siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2010-09-11 - 2:41 PM    
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,
ორნივ მართალნი არიან ცამდე,
ვძულვარ_ვინც ახლო მოვუშვი გულთან,
მათ, ვისაც მთელი არსება ვანდე.
ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები,
ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად...
ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი,
გაუშიფრავი დავურჩი ვისაც.
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ
ცამდე მართალნი არიან ალბათ,
ვინაც ახლობლად მიიღო გულმა
რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს.
რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც
და სიახლოვე მაშინე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 696-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-11 - 2:40 PM    
მზეს მოგიწყვეტდი ,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი....
მოგეფერებოდი შეციებულს
გულში ჩაგიკრავდი...
სადმე წაგიყვანდი,მინდორ-მინდორ
ხელით გატარებდი...
ერთად შეგკრავდი და ატირებულს
ისევ დაგაბნევდი...
სევდას გაგიქრობდი უპეებთან
ჩუმად მიჩქმალულებს...
შენი მონა ვარ და გამიბედე
შენთვის მიმსახურე...
შენივ სევდისაგან შენივ ლამაზ
სულით დაგიცავდი...
მზეს მოგიწყვეტდი,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი!!!
  ნანახია: 656-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-11 - 2:40 PM    
იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი...
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული, უშენოდ გასული წამიც კი...
იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები, მონატრებულნი თრთიან....
იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!
იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ...
იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
იცი რომ კ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 624-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-11 - 2:40 PM    
ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია,
ქალი ბუნების საწინდარია
ვინ იცის რა სწყინს რა უხარია
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო,
მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ
ქალი ლამაზი შველია, ლაღი
ნურვინ ე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 685-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-11 - 2:38 PM    
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.

სენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 680-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-11 - 2:37 PM    
"ეტლით მოგიყვან წარსულიდან ლამაზ გაზაფხულს,

დაგაკრეფინებ საპოვნელებს ვნებით დაზაფრულს.

თეთრი ულაყით ჭალა-მინდვრებს მოგარბენინებ,

დაზამთრებამდე ას წელს კიდევ მოგაცდევინებ.

თუ დამიჯერებ, ვერცხლის ხანას გვიან მოგიყვან,

შემოდგომამდე დასათვლელ წლებს ნაზად მოგირთავ.

სულ გადაგაგდებ შორეული ბავშვობის წლებში,

შორს შეგაფარებ საოცნებოდ მიუვალ მთებში.

ნებით მოგიწვევ ფრთაფარფატა ლამაზ გაზაფხულს, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 623-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
:):)
2010-09-09 - 8:16 PM    
იესოს ხატთან სამი სანთელი,

პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა,

ტაძარში იდგა მკრთალი ნათელი,

სანთლები უხმოდ იფერფლებოდა.

ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი,

წვეთ-წვეთად იქვე იღვენთებოდა,

და მძიმე შუქის უფერო ფონზე

ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა.

ერთი სანთელი მეგობრობისა,

მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა,

მეორე იყო სიყვარულისა,

ის სიყვარულით იტანჯებოდა,

ხოლო მესამე მონატრებისა,
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 597-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: guda
* * *
2010-09-08 - 7:39 PM    
სიყვარულის წვიმა იყო მაგრამ სულ არ დავსველდი,
ყველა სადღაც მიდიოდა მე კი მაინც გავჩერდი...
თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე კი მაინც მციოდა
მშვენიერი ცხოვრებისგან თვალზე ცრემლი მდიოდა.......
მივდიოდი მარტოდ_მარტო მომყვებოდა აჩრდილი,
მივდიოდი ჩემთვი ჩუმად და მომესმა ძახილი......!
მივიხედე გაოცებით და შევხედე იცი რას?
დღე პირველად შენ აჩრდილმა ჩემთან ერთად იტირა...
გზა გავნაგრძე თუმცა აჩრდილს გული ისევ სტკიოდა,
თუმცა ირგვლივ ცეცხლი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 511-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:38 PM    
ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გიყვარვარ,
არ დაბრუნდე, თუ იგრძნობ რომ არ გჭირდები,
დამივიწყე,იქნებ შეძლო დავიწყება,
არ მეძახო თუკი ჩემი არ იქნები.
ნუ იფიქრებ თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოგდის,
დამიჯერე მაგ თვალების გიჟი ვიყავ,
დამიჯერე,მაგ თვალებზე ვლოცულობდი.
დაგშორდები, ვეღარასდროს ვეღარ გნახავ,
ეგ თვალები მაგიჟებდა მხოლოდ შენი,
მე არ დაგსჯი, წახვალ მაგრამ ღმერთი დაგსჯის,
შენი წასვლა იყოს შენი განა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 590-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:38 PM    
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 664-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:37 PM    
ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა. ქალი - ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან. ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა. ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში. კაცის ცთუნებაა ქალი დასაბამიდანვე. ქალები ცხოვრების საკაზმია. ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 973-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:37 PM    
ქალო, ეშხითა მორთულო, დღისით მზე, ღამით მთვარეო,

ბრწყინვალე შუქურვარსკვლავო, შენ ხმელეთისა მდარეო,

ვარსკვლავო სურვილისაო, სული შენ მიმაბარეო ...

ქალო, ამ თვალთა ნათელო, ქალო, სახე გაქვს მზისაო,

ქალო, მშვენება ვინ მოგცა სამოცი ვარსკვლავისაო!?

მთვარე ხარ მანათობელი, იალბუზისა მთისაო,

შუქი ანათებს ქვეყანას მაგ შენი თვალებისაო,

- ცაში ნაბანო ვარსკვლავო, ხელთ დასატარო მზისაო,
  ნანახია: 660-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:36 PM    
ცხოვრებაში სიყვარულს არ დასცინო, შეიძლება შენს წინ დაიჩოქოს ადამიანმა რომელიც გძულს, მაგრამ დაჩოქილს ირონიულად ნუ შეხედავ, გრძნობა არ გაუთელო, ოცნების კოშკები არ დაუნგრიო, შენ შეიძლება რა შეიყვარო, მაგრამ დაჩოქილს ნუ მიატოვებ, ააყენე თვალებში ჩახედე და უთხარი: თავმოყვარეობას გაუფრთხილდი. შენ კი დაიმახსოვრე.. თუ გიყვარს ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ ღმერთი, ხოდა ეს ცხოვრება ისე გალიე, რომ ადამიანიც იყო და ,,ღმე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 583-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:36 PM    
შენი თვალთა სხივი ზეცას დაიმონებს,
კაცსაც დააჩოქებს შენით გატაცებულს...
შენი გამოხედვა თერგსაც დააოკებს,
გულსაც დაამშვიდებს ფეთქვით აჩქარებულს....
შენი სიყვარული მზესაც დააბნელებს,
ზღვასაც დაამშვიდებს ღელვით აქაფებულს......
ხედავ ლურჯი ზეცა როგორ მოღრუბლულა?
კაციც დაჩოქილა გრძნობით ანთებული,
თერგიც მოღუშულა შენი გამოხედვით,
გულიც აღარ ფეთქავს უკვე გატანჯული...
მზემაც დაგვაბნელა შუქით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 729-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:35 PM    
სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა,
მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა
და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...
უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს
მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს
და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის
მე კი ვერ ვასწრებ რომსიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა,
მე გამაღვიძა გულჩათ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 704-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:35 PM    
ამ ლექსის პირველი სტრიქონი
უკვე მეათასედ წავშალე,
სიმღერა მინდოდა ძალიან,
ოცნების აფრები გავშალე.


არ ვიცი რა ფერის დაგხატო,
პალიტრა შემაშრა ხელებში,
მაინც ვერ მოვძებნე შენფერი,
სამყაროს უამრავ ფერებში…

ღმერთმა გაგაჩინა მიწაზე,
ღვთიური მოგმადლა თვალები,
თუმცა არ იფიქრა იმაზე,
შურით გასკდებოდნენ ქალები…
  ნანახია: 635-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:34 PM    
თეთრ ტაძარში თეთრი ფანტელები ცვივა,
სადა ხარო? კითხვით დაღლილიყო წვიმა,
ამ
ლურჯთვალა იებს მოჰყვებაო მარტი,
ნამთვრალევი დამდევს მარტოსული
დარდი.

იცრემლება მთვარეც და მდუმარე მისმენს,
მეკითხება დღემდე
სიმარტოვის მიზეზს,
ქარტეხილი მძაფრი მოვარდება ისევ,
ღამის მწუხრის ფერი
გადარეკავს ნისლებს.

შემოირბენს ჩემთან წუთით შენი წვიმა,
თეთრ ტაძარში
თეთრი ფანტელები ცვივა...
დავუღლივარ ლოდინს, შეწყვეტილა ს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 610-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:34 PM    
შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 636-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:33 PM    
როცა გინატრე მაშინ დაიკარგე

მაშინ ჩამიქრე ერთი სანთელი,

ისე წახვედი სიტყვა არ გითქვამს

და მომიხურე უკან კარები.

მაშინ დამტოვე როცა მიჭირდა

როცა შენს გვერდით მინდოდა ყოფნა,

მაშინ ჩამიქრე ტრფობის სანთელი

როცა მე შენზე ლოცვა მინდოდა.

რატომ დამტოვე, რა დაგიშავე?

რატომ გამხადე ცხოვრების მონა?

რატომ არ გჯერა ამ ქვეყანაზე

არ შემიძლია უშენოდ ყოფნა.
  ნანახია: 687-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:33 PM    
"ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო,

ამ სიბნელეში მარტოს რა გინდა?

დამივიწყეო - ის კი არ მთხოვო,

შემიყვარეო - მთხოვე თავიდან!

თვალს არ მიტკბობდე შენი სიმშვენით,

ქვეყნად ისე რა გამაძლებინებს?!

თუ გაგახსენდი (ჩემებრ ვინ გელის?),

თუ მოგენატრო, გამაგებინე!

გხედავ სიზმარში,თვალს თუ დავხუჭავ,

მერე სიცხადეს ვწყევლი შემზარავს.

აქ უნდა მყავდე, ახლა, ამ წუთას,

სამართალი რომ ჰქონდეს ქვეყანას.

ვერ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 788-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 62 63 64 65 66 ... 68 69 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<