siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ l o v e ♥
2011-05-18 - 11:41 PM    
siyvaruli.in
ახლა ისე მენატრები, მინდა იმდენჯერ გითხრა რომ მიყვარხარ, სანამ ხმა არ ჩამეხლიჩება, ისე ჩაგეხუტო, რომ ერთმანეთს ვეჯიბრებოდეთ, ვინ უფრო დიდხანს გაძლებს სუნთქვაშეკრული, იმდენ ხანს გეფერო, სანამ ხელებიდან სისხლი არ წამომივა. მინდა ერთად ვისხდეთ და ვსაუბრობდეთ ყველა იმ თემაზე, რომლეზეც ჯერ არ გვისაუბრია, შენ კი, ხანდახან ისე საყვარლად იცინოდე, როგორც იცი ხოლმე. მაგრამ ის არ იცი, რომ ვგიჟდები მაგ სიცილზე, როგორი ბედნიერი ვარ, როცა თვალებში გიყურებ და ვხედავ რომ გიყვარვარ. აუ, აუ ძალიან მენატრები : ( რ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 544-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-18 - 11:40 PM    
siyvaruli.in
ასე ტირიან
გაზაფხულები _
სულმოუთქმელად _
მიწის წინაშე
და ცის თვალები,
დაბინდულები,
ასე იკლავენ
უსაზღვრო ნაღველს.
ხელს, აბა, მითხარ,
ვინ შეაშველებს,
ან ვის აქვს ქვეყნად
იმხელა გული,
შეწყვიტოს წვიმა
იმაზე ადრე,
სანამ თავისით გამოიდარებს _
ბოლო წვეთამდე სანამ ჩამოცლის
იმ უსიცოცხლო წამების გროვას....
  ნანახია: 396-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-18 - 11:39 PM    
siyvaruli.in
გამოაღე!
გამოაღე!
გამოაღე სარკმელი...
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელი...
მოგიყვები რაც კი რამე, მომადგება ენაზე,
არ დამიწყო, ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე!
ისე გამოგეპრანჭები , ამ ჭერმების ჯინაზე,
თვალს ვერ მომწყვეტ გეფიცები,გადაგივლის სიბრაზეც...
ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ,
როს გავიგებ ზარების ხმას , საკვირაო წირვაზე
გიჩურჩულებ , რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ...
(არ დამიწყო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 397-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-18 - 11:39 PM    
siyvaruli.in
მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით... წავედი ოცნებაც მიმაქვს, ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად, ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა. ოცნებას, რომელსაც ვატარებ დღე და ღამ, ოცნება, რომელიც მინდა, მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების, რადგან შენ ასე გინდა. წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები, წავედი სიმშვიდე მინდა. თითქოსდა მივდივარ , თითქოსდა გშორდები ცრემლები არაფრად ღირდა. მიყვარხარ... და მაინც გეტყცი, რომ მშვიდობით... მშვიდობით შენ ასე გინდა. ოღონდაც შენს სახეს ვხედავდე ბედნიერს , მე ქვეყნად მეტი რ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 588-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:14 PM    
siyvaruli.in
გაზაფხულს შეეხსნა საკინძე,
დაეპნა ჭრელ-ჭრელი ფერები,
მე გისმენ, სიტყვებად აკინძე,
რად სდუმხარ?რატომღაც ვერ ვხვდები....
და ფიქრის გორაც ხომ გაოცდა,
გელოდით ორივე კარგა ხანს,
ლურჯი მონასტრისკენ გავრბივარ,
იქნებ მან იცოდეს სადა ხარ?
პირველად ვინატრე ზამთარი,
ძლიერად ეთოვა ამაღამ...
შენ კი ნაფეხურებს დატოვებ,
მოგძებნი უშენოდ ავად ვარ,
მერე დაგაფიცებ აპრილებს,
და ფიქრის გორაზეც ავიდეთ...
(გაზაფხულს შეეხს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 432-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:13 PM    
siyvaruli.in
ისევ დათბება, ქარი ჩადგება, შეწყდება თოვა,
მზე თავის სითბოს უწილადებს გაყინულ მიწას,
მერცხლებთან ერთად გაზაფხული ნამდვილად მოვა
ჭირვეულობა დამთავრდება ალბათ მარტისაც.
აპრილთან ერთად აყვავდება ალბათ ბუნება
აზვირთდებიან უთავბოლოდ მდინარეები,
გამოცოცხლდება ადამიანთა მკვდარი გუნება,
რტოებს გაშლიან გაცოცხლდებიან მცენარეები.
მაისში ალაბთ კოკორს გაშლის უკვდავი ვარდი
და დაიწყება ვარდი მიმართ ბულბულთა ლტოლვა,
მაგრამ რად მინდა, მომაწვებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 566-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:13 PM    
siyvaruli.in
მაინც შენმა მონატრებამ მომიარა,
ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები...
მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად...
ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!

ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა
და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს...
ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა
მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...

ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები,
უჩემობას არასოდეს მაპატიებ...
მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები,
ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!

ჩემი ბედით იმიტომაც ვ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 400-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:12 PM    
siyvaruli.in
ფიქრისგაუმხელად მესალმები,
თვალებშიც რატომღაც არ მიყურებ,
მახსოვს ბავშვობაში კესანების,
როგორ მპირდებოდი თაიგულებს.
ცისკრის ღიმილი რომ დამაბარო,
ნამით შეგიგროვებ და მოგიტან,
გინდა ერთგულება დამავალო?!
სულში მაქვს გამჯდარი ბავშვობიდან.
ახლა აკიდოებს ცვარად ადევს
ფერმკრთალი დღეების ნათითური.
სანამდე ამ კარსაც ჩარაზავდეს
ზამთარი,
იქნება დამიბრუნდე.
ზმანებებს თუ შენით გავათენებ,
ქარებს გადავლახავ,
ქარიშხლიანს,
და იქნებ გ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 630-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:11 PM    
siyvaruli.in
ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი,
წვიმის სევდიანი იდილია,
რაც მიყვარს ყველაფერი აქეთ არის
წყალსგაღმა-მხოლოდ სიკვდილია,
მე რას გთხოვ?-ბევრი არაფერი..
სიტყვა "სიყვარული" მომიწანი,
სანამ აქეთა ვარ მომეფერე,
ნავში ჩაჯდომამდე მომესწარი..
თორეემ,თუ მგზავრობა დამიპირეს,
ვეღარ მოვერიე ქარიშხალებს..
მერე როგორც გინდა დამიტირე,
ფარჩა-აბრეშუმი გამიშალე,
აღარ განმრთელდება ნაღარავი,
გული-აქამდე რომ მიკირია...
რაც მიყვა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 694-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:11 PM    
siyvaruli.in
,,ფეხით შევდგომივარ უმადურად
ყვავილს უწყინარს და სანდომიანს,
გული მიტკენია უნებურად,
ვისი გულისტკენაც არ მდომია,
ბევრჯერ შევლევივარ დღეებს ძვირფასს,
სხვისთვის მიმიცია მაგალითი,
კაცის გულის ფსკერზე ჩამიყვინთავს
და შიგ მიპოვია მარგალიტი.
ბევრჯერ უნიათო გაჭირვებას
თავი დავაღწიე სასახელოდ,
ალბათ ამიტომაც არ მჭირდება,
ვინმეს თანაგრძნობა გამახსენონ.
და თუ შევდგომივარ უმადურად
ყვავილს უწყინარს და სანდომიანს,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 628-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:10 PM    
siyvaruli.in
ყოველდღე,
შენსკენ მომეჩქარება...
და უშენობას, დღემდე განვიცდი...
მე ვიცი,
ეჭვიც არ მეპარება...
მაინც გიპოვი, მაინც დამიცდი...

მე დღესაც,
შენი ფიქრი მიმონებს...
სიზმარში ღამე კარტებს გამიშლის...
მე ყოველ დილას,
შენთვის ვიგონებ...
გული თავისას მაინც არ იშლის...

მე ახლაც,
შენი კოცნა მაგიჟებს
და უშენობით ხედავ? ვბერდები...
მე ყოველ დილას,
ვითვლი ნაბიჯებს...
და ყოველ ღამე შენთან ვჩერდები.. ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 422-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:10 PM    
siyvaruli.in
შენ შეგიძლია კაცში გამცვალო,
ოღონდ, ნუ გამცვლი სულით ჯაგლაგში!
შენ ამ პეშვიდან შესვი ცხრა წყარო
და მოიხიბლე ჩემთან თამაშით.
  ნანახია: 419-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:09 PM    
siyvaruli.in
ფრიალებს ფიქრში ფარვანათ წყება,
აფრენას ლამობს სიტყვა ბაგეზე.
გულს მიშლის ნუში და გული მწყდება,
ეს გაზაფხულიც რომ არ დაგეძებს...
ხომ გავირბინეთ ცის სარტყელის ქვეშ,
ხომ მისახსოვრე სიო მარაოდ.

გახსოვს?
გვირილაც ლამის მთელი თვე,
თმას იწიწკნიდა, - ჰო, თუ არაო...

  ნანახია: 480-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:09 PM    
siyvaruli.in
მიყვარხარ გულში... გულის გულში მიყვარხარ, რადგან
თბილზე თბილი ხარ... სხვებს არ ჰგავხარ, გოლუაფირო!
თავზე დღედაღამ გვირგვინებად მზე-მთვარე გადგას,
შენს თბილ ხელებზე მიმობნეულს ვხედავ საფირონს!
  ნანახია: 459-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:09 PM    
siyvaruli.in
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 449-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:08 PM    
siyvaruli.in
გესმის, ისვრიან...
მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე,
შავი ფიქრები შეეყარა დატალღულ ნაპირს.
ამ უცნაურად ქვადქცეული ქალაქის ფონზე
ნიჟარებს, დაცლილ ვაზნებივით სამადლოდ დავყრი.
სიცარიელეს ტოგასავით ტანთ რომ იზომებს,
ვშლი გონებიდან
ომს, რომელიც გამოვიგონე.

მზეო, სადა ხარ...
აფხაზეთი გავკიდე თოკზე.
სველია ჯერაც, შეუმშრალე გთხოვ მას ცრემლები.
კადრები, ჩემი წარსულიდან ხმაურით მომდევს
ფერად სარჭებში მომწყვდეულან, როგორც მძევლები. ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 456-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:07 PM    
siyvaruli.in
მაპატიეთ, ქალბატონო, სიყვარული...
მერე მზერის აპარება მკერდზე... მორცხვად...
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით, წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა

გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა
იქნებ შევძლო, ჩაგჩურჩულოთ მოფერებით –
ქალბატონო... ბოდიში და... მყვარებიხართ...

მომიტევეთ ქალბატონო რომ... მიყვარხართ...
როგორც ცოდვა, უნებურად ჩადენილი...
წამობრძანდით... თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოხა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 551-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:07 PM    
siyvaruli.in
მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
სადაფი არის, თუა ბაკარა?
შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:
- ოღონდ აქ არა! ოღონდ აქ არა!

მე გეუბნები: შენი თვალები
მწველია ისე, ვით მზე თაკარა.
შეშინებული შენ იმეორებ:
- ოღონდ აქ არა! ოღონდ აქ არა!

მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,
მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.
შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:
- ოღონდ აქ არა! ოღონდ აქ არა!

და ასე გადის მთელი ცხოვრება.
მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.
შენ მეკითხ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 497-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:06 PM    
siyvaruli.in
იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ მზისფერი მზეობით,

უდაბურ უდაბნოს ქვიშიან ქარებით სიგიჯე ამიტანს...

სფინქსის მდუმარებით მომაჯადოვებელ თვალების ტყვეობით,

მივალ და აგიგებ, ნაქებ და ნადიდებ მზისფერ პირამიდას.

ნილოსის ტალღებში, მზისფერი ქაფიდან იშვება ვენერა...

მერე რა, რომ ერთ დროს მავანნი უმღერდნენ მერის და შაგანეს?!

ზეცას შეაქანებს შენი სისადავე! სხვისი ხარ? მერე რა?!

მე გჩუქნი ჩემს გულს და გჩუქნი ჩემს უმზეო მუზების სავანეს!
იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ, მზი ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 532-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-17 - 9:03 PM    
siyvaruli.in
• მე ახლა ცაში ვარ, თვითმფრინავში
• შენ - მიწაზე. სახლში
• მე ფხიზლად ვარ, ვფიქრობ შენზე
* შენ ტკბილად გძინავს.
* მე როცა ვფიქრობ, მხოლოდ შენზე ვფიქრობ,
* შენ არავიზე არ ფიქრობ, საკუთარი თავის გარდა.
* მე მთლიანად შენით ვარ მოცული,
* შენ მხოლოდ საკუთარი თავით.
* მე ძლიერი სიყვარული ვიცი,
* შენ მხოლოდ შენი თავი გიყვარს.
* მე ძალიან მენატრები,
* შენ მონატრება არ იცი.
* მე ლმობიერი ვარ,
* შენ სასტიკი და დაუნდ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 778-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 37 38 39 40 41 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<