♥ l o v e ♥
შენს სხეულს ეხლა სხვა სული ბუდობს, შენსში სუნთქვას იწყებს ან ნორჩში ია ან ანცი ბიჭუნა გიჟურად ბურთობს შენ ეხლა ჩემთვის ქალღმერთი გქვია. შენი თვალები სხვაგვარად ბრწყინავს შენ ხომ უკვე სხვის ნაცვლადაც გძინავს... და მე ყურს ვუგდებ შენს ყოველ ბგერას, შენს გულის ხმაურს მის გულის ძგერას! შენ ეხლა უფრო ლამაზი გახდი თუმც შენი ძილით უკვე მაოცებ ამაღამ თუ კვლავ საბანს გადამხდი გავცივდები და ვეღეარ გაკოცებ! შენ თუმცა გახდი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
გინდა რომ მიყვარდე? - მიყვარხარ ! სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე, ჩემი სიყვარული თუ გინდა გიწილადო შენს გულშიც ჩაიხედე....შენც უნდა გიყვარდე! მელოდები? - რატომ მელოდები ! ცხოვრება სასტიკია - ხალხს დროს ართმევს, თუ არ მოინდომებ ამ ცხოვრებაში, ბედნიერებას ვერავინ მოგართმევს. გაპატიო? - გაპატიებ ! მთავარია რომ შენ შენს თავს აპატიო, და ნათლად დაინახავ რომ ადგილი გექნება სრულიად საპატიო! დაგიჯერო? - დაგიჯერებ !
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა, ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად, "მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია, როდესაც გულში დამალული სიყვარულია... ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია, მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი, დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი... ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია, "მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია, ამ ლამაზ გრძნობას მე ყოველთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
მე მომენატრე და ამიტომ გწერ, მე იმას მოგწერ რაც არ მითქვია, გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ, შენი გული კი მგონი სხვისია . მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით, და დავივიწყო რომ ჩემი არ ხარ, წამით რომ მაინც გადაგივიწყო, და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ. მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრობლად, დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს, სევდიანი ვარ როგორც არასდროს, ახლა ვერავინ დამიშლის ტირილს. მგონი ვგიჟდები, ამ წუთში ახლა, მე გამაგიჟა შ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად, უფრო ბავშვური გზნებით, შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის, ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ, მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით, სუნამო, ყელი და თხელი თეძო. შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ, სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს, ჩემი ადგილი ჩემსავე გულში არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს. შენსავით კაბას ვერავინ იხდენს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე, უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად… ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს, რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად… მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს, ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას… მერე გაქრები… დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს… ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა… დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დამშვიდდი…
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის ტკივილს... გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს... ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე... არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე, მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს, ვერ ხვდებიან, რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს... ვერას ვამბობ, ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით იქნებ დაგვეწყო თავიდან ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა მაგრამ ამასაც ავიტან გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა მაგრამ ამასაც ავიტან მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა: იქნებ დაგვეწყო თავიდან თავი გამახსენა ღამემ საშინელმა მაგრამ ამასაც ავიტან ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა: იქნე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
დაიმახსოვრე, როდესაც გტკივა და როცა გრძნობა თავგასულია. როცა თოვლია გარეთ მუხლამდე, დარაბებს მიღმა გაზაფხულია! როცა ფიქრები შენ არ გეკუთვნის, როცა აზრები გადართულია. როცა ვერ ხედავ და გენატრება, დარაბებს მიღმა გაზაფხულია. როცა მოყვასი უბედობისგან, თითქოს ცხოვრებით დაჩაგრულია, დაიმახსოვრე როცა შეხედავ, დარაბებს მიღმა გაზაფხულია! დღე დაღამდება, როცა დრო გადის, როცა აზრები გადართულია. ხელს ნუ ჩაიქნევ სულ ყველაფ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენგან მივდივარ..
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება. ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა. არ მემეტები,მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე, მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი შენ კი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი. მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს, რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს. სულ ის მინდოდა მოსულიყო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ტაძრის ერთ კუთხეში დაჩოქილი
ტაძრის ერთ კუთხეში დაჩოქილი მორცხვად ვემალები ცოდვებს, თვალებდახუჭული, დამხობილი, ჩუმად ვიმეორებ ლოცვებს. ცამდე აღმართული გუმბათიდან ფრთხილად დაეშვება სხივი, ჩამოფარფატდება ანგელოზთა ფრთებით გადაბმული მძივი. მიმოიბნევიან მთელს ტაძარში, მიმანიშნებელნი ერთის, ყველა შესამკობზე ძვირფასია წმინდა სამკაული ღმერთის. ხატთან ანთებული სანთლებიდან უხვად იღვენთება სითბო, ხელის გულები მაქვს მიშვერილი და თან სულის გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
აიღე ჯვარი, რომელიც ღმერთმა მოგცა!!!!!!!
იყო ერთი სულმოკლე კაცი, რომელიც თავისი შრომით ცხოვრობდა, მაგრამ ისე ღარიბად, რომ ძლიერ შეჭირვებით ასაზრდოებდა ცოლ-შვილსა. ერთხელ ზღვის პირად წავიდა, ჩამოჯდა ქვაზე და იდაყვდაბჯენილი გასცქეროდა ძვირფასი საქონლით დატვირთულ მომცურავ გემებსა. მაშინ გლეხკაცს გულში ბოროტმა ფიქრმა გაუელვა და თქვა: შე დალოცვილო ღმერთო, სხვებისთვის ამდენი სიმდიდრე მიგიცია და მე კი ლუკმაპურის შოვნაც მიჭირს, რა იქნება, მეც მომხედო წყალობის თვალითო! შუადღისას მზის გული იდგა. ფიქრებში გართულ გლეხს ჩასთვლიმა. ძილში ნახა, ვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
...
ორთავ მუხლზე დაჩოქილი, როგორც შველი, წამომდგარი თითქოს ცხრავე სამარით, ხატების წინ ლოცულობდა ფეხშიშველი, საქართველოს დედოფალი თამარი. ალმოდებულ მიწას ენთო ჯრუანტელი, ნაქანდაკარ, ბროლის თითთა შეხებით, მის წყნარ მზერას მოსცვივოდა მზის ფანტელი, გარეთ მისებრ ჩურჩულებდნენ ვერხვები... წელს რომ ერტყა, ეს არ იყო სხვა სარტყელი, ერტყა ზეცის შვიდი ფერის ქამარი, მტრედის ღუღუნს გამოსცემდა თეთრი ყელი, საქართველოს ავედრებდა თამარი... ზა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ყვითელი ქვიშის სანაპიროზე გოგონა ცეკვავს, თეთრი მანდილი უხერხულად ეხვევა ტანზე... სუსტი ნიავი ნაპირიდან ცელოფნებს ხვეტავს, გოგონას გულის მოსაგებად, მზად, შეტევაზე. ყვითელი ქვიშის ნაპირები ლურჯ ზღვას უხდება, თეთრი მანდილი ეფერება გოგონას თეძოს, სამალავიდან გამოსვლა კი ბიჭს არ უნდება, გოგონას სხვა რომ ,,ააწაპნის" ამას კი ვერ გრძნობს... უცხო ყმაწვილი დამშეული მზერით ჩერდება, ყვითელ ქვიშაზე მოცურავე გოგონას უმზერს, ე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ერი თუ ბერი,მსახური ღმერთის, ცისა და მიწის უაზრო მსხვერპლი, არ მინდა ვიყოთ ამაყი ერი, ერი ამაყი, არაფრის მთქმელი! დღედაღამ ვფიქრობ,სიზმარშიც ვფხიზლობ, ჭეშმარიტებას არა აქვს სიტკბო, ვინ ვართ,რა გვინდა,მომავალს ვისპობთ, ჩვენივე ხელით კუბოებს ვიწყობთ! იმის მაგივრად,რომ ჩვენი ბედი, ჩვენ თვითონ შევქმნათ და ჩვენი ხელით, დიპლომატები დარბიან ხვეწნით, ჩამოეწელათ ღაბაბი წელვით! დრო აღარა გვაქვს,ბნელდება,ვკვდებით, მაღალფარდოვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ცალმხრივი სიყვარული
ამბობენ, რომ ცალმხრივი სიყვარული არსებობსო და ამატებენ, რომ ის უფრო ძლიერიაო!!! ნუთუ??? მე ვიტყვი, რომ არ არსებობს. და თუ მაინც იტყვით,რომ არსებობს, გეტყვით, რომ ორმხრივთან ახლოსაც ვერ მივა! ცალმხრივი იგივეა, რაც ცალთვალა, ცალხელა, ცალპეხა და ა.შ. აბა, მითხარით ასეთი ადამიანის და ნორმალური ადამიანის ეფექტურობა!!! წარმოიდგინეთ ნახევრად აშენებული სახლი, შუაში გაწყვეტილი სიმღერა, ნახევრად შესრულებული ნახატი – აქვთ მათ ღირებული ფასი??? ჯობია, არასოდეს იგრძნო სიყვარული, ვი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
განშორება . . .
ყოველთვის ასე ხდება – დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ. მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქარმა... მე არაფერს გისაყვედურებ....მხოლოდ მეყვარები რაღაც არაამქვეყნიურად, სევდანარევი სიყვარულით. მერე შენ წახვალ...წახვალ და იქნები კაცი, ბედნიერი მამა და გეყოლება ორი ან სამი შვილი...მერე და რა მალე ბერდებიან ბედნიერი ადამიანები... გეყვარება ცოლი...მასაც ეყვარები, მაგრამ არა ისე, როგორც მე, რადგან ბედნიერებს არ შეუძლიათ გულის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სიყვარულია . . .
ჩემთვის ვიყავი... რა უნდოდა??? მოვიდა, შემოვარდა ჩემს სხეულში, ააფორიაქა სული, გაიარა ყოველი ძარღვი,კაპილარი,მოლეკულა... შევარდა მუცელში... დატრიალდა, დატრიალდა, დატრიალდა... უცებ გაჩერდა, ამოიხედა ზემოთ, ცოტა ხანი ათვალიერებდა, სწავლობდა გზას, საიდან უფრო ადვილი გასასვლელი იყო... მერე უცებ მოიკრიბა მთელი ძალა, გაგიჟდა, გადაირია,იყვირა და ამოვარდა! აუწერელი სისწრაფით შევარდა გულში და ჩარაზა გულისკარი დიდი გულის გასაღებით და დასახლდა... როცა გონს მოვედი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მიყვარხარ . . .
ზოგჯერ ძალიან ცივა... მაგრამ არა ფიზიკურად, სულიერად ცივა. სულში თითქოს რაღაც ცივი ბობოქრობს და მთელ სულს იკავებს... ძნელია, ძალიან ძნელია ამ ყველაფრიდან, ამ სიცივიდან, სიბნელიდან თავის დაღწევა. ის თითქოს ნაწილია სულის, თითქოს შერწყმია მის მთლიანობას და... არ ვიცი ოდესმე თუ ვიპოვი გზას რომ თავი დავაღწიო ამ ყველაფერს. ... ეს იქნებ გიჟის ბოდვას გავს და სასაცილოა... მაგრამ იქნებ მე ვარ გიჟი... მე ჩემი სულის გადასარჩენად ვიბრძვი. ან იქნებ არ ვიბრძვი და უმოქმედოდ ვუყურებ თუ როგორ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ვარსკვლავები წყდებოდნენ ციდან
ჩამობნელდა... მთვარე ქედებიდან ამოძვრა... სიჩუმე გამეფდა და...მხოლოდ ჭოტი ურჩობს. ...ორნი მიჰყვებიან ბილიკს.ნიავი გვირილებს აღელვებს. მინდვრის თაგვი სიბნელეში ჩალიჩობს... ბებერ მუხასაც გასცდნენ და...მოსწყდა მბზინავი ვარსკვლავი ატლასის ცას... უკვე მეცხრე... სრულყოფილი წყვილია... ფიქრებითაც კი საუბრობენ. „რომ ვუთხრა მიყვარხარ!... მეტყვის..." „ვეტყვი რომ მიყვარს,მიყვარს,მიყვარს..." „ვაი,რო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 39 40 41 42 43 ... 71 72 » |