siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
თასი
2011-04-22 - 6:08 PM    
თასს სადღეგრძელოს ხელში ვიღებ

ასსა და ათასს.

დაე, ესმოდეთ: ერთმანეთის

გატანა ვიცით.

შეხედეთ ამ თასს, მეგობრებო,

შეხედეთ ამ თასს,

იგი სავსეა არა ღვინით,

არამედ ფიცით.

ქართველის ფიცით, ვისიც ახლა

ისმენთ გულისთქმას,

მარად ერთგულის გრდემლის, კალმის,

ხმლისა და გუთნის,

მებრძოლის ფიცით, რომ არასდროს

არ ჩავაგებთ ხმალს -

მის დასაცავად, ვის სიცოცხლე

ჩვენი ეკუ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 564-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თბილისი
2011-04-22 - 6:07 PM    

ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,

სახლებზე ადის ფერადი ბოლი

და კიბეებზე, ვით ვინიეტკა,

დაფენილია დაფნის ფოთოლი.

ჩნდება სინათლის ჩქარი ქაფები.

გზებზე ქარივით მოქარავანე

და აიმართნენ, ვით ჟირაფები,

მთა არსენალის და მთა სავანე.

ეს შეღამება ნათელს დამათოვს,

მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას.

ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს,

ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.

და მესიზმრები ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 604-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თბილისს სძინავს მძიმე ძილით
2011-04-22 - 6:07 PM    

თბილისს სძინავს მძიმე ძილით,

მხოლოდ მტკვარი ხმაურობს,

ვარსკვლავების თეთრი თრთვილით

ქარს სურს გვამოგზაუროს.

და ჭრიჭინა ჰაერს ბზარავს.

მკათათვეა. ლანდები.

არც ვოცნებობ, არც არავის

ზრუნვას ვუგვიანდები.

სულში კოშკი არ შენდება.

ახლა აღარც ღმერთია,

საცა არის გათენდება:

ყველაფერი ერთია.

  ნანახია: 502-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თეთრი ქარები
2011-04-22 - 6:07 PM    
დადგა თეთრი ქარები,

დაითოვლა მთა-ბარი,

ქარის გამოძახილი

ისმის, როგორც ზღაპარი.

იგი - ოთხი დობილი,

ოთხი ქარით გამხდარი,

გაზაფხული, ზაფხული,

შემოდგომა, ზამთარი.

ამბობს თეთრი გადია,

ახსოვს ასი ზამთარი,

ასი წელიწადია -

თოვლით დახრილ ტოტებზე

კანკალებდა ბეღურა,

მიწას თოვლი ფარავდა,

ცის ფანტელი ეხურა.

გაქრა იგი ბავშვობა

და ოცნებებს ედება,
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 477-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თემა
2011-04-22 - 6:06 PM    
ტბის ბროლება ელექტრონის

სიცილს იჭერს,

არაგვიდან ატრიალებს

შუქთა გიშერს,

აქ ახალი სიხარულის

ხელმა ჩადო

კილოვატთა ფოლადის და

რკინის ჯადო.

და მაღლიდან ცისარტყელას

ალთა ცემა

მუდამ მძაფრი და ნათელი

არის თემა.
  ნანახია: 371-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თვალები
2011-04-22 - 6:06 PM    
შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,

უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში...

და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ

უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.

და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის

ასე სასტიკად გექცევა ბედი,

რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,

რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.

მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,

რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,

მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ

ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 568-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თვალით ვეღარას ვხედავ
2011-04-22 - 6:06 PM    
თვალით ვეღარას ვხედავ,

გული მოელის დანას,

რისთვის გამზარდა დედამ,

რისთვის მეტყოდა ნანას?


გადაქცეული ახოდ -

გრძნობაც ისეა, განა?

ჭალის ყანები ვნახოთ:

შენ რაღას იტყვი, ყანა?


თვალი წაიღო სევდამ,

როგორ აჟრჟოლებს ყანას...

რისთვის გამზარდა დედამ,

რისთვის მეტყოდა ნანას?


1914
  ნანახია: 435-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თიბათვე გავიდა
2011-04-22 - 6:05 PM    

თიბათვე გავიდა. აჭრელდა ქათიბი,

იქ, სადაც ყელამდე ღელავდა სათიბი.

მეც მალე ჩრდილოეთს ვეწვევი კიდობნით,

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!

მევახშის ხელში ვარ! დამედო ვალები!

ოჰ! უნდა გავყიდო მამული, ჭალები!

რა გზაა: მე მიკვირს, რომ დღემდე გავძელი!

სასახლეც გავყიდე... სათიბიც ავცელე!

  ნანახია: 464-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თოვლი
2011-04-22 - 6:05 PM    

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 548-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი
2011-04-22 - 6:05 PM    
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,

დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.

ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.

გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.

იფანტება თეთრი ფიქრები, იფერფლება ხელნაწერი,

ნუ ჩამიქრები... და იქაც, შიგნით, სულში...

თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი...

1915
  ნანახია: 483-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თრთის დასავლეთი, აწითლებს ზღვას...
2011-04-22 - 6:04 PM    
თრთის დასავლეთი, აწითლებს ზღვას ზეცის კაშკაში.

ზეცის კაშკაშში არეულა უცხო ხაშხაში.

თანდათან ციდან ძირს ეშვება ღამე სამხრეთის,

ნელი მიბნედით გადივლის ზღვას და მთებში შედის.

- ღამე მშვიდობით! - ამბობს ქალი. ცა მოწამეა.

- ღამე მშვიდობის, მაგრამ განა ახლა ღამეა?

რამ დააღამა?! გულში დილა გათენდა გრძნობის.

დილა მშვიდობის! შენ კი ამბობ: ღამე მშვიდობის!
  ნანახია: 536-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ი. ა.
2011-04-22 - 6:04 PM    
ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი

ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით,

და მწუხარების მალენიავში

მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა:

შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!

მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,

და გაისმოდა დების სიმღერა.
  ნანახია: 491-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იავნანა
2011-04-22 - 6:04 PM    
შენ იძინე

პატარა ხანს,

მე არ მძინავს

ამ ქვეყანას,

მე გიმღერებ

იავნანას.

ნანა-ნანინა.

რომ დაიცვას

დანაშვენი,

ჩვენი მიწა

და ნაშენი,

ომში არის

მამაშენი.

ნანა-ნანინა.

რომ წავიდა -

დამიბარა:

გამიზარდე

ეს პატარა,

წამოვიდეს

ჩემთან ჩქარა.

ნანა-ნანინა.

მან იგრძნო, რომ

ჩვილზე ჩვილი

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 524-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იგი დრო ენამ ვერ გამოხატა
2011-04-22 - 6:04 PM    

თუ ყურს უგდებდი ბარიკადის ხმას ჩასაფრებულს,

თუ ყურს უგდებდი ყუმბარების სიმღერას მწარეს,

იგი ჰანგები ტალღას სცემდა გულს გამძაფრებულს,

იგი გვამცნევდა მისაწვდომელ ჰანგების არეს.

ვერა, ბუნებავ, სუსტი ენა ვერ გამოხატავს

ცხრაას ჩვიდმეტის სიდიადეს და აღმაფრენას,

არ შეუძლია, მის წინ რამ სთქვას ენას მომაკვდავს,

აღარ აქვს ძალა იმ ძალასთან უბრალო ენას.

თუ ყურს უგდებდი ცეცხლს და გრიგალს მრავალ შვენებით, < ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 454-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იდეა
2011-04-22 - 6:03 PM    

რწმენით იარ, იარ, იარ!

მტკიცე გქონდეს ბიჯი!

ყოველ ნიჭზე ძლიერია

ქვეყნის დაცვის ნიჭი!

ასე იყო და ასეა

ბრძოლა ჩვენი მიწის,

რწმენა ბევრად ძვირფასია:

მან გატანა იცის.

ურყეველი რწმენის მტერი

გზას ვერა-რით აგნებს,

როს სხვადასხვა გზით უცქერის

ათასნაირ საგნებს.

საგანიც ფერს მისთვის ხშირად

იცვლის იმის გვარად -

როგორ ხედავ, რანაირად,

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 683-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!
2011-04-22 - 6:03 PM    
ბუმბერაზ ზღვის კიდე,

ცის კიდე.

ომია, ღელვა თუ სიმშვიდე,

იდიდე, იდიდე, იდიდე!

იბრძოდე, სჭედავდე თუ მკიდე -

წინაპრებს ჰბაძავდე სიკვდიმდე,

დედაო ქართლისავ, გმირთ ზრდიდე -

იდიდე, იდიდე, იდიდე!

მრავალწელს მუხანათს შიშს ჰგვრიდე,

იმრავლე, იცოცხლე, იმკვიდრე!

ჩანგები გულისკენ მიზიდე,

იდიდე,

სამშობლოვ,

იდიდე!
  ნანახია: 470-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იერი
2011-04-22 - 6:03 PM    
იყო დილა მშვენიერი

დილა ფერადი,

მაგრამ უცებ წამოვიდა

ცაიერადი.

ასე იყო შენი დილაც

ბედისწერამდი.

სანამ ყოფნის არ დაგკრავდა

ცაიერადი.

რომ იჭექა, გზა დაყრუვდა

სერით-სერამდი,

და მაისის წამოვიდა

ცაიერადი.

ეჰ, წამოდი, ჩემო წვიმავ,

მგონი, მეღირსა

მოთმინებით მეგრძნო რისხვა

შენი მეხისა.

რომ შენს ღელვას შეუერთდეს

ლურჯი მერანი,

ცაიერ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 522-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
2011-04-22 - 6:02 PM    

ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია.

მესმის რულში, როგორც ყრუ ელეგია,

მატარებლის დამღალველი ხმაური,

რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.

მე ვიგონებ ვნებას სიყმაწვილის დროს,

მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!

ყველაფერი სიზმარივით გათავდა,

რასაც გული სიყრმით დაიხატავდა.

მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,

მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 575-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იმიტომ ხდება რევოლუცია
2011-04-22 - 6:02 PM    

იმიტომ ხდება რევოლუცია,

და დაგრიალებს მსოფლიოს თავზე,

ჯვარედინებზე მყოფი პოეტი

ახალ სიცოცხლით შეიქნეს სავსე.

იმიტომ ხდება რევოლუცია,

რომ მოიტანოს დიადი რწმენა,

გვჯეროდეს საქმე და სიხარული,

აღფრთოვანება და აღმაფრენა!

იმიტომ ხდება რევოლუცია,

მისთვის გაისმის ტყვიის ზუზუნი,

რომ პოეტების არ გაისმოდეს

უიმედობა, კვნესა, წუწუნი!

იმიტომ ხდება რევოლუცია,

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 558-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ირაკლი, მომგები ასი ომის
2011-04-22 - 6:02 PM    
ყოველი მხრიდან ჰბერავდა ქარი,

მაგრამ ქართველი ქედს არ იხრიდა,

ოდეს სამშობლოს გარს ერტყა ჯარი

ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

და ხმალს ფერავდა მეფე ირაკლი

და იგი ხმალი ელვასებრ სჭრიდა,

ერთ მებრძოლს ასი ეხვია მტერი

ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

ლომო ირაკლი, იბრძოდი ისე -

შენს ხმალს არასდროს ბედი არ სცრიდა

და გაოცებას იყო მსოფლიო

ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

მრისხანე სტვენა იმა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 535-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 24 25 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<