siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ l o v e ♥
2011-05-28 - 10:18 PM    
siyvaruli.in
მოხეტიალე ფიქრები ვარ.

ოცნებები ვარ, ცაში ატყორცნილი, ნაირფერადიც და გამჭირვალეც...

ზოგჯერ სევდა ვარ, ნისლიანი და მოწყენილი..

ერთ-ერთი ვარ თქვენთაგანი.

თქვენს თბილ გულებთან შეჯერებული,

თქვენი მოყვარული, თქვენთვის მოხარული...

არც წერა ვიცი, და ამისათვის მკაცრად ნუ განმსჯით,

უბრალოდ რაღაც დამიგროვდა სათქმელი თქვენთვის,

ჩემთვის და შეიძლება არც არავისთვის.

ისე, უბრალოდ....

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 870-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-28 - 10:17 PM    
siyvaruli.in
წლები ჩუმად გაპარულან სადღაც,
შენ კი ისევ ახალგაზრდა რჩები,
ხან იფერთხავ ფქვილით დასვრილ კაბას,
ხან მოდურად შეგიჭრია თმები...
''დიდი ხარო'' მეუბნები, მაგრამ,
დარიგებებს შენ ვერასდროს რჩები,
ხან სიგრძეში დამიწუნე კაბა,
ხან ჩემს გეგმებს დააჭერი ფრთები.
მეშინია, არ დაგკარგო სადმე,
მეშინია, არ ვინანო გვიან,
ამიტომაც არ დაგტოვე ღამე
და დავტოვე შუშაბანდი ღია...
გავა დრო და დაგიმტკიცებ მალე,
რომ გამზარდე, ისე, რო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-28 - 10:17 PM    
siyvaruli.in
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 580-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-28 - 10:16 PM    
siyvaruli.in
მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.
სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის გამორჩეული,
რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 375-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გესმის, აქ როგორი სიმშვიდეა?
2011-05-28 - 10:15 PM    
siyvaruli.in
გესმის, აქ როგორი სიმშვიდეა?
და მაინც სიმშვიდე მენატრება.
ხედავ ,აქ როგორი ფოთოლცვენაა?
და მაინც ფოთოლცვენა მენატრება.
ხედავ, აქ რამდენი ყვავილებია?
და მაინც ყვავილები მენატრება.
ხედავ ,აქ როგორი სიყვარულია?
და მაინც სიყვარული მენატრება.
გუშინ ის ცრემლები რომ მლაშე იყო
დღეს, მე ის ცრემლებიც მენატრება.
გუშინ ისე ძლიერ, ძლიერ გნატრობდი
დღეს ,ის მონატრებაც მენატრება.
საოცარია არა ,ეს საოცარი მონატრება
  ნანახია: 564-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
შარზე ვარ
2011-05-28 - 10:14 PM    
siyvaruli.in
შარზე ვარ,
ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით...
უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები...
არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით...
ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები...

არ ვიცი.
წავა თუ, გზის ბოლოს, დამიცდის...
შარზე ვარ,
რა მინდა, მე თავად არ ვიცი...
ყოველ წამს, ყოველ წუთს, ვფიქრობ და განვიცდი...
მე დარდმა მომტეხა ცხოვრების ლავიწი...

არ ვიცი, ვინ ვარ და
არ ვიცი რა მინდა...
და ახლაც, უგონოდ, უაზროდ მთვრალი ვარ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 552-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-26 - 6:56 PM    
siyvaruli.in
გაბუტულ თვალებს როცა შევხედავ, მაშინ ვხვდები რომ უფრო მიყვარხარ, მინდა იცოდე, მაგრამ ვერ ვბედავ თქმას და სიყვარულს გულში ვინახავ წახვალ და ისევ თვალწინ მიდგახარ, შენგან სიშორეს ვერ ვეგუები, ისე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ, აი... სიტყვებით ვერ გეუბნები. ამ მონატრებით დღეებს ვატარებ, ისევ შენი ხმა ჩამესმის ყურში. ვფიქრობ... და ფიქრში რას არ გადარებ
  ნანახია: 489-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-26 - 6:55 PM    
siyvaruli.in
მომეცი ხელი, უჩემობა, ვიცი გაწუხებს... და გამეტებით, დაუნდობლად, ამტვრევ მარწუხებს... მომეცი ხელი, უშენობა ისევ მაწვალებს... გადაგღეღია ეგ ფიქრები, ვითვლი ნაკვალევს... ხელი მომეცი, ამირიე ისევ გონება... რომ დამამარცხე უშენობით, ნუ გეგონება... მომეცი ხელი, გული ისევ ამიფერადე... და განაბული დამელოდე, გაგიჟებამდე... მე მაღლა მინდა, შენთან მინდა, მაინც ამოვალ.. რომ ვერასოდეს მომიშორო, ისე წამოვალ..
  ნანახია: 541-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-26 - 6:53 PM    
siyvaruli.in
მძულს შენი თავი,შენი ღიმილი, შენი კოცნა და შენი სიცილი, მძულს ეს ცხოვრება გზააბნეული, ძალიან მწარე და წართმეული, მძულს მარტო ყოფნა,ფანჯრიდან ცქერა, შენი ლოდინი და შენზე წერა, სიცარიელე გულს მოდებული, მწარე ღრიალი და ეს წამება................. მე მძულს შენს გამო მთელი სამყარო, მძულს ეს ცხოვრება და ეს ამება......... მე შენზე სიმწრით სულ ცეცხლში ვიწვი და არ მაწყნარებს შენზე გოდება. გესმის?...........შენ გამო სამყაროს ვებრძვი, ვებრძვი ცხოვრებას და უშენობას, მძულს მარტო ყოფნა და შენზე ფიქრი, მე მძ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 437-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-26 - 6:52 PM    
siyvaruli.in
გული ბობოქრობს,ღელავს და კვნესის.. გული ვეღარ გრძნობს ტრფიალს ნუშისას... გული არ არის თავის ადგილას... გული კვდება და ვეღარ მოქმედებს.. გული ვერ იტევს ამდენ სიყალბეს... გული მივარდება და იკარგება... გული გრძნობს იმას, რაც სასტიკია.. გული ტირის და ვეღარ ჩერდება.. გული ვერ უძლებს ამდენ მომტირალს.. გული ჩერდება...წყნარდება... ცას მიეფინება...მზესთან გასხივდება.. როგორც უკვდავი სხივი....
  ნანახია: 596-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-26 - 6:51 PM    
siyvaruli.in
მოყევი სიტყვებით მოყევი ფრაზებით მოყევი უჩუმრად მალული აზრებით აიღე ფურცელი გაავლე ხაზები რაიყო თამამად კიარ გიბრაზდები დახატე ის რასაც შენ გული გკარნახობს დამალე ფურცელი უცხომ რომ არ ნახოს რაიცი რას იტყვის იქნებ ვერ გაიგოს იქნებ მოეწონოს და თანაც წაიღოს აიღე ფურცელი და გულთან დამალე ამ სიტყვებს ნუ ელი იჩქარე თან მალე რომ მნახავ უჩუმრად უსიტყვოდ მომეცი ნუ მეტყვი ახლავე პასუხი გამეცი მაცადე გავიგო ჩემს გულში გავივლო გრდზნობები რომელიც ფურცელზე დახატე მაგრამ შენ გულმა უჩუმრად გაგიგო და გიტხრა გ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 477-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-26 - 6:50 PM    
siyvaruli.in
მ ე - სავსე მაქვს გული შენი ტრფობით. შ ე ნ - არ გესმის ჩემი გულის ძგერა. ი ს ე - უნდა დავიტანჯო ჩუმად, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ - და თქმა ვერ გამიბედავს... რ ო გ ო რ ც - მხეცი ვხეტიალობ ტყეში. გ ა ნ წ ი რ უ ლ ს - ვერ მომინახავს შვება, ს ა წ ა მ ლ ა ვ ი - მე დავლიე შენთვის, გ ე ს მ ი ს ? - კარგო, ჩემი გულის ძგერა!...
  ნანახია: 495-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-24 - 6:28 PM    
siyvaruli.in
თუ შეგიძლია, იყო მშვიდად, როდესაც ყველა
ცილს გწამებდეს და აღსარებას შენგან ელოდეს,
თუ შეგიძლია, როცა შენი არავის სჯერა,
არ დაეჭვდე და შენი თავის თვითონ გჯეროდეს.

თუ შეგიძლია, ელოდო და არ დაიღალო,
მოტყუებულმა არ ირჩიო სხვისი ცდუნება,
შეძულებულმა სიძულვილი არ გაიკარო,
სხვის საჩვენებლად არ ადიდო შენი ბუნება.

თუ შეგიძლია, ოცნება და არდანარცხება,
თუ შეგიძლია რწმენისათვის ბრძოლით იარო,
თუ შეგიძლია გამარჯვება და დამარცხებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 697-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-24 - 6:28 PM    
siyvaruli.in
ვერსად წაუვალ მღვრიე სიმარტოვეს
და ვიცი სიჩუმე კლანჭებში მომიქცევს,
მე ხომ სიყვარული დროებით მათხოვეს
უკან დაბრუნებაც სულ მალე მომიწევს.
ასე რომ გარშემო მოწყენა გროვდება
და ჩემსკენ მწუხარე პეპელა ფარფატებს
მინახავს ყვავილი ყვავილზე თხოვდება,
მაგრამ ეს ქორწილი გაზაფხულს არ ბადებს.
დავკარგე ფერების გარჩევის უნარი,
რადგან სულერთია რამდენფრად გათენდა,
გულს თითოოროლა შემომრჩა სტუმარი
ერთ დროს რომ სუფრასთან განცდებს ვერ ატევდ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 763-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-24 - 6:27 PM    
siyvaruli.in
ამპარტავნება- ყოველგვარი ცოდვის თავია,

უმადურება - უკურნავი სენი და ჭირი.

სასოწარკვეთა- თვითმკვლელობის დასაბამია,

ანგარება კი ბოროტების ფესვი და ძირი.

სიძვა და შური- სათნოების შემმუსვრელია,

ნაყროვანება- სალმობაა სათრგუნვად ძნელი.

მრისხანება კი ულმობელი კაცისმკვლელია,

ყველა მათგანი გენია და ჯურღმული ბნელი.

ამპარტავნების- წამალია მხოლოდ სიმდაბლე,

ბილწი სიძვისა - სიწმინდე და უმანკოებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 563-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-24 - 6:26 PM    
siyvaruli.in
მე სიამაყე გავთელე წუთით,
შენს წინ მოვედი დახრილი ლანდი.
შენ არ იფიქრო, არ გაამაყდე
და არ გარიყო დაღლილი ქალი.

ქალი ვარ! გრძნობებს ისევ ავყევი,
ფართო თვალებზე მემჩნევა ცრემლი,
რამდენი ღამის ნაგროვებია
ვერც კი დაითვლის უფალი ღმერთი.

მე სიამაყე შენით გავთელე,
რომ სიამაყის მეგრძნო სიმდაბლე
შენ არ გამთელო თუნდაც ამ წუთას
და არ დაეცე სულით მიწაზე.

გეტყვი მიყვარხარ-ნუ შეიცხადებ,
თუ ატირდება ამა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 452-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-24 - 6:26 PM    
siyvaruli.in
შენთან შეხვედრა მავსებს სიტყვებით,

ანდა–პირიქით: სიტყვებს მიკარგავს,

მე კი არ ვიცი, სხვა გზა, რომელიც

შენთვის სიყვარულს გადამინახავს...

და ამიტომაც, გიწერ ბარათებს,

ჭრელი ფოთლებით ვავსებ სტრიქონებს,

ამ ლექსებშიაც, როგორც ყოველთვის,

ისევ ხელახლა გამოგიგონებ...
  ნანახია: 545-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-24 - 6:25 PM    
siyvaruli.in
როს ჩემი სული მიწას დატოვებს
და გადიქცევა სხეული მტვრადა,
მე ისევ მოვალ,მე ისევ მოვალ
მწვანე ბალახად და თეთრ გვირილად.
როს ენერგია გადახარჯული
შეემატება მზეს,სითბოს წყაროს,
მე დავბრუნდები სხივებთან ერთად
და ავაყვავებ სიცოცხლეს ყველგან.
მე ისევ მოვალ წითელ ვარდებად,
ცაში აჭრილი მტრედის გუნდებად,
კვლავ გადავლახავ საუკუნეებს
და დავბრუნდები ადამიანად.
  ნანახია: 474-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-24 - 6:25 PM    
siyvaruli.in
კაცი სხვის რითმებს წრთვნის, -
სახავს უწყინარ ლაღობად,
გალაკტიონი მიიჩნევს
ჯიბეში ხელის ჩაყობად.

წერს: „რა ხდებაო ეს?!“
წუხს: „ჯოგის ხელში ცვდება -
სადაც ჩავხედე ლექსს,
სულ ჩემი რითმა მხვდება!“

წერს: „რითმაც უთაქია,
რიტმებსაც ჩემსას ავლენს, -
იცოცხლე, უთარგმნია
ბლოკი მშვენივრად პავლეს!“

„მართალი გახლავს ზოგი,
ვინც ქართულ თარგმანს აქებს,
კი, ნაღდად იგებს ბლოკი,
ოღონდ - პავლია ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1060-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-24 - 6:24 PM    
არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზავ თითებს?..
თვალებს....რას უზ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 562-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 35 36 37 38 39 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<