siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ეფემერა
2011-04-22 - 7:26 PM    

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები

ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,

იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები

გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.

ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია

ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,

ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,

ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.

ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება

ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება. ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 615-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვარ გენია რიმანელი
2011-04-22 - 6:16 PM    

ვარ გენია რიმანელი,

მესმის ქართა მქუხარება,

მეფინება წვიმა ნელი

და დემონის მწუხარება.

დავიწყებულ სიმებისგვარ

ფერით ოხრავს ვილანელი,

მე მდუმარე გენია ვარ...

და გენია რიმანელი.

ყრუდ ვუსმენდი ლიუციფერს,

ის ბრძოლაში მივანელე,

ვგმობ სამარეს და სიბერეს

მე, გენია რიმანელი.

ვარ გენია რიმანელი,

მესმის გულით მქუხარება,

მეფინება წვიმა ნელი
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 480-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვარდები
2011-04-22 - 6:15 PM    
მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი,

ნაცნობ ბაღისკენ მივემართები,

სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი,

ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.

დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს

ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი,

მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი,

სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.

დაე, მაისის ხატავდეს ხელი

ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.

რომელი იყო პოეტი წრფელი,

რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?

ვარდები იგი ელადის გემმა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 518-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეზუვი
2011-04-22 - 6:15 PM    
მხოლოდ მთა იგი...

იდგა მთა იგი

დემონის ხელით

მძლავრად ნახატი;

იწვა კლდე კლდეზე,

იდვა ქვა ქვაზე

და იყო მხოლოდ

ქვათა ღაღადი.

ქვას გული არ აქვს

(როგორც შენ არ გაქვს,

ამაოებავ

დაუვიწყარო).


უცებ ქვა გასკდა

და მის სიღრმიდან

ამოჩუხჩუხდა

ცეცხლების წყარო.

ასე, პოეტის

ბედიც: დუმილი

დიდხანს აწვალებს

ქვათა სიმძიმით.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 416-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვერსად, ვერასდროს…
2011-04-22 - 6:15 PM    
ვმოგზაურობდი... მე მინახავს მუდმივი თოვლით

შემოსუდრული კავკასიის ამაყი მთები,

იმათ ალერსში მსურდა შენი გადავიწყება,

მაგრამ, აჩრდილო, წუთითაც კი არ მავიწყდები!

თერგის მშფოთვარე ხმაურობას მე ყურს ვუგდებდი

და შევაჯერე დარიალის ბილიკ-კორდები,

განშორებითა მსურდა შენი გადავიწყება,

მაგრამ შენს აჩრდილს, სიცოცხლეო, ვეღარ ვშორდები!

…და ვმოგზაურობ... კიდით-კიდე, ზღვა და ხმელეთზე,

მიჰქრის, მიტაცებს მწუხარების ამაო ფრთები ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 509-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვერხვები
2011-04-22 - 6:14 PM    

ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი

და ტყეს მთებისას გაიფრენს აფრად,

ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი

აშრიალდება უშორეს ზღაპრად.

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს

ძველი ღვინის სმით, უგონოდ, მძაფრად;

სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს

მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ.

სად როდის, რისთვის, არ ვიცი, არა!

იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ...

ღელავს ფოთლების მწყობრ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 538-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს...
2011-04-22 - 6:14 PM    
ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს,

არაა ძნელი მთების დადნობა,

რომ ცისკარისკენ მაღალ ანგელოზს

ესაფეხუროს ლალის ტატნობი.

ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი -

ახალი დროის დიდი მესია,

მედგარი მხრებით რომ აიტანა

მთაზე დიდება და პოეზია.

1915
  ნანახია: 395-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვით არ მიყვარდეს სამშობლო ჩემი
2011-04-22 - 6:13 PM    

ვით არ მიყვარდეს სამშობლო - ლამაზ

და სურნელოვან ველებით სავსე!

ნანგრევი, რაიც სცდება აკლდამას

დაუცხრომელი მდინარის ხმაზე!

ვეტრფიალები მაისის საფლობს,

კორდებს საირმეს, ველებს სათაფლოს,

აფერადებით რომ სცდება დაბლობს,

მიდის თანდათან და ადის მთაზე!

მუდამ ხმაურობს დაუღალავად

ჩემთვის მყინვარის გიჟი მდინარე,

მასთან ყრმა ვიყავ, და აწცა ყრმა ვარ,

მოუსვენარი, დაუძინარე.
< ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 530-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვინ არის ეს ქალი?
2011-04-22 - 6:13 PM    

მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯი ცხენი,

გადვიჩეხე,

უკურნებლად დაჭრილი ვარ...

დამეხსენი!

შეკიდებიან მთვარეს, როგორც მძიმე მტევნები,

თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები,

ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად.

სადღაც შორს მუსიკა კითხულობდა:

ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი

ასეთი ცისფერი?

ჩახმახის წუთი, ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,

შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 532-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვინა სთქვა?!
2011-04-22 - 6:12 PM    
დაბლა ყრია ქვა და გუნდა,

ხმელი ნეშო, რკო და წაბლი,

მაღლა მთაა, სადაც უნდა

გადაფრინდეს დირიჟაბლი.

გაოცებით მწყემსი წყნარი

ისმენს ციურ დაირასა;

ვინა სთქვა, რომ ზეცის კარი

სამუდამოდ დაირაზა?

ქვევით სახნის-კავის მდელო

მიაქვს დროთა უხსოვრებას,

ახალს აგებს საქართველო

ბედნიერს და მძლე ცხოვრებას.

მაღაროდან მადნის სრული

ფენა შუქად დაირაზმა, -

ვინა სთქვა, რომ მიწის გულ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 506-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვისმენ დანატრულ ხმას
2011-04-22 - 6:12 PM    

ალვა მწვერვალსა ხრის,

ნაზი ტარივით სწორს,

მთიდან ნიავი ჰქრის

შორს, უბოლოოდ შორს.

შევხვდით ისევე ჩვენ,

გზით მიმავალი გზად,

კვლავ მოგონებებს მფენ,

მაგრამ არ ვიცი: რად?

მზე გიოქროვებს თმას,

ვით მონიავე რულს,

ვისმენ დანატრულ ხმას

და ვერ ვიმშვიდებ გულს.

ფრთადაღალული დღე

სცდება დასავალ ცას,

გარინდებული ტყე

ფიქრობს, არ ვიცი - რას?
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 572-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
2011-04-22 - 6:11 PM    
სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!

მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება

მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ

გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,

მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

სიკვდილივით მარადია სურვილი

მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,

ყველაფერში შუქით შემობურვილი:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თუ სამშობ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 557-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვწერ ვინმე მესხი მელექსე
2011-04-22 - 6:11 PM    
ვწერ ვინმე მესხი მელექსე,

რაც კი მივლია მე გზები,

ჯერ ლექსი მწვავდა, მერე - მზე,

ჯერ - მზე და მერე - ლექსები.

იყო ნაკვეთი შაირი,

როგორც ნასროლი ისარი,

ხან - სროლა ქუხილნაირი,

ხან - რხევა სამაისარი,

ხან - საკვნესარი დაირი,

ხან - ჩანგი მოდაისარი,

ის არის სუნთქვა, ჰაერი,

მთელი სიცოცხლეც ის არი!

შმაგი, ვით ვეფხვი დაჭრილი,

მშობლიურ მთა და ველებზე

ვარ ოცნებისთვის ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვწყევლი სიყვარულს!
2011-04-22 - 6:10 PM    
ოჰ, ჩემს ვნებისგან დაცლილ სიცოცხლეს

რომ მოვლენოდი ათის წლის წინათ,

ის მხოლოდ შენ ერთს, შენ დაგსახავდა

ოცნების მეფედ, მზიურ გვირგვინად!

მაშინ ალერსი ისე მწყუროდა,

ისე ველოდი ტკბილ თანაგრძნობას,

ისე ვათევდი უძილო ღამეს...

ეხლა კი ვწყევლი, ვწყევლი მე ტრფობას.

მან ამოაშრო გულის სიღრმიდან

აუხდენელი ოცნება ნაზი.

და მთელ სიცოცხლეს სულით ობლობის

წითელ ზოლივით გაავლო ხაზი.

ეხლა რაღა ვარ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 487-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ზამთრის მოტივებიდან
2011-04-22 - 6:10 PM    
ქვეყნად კვლავ მოდის დაფარულთა ფერთა ხსენება,

მტრედისფერ გზებზე უთეთრესი გედით რხეული.

იქ, სადაც მეფობს მისი ძილი და განსვენება,

სიმაღლეების სიზმრებია ზამბახეული.

თოვლზე უთეთრესს, მე არ ვიცი, მას რა დავარქვა.

მისი მოვლენის ზმანებისთვის მეპოვა დარდი,

იყო ახალი ყვავილების ცეცხლთა აქარგვა,

და იგი მხოლოდ ქვეყანაზე დარჩა წარმართი
  ნანახია: 575-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ზევით ასწიეთ მზე, ზევით!
2011-04-22 - 6:09 PM    

მზეს შევნატროდით, ვკვნესოდით,

ცრემლს ვღვრიდით შუაღამისას,

მხიარულება არ ჰქონდა

დაწყვეტილ სიმებს ჩანგისას.

მზეს შევნატროდით, მზე გვსურდა,

მზე ცხოველსხივებიანი,

თავისუფალი, ძლიერი,

ახალი - განგებიანი.

მზეს შევნატროდით და ისიც

გაბრწყინდა სასაფლაოზე,

დისკო-გადახრით აენთო

წყვდიადით მოცულ ქაოსზე.

ხელი ვკართ... ისევ ისევე

ცრემლებს ვღვრით შუაღამისას, < ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 522-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ზღაპარი
2011-04-22 - 6:09 PM    
მდინარის პირად ხეივანში ყოველ საღამოს

ორი ქალწული მემორევე ჩრდილად გახდება.

ისინი ჩუმად გადიხდიან ლეჩაქთა სამოსს,

თვითონ მდინარეც და დუმილიც გალეჩაქდება.

ტყის პირად სხედან ნაზნი, წარბებგადახატულნი

და თავს ადგანან თავადები ნაბდიანები.

ეცემა თმები ლურჯ სარკეებს, ვით ნაკადული,

სჩანს: სასიკვდილოდ ამ სიყვარულს არ ვენანები.
  ნანახია: 684-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ზღაპრებიდან
2011-04-22 - 6:09 PM    

ქართული ოდის აივნის გვერდით

მე მახსოვს მუხა, -

მუხიდან ტყისკენ ბილიკი ფერდად,

ვერხვები სწუხან.

ტყიდან ოდისკენ ბილიკი მოდის,

ახლოა მოლი.

ამოდის მთვარე, და ძველი ოდის

იშლება ზოლი.

დგას აივანზე ლამაზი ქალი:

მოწყენით ნუ ხარ!

ტყე შრიალებდა, - იყო ტყის ძალი,

შრიალებს მუხა.

პირიმზე, ჰაა? ხედავ, პირიმზე!

ამოდის მთვარე.

ტყე განათდება ქედზე - < ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 523-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ზღვა ახმაურდა
2011-04-22 - 6:08 PM    

ზღვა ხმაურობდა

ყრუ ხმაურობით,

ანძა გრიგალის

მეთაურობით

მოგზაურობდა.

ძარღვებს თანდათან

ეს უცნაური

წეწდა, არღვევდა

აურზაური,

ზღვა ხმაურობდა.

ძარღვებში სისხლის

წვეთი ყოველი,

იმ სიმფონიის

ვერ დამტეველი,

გრიგალს სწყურობდა,

დენის ყოველი

მცირე ატომით,

ძალგამეტებით,

ძალგადაკვდომით

ზღვა ხმაურობდა. ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 525-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თანდათან, თანდათან ახალი ქვეყანა შენდება!
2011-04-22 - 6:08 PM    

რამდენიც მძლავრი

მკვიდრდება სახლი

და ემატება

აგური აგურს,

თვალი სიახლეს

ხვდება სიახლით,

გულიც უჩქარებს

რიტმს ამხანაგურს.

არაფერია -

თუ ამ ლექსთა ცვლის

სისწრაფეს ბევრი

თვალსაც ვერ მოჰკრავს.

ცოტათი მაინც

სისწრაფე მისი

ჰგავს ჩვენთა დღეთა

კინემატოგრაფს.

ვინ იფიქრებდა,

რომ ამოდენა

გრანდიოზული

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 459-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 24 25 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<