* * *
ჯერ გაგაბრაზებ, გაწვალებ,
რომ აგეშალოს ნერვები
დაგათრობ ღვინით და კოცნით
და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გვერდით მოგისვამ,
რომ აგერიოს ფერები,
თავს აგატკიებ ლექსებით
და ბოლოს მოგეფერები.
ღილებს შეგიხსნი ნელ-ნელა
მკერდს გაგიხურებ ფერებით
გულს აგიჩქარებ თვალებით
და ბოლოს მოგეფერები.
თაფლსაც წაგისვამ მთელს ტანზედ
და მაგრად მოგეწებები
ჯერ გადაგაქცევ ჩემს მონად
დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე შენი დუმილიც მეყოფა ტკივილად და გულში ყვავილებს,რომ გამოვაზამთრებ, გაზაფხულს მოგიტან ,ფერადი ფუნჯებით აპრილით შევღებავ პირქუშ შუშაბანდებს.
მე შენი სისველეც მეყოფა ცრემლებად, მდინარეც, გზაში სატრფო რომ დაკარგა, თვალების უცხო და სასტიკი შეხება, ქუჩაც - პოეტი რომ უჩუმრად დამარხა.
მე შენი სირუხეც მეყოფა სიკვდილად , როგორც ჩემს საფლავზე თეთრი მიხაკები, თავი გაიგიჟა დილამ ფერმიხდილმა და ამ სითეთრეში მასთან ვიკარგები. <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მინდა... ჩემი გული გართობდეს... გულში დაგიტოვო, იარა... ზაფხულში ეგ თვალები მათოვდეს... სულში... ამ ლექსებში კი არა.... მინდა... დამიღამო საღამო... სულში შრიალებდეს ალვები... შენი თმები ვიგრძნო საამო შენი... უნაპირო თვალები... მინდა... გათენებას ვუმზირო... მინდა... გავათენო უმზეოდ... მინდა ცა... უნაკლო, უძირო... თავი... ისევ ვიგრძნო უმწეოდ... მინდა... გაწვალებდეს, გათრობდეს... ისევ, ჩემს სი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
და ისევ ღამეა, შენს თვალებს ნამიანს დღეს ცრემლის პატარა მარცვალი აკლია, წუხელ რომ გეძინა ცა იყო მოწამე, ეგ ცრემლი თვალიდან ტუჩებით მოგპარე.. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩემი დაკარგვა სულ არაფერს არ ნიშნავს, თითქმის. ახლა მე ვამბობ: აცივდა და თვალებში მათოვს, დღეს რას ვგრძნობ ყველა შემთხვევაში ერთგვარად ითქმის: რაც ძვირფასია არასოდეს ადვილად არ ვთმობ. სულ არ მაღელვებს როცა რიგში ჩემზე წინ დგანან, ჯერ მე ვარ ყველგან, ვიყავი და ვიქნები კიდევ. სხვა არაფერი მაბადია სიცოცხლის გარდა. საკმაო ხანი დაგეძებდი, გიპოვნე ვიდრე. დღეს ჩემი ჩრდილი შენგან მარცხნივ აღარ ეცემა. მარტო დავდივარ ან სრულიად უაზროდ ვდგავარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სიშორემ შენმა მოსაწყენი დარდი მოდენა და გაწელილი მოლოდინის გრძელდება წარღვნა. არ შემიძლია ატანა და მეტის მოთმენა, ისე ძალიან მომენატრე, არ ვიცი რა ვქნა. დამუნჯდა ენა, ნისლიანში ბრმავდება თვალი, ვინ დაამარცხა სიყვარული, ფიქრი ვინ სძლია... არც ჩემია და, მითუმეტეს, არც შენი ბრალი, რომ მიყვარხარ და უშენობა არ შემიძლია. განცდათა ნაპირს მგრძნობიარე ტალღა ეხლება, დაბედებია მარტოობას ღამეთა თევა. თუ მომეტებულ გულწრფელობად არ ჩამეთვლება,<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ქალი სიყვარულის სიმბოლოა,
მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი...
ქალი ოცნება და ფიქრებია,
ღამის ნაზ სიზმრებში ჩაქსოვილი...
ქალი სითბოა და ალერსია,
ზოგჯერ ზამთრის ფიფქით დათოვლილი...
ქალი გაზაფხულის პირმშოა და
მარტის გიჟურ განცდებს აყოლილი...
ქალი ტურფააა და ტანწერწეტა
როგორც ალვების ხე აშოლტილი...
ქალი აპრილების იაა და
ტოტი საფერებლად ჩამოწვდილი...
ქალი რბილია და სათუთია,
კვი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
დაგხატავ, მაგრამ როგორ დაგხატო!...
ვინც უყვართ ნეტავ როგორ ხატავენ?! ეგ სინატიფე რით გამოვხატო, რით გამოვხატო ეგ სისადავე? როგორ გავანდო უსულო ტილოს რაც დღემდე გულით მიტარებია ?! მთელი ცხოვრება რომ ვიცოდვილო როგორ დაგხატავ შვლისთვალებიანს? სად არის ახლა ფერი იმგვარი მაგ თვალთა ფერთან მივიდეს ახლოს? რით დავატყვევო ტილოში ქარი და სული შენი რით გამოვსახო! რით გამოვხატო იების სუნთქვა, ატმის ყვავილთა უმანკო ფეთქვა! სუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გეძებდი წლების სავალში, შენ კი რა ახლოს მყოლიხარ. ძვირფასო, ზეცის თავანში მზეს სხივად ამოჰყოლიხარ. მეც მოკრძალებით გეახელ ნალოლიავებ ფიქრებით. სულის მზევ, კითხვას ვერ ვამხელ: ხომ მუდამ ერთად ვიქნებით? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენახარ ქალი, აფეთქება ჭირვეულ მარტის, დღის გრძელ წიაღში ატეხილი ავდარ-დარობა,] შენახარ ქალი, ხან ბოჰემა, ხან მყუდრო სახლი, ხან სიო თბილი, ხან გრიგალთა ქროლვა-ქარობა.
შენახარ ქალი, ხან მცინარი ლურჯთვალა ია, ხანაც ამაყად მომზირალი ცივი მყინვარი, შენახარ ქალი, ნიჭიერს რომ სულელად გთვლიან, ხან ფოლადივით ძლიერი და ხანაც მტირალი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,
ტკივილიანი ცრემლები ცვივა,
ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,
ანდა შევხვდებით ძალიან გვიან.
ვიცი, წაიღებს დრო ყველა ტკივილს,
გული იმედებს კვლავ ჩაისახავს,
მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო,
ნუ დამამშვიდებ სანამ მიყვარხარ.
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,
სანამ ბოროტი ქარები ქრიან
და მაინც ვიცი თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გვიან |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?! ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, უშენობა, რომ არ შემიძლია?! დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ დამელოდები. ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები. გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება. ცხადში გხედავ და ძილში მელანდები. ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სადღაც დაგეწევი წლების სიშორეში, ვიცი, დაემთხვევა ჩვენი დაბადება, გრძნობით დამუხტული ვნების დიოდებში, ღამის სიმხურვალე - დილად აალდება! სადმე დაგეწევი, ფიქრთა სიშორეში, ღამეს გადმოვხედავ სიზმრის თვალებიდან.... იებს შეგიგროვებ ლამაზ ოცნებებში.... კიბეს მივადგამ და ცაში ამოგიტან. ცრემლებს შეგიმშრალებ თეთრი ფანტელებით, თვალებს ჩაგიმუქებს სულის ელვარება. სადმე დაგეწევი წლების სიშორეში, გულში ჩაგიკრავ და ვიცი გეამება!
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. ისე გაივლის წამება, ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე მინახავს ანგელოზი ქალები მათ მზერასაც ძალა ჰქონდა ქარიშხლის, ქვეყანაზე შენისთანა თვალები, არ ჰქონია მაინც არცერთ ქალიშვილს. სილამაზით მზეს უწევენ ტოლობას, ნებივრობენ წამწამების ლაშქარში, ვაი ვისაც შენ გაუწევ ცოლობას, დააბრმავებს მაგ თვალების კაშკაში |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
იცი საოცარო მონატრებავ,ჩემში გრიგალივით შემოვარდი!
გული მომგლიჯე და გაიტაცე,ფიქრში დამიტოვე სველი დარდი.
ჩემო ცრემლიანო მონატრებავ სულში რომ გამიჩნდი ნიაგარად–
მიანგრ–მოანგრიე რაც ვაშენე,ცრემლიც ხომ მაჩუქე ნიაღვარად..
ჩემო უნაპირო სიყვარულო,გრძნობის ზვირთებად რომ მეხეთქები,
ასე გაშმაგებით რად მიყვარხარ?!, თითქოს ჩემთან ხარ და მენატრები.!
ეხლა ეს საღამო გამაგიჟებს,წუთი უშენობის ფიქრად მათოვს,
იცი მგონია და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მინდა ყოველთვის გფარავდეს ღმერთი
და არასოდეს გტანჯავდეს ბედი,
მინდა ყოველთვის შენმა ოცნებამ
რეალობაში აიდგას ფეხი.
მინდა გფარავდეს უფლის დიდება
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს, თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით, ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს, იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი! თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო, შენ ხარ პირველი და ერთადერთი?! ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს, ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი! მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე, და არ იცრუო სიტყვა არცერთი, მე კი გულწრფელად მინდა გისურვო მთელისიცოცხლე გფარავდეს ღმერთი!!! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა, ისეთი იყო, აგიხსნა როგორ, მოგონილია მასთან ჯოკონდა. გაქვავებული ჭაბუკნი იდგნენ, ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ, მიშტერებოდნენ იმ ლამაზ გოგოს და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი. ბოლოს და ბოლოს ერთმა მათგანმა იმ გაქვავებულ ჭაბუკთა შორის, ძლივს ამოღერღა სხვების მაგივრად: "მტრისას ასეთი ლამაზი ცოლი |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 61 62 63 64 65 ... 68 69 » |