♥ l o v e ♥
ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს. და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში, რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ, შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში. და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა, შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად, ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ, ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა, ამტკივდა შენი არსებობა, შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი, ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება. როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება. და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა, თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა, ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი, მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი. სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზე, იმედები სან
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ, გიშრის თვალთან თვალით მისათვალი ვარ! ვაჟკაცისთვის წელის დამმშვენებელი, შავ ქარქაშში ჩაგებული ხმალი ვარ... ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ, ერთი ვინმე შავთვალწარბა ქალი ვარ! მეც არ ვიცი, ალმასი ვარ, ლალი ვარ დაკარგული ძველი ნატვრისთვალი ვარ, თუ წარბებად შავის კალმით ნაწერი საიათნოვას მუხამბაზის პწკარი ვარ, - და თითების საალერსოდ ასხმული მძივად ვწევარ, - შავი მინანქარი ვარ! თუ ხან თაფლის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ასეთი იყო სიყვარული დასაწყისში,როცა დედამიწაზე ჩამოვედი..ყველაფერი ნათელი იყო და ოცნება სიყვარულზე ამიხდა თითქოს..მიხაროდა,მახსოვს ვცეკვავდი ზღვის ნაპირზე .. სიყვარული ადამიანივით სახლდება ჩვენში... ანგელოზივით თბილია მისი გამოხედვა.. -მხარზე დამეყრდენი,,შენი დარდი ჩემთან დატოვე და იყავი ბედნიერი''' გამიღიმა,როგორც ყოველთვის.. ... მიხარია უბრალოდ...მისი სუნთქვა,ისეთივე უსასრულოა და იდუმალი,როგორც თავად სიყვარული...დევკაცივით დააბიჯებს და ღრუბლები ხელის გულზე იფანტებიან... -გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს, არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს... რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით, არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით, არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით... რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს, არ დავხატავდი ატირებულ გრძნო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ღამე გამეფდა ღრუბლიან ცაზე, ჩემს სახურავზე ანათებს მთვარე, ყოველთვის ვტირი ამ სიმღერაზე თუ მენატრები და თუ ვერ გნახე. შენზე ფიქრია, რომ ადნობს სანთელს, და ჩემი გრძნობა, რომ უძლებს ამდენს _ შენს გამოხედვას, ამღვრეულ თვალებს, არ ვიცი კიდევ აიტანს რამდენს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
შენი მონატრება მტანჯავს, შენი სიყვარულით ცად ვარ... შენთან მოსვლა მინდა მაგრამ... ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს, მე შენს ჩახუტებას ვნატრობ, შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ... იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ, მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს... ოხ ეს მელოდია მახრჩობს... გულის ტკივილამდე გნატრობ.. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
დიდი ხნის შემდეგ... როცა წლები მოღლიან მუხლებს და წამოდგომაში დამეხმარები, როცა თვალებს ფერი გაუხუნდებათ – მითხარი, რომ ისევ გიყვარვარ... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
დღეს,როცა მეც მყავს შვილი, უფრო ლამაზი ჩანხარ, ბედნიერი ვარ შენით, მუდამ ჩემს გულში მყავხარ… ბევრჯერ გატკინე გული, ცრემლიც გადინე მე და- თუ გაწყენინე რამე- გთხოვ,მაპატიე დედა. ხარ ჩემი საფიცარი, მზის სხივზე უფრო თბილო, დღეს სულ სხვა ხმაზე მესმის შენი ნათქვამი ” შვილო”… ჩემთვის ხარ უფრო ტკბილი, შენს ამაგს უფრო ვხედავ, დღეს,როცა მეც მყავს შვილი, დღეს,როცა მეც ვარ დედა….. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს. ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით. მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს. სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი. ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები. დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი. არ მოამტვრიო სხეულს ტოტები. შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო. შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო. უპატიებელს მპატიობ მუდამ.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
შენ არ დაეძებ დროთა მწვერვალებს, ყელამდე შფოთავ, რაღაცას ნანობ! წვიმის გუბეში ბედი გაწვალებს და ნაფოტივით შიგვე ქანაობ. ის ეკლესია, შენ რომ გიყვარდა, დიდის საკენკით ათრობს ბეღურებს. ვინც განდიდებს კვერით დანაყრდა, რა ეშველებათ, იმ უბედურებს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი, ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება! თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად. აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი (საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება), ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი, მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება. მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები, ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები, “ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები, და ცო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
კაცი-- ნასროლი ისარი, ქალი-ტანდემის წილი, კაცი--მლესავი მისანი ქალი--საკილეს ღილი კაცი--სათუოდ სადაო ქალი--შენება , ნგრევაც კაცი--სიშორე, მიზანი ქალი--ცდუნება კდემა ბუღობა შვენის კაცსა და მიწის და აზრის კაფვა, ქალის სამშვენი ის არის, აზრის თუ იცის დათვლა, კაცის --სიშმაგე ფასობდეს, ქალის-- სიმშვიდე რთული, რადგან სიმშვიდის რიდეში, ქალს შეუნახავს გული, კაცის არნდობა გრძნობების, ქალ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი, ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის, როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - შენი ლამაზი გული მელოდეს. შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს, ორღობეებში გასროლას დოღის, ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს. და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა, დაბალი ხმებით დუდუნი დოლის, აგიცხადდება სიზმარი შორი, გაგახსენდება დობილთა ზრუნვა. გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას, ოი, დობილ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
გემუდარებით,ნუ დადებთ ყურმილს, ძლივს მოვაკვლიე მისამართს თქვენსას, ნუ ახსნით ცუდად იმ ქალის სურვილს, რომელსაც ისევ უყვარხარ დღესაც. იცოდეს ღმერთმა,მსურს საუბარი, შვილების მამას რას გკადრებთ აბა, მე დღესაც მახსოვს ჩვენი მაისი ახლა ძნელია, დაბრუნდეს ისევ მაისის სუნთქვა,იების ფერი, გამწირე რისთვის,დავეძებ მიზეზს და ეს ბავშვობა შორიდან მღერის. ო,ვაჟბატონო,გეძებდი დიდხანს, გახსოვთ,მჯეროდა მუდამ იმ ხატის, მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა, მართლა გიყვარდით,თუ არ გიყვარდით? გათავდა,მორჩა,მთავრდება ამით, ჩ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ქალო აყვავდა აკაცია შენ კი დახედე რა გაცვია? თეთრი აკაციის ყვავილივით მკერდი დაგხატვია საკინძესთან ქალო ნუ თამამობ ასე ძლიერ სადმე ნაბიჯი არ დაგიცდეს და... მისი მოჭუტული მზერის იქით იცი რამოდენა ალებია? წადი შემოისხი რამე კიდე თორემ ნახე უკვე ქარებია წვივთან შემომძვრალი ნიავქარა კაბას აგიწევს და გაგაციებს... მე რას მეპრანჭები დალოცვილო? ეგე გაეჯიბრე აკაციებს! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მშვენიერებავ, ტილოზე გნახე, მაგრამ სიზმარი მალე დამთავრდა, დიახ სიზმარი, თორემ შენს სახეს ცხადში ვერავინ ვერ დახატავდა! გულგამგმირავი შენი თვალები, რომელსაც თითქოს სივრცე მიაქვსო, სხივთაფენაში დაუმარცხები ვერ დაგხატავდა თავად პიკასო! სილამაზის და მშვენების ქალღმერთს შეშურდებოდა თუ კი ნახავდა შენში აღბეჭდილს ღვთიურ ხიბლს ამდენს შენ ვერც დავინჩი ვერ დაგხატავდა! შეუდარები შენი ღიმილი, ვინმე არსებობს არ მოსჭრას თვალი? მშვენიერებათ ხატვით დაღლილ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მე არ გიცნობ მაგრამ მაინც მიყვარხარ არც კი გკითხავ ვისი ხარ ან ვინა ხარ მე უბრალოდ სულ შორიდან გიყურებ შემიყვარდი და თავსაც არ ვიტყუებ მე რატომღაც მომწონს შენი სიჩუმე და თვალებით წარმოთქმული სიტყვები დამიჯერე უსასრულოდ მიყვარხარ და სიკვდილის დღემდე ასე ვიქნები ისევ ვხედავ ამ ქუჩებს ავდარიანს ისევ გნატრობ ყველაფერზე ძალიან მიყვარხარ და ამის თქმას მე არ ვნანობ კიდევ ჩვენზე ბევრ ოცნებეს გაგანდობ მე შენ გეტყვი რაც აქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მინდა მოგიძღვნა ლექსი ლამაზი ნაღვენთი თაფლის სანთელის შუქზე, მინდა მოვწყვიტო შენთვის ვარსკვლავი უკიდეგანო სამყაროს ზღურბლზე, ეს დედამიწაც მინდა გაჩუქო, მთებით, ველებით, თუ რამეს ვუმზერ. მინდა შენს ყოველ ნაკვალევს ვუძღვნა, სადაც ფეხს შედგამ ამ მიწის გულზე, ნამით მორთული ნაზი ყვავილი, უხვად რომ აფრქვევს მათრობელ სურნელს. მზეც მინდა მოგცე იმისთვის, კარგო, რომ მოხდენილად გეკეთოს გულზე, სიმღერა მინდა ისე გიმღერო,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ბევრი ცრემლი დასდენიათ ქართველ დედებს, ცრემლი ჩვენთვის გასაკვირი როდია. სიყვარული უსაშველო ვიცით,მაგრამ სიძულვილიც უსაშველო გვცოდნია. თუ დაგვჭირდა ძველებურად გავმგელდებით, ქართულ დროშას ვარსკვლავებში ავიტანთ, სიკვდილშიაც ლამაზი ვართ ქართველები, სილამაზეს საფლავებშიც ჩავიტანთ. ქართლის გულო,ნეტა როდის გამრთელდები, მომხვდურებმა ასე როგორ გაგთელეს? ღმერთსაც უყვარს დალოცვილი ქართველები და ეს მიწაც ღმერთმა მოგვცა ქართველებს. გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 36 37 38 39 40 ... 71 72 » |