* * *
სავსე მთვარის დროს თავს თოკს მივცემ დაუფიქრებლად,
ნამდვილად სადმე თუ არსებობს ძირს ჯოჯოხეთი.
ბოლოს და ბოლოს გალაკტიონს მაინც ვნახავდი,
ღიმილ ნაკრავი რომ მკითხავდა: "შენც აქ მოხვედი?”
.
…და მეც ვეტყოდი თვითმკვლელობის რეალურ მიზეზს,
კაცობრიობა უაზრობის მორევმა შთანთქა,
განცვიფრებული დედამიწა მკერდზე მჯიღს იცემს.
როგორ ვითმინო ამდენი რამ? როგორ არა ვთქვა?
.
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ყოველთვის მოჩვენებით გებრძოდი... გაგრძნობინებდი, რომ არაფერს გითმობდი... ვცდილობდი, მეთამაშა ცივი ქალის როლი, მაგრამ უნიჭო მსახიობი ვარ... ჩემს თავს ვუმტკიცებდი, რომ ჩემთვის მხოლოდ სიტყვები ხარ, რომლებსაც არანაირი ძალა არ აქვთ, მაგრამ ყველა არგუმენტი გამეფანტა... დაბნეული ვარ... სიცოცხელს ვიფიცებდი, რომ არასოდეს დაგითმობდი მოგებულ პარტიას, მაგრამ უპრინციპო ადამიანი ვარ... ვერ ვწინააღმდეგობ! ვერ გწინააღმდეგობ! ვერ ვკრძალავ! ვერ გკრძა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები, კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა, შორიდან მოგიარონ მორიდებით, სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა. ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს, მამულეთს გაქონდეს გოდება, ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე, უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა. ახლად გამოჩორკნილ სატივეზე, ვეფინო უშენობით დაღლილი, ბებერი რიონის ნაპირებზე, ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით. დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით, მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს... ისეთი სიკვდილით მოგიკვდები, შენში უჩემობ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ც
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენ დაიწყე, აღარ მოგიყვები ჩემს გოგოებზე, უმეტესობა ლამაზია, მაგრამ სულელი, სამაგიეროდ, მაისის თვის მარწყვებია მათი ტუჩები, აბრეშუმია მათი კანი, მათი თითებიდან უკვდავების წყალს ეწაფები _ შენი ვნებები, შენი ჭრელი ისტორიები ზეპირად ვიცი, ჩემო საუკეთესო მეგობარო. მე აღარაფერს მოგიყვები ჩემს გოგოებზე _ მე ისინი დავივიწყე, არცერთს ვუყვარდი ისე, როგორც მინდოდა, როგორც მეკუთვნოდა, ისე, როგორც შენ გაგიხარდებოდა, ამიტომაც მათ არ გიხსენებ. შე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
თვალებით მაცდუნებ, ჩურჩულით ამბობ, რომ ალაგ-მოდებული სურვილი ავუშვა...
თითებზე, ტუჩებზე, მკერდზე და სულს იქით დანახულ ფიქრებზე მედები, მიმიღე, ნუ გამხდი ამ ვნების მათხოვრად, დავმდაბლდი, უსიტყვოდ, მთლიანად გნებდები... ვივიწყებ თუკი რამ ღირსება გამაჩნდა, ზოგისთვის სწორედ, რომ ესაა მეძავი. მაგიჟებს ტკივილი სულით, რომ დაგაქვს და სალბუნად მოდება მხოლოდ მე რომ ძალმიძს...
დღეს ჩემი სულია შიშველი ნატურა შენს თითებს, ტილოზე შეხებით შევიგრძნობ, სხვას ე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ახლა სიგარეტით ფილტვებს ვიხეთქავ და ქუჩებს დავუყვები ფოთლებით დაფენილს. (შვებას რამდენად მგვრის სულ სხვა საკითხია) კრიტიკულ ზღვარზე ვარ,ასე ვთქვათ გაფრენის.
იცი? უშენობას ისე მივეჩვიე... შენი მონატრება მექცა პროფესიად. ღმერთიც მივატოვე,ახლა მირჩევნია ეს ნაცრისფერი ცა,ყველა კონფესიას.
და თუკი სიგიჟე ჰქვია ჩემ საქციელს ამ ლექსსაც სიგიჟის დაერქვას დასტური. ასეთად... ისევ და ისევ, შენ მაქციე თუმცაღა ბედის მე არ ვარ უმადური.
რადგანაც სითეთრე და დეკემბერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩვენი შემოდგომა no ordinary-ლი, იხდის და შიშველი ქალივით ჩუმდება, ნერვების მოშლამდე სენტიმენტალური გავხდი და ბოლო დროს გულიც მიჩუყდება. ვხვდები,რომ შენამდე ძალიან შორია და ცისკენ ვუჩქარებ რატომღაც ნაბიჯებს, შენ,ძაან შეშლილს და მე -პარანოიას, ყველა ბანალური პროცესი გვაგიჟებს. სხვაგან ყველაფერი ხდება ჩვეულებრივ. შენ მე დამიფიცე, შენ ხომ მე დამპირდი მეყვარებიო და ახლა მეუბნები, რომ უნდა დამტოვო, უჩემოდ გაფრინდე... იქ,სადაც ყვითელ მზეს გაუჩნდა ლაქები, იქ,სადაც
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, - დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი, შუბლზე მაკოცა და... წავიდა...
ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, - ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი, თავი დამიკრა და... წავიდა...
ზეცა ჩამომექცა დარდის დარად, არადა, შეცოდება არ მინდა, სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა, გაშალა ქოლგა და... წავიდა...
ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი, რეკდა მწუხარების ზარი და ტირიფმა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შემოგიმტვრიო მინდა სიზმრები ძილშიც და ცხადშიც შენს გვერდით ვიყო. ანგელოზი ხარ ასე მგონია და შენს სიყვარულს ღმერთებთან ვიყოფ.
გარეთ თებერვალს წყალი სწყურია და გამომშრალ თოვლს ხოკავს თითებით მე ვფურცლავ წიგნებს და შენ დაგეძებ ლეგენდებში და ქვეყნის მითებში.
ეს პოეტობა რას ავიჩემე და ავირიე სავალი გზები შემოგეკედლე მიწის ანგელოზს მივდივარ შენ კი სულ ჩემთან რჩები
ახლა ისე ვარ, როგორც ფარაში პატარა ბატკნის პატრონი მწყემსი და ვეჯიბრებით შენს სიყვარუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გაივსო გული, ადგილები შეზღუდულია, ვერა ბატონო, რა აზრი აქვს შეგიშვა ახლა. ყოველი ძარღვი უსასყიდლოდ გაყიდულია, გადაიტვირთა და დაეტყო სიცივით დაღლა. არითმიულად დატრიალდა ეკრანზე ფირი, მოჩანს გულიდან მაყურებლის თვალები ფართო, განვლილმა წლებმა გააცოცხლა ყოველი გმირი, შენდობის მთხოვნელს, ახლა უნდა დარჩენა მარტო. დატოვეთ იგი, სიმსუბუქე სჭირდება ძარღვებს, გაცემული აქვს ყველა სითბო და სისხლის წვეთი. უსიყვარულოდ რას გაუძლებს დარჩენილ დარდებს, დატოვეთ იგი, მასში უნდა დასახ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი? ო, დასწყევლოს ზეწიერმა სიყვარულის მომგონი. აივანზე დარდიანობ, მთვარეს გასცქერ ქერათმება, გოგოვ, ბაგებანგიანო, ვისი ნახვა გენატრება? ხედავ? ღამე დათალხული მთვარის ბანგით დაიბნიდა, მითხარ, ვისი გახდა გული, ვის გასცქერი აივნიდან?
ხედავ, გოგოვ, თვალგიშერავ, ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა...
ბაგეს ღიმი როდი ფარავს, დარდმა ცრემლი შეჰკონაო... გოგოვ, ვინმე მოგიპარავს, იტყვის, ოქრო მეგონაო... ღამეს თეთრად ნუ გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო. ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც შენს წინ დავემხო არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება. მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო შენთან ცრემლისღვრა?! როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?! ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმან
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო: ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა, ალბათ... ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი: "უზრდელი ხარო”–მომახალა, არც ისე წყნარად. ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს გაუგებრობა... ჩემი ბრალი არ იყო მართლაც, ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს და იმის შემდეგ არ მინახავს, გამქრალა სადღაც.
ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი, ეს იყო ცივი შიში... და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.
ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენთან,რომ ვიყო ... დავანთებდით ალბათ ბუხარს და ჩაის ფინჯანში ჩავადნობდი თაფლის სიტკბოებს... არ მოვიწვევდით ყარაჩოღლებს ზურნა-დუდუკით და არც ატლასში გამოხვეულ ცქმუტა კინტოებს... არ ვიდარდებდით არც წვიმაზე, ქარზე, ავდარზე, არც იმ ღობეზე ბაღჩის ბოლოს რომ დარღვეულა... სევდა შეკრავდა გუდა-ნაბადს ბუზღუნ-ბუზღუნით და ორღობეში გაიკვლევდა სავალს ეულად.... დამილაგებდი ჭრელ ბალიშებს ხერხემლის ქვეშ და ჩემს შეხებაზე ოდნავ, მაგრამ დაიბნეოდი... და როცა მზერა შეხვდებოდა ნამიან მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
თუმცა წახვედი,ძვირფასო მაგრამ როცა ნაღველი ბოლომდე შეგშლის, შენ კვლვაც ჩემთან მოხვალ უთუოდ "როგორც წყაროსთან მწყურვწლე შველი"
მიხვდები როცა,რომ არვინ გიდგას გვერდში ჩემეულ სიმტკიცით ქვათა, და დარწმუნდები იმაში როცა რომ მე იდუმლს არასდროს გავთქვამ;
როცა გაკაწრავს გულს სინანული და სულის ტკივილს ვეღარ უშველი, შენ კვლავაც ჩემთან მოხვალ უთუოდ "როგორც წყაროსთან მწყურვწლე შველი" |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
იმ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მე ვუბრუნდები კვლავ ჩემ სამყაროს. მსურს გავიმარჯვო ლექსთან ჭიდილში და ბედმა შენგან ვეღარ გამყაროს.
დღეს იმის ცოდნა,რომ შენ გიყვარვარ გულზე მედება როგორც მალამო. ის,რასაც მე ვგრძნობ შენთან და ლექსთან აბა მითხარი როგორ დავმალო?
მსურს არ დავმარცხდე ლექსთან ჭიდილში და ბედმაც შენგან ვეღარ გამყაროს. მე მიხარია,რომ კვლავ თქვენთან ვარ, რომ დავუბრუნდი ძვირფას სამყაროს.
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
თუ გამახსენებს თავს მოგონება, ვერ დავივიწყებ შენს სათუთ ალერსს- მაშინ ავდგები,მოწამლულ სითხეს სულმოუთქმელად ბოლომდე დავლევ.
თუ გამახსენდი გრძნობა მორეულს დარდი წამლეკავს,როგორც მეწყერი და მოწოლილ დარდს გულზე ზვზვივით თუკი ვერაფრით ვერ გავეყრები.
მაშინ ავდგები მოწამლულ სითხეს სულმოუთქმელად ბოლომდე დავლევ. არ დაინანებს სიკვდილიც ამ გულს და სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 62 63 64 65 66 ... 71 72 » |