siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2011-02-21 - 7:18 PM    
მე შენთან შეყრის შორი იმედით
ძალმიძს, ვიცოცხლო ათასი წელი
და თუ მოვაღწევ, გამიკვირდება,
რა უცებ გპოვე, ოცნება ძველი.
თუ ვერ მოვაღწევ, მაინც ტკბილია
ეს გზა – იმედის ცრემლებით სველი.
რა ვუყოთ, განა ყველა ეწია
მიზანს, ვინც განვლო ქვეყანა ვრცელი?
ან ვინც დათესა, მოიმკო კიდეც?
მთიბველს ყოველთვის გაუჭრის ცელი?
მე შენმა ტრფობამ უცებ დამძლია,
აღავსო ჩემი არსება მთელი.
ეს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 496-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:18 PM    
ქეთ!
ისევ დეპრესია?!
ეგ წყეული!...
მოდი, თავიდან ამოშალე!
განა სიხარული ადვილია?!
ერთხელ ბოლომდე გადმოღვარე
ცრემლები-
ფუტკრის ნაკბენები
დაგსუსხავს, მაგრამ მოგესვება,
ზოგჯერ ტკივილიც სალბუნია,
ჰოდა, თუ ასეა, მიაშავე,
ცრემლები
გველის ნაკბენივით
დაგგესლავს, მაგრამ გათავდება,
გგონია, ყოველთვის ადვილია
ბედნიერება ან აღმაფრენა?!
ხომ იცი, ცხოვრება ასე არის, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 484-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:17 PM    
გემუდარები, გამიღე კარი.
სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა,
მე მოგიტანე ახლა პეშვებით,
გემუდარები, კარი გამიღე!
ასე ადვილად ვერ შევეშვები
დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს
და რწმენისა და იმედის ლოდებს
ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას.
...სისულელეა ჯიუტი ღობე
ყინულოვანი, თეთრი თითებით,
მე თუმცა მთვარის სატრფოდ ვითვლები,
მაინც მთავარი დავტოვე შენთან -
უბავშვურესი სულის მ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 520-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:17 PM    
გამომიგონე...
ღამის ჩრდილიდან გამოთალე შენი ოცნება და დამამსგავსე,
მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,
უპატრონე ჩემს მონატრებას,
ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან საბოლოოდ ამომათრიოს...
გამომიგონე...
მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 590-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:17 PM    
გიყვარდეს, სანამ შენც უყვარხარ ვინმეს,
სანამ მაისის ყვავილებით დღეა გამთბარი......
სანამ ჯერ კიდევ მოსვლის პირი არ უჩანს ყინვებს.....
და სილამაზეს არ ესტუმრა შენსას ზამთარი.
გიყვარდეს, სანამ შეგიძლია კიდევ გაფურჩქვნა....
როგორც ნაზ ყვავილს, მზის ამოსვლა დღეს რომ აუწყო.
გიყვარდეს, სანამ სილამაზე თვალს არ გაუჭკნა.....
და შუბლს ნაოჭით გადახაზვა დრომ არ დაუწყო.....
ხომ იცი, აისს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 482-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:17 PM    
მე ძლიერ მიყვარს შენი სიცოცხლე
და ვარ შენს ღიმილს შეყვარებული.
მეგონა ისევ ავცურდი ცისკენ,
შენს მზეს ვიყავი მონატრებული.
მე არ მინახავს უსხივო ზეცა,
კვალზე მომყვება ბილიკი წვიმის.
რა სიმშვიდეა! მე ამ სიცოცხლეს
ვით ვარდის კონას უსიტყვოდ ვყიდი.
ვჩურჩულებ, დარდი სულგანაბულა,
ასე უსიტყვოდ დავნებდი თვალებს.
დუმს სხვა საუნჯე შენი სისრულით
და ყველა სვეტზე შენს სახეს ვანთებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 427-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:16 PM    
ჩვენს წილ სიზმრებში რა ხანია უკვე მოთოვა
და ბეღურებმაც შეაფარეს თავი აივნებს.
მეზობლის ქალებს გაეყინათ თოკზე სარეცხი
და გულში წყევლა შეუთვალეს აშარ ამინდებს.

ქალაქი თეთრი. და ოთახში ფარდები, სითბო,
ვწევარ და ასე სიცხიანი ვზომავ სტრიქონებს,
მახველებს ისევ, როგორც გუშინ ან იმის წინათ
და უკვე ჩემთვის შენს თვალებს და შენს თმებს ვიგონებ.

არ ვიცი, იქ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 403-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:16 PM    
მე ყველა ქალში შენს თვალებს ვხედავ
მე ყველა ქალში შენს ტუჩებს ვკოცნი...
მიყვარხარ ისე, რომ იქცე მზედაც
შევისხამ ფრთებს და ზეციდან მოგხსნი.
თუ ქალი მიყვარს, ეს ქალი შენ ხარ!
მიყვარხარ სხვაზე არ გაცვლის ნიჭით,
თუ ვცოდავ, ისევ გღალატობ შენთან
და ზოგჯერ ასე ღალატიც მიჭირს.
შეძრული სულით, შიშველი ვნებით,
გელტვი და მარად სურვილად მექეც,
შენ ერთი მწამხარ განგების ვნებით
და ალბათ შენი ბრალია ეგეც.
მეღვრები სულში ოცნების წვიმად,< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 559-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:16 PM    
ბრმა ვიყავი და თვალი ამიხილე...
ყრუ ვიყავი და სმენად მაქციე...
მუნჯი ვიყავი, ხმა ამოვიღე
და შენს მეხოტბედ გადამაქციე!
წვეთი ვიყავი, ლურჯ ზღვად დამღვარე,
კლდე ვიყავი და ქალად მაქციე,
შენს მოლოდინში როგორ დამღალე...
სურვილის მონად გადამაქციე!
უგრძნობი ვიყავ, ჟინით ველურით
ტრფობის სიამით ტკბობა მასწავლე,
ეკალ-ბარდიან გზებზე მატარე...
ამ გამოცდებით როგორ დამღალე...
მერე აფრინდი ჩემი სულიდან
და გრძნობებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 525-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:15 PM    
გეპატიჟებით - წვიმას, პეშვით, შემოგთავაზებთ,
შემოგთავაზებთ სადღეგრძელოს ჩიტბატონების...
აქ, ხმელ ბალახზე დაეღვენთათ მტევანი ვაზებს,
აქ, ჰორიზონტებს უერთდები გრძნობით, გონებით...
გეპატიჟებით, სადაც გემებს თვითონ აგებენ -
იმედით, განცდით და ფიქრებში ასე ცურავენ...
სადაც ჩიტები დილას გულით ისევ აქებენ,
და, მზის სხივები ზეცას ოქროს ცვარად წურავენ...
...გეპატიჟებით, მე პეშვებით წვიმას მოგართმევთ,
თან მოვაყოლებ მსუბუქ სურნელს იასამანის...
თამადად ახლა მეყოლება ა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 506-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:15 PM    
მაინც შენმა მონატრებამ მომიარა,
ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები...
მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად...
ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!

ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა
და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს...
ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა
მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...

ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები,
უჩემობას არასოდეს მაპატიებ...
მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები,
ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!

ჩემი ბედი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 473-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-21 - 7:15 PM    
დრო რომ გადათვლის ჩვენს გაფლანგულ ცხოვრების წამებს,
გაგახსენდება რომ ოდესღაც სახელი გერქვა.
გერქვა ცხოვრება, გერქვა სუნთქვა და გერქვა ფიქრი
მისი სიზმრებით რომ დაიწყო ამ გულმა ფეთქვა.
გაგახსენდება რომ ვიყავი კედლის სურათი,
ოთახის ჰაერი, შენი ფილტვები და მათი სუნთქვა,
სავარცხლის ნაზი მოფერება შენს თმაში დილით
და არა ერთი მშრალი სიტყვა ან მწირი გულქვა.
ვიყავი ყველგან, სადაც გული გადაგკარგავდა,
სადაც ოცნებას გაჰყვებოდი სიზმრებში ჩუმად,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 438-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-19 - 10:52 PM    
სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,

ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე,

ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე,

რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?


ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი,

მე ფუფუნების არა ვარ ხარბი,

ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი?

ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?


მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი,

როცა მაჩუქე ტანჯვა და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 518-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-19 - 10:51 PM    
მთებზე უთოვია წუხელ,
დეკემბერი გვიდ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 548-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-19 - 10:51 PM    
მოგკლავდი...
მაგრამ...
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.

მეტკინე...
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 497-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-19 - 10:50 PM    
შენ არ გეგონა თურმე ოდესმე დაგაჩოქებდა ქალი,

შენ არ იფიქრე, რომ არსებობდა,

გრძნობა ძლიერი, მყარი...

როცა იგრძენი შენი სისუსტე,

გაერიდე და წადი.....

დიდხანს ვერ გაძელ, ისევ დაბრუნდი,

კაცი სუსტი და მხდალი....

გრძნობამ დაგჩაგრა, გულმა გიმტყუნა,

ვეღარ აგიბა მხარი,

რად არ იფიქრე,რომ არსებობდა,

შენზე ძლიერი ქალი...
  ნანახია: 536-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-19 - 10:50 PM    
ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი
და გადავლახე უდაბნო ვრცელი,
ჩემი მიჯნური, გვირიტი მწყაზარი,
უკვე მიმელის...
დაუკარ სანჯი...


თუნდ იყოს მტუმე ეგ ღამე გიშრის,
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...


ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
ათასი მთვარე ისევ ამოვა,
ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...


ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა,
ვერც ნათესავთე მშიერ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 474-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-17 - 7:19 PM    
შენ იღიმები და სხივი გამკობს
შენ იტანჯები გული ვერ ამბობს,
შენ სევდა გფარავს ამას მზე ამბობს
შენ ერთი გიყვარს სატრფო ვეღარ გცნობს.

ყველას უყვარხარ, ყველას ჭირდები,
შენ ფერია ხარ ნაზი რითმების,
შენ გრძნობ ყველაფერს რასაც ეხები
გაჩენილი ხარ ალბათ ღმერთების.

შენ გაიზარდე მიხვდი ყველაფერს,
რითმი ვერ შეცვლის ამით ვერაფერს,
შენ მიატოვე ბავშვობის წლები
ობლად გაფანტე რაც მე ვინატრე.

ჩვენ დავიღალეთ ერთად ვეღარ ვძლებთ
აღარ მეხები მაგრამ მე დავთმე,
გაფრ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 664-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-17 - 7:19 PM    
რას შეგადარო შენ ამისთანას
რომ გაღიარო და გცნო ქალღმერთად,
შენი ამ ქვეყნად შესადარისი
მე ჯერ ნამდვილად არ დამინახავს.

მზეს ვერ გიტოლებ მზეო ისედაც,
მწვავს შენი სხივი ცხელი მცხუნვარი
ლექსს დაგიწერდი ბევრად უკეთესს
რითმა გამიხდა კვლავ საპოვარი.

შენ აფენ სხივებს ჩემს გულს იმონებ
კვლავ სიყვარულსაც შენთვის ვიგონებ,
მე მინდა მხოლოდ გიყვარდე ისე
მე რომ მიყვარხარ და ეს ვიცოდე.

პირვლად ამ ერთ ლექსს მხოლოდ შენ გიძღვნი
მარიამ გქვია შენ ერთს სახელად,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 568-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-02-17 - 7:18 PM    
მე შენ მიყვარხარ და გეტყვი ამას,
შენზე ვგიჟდები არ დაგიმალავ,
შენ აღარ გინდა ჩემი შეხება
თავდავიწყებით კვლავაც გიყვარვარ.

შენ ფიქრობ ჩემზე ალბათ დღედაღამ
შენ სხივი გამკობს დედას ვფიცავარ,
მე შენს ნატვრაში ვერ დავიძინებ
ღამე ვდგები და შენს სახეს ვხატავ.

მე ვიცი კვლავაც გადამიშლი გულს
ჩემს გარდა სხვა ვერ გეტყვის მიყვარხარ,
რადგან ჩემი ხარ ეს ყველამ იცის
მე შენი თავი არ დამიკარგავს.

მე ხელს მოგკიდებ და არ გაგიშვებ
გულში ჩაგიკრავ ძალიან მაგრად,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 573-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 28 29 30 31 32 ... 68 69 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<