siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2010-09-08 - 7:32 PM    
ნუ ტირი მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა,
დრო გადის ვხედავ გზები ვეყოფა.
ნუ ტირი ჩემი გული შენთან დარეჩება
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება,
ნუ ტირი თუმცა ცრემლი მართლა გიხდება
ჩემს გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება,
ნუ ტირი გინდა ჩემს ცრემლს გაგიზიარებ
მე წავალ მაგრამ სულს არ დაგიზიანებ
გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები
არა წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები
ნუ ტირი ბედი ტირის ეგეც გვეყოფა
ხომ ხედავ გზები უკვე მართლა გვეყოფა
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 632-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:32 PM    
გითხარი… გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშივით დამტუქსე თან:
რა ცუდი ყოფილხარ… მომეშვი… გამცილდი….
როგორ გამიბედე თქმა

არაო, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ-
როგორი კარგი ხარ შენ
  ნანახია: 675-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:31 PM    
ჩემო სიცოცხლე, სინანულის ხელს ნუ მიწოდებ,
მე სიყვარულის ანგელოზად მაინც გიწოდებ.
თუ შემიბრალებ, გულის კარი ღია დატოვე
და მე გპირდები არასოდეს არ მიგატოვებ.

ნუ მიმატოვებ, არ გამიპო გულის ფიცარი
მე ამდენ ხალხში, ერთადერთო, ღირსად გიცანი.
ვიცი, კვლავ გინდა, მოგეფერო, ჩაგიკრა გულში,
მადლობის ნიშნად ჩაგჩურჩულო, „მიყვარხარ" ყურში.

ეს ჯადოსნური, მომღიმარი შენი თვალები
და თვალებიდან გადმოსული ის წამწამები.
მუდამ თან მსდევენ, კვლ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 665-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:31 PM    
მე დავბრუნდები, როცა ვარდები დაიწყებს ფეთქვას,
მე მაშინ მოვალ, როცა გული დაიწყებს მოთქმას,
მე დავბრუნდები შენმა ტუჩებმა დღეს რამე რომ თქვას,
თუ არ დავბრუნდი შენზე დარდები ვიცი რომ მომკლავს...
თუ არ დავბრუნდი ნუღარ დამიწყებ ტყუილად ლოდინს,
გზას გაჰყურებ და დღეს ჩემს მაგივრად სხვა ვინმე მოდის,
მე დავბრუნდები?? ვინ იცის იქნებ ან თუნდაც როდის,
ახლა ამ ლექსს ვწერ და თვალებიდან ცრემლები მომდის,
და როდესაც მზე ღრუბლებიდან ისევ ამოვა,
როდეს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 744-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:30 PM    
უშენოდ ხომ სიცოცხლეს სუნთქვა აკლიაო,
შენი ჩასუნთქული ჰაერიც ხომ ჩემთვის ფასიაო,
შენს ლოდინში ტრფობის ალი ანთიაო
გული სევდის მონატრების წამიაო.

შენს წუხილში ჩემი გრძნობა ნაგვლიანი
გული ფეთქავს მონატრებით დარდიანი,
სულში მიზის შენი თვალის ნატურა
ზედ ფურცელზე მელანივით დასულა.

ვერ გელევა ეს სხეული წყეული,
შენთვის საწყის ლექსად გადაქცეული,
ქარს კი მოაქვს შენი თმების სურნელი
ჩემს სხეულში მონატრებად ქცეული.

ამ გრძნობებში დამალული შენ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 597-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:29 PM    
შენ ისეთი ხარ, რომ არ მიყვარდე
აუცილებლად შეგიყვარებდი,
ციდან ვარსკვლავად რომ არ გკრიფავდე,
ასე ამ ქვეყნად ვერ ვიხარებდი.
შენ ისეთი ხარ, რომ არ გხედავდე
აუცილებლად სიზმრად გნახავდი,
მივახატავდი ზეცას შენს სახეს,
მზესაც შენს თვალებს მივახატავდი...
შეგისუნთქავდი დილით ცის ნამად,
რომ სამუდამოდ გულში მყოლოდი...
რარიგ მსურხარ და რარიგ მიყვარხარ
მინდა ვიყვირო ახლა ბოლო ხმით,
მინდა შენით სვლა, შენით სიმთვრალე
მინდა!.. და ფიქრით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 678-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:29 PM    
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 608-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:28 PM    
სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები,
ისარი მყორცა დასამონები,
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები;
მისთვის იქმნები დასაყოვნები!"
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ;
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!

იასა ვჰკითხე, - მუნ იდგა ნაზი:
„ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი?
„ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!"
მანცა გამაგდო: „გარეგან - გაზი,
„შენგან გვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 644-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:28 PM    
მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
შენც ამ ვარდივით გაწითლდი ვხედავ,
სიყვარულს ნიშნავს წითელი ვარდი
ეს გაწითლება რას ნიშნავს ნეტავ?
თვალს ნუ მარიდებ გემუდარები
გთხოვ გამისწორო მტკიცე თვალები.
არაფერს მეტყვი?- არ გთხოვ ძვირფასო
ყველაფერს მეტყვის შენი თვალები
თვალებს რატომ ხრი?-ნუთუ გრცხვენია?
ნუ გერიდება, მე არ გიწყრები,
სხვა გიყვარს?-კარგი ძვირფასო
მე კი მიყვარხარ თავდავიწყებით.
ხშირად სიზმარში მე გხედავ შენ
ჩემსკენ მოდიხარ, სხვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 649-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:27 PM    
ცხოვრება დიდი სიხარული,
მაგრამ უფრო დიდი დარდია,
სილაღით აღსავსე საათები
წამით მოირბენენ და გარბიან.
იმედს ნურასოდეს ნუ დაკარგავ
სანთელ-საკმეველი აქვეა!
თუმცა ძნელი არის საპოვნელად
სადღაც ახლო-მახლო მარხია,
სიმართლის მახვილი ალესილი
გზებს რომ გაგიკაფავს ხლართიანს!
გვირაბის ბოლოს ხომ სინათლეა,
ზღაპარში კი არა, ცხადშიაც...
ის ერთი სანთელიც იმ ტაძარში
შენი სიკეთისთვის ანთია.
ღმერთი დაგლოცავს და არ გაგწირავს
კალთას დაგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 605-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:27 PM    
ფურცელი ვარდის,
სურნელი წმინდა,
მიზეზი დარდის
გავიგო მინდა!
წითლად მიჰყვება
ფურცელი სიოს
დარდი მიყვება
გელათს და სიონს.
ვარდის ფურცელი
დარდის წვეთია,
გარბის ნუ ელი
წამიც წვეთია.ნიაღვარს დროის
მიაქვს ცხოვრება,
მიიტან როდის
სულთან ცხონებას?
ჩამოთოვს წითლად
მწვანე მინდორზე,
დარდები ფიქრად
მხოლოდ ჩვენ ორზე,
ჩვენ ორზე სევდა,
მე ისევ გელი,
სიცოცხლეს ლევდა
ვარდის ფურცელი,
მაგრამ მოვიდა
თვე ვარდო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 626-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:27 PM    
მე შენ მოგპარავ სიზმრად დამალულ ლამაზ სამყაროს,
გაღვიძებისას მისით დამტკბარი რომ იღიმები.
ჩუმად დავლაშქრავ შენი ოცნების გემბანს გპირდები,
რათა ვიცოდე რომ ყოველ ღამით დაგესიზმრები.

მე შენ წარგართმევ ყველა ოცნებას წვიმის წვეთებით,
თითოეულ მათგანზე გულიანდ რომ ირითმები.
მაგ შენს გაზაფხულს, შემოდგომას გადავაფარებ
ნაქურდალივთ გადავმალავ ზამთრის სიცივეს.
და ზაფხულს გაგიყობ.

ჩუმად წაგართმევ მაგ შენს თბილ ღიმილს,
გულის უბეში გამო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 571-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:26 PM    
ამ ქვეყნად არის ბევრი რამ წმინდა
თუ კი მიხვდება კაცი,
თუ ვინმე შეძლებს გაიგოს სრულად
ქალის ცრემლების ფასი...

თუ შეეცდება დარდის გაფანტვას,
უიმედობის დღეებს,
თუ ამოაშრობს ჩუმი ალერსით
დარდით დაღვენთილ ცრემლებს.

ქალის ქვითინი, რომელსაც თითქოს
ოცნება გაუფრინდა,
რა შეიძლება ამქვეყნად იყოს
ამაზე უფრო წმინდა?!

ბევრი რამ არის თაყვანსაცემი,
თუ კი მიხვდება კაცი,
ოღონდ გაიგეთ, ოღონდ გაიგეთ
ქალის ცრემლების ფასი. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 570-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:26 PM    
სადაც არ ვიყო მუდამ შენ რათ მენატრები გზები გაგვეყო მაგრამ დამდევს შენი ლანდები როცა დამტოვე ნეტავ მაშინ როგორ გადავრჩი აღარ მიყვარხარ როცა მინდოდი მაშინ არ დარჩი ისევ ვიხსენებ იმ დღეებს ლამაზ ალიონს აღარ მინდა ჩემი ცხოვრება სევდამ არიოს ჩემს გულში დარდმა ისევ დაისადგურა შენმა სიკვდილმა მომავლის იმედი გამინადგურა აღარ მინდა წარსულს ნუღარ მახსენებ თორემ ამ ბაგეს ისევ ცრემლი ასველებს რატომღაც მსურს რომ შენს ბაგეს შევხედო ბოლოჯერ გაკოცო ლამაზ თუჩზე დ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 599-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:25 PM    
მაპატიეთ, ქალბატონო, სიყვარული...
მერე მზერის აპარება მკერდზე... მორცხვად...
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით, წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა

გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა
იქნებ შევძლო, ჩაგჩურჩულოთ მოფერებით –
ქალბატონო... ბოდიში და... მყვარებიხართ...

მომიტევეთ ქალბატონო რომ... მიყვარხართ...
როგორც ცოდვა, უნებურად ჩადენილი...
წამობრძანდით... თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 703-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:25 PM    
დღეს მონატრება შემაწუხებს გათენებამდე,
ალბად ოცნებაც შემახსენებს თავს, დღეს დილამდე,
რა უსასრულოდ იღვრებიან თვალზე ცრემლები,
ტკივილს გაგიქრობ და სახეზე მოგეფერები.


ასე შორეულ, მიუწვდომელ ვარსკვლავს რად გავხარ,
შენს სილამაზეს, უსასრულო ზეცაში ვხატავ,
ვწერ სტრიქონებს და სტრიქონებშიც კი შენ მესახები
და სიტყვებიც კი იყინებიან, რომ გეფერები.

ლოდინით დაღლილს, ოცნებები შემომჩვევია,
იფერფლებიან და უშენოდ სადღაც ქრებიან,
გრძნო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 576-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:24 PM    
ნეტა რამ შობა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!
იმ იდუმალი სითბოთი სავსე
გული დამიწყებს სხვაგვარად ძგერას,
მხოლოდ შენს ნახვას, მხოლოდ შენს ამბორს
სხვას ვერ ვინატრებ ვერაფერს, ვერა.
და როცა გნახავ ვეღარ ვივიწყებ
ბედნიერების იმ ლამაზ წუთებს,
როს შენი ხილვით მე მომანიჭე
და ეს სიცოცხლე შემიმსუბუქე.
მაშინღა ვხვდები, რომ ეს ნიჭია
ღვთითბოძებული სიყვარულისა, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 677-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:23 PM    
დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი,
ვით ყაყაჩოებს კრეფდი მინდორზე...
გამაფერადე გაზაფხულივით
შეშურდეთ ჩემი ეგებ მიმოზებს...
გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს
და ერთმანეთის სევდა გავლიოთ,
ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე
ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ.
გადავაწვდინოთ მზერა გორაკებს
მთებში მდინარის სათავე ვკოცნოთ...
მადლობა მინდა გითხრა ყოველ დღე
რომ ვხედავ იმას რისთვისაც ვცოცხლობ!
დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი
ზედმეტს ვერ შევძლებ,ვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 731-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:23 PM    
ჩემთან რომ იყო, გავიგებდი შენს გულისტკივილს,
დასახმარებლად ყოვლისშემძლე შევიქმნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ავიხდენდი მე ყველა სურვილს,
რადგან მწვერვალი სურვილების შენ იქნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ოცნებაში გაგიყოლებდი,
დავიოკებდი სისხლძარღვებში მოწოლილ ვნებას...
ჩემთან რომ იყო, სულიერად გავშიშვლდებოდი,
დაინახავდი სიყვარულის ფარულ დინებას...
ჩემთან რომ იყო, გავუძლებდი უალერსობას,
შევეჩვეოდი სიძულვილით აღსავსე მზერას...
ჩემთან ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 657-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-08 - 7:22 PM    
არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი,
ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა,
თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ,
შენ მარტო არ ხარ
შენ მარტო არ ხარ...
იღლება მზეც და ამოდის მთვარე
დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება,
წვიმს,სიყვარულიც იღლება ოდეს
მას განშორებით თუ ეშველება,
იღლება თოვლიც და დნობას იწყებს
ჭკნება ვარდი და ამოდის ია
აი სიცოცხლე მაინც ფერადი
და არასოდეს არ არის გვიან...
განა შენ მარტო მეც დავიღალე
და ირგვლივ ბევრი დაღლილი ვიცი,
მაგრა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 773-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 63 64 65 66 67 68 69 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<