნახე, როგორ მოხრილა.
ძლივს იკავებს ჩამომპალი მორები.
ტაროებიც როგორ მიყრილ-მოყრილა,
რა სიშმაგით ღრიალებენ ღორები.
არა შორი და ველური სპილოა.
არამედ სხვა, სიცხიანი დინება.
რომ გაშლილა - ეს სოველი ტილოა,
მალარიის ყვითლად აბიბინება.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
კუმისი
სილაჟვარდე მთვარის ჩუმის
მოჰფენია ცისფერ კუმისს,
ტბას დასცქერის მდუმარე ტყე
მოდარაჯე ჩამიჩუმის.
დაფიქრების, პირმოკუმვის
მოჩრდილება უვლის კუმისს,
ღელავს ფერი ხავერდისა
და სილბილე აბრეშუმის.
უეცრად შორს არღვევს დუმილს
ხსოვნა ცეცხლის და სამუმის,
და ხმა ოძელაშვილისა
სიმშვიდეშიც აკრთობს კუმისს.
1948 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ლანდი−არა-ქვეყნიური
როცა შუქი ვარდისფერი, ვარდისფერი, მორცხვი, ნაზი,
დაიღვარა განთიადზე,
როცა სხივმა ოქროსფერად მთა აანთო ბუმბერაზი,
და ბაღს ახლად აყვავებულს გადააჭდო ოქროს ხაზი,
და ყვავილებს, მორცხვ ყვავილებს მოახვია ოქროს მტვერი
და წერწეტა ხის მწვერვალებს ფრთა შეახო ოქროსფერი,
და ტოკავდა დილის ხმებზე წვეთ-ანკარა ოქროს ჩქერი,
მაშინ, ტურფავ, გადაბურულ ხის რტოებში ისე სჩანდი,
ო, საოცრად შემიყვარდა შენი ლანდი, შენი ლანდი.
ვერ ვა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების
ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების,
დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით;
უნაზესი ისმის ხმა საკრავების
ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით.
მზის გადასვლამ სივრცეები დაწმინდა.
იბინდება, იბინდება მთაწმინდა.
აჰ, ეგ თმები, ჩემს სახეს რომ ეხება,
შუქმა კარგი მოგონებით შეღება.
იყო ომი, იყო ცეცხლის დროება,
ლოდინია ახლა და მყუდროება.
ციდან მთებზე ეშვებიან კრავები,
დაღალული წყდაბა ხმა საკრავების. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ლარიქს სიბირიკა
ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე?
ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე...
აწ ჩემი ოცნება და ჩემი ლირიკა
ობოლი ნაძვია - ლარიქს სიბირიკა.
სხვა იტყვის: სად ჩვენი ქართველი პოეტი,
სად მზე კოლხიდისა და სად ჩრდილოეთი!
განდევნა მიწამა, ცამ ვერ შეირიგა
მაღალტანოვანი ლარიქს სიბირიკა.
ონეგის სიშორე, ურალის ქარ-თოვლი,
ყოფნა ლარიქსისა ცივი, მარტოული.
დღეები სითბოსი ვერვინ დაირიგა
და აღარც შენ გერგო, ლარიქს სიბი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ლაურა
ჟამსა სევდისას, მარტოობის, ჟამსა მწუხარეს,
ოდეს არსაით თანაგრძნობის ხმა არ მომესმის,
მე კვლავ ვოცნებობ ლაურაზე, იმ ლაურაზე,
რომელმაც სხივით გააშუქა სიცოცხლე მგოსნის.
სიყმაწვილიდან ვზრდიდი გულში მე იმის სახეს,
თავს ვევლებოდი ტკბილ ოცნებას, როგორც ფარვანა,
და როს პეტრარკას ნაზ სონეტებს ვიზეპირებდი,
ჩემთვის ლაურა იყო შორი, უცხო ქვეყანა:
მე არ მინახავს მისი სახე ჩემს სამშობლოში
და ვერცა ვნახავ ვერასოდეს ლაურას სა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ლეჩაქები ჯაგებზე
მატარებელიც მოიჭრა თუჯის,
ბოლს ლეჩაქებად ჯაგებზე სტოვებს,
იქ, სადაც მთები ეპყრა ელგუჯას,
სად ვეღარ ნახავ იმავ ფანტომებს.
უცებ ტრიერის გუგუნს მოისმენს
დილა ლაჟვარდი და ნამიანი
იქ, სადაც ძველად ოდით-ოდესმე
სთვლემდა "კაცია-ადამიანი”.
ახალ-ახალ გზად დაიწყებს კრთომას
ავტომობილი ელვათა მფენი,
სად მორბელაძეს, რაინდს სოლომანს,
ერთხელ ბელტებში წაექცა ცხენი
და სად
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ლილიან ფრთებით
აჰა, მშვენება! ოჰ, ეს ცისკარი
ოცნებამ ბაგით გაგაანგარა.
შემოგახვია შავი ზღვის ქარი
ლილიან ქარად - ბაგეანკარა.
მოგცა ლურჯი ცა და მინანქარი,
გადაგაქცია ლილიან ქარად,
ნუ გვიანდებით, ნუ გვიანდებით,
ეშვება ღამე ლილიან ფრთებით.
1916 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ლოცვისთვის
ვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს.
შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან.
მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებს
და შენი ლოდინის სიმღერას გავატან.
ასეთი ვარდებით ივსება აუზი,
დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა:
წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს ქაოსი!
შენ, ჩემო გენიავ, გრიგალმა დარეკა! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ლურჯა ცხენები
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მაგრამ მე რა ვქნა?
მაგრამ მე რა ვქნა. მე. ვისაც სული
მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით,
ვინც აღტაცება არ ვიცი სრული
არც სიყვარულით, არც მწუხარებით.
მე. ვისაც მტანჯველი აზრად გაუარს -
დაკმაყოფილდეს ისევ თბილისით,
ვინც ღამით დასწვავს შოპენგაუერს,
რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით.
გადია. მე ხომ ღამის ლანდები
მიგვიანებენ საყვარელ ნდომას,
სიკვდილში როდი ვეჭვიანდები,
ვხედავ შეცდომას.
მე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მაინც დავიმსახურე
მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.
გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით,
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.
ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მაისის ისრით
ამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები,
კარგია თრობა.
არ მებრალება მე ჩემი მტრები,
და ვიცი მტრობა.
მაისის ისრით იჭერს ამური
მოვერცხლილ ნავებს
და მთვარე, თეთრი სიასამური,
მირეკავს კრავებს.
არაფერია! ისევ ის მშვილდი
დაჰხარის მდელოს.
იმ სადღეგრძელოს უზეცისშვილდი,
იმ სადღეგრძელოს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მამული
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა
და მელანდება მე მის წიაღში,
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება,
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მარადიული ოქროს კალმებით
თითქოს მხრებს ესხას ბრწყინვალე ჩოხა;
დღეთა ულმობელ სასაფლაოსთან,
ჩვენი მღელვარე ოქროს ეპოქა
ჰქმნის სულ სხვა ახალ ვეფხისტყაოსანს.
განთიადისას ალნაღვივები
კრთომა-კანკალით და მისალმებით
ფერებს ყაზბეგზე სწერენ სხივები
მარადიული ოქროს კალმებით. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მარმარილო
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, -
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!
სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,
და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;
გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:
ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მარტონი ვართ
ოჰ, რა ტკბილად ეძინება ღამეს მდუმარს და ფერმიხდილს!
მარტონი ვართ, ჩემო კარგო, ყური უგდე ჩემს სუნთქვას ფრთხილს...
ველთა შორის გამოისმა ხმაურობა მშვიდი, წყნარი,
და ყვავილებს ზედ დააკვდა მონავარდე ცელქი ქარი...
ჩუმად გეტყვი, მარტონი ვართ, მივლის ფიქრი ამაზრზენი,
მთელი გულით მე შენი ვარ... სამუდამოდ შენი, შენი...
შემიძლია დაგივიწყო? - მიპასუხე, ამიხსენი,
მთელი სულით მე შენი ვარ... სამუდამოდ შენი, შენი! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მას გახელილი დარჩა თვალები
მზეო თიბათვის, ყოფნა უმზეო!
მზე მიიცვალა ღია თვალებით!
ის მიიცვალა რაღაც უმწეო
და საოცარი გარდაცვალებით!
მას გახელილი დარჩა თვალები,
ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!
ის უცხო მხარეს გარდაიცვალა
და გახელილი დარჩა თვალები!
და ეს თვალები საღამოთა ხმას
უსმენდნენ ტანჯვით და მოკრძალებით:
მას გახელილი დარჩა თვალები,
ოჰ, გახელილი დარჩა თვალები!
რა ხდება იქით! საიდან ისმი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მატარებელში
მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიჰქრის ბინდებად,
ახლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მატარებლიდან
შორით გამოჩნდა ფოსტა,
იჭერს წერილებს მაღლით
გაჩერებული ხბოსთან
ბიჭი პატარა ძაღლით.
გვიან ყვავილთა რიგით
ბაღი თანდათან ცხრება,
აქეთ - სადგური. იქით -
მშვიდ სოფლელების კრება.
მოდის სოფელი, როგორც
დამსვენებელი ჩრდილი,
რაღაცას მღერის გოგო
მშვენიერი და ზრდილი.
აჰა, ღამდება. ბიჯი
და - აქვე არის სახლი.
მიდის წერილით ბიჭი,
ხბო და პატარა ძაღლი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 24 25 » |