♥ l o v e ♥
განა ასეთი რა შევცვალე რომ დავიბადე, ყველაფერს,რასაც მიყვებოდნენ რატოა ფლიდი.. ასეთ უბადრუკ სამყაროში რად გავიზარდე, მეკი სულელი..ტყუილის თქმას აუგად ვთვლიდი..
იქნებ ამიხსნათ ეს ყოველი რას დავაბრალო?! თქვენ,ახალგაზრდავ,მიპასუხეთ,საით იჩქარით.. რა ბრძანებაა..რა მეყოფა..რა დავამთავრო.. წამით შეყონდით!სად მიდიხართ ასეთ სიჩქარით?!
მაშ თქვენ გამეცით,მიპასუხეთ პატივცემულო, ახ..თქვენ თვალებშიც ვერ მიყურებთ?თავი დახარეთ? ო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
თოვლით დაიფარა ირგვლივ ყოველივე, თოვლივით გაცივდი შენც… მე კი მზე მინდოდა,სხივებს დავეძებდი, ცოტა სითბოს ვთხოვდი ღმერთს.. ირგვლივ სიბნელეა,ცივი სამყაროა, არსად აღარ ჩანხარ დღეს , თოვლს დაუფარავს შენი ნაკვალევი ვეღარ გპოულობდა მზეც.. თვალზე ჩამომცვივდა მონატრების ცრემლი, ადნობს მოყინულ გზებს.. ისევ ცრემლის კვალით თუკი გიპოვნიდი აღარ ვინატრებდი მზეს… წვიმას ვნატრულობდი თოვლის დასადნობად აი გაწვიმდა დღეს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
გაგახსენდება ჩემთან ერთად განვლილი დღენი, ტანჯვით შექმნილი ცრემლნარევი ღიმილი ჩემი, სევდით მოცული,ამღვრეული თვალები ცრემლით, მაგრამ იცი,რომ ვეღარასდროს ვიქნები შენი..
წამით დახუჭავ თვალს,შეიგრძნობ გარდასულ წამებს, და მიეცემა შენი გული სევდიან ქარებს.. წამით შეაღებ ჩემს დაწყევლილ სამყაროს კარებს, და უიმედო,სევდით სავსე,დახუჭავ თვალებს… |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
როდესაც მოწყენილი ვარ - მე გიხსენებ შენ და ეს მავიწყებს ყველა ტკივილს... როცა მიხარია - მე ვფიქრობ შენზე და მაშინ ვგრძნობ, რომ უფრო მეტად მიხარია... როცა მინდა გავიხსენო, თუ რატომ მოვედი აქ, მაშინ მე მახსენდება რომ აქ მოვედი მხოლოდ შენს გამო... მე შენ გიპოვნე დიდი ხნის წინათ... მე შენ გიპოვნე და მივხვდი, რომ იქამდე არც არსებობდა არაფერი... შენ ხარ ერთადერთი, რაც აძლევს აზრს ჩემს ცხოვრებას... ერთადერთი, რაც მაგრძნობინებს სიხარულს და სიცოცხლის ხალისს...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
იცი? იმ დღეს გარეთ ისე იწვიმა მაისს აწყდა ღილად ორი ნერვი თან ბოლო ბწკარი ამოვთხარე მიწიდან, და მსუქანი მთვარეც ისე შევიდა შავ ღრუბლებში, გამეტებით იწვიმა. იმ დღეს, ჩემთან, შენი დარჩა სურნელი გაშლილ თმების, გავაბრაზე, იტირა, დაგტოვებო-დამემუქრა სულელი და სარკმელთან ისე სწრაფად მივიდა დავიჭირე ალბათ უკვე ბოლო წამს, დავაფიცე გვირილა და ყაყაჩო, დავაფიცე თუკი, თუკი რამე სწამს, შემომხედა, არ გაჩერდა, წავიდა...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
გამომაღვიძე, დამიძახე სულის სიღრმიდან, გამომაფხიზლე, დამიკრიფე კამელიები, გამიზაფხულე, გამივარდე, გამიმაისე, თვალის უბეში, ცრემლებივით დარგე იები. ცას დაესესხე ცისარტყელა, ამიშვი მზემდე, კიბე მოსთხოვე ქარის ასულს, დამაიმედე, რომ არ გამიშვებ ხელს, სანამდე არ ვნახავ წასულს, მთვარის ბილიკით, დავიწყებულ, მიმქრალ იმედებს. გამიათასე, გამიბევრე ლექსის ბწკარები, გადამატარე ხელის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
საოცარო ავდარო, მინდა სიზმარს გადარო, ქარი გამოადარო, გამომამზიანდარო. ფოთლით მომიკარავე, ტოტი მომიმკლალავე, ან მასმინე ნანა მე, ძილში მომკალ ანა მე, საოცნებო ავქარო, ალერსის დასტაქარო, შუაღამის ამქარო, უნდა შემოგაქმარო. მზითვად მომაქვს ხელები, შენით განახელები, თვალი ანახელები, ხელის გულის ხელები. საპატარძლო კაბანი, კოცნის ჭრელი საბანი, მზისა პირის ნაბანი, სიყვარუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
კვლავაც ნაცრისფერი გახდნენ დღეები
და ისევ შემეჩვია სევდა,
ეს აუხდენელი ჩემი ოცნებები
სხვისთვის მაჩუქნინა, ნეტა.
ჩემთან ფანტაზიის ფერის შიმშილია,
ჩემთან სიუხვეა დარდის,
ფიქრი წყეული და ფიქრი საზიზღარი
ისევ ფეხაკრეფით დადის.
უხმოდ მიგორავენ ასე დღეები და
არ...ც მოწყენა მტოვებს მარტო,
ნეტავ, რად მეძებდნენ უცხო სიზმრები და
მერე მიმატოვეს რატომ?
დღეს მწუხარებამაც მომცა სიფხიზლის და
მუდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ჯამრთელი მზერა,თვალებში დარდი,
უცხო სურნელი გაშლილი ვარდი,
დამთვრალი ეშხით გონდაკარგული და
ცხრა მთას იქით გადაკარგული,
ოცნებით ფრენა ცისფერ ღრუბლებში,
აყალ-მაყალი დამცხრალ სულებში,
ჯერ გაკვირვება მერე დუმილი
და ახდენილი დიდი სურვილი,
ჩამქრალი ვნება,ჩამქრალი ალი
და ამ ყველაფრის მიზეზი
'' ქ ა ლ ი '' |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
გთხოვთ, ქალბატონო, მომაწოდეთ ჩემი დღიური, არა, ეგ არა… ოდნავ მარცხნივ და ცოტა ზემოთ.. დამტვერილია.? ალბათ, თაროს ათოვდა მტვერი, მე მაპატიეთ, დაისვარეთ.. მანდ არა, ქვემოთ… იცით, რამდენჯერ მიომია მე ამ დღიურში.? რამდენჯერ სახე დავუკუჭე სულ ფურცელ-ფურცელ, მაგრამ რა ვუყო.. ვერ ველევი, ვერ დავაბერე, თუმცა კი ყდაზე წავაწერე: „Block for all Users.!” თუ გნებავთ დარჩით, მოუსმინეთ ამ მელოდიას, მე წაგიკითხავთ.. წაგიკითხავთ.. კი.. წაგიკითხავთ… <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო და გევედრები არ დაიჯერო მოხდება ასე ვიცი და მინდა, შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო. გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო, ერთობოდაო შენტან თამაშით მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის. ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო სულ სხვა გახდაო მისი რჩეული მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით ნატვრას ავყევი გადარეული. გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო რომ მობეზრდაო შენი ალერსი და თუ გაგება ამის მოგი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მკითხე და გეტყვი ვინ მძულს, ვინ მიყვარს, ვის ვუძღვნი გულს და ლექსებს სათუოდ, რომელ თქვენთაგანს ვუმზერ ირიბად, ან ვისზე ვამბობ აუგს სამდურავს. მკითხე და გეტყვი ვის არ მოვწონვარ, ვის ეამება ჩემი იარა, რომელი ექო მიხმობს კოცონთან, ოცნებიანად, ლექსებიანად მკითხე და გეტყვი რაც მიფიქრია,რაც ოდეს გულში ჩამსახლებია, საით გაფრინდა ჩემი ნიბლია, ან ვინ შეეხო ნისლისფრთებიანს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მე სიბრალული არ მჭირდება, ეს კარგად ვიცი.
ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები.... ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.
მერე რაა, თუ სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!. დასისხლული მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები. მაინც, დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ, ამიტანია განა სხვა დროს ამისთანები?!....
არ დაიჯეროთ, მერე რა, თუ ხანდახან მცივა, მერე რაა, თუ ამ დროს ვხდები აუტანელი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
გზად მიმავალმა ეს ფიქრიღა დავიმარტოვე
წინ სევდა ჩანს და სიხარული უკან დავტოვე...
წინ მოგონების აჩრდილია შავით მოსილი,
უკან კი მხოლოდ წუთებია თბილით ქსოვილი..
ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი საკითხავია
ერთს კი ვემთხვიე მოგონება წარმავალია..
ფიქრის ბილიკი აბორგდება გზა გზა მატარებს
შენზე ოცნებას მაჩუქებს და გზაზე დამაგდებს...
რადგან ამ ქვეყნად სასწაული ვეღარსად ვპოვე
შენზე ოცნებას კერპ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ვიცი,რომ შეგრცხვება-თვალებში ჩამხედე, ღმერთმა ქნას,მოგეცეს შვება და შენდობა, ისედი ცუდი ხარ,ისეთი თავხედი, რომ გულში ტკივილის კოშკები შენდება.
ვიცილებთ მთვარეებს,გავწყვიტეთ ხუნდები, და ვითვლით ფურცელზე მიმოყრილ სტრიქონებს, ვიღლებით,ვღონდებით,და როცა ვდუნდებით მაინც იმ გარდასულ გაზაფხულს ვიგონებთ,
როცა მზე ხატავდა ბუნებას ღიმილით და როცა სიცოცხლე გაყიდეს უჩვენოდ... მხარზე გაუდია ბავშვს ზეცა ტირივით და ტერფებს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ბევრი დამისხით!-დღეს სურვილი მაქვს სიმთვრალით მოვკვდე
სიყვარულისთვის წამებული ტოტივით მოვტყდე!
გემივით ისე ჩავიძირო გრძნობის ზღვის ფსკერზე
საუკუნეთა განვლის შემდეგაც ლექსი თქვან ჩემზე!
კიდევ დამისხით-ხომ შეხედეთ მაინც ვერ ვთვრები
ეს სადღეგრძელო მინდა შევსვა ვაზის ცრემლებით
გულით გისურვებთ-სიყვარულის ერთი გზით გევლოთ
და თუ დაგჭირდათ ჩემი სიცოცხლე თქვენ შემოგევლოთ |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ნასვამმა, რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში... მკლავებში, ფაქიზად გარწიე დილამდე... ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში დილა კი, შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...
მთვრალი ვარ, ამაღამ დამახრჩობს ფიქრები... შენ ალბათ, სიზმარში მთვარესთან მღალატობ... მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით... შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...
და რატომ, მაგიჟებს ეს ღამე სულელი... მთვრალი ვარ ოცნებით, <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
სისუსტე ლამაზ ქალისა
მარტოობაა განცდისა,
დარდებს ფიქრებს და სიჯავრეს
მის რჩეულს თავზე აყრისა.
აგრეთვე ქალის სისუსტე
სიყვარულია კაცისა,
იქნებ უღირსი კაცია
გონება სავსე ხავსითა?
ჩემი თხოვნაა თქვენს მიმარ
ვენახს ფოთოლი ასხლისა,
არ გაუსინჯოთ მას გემო
გასაცინია კაცისა.
სისუსტე ძლიერ ქალისა
ძებნა შეძლებულ კაცისა
ასევე ქალი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ერთ მშვენიერ დგეს მე ღრმად დავრწმუნდი ვერასდროს ვნახავ სამოთხის კარებს, იქ ღირსეულნი ხვდება წმინდანი ჩემი წარსული მიხსენებს ვალებს. ფიქრში ჩაფლული უკან ვბრუნდები მომავლის ცქერა აღარ მახარებს წარსულნი დრონი მახსენებს ცოდვებს და სამოთხისთვის არ მიღებს კარებს. ვზივარ და ეხლა ძლიერ დავრწმუნდი ჩემსავით ბევრი ვერ იხდის ვალებს, ალბათ უფალმა აქ დამიწესა ასე ამჯამად გაუძლო ტანჯვებს. ერთ მშვენიერ დღეს ისევ დავრწმუნდი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ღამე, როდესაც სუყველას ძინავს, მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს. მას გონია, რომ მე იგი მიყვარს, მაგრამ მე მისი თვალები მომწონს. ჩემი ტუჩები მის თვალებს ეხება და ის კრთის, როგორც ჩიტი-ჩიორა, და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა, რომელიც კუბოს კარამდე მიჰყვა. მოკვდა ისე, რომ ვერც კი გაიგო, რომ მე მომწონდა და არ მიყვარდა, და მე იმ დღიდან იმის საფლავთან ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა. ერთხელ, როდესაც ყვავილთა კონა, დავუდე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 34 35 36 37 38 ... 71 72 » |