* * *
ნუ დაიჩივლებ, - მე საბრალოს არ მაქვსო ბედი, ნურც იმას მოთქვამ, თუ რა სასჯელს ზეცა გპირდება, ბარათაშვილის სამშობლოა, - რა გითხრა მეტი, აქ უბედობა არავის არ გაუკვირდება! ცხოვრება ჩვენი - არც ფარსია და არც წამია; ერთს გეტყვი, ვიდრე დანისაკენ ხელს გააცოცებ, გალაკტიონის სამშობლოა, ჩემო კარგო, აქ თვითმკვლელობით ვერავისაც ვერ გააოცებ. ჩვენი ვალია, რომ გვიყვარდეს სულზე ძალიან, გავყვეთ ბილიკებს - ღვთით ნაბოძებს და დანალოცებს. საქართველოა, სა-ქარ-თველო, - ჩემო კარგო, ჩვენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გითხრა რა იყო? არაფერი. . . მინდა აქ იყო. დარდი გაგიყო უშენობამ იცი რა მიყო? სული დამძიმდა… არაფერი აღარ მახარებს... სევდა მაწვიმს და ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს. ყველა შორი და . . ახლო მდგომი უფრო დუმდება. ის ვინც მოვიდა არ მოსული უკან ბრუნდება.. გზები გაიყო... ცა გაიღო... გული გაიპო…... ბნელმა ნათელი შემიცვალა და მზე წაიღო. შველად ვეძებე შენისთანა არსად არ იყო. უკვე სიკვდილმაც შემიყვარა გესმის რა იყო?! ბევრი ვეძებე შენისთანა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ქუჩას მივუყვები გულდამძიმებული, ვიღაც მიღიმის და ვიღაც მესალმება. მე კი ჩემს გრძნობებში აწურული, შენი უხმო ლანდი მენატრება.... ამდენ სიამაყეს რისთვის ვთამაშობდი, ვდარდობ და დარდზე დარდი მემატება. მაშინ რომ შენ ალერს გავურბოდი, დღეს შენი გაბრაზებაც მენატრება... ჰოი რა დღეები გაფრენილან ვნანობ და ჩემი თავი მენანება, შენი ალერსი მენატრება... მაინც არ გეძახი ისევ ამაყი ვარ, წლები კი რა უაზროდ მეფანტება. ისე დავიღალე მარტოობით შენი მონატრებაც მენატრება.
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
რომ მომენატრე დაგიწერო? და ვითომ რატომ? რომ დავიღალე დაგიწერო? რომ მართლა ვდარდობ? რომ გეძებ გითხრა ,გაგიმხილო? ნეტავ ეს რაღად? ხომ იცი მე დღე სიხარულო შენი დღით დამაქვს?! შენი ღიმილით მომესალმა პირველი ფიფქი მერე თბილ საწოლს გაეპარა შენს გზისკენ ფიქრი... მერე სიხარულს მიაწება ლოდინმა ცრემლი, ხომ იცი აქ ვარ და შენსავით არავის ველი?! რომ მომენატრე გაგიმხილო? ისევ გაგაგენდო? თუ არ გაგიმხელ გაბრაზება არც კი გაბედო! რადგან შენ იცი,რა აზრი ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
კაცი? კაცი ოხერია თქმა იციან ქალებმა ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლება სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს კარებს გაიჯახუნებან, სხვასთან გაერთობიან.
წარბი თუ არ გაუხსები წავა, არც მოგინატრებს, ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე. კაცი? კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე არაყს დალევს, ღვონოს დალევას და გულს გადააყოლებს.
ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს, რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მოდით ერთმანეთი სიყვარულით დავინახოთ, რაღა სიძულვილი ვახაროთ. მოდით ერთმანეთი გავიტანოთ, რაღა ერთმანეთი ვამარცხოთ. მოდით ერთმანეთი შევიყვაროთ, რაღა ერთმანეთი ჩავფარცხოთ. მოდით რა სიკეთე ვახაროთ. რაღა ბოროტება ვახაროთ, იქნებ თესლი თესლად ვახაროთ. ცოტა წყალი ვუსხათ ვაცადოთ გავზარდოთ და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მეგობრობის მადლი შეგეწიოთ,
საითაც წახვიდეთ ყველგან დაგეწიოთ...
ცხოვრების მძიმე უღელი
მარტო არასოდეს გაგეწიოთ...
და თუ გაგეწიოთ ...ბედი დაგეწიოთ.
ერთგულება და სიყვარული
გულში გქონდეთ და ცამდე აგეწიოთ...
ეკლიან გზებზე ისე გაიარეთ
ვნება არსაიდან მოგეწიოთ...
წინ გევლოთ ,უკან არ მოგეხედოთ...
თუ ჩაიჩოქებით უფალი შეგეწიოთ...
თქვენს გულში შემოპარულ ყველა გრძნობას
სიყვარულის აკვანი დაერწიოს...
ისე წ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
თეთრი გვირილების თოვლში მინდოდა მეპოვნა კოცნა, არ ვიცი დავკარგე როდის, არ ვიცი რამდენი დროა.
თეთრი გვირილების თოვლში ცრემლი, გაბნეული ბროლად, გთხოვ, ნუღა მოიხდი ბოდიშს, ცოტაც და ზამთარი მოვა.
მთხოვენ გვირილები ლოდინს, მე კი ვეღარ შევძლებ მოცდას, ცოტაც და დაჭკნება ლოცვით თეთრი გვირილების თოვა... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური, სილაში ვიპოვე სიმშვიდე, წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს... უცნაურ ქალაქში დავდივარ, დავდივარ და ჩუმად დაგეძებ, სევდიან ქუჩებში საირულს ვეჩვევი და თვალებს ვაცეცებ... მერე დრო გახდება ეული, ფიქრში ჩამოცხება აგვისტოც, სიყვარულს არ უნდა თამაში, თვალებს მზის სხივებიც გაგითბობს... ზღვისპირა კაფეში სიარულს ვეჩვევი, ისე ვით სიგარას, შენს სახეს ტალღებში დავეძებ და ნაპოვნს სილაში დავმალავ... ზღვის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე და ვთქვა, ნამუსგარეცხილი ქალის შვილი ვიყო, ხშირად შევიგინო, _ ჩემი დედა!.. ტრადიცებიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს, _ შეიძლება, გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო, თმა გადავიშალო კულულებად, ცხვირზე საყურე გავიკეთო.
ვინატრო ანტალია, ან ის `რიო~ სულ არ გავიხსენო ვარძია, როკზე და რემიქსზე გადვირიო, ქართულზე ჩავიუბნო: _ `ბანძია~ …
კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო, ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა, სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სადა გვაქვს ყურები? დავიხშეთ ყურები! მგონი გაჩერდა ყველას გულები. სადა გვაქვს თვალები? დაბრმავდა თვალები! უაზროდ გვთელავენ ცოდვის ქარები. სადა გვაქვს გრძნობები? გავყიდეთ გრძნობები! სიყვარულით აღსავსე ცრემლიან სტროფებში. სადა გვაქვს ტრფიალი, ხოტბა ფიალით? იმედმომლოდინე თვალები წყლიანი. სადა გვაქვს სიწმინდე, სადა გვაქვს სიმტკიცე? გულს შერევია თურმე სიმყიფე! სადა გვაქვს გულები, დადაგულები? აღარ ვართ გრძნობაში დაკარგულები. სადა გვაქვს ღირსება, სადა გვაქვს ნამუსი?<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ურცხვმა ზეცამ შენი მზერა აირეკლა, შენეული გამოხედვით მიცქერს. ქარმა კიდევ შენი სითბო მაგრძნობინა, მიპოვა და ჩამიხუტა მყისვე. მონატრება გარეთ წვიმად დაიღვარა, ჩამოუყვა ათრთოლებულ თითებს, ამერია,აღარ ვიცი უშენობის მერამდენე წუთის ათვლას ვიწყებ. ყველა ფიქრი ისევ შენსკენ გამომექცა, ახლა სულიც მხოლოდ შენსკენ იწევს. შენი მზერა აურეკლავს ურცხვ ზეცას და შენეული გამოხედვით მიცქერს." |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნეტავ მეც მქონდეს სურვილების თეთრი კალათა, მაგ გულს შევთხოვდი, მერე თუნდაც გადავაგდებდი. შენმა თვალებმა ფარულ გრძნობებში მოიკალათა და ვერ გავუშვი მაშინაც კი, როცა ვაგდებდი. გთხოვ, ნუ შეგრცხვება, სრულყოფილება არ არის ცოდვა. უაზრობისგან ჯერაც არნახულ სიყვარულს ვძერწავ. შენგან სიცხე მაქვს და ამ სიტყვებით დავიწყე ბოდვა, ნუთუ არ გიკვირს უშენობისგან ცას რომ არ ვლეწავ? ლექსებს ფიქრით ვხევ, ვერ შეგპირდები ვეღარც სონეტებს. სიცოცხლის ხაზზე გამოიკვეთა დღეს თვითმკვლელობა. თვალე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სადღაც დაგეწევი წლების სიშორეში, ვიცი, დაემთხვევა ჩვენი დაბადება, გრძნობით დამუხტული ვნების დიოდებში, ღამის სიმხურვალე - დილად აალდება! სადმე დაგეწევი, ფიქრთა სიშორეში, ღამეს გადმოვხედავ სიზმრის თვალებიდან.... იებს შეგიგროვებ ლამაზ ოცნებებში.... კიბეს მივადგამ და ცაში ამოგიტან. ცრემლებს შეგიმშრალებ თეთრი ფანტელებით, თვალებს ჩაგიმუქებს სულის ელვარება. სადმე დაგეწევი წლების სიშორეში, გულში ჩაგიკრავ და ვიცი გეამება |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნეტავ შენი პერანგის ღილად გადამაქცია, ღვინო გავხდე წითელი, ჭიქაში ჩამაქცია, ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი, ჩემით დათვრებოდი და ფეხზე ვერ დადგებოდი. ნეტავ შენი სარკმლების ფარდა ვიყო შრიალა, ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო წკრიალა, ნეტავ ვიყო მე შენი, დარდი, ჯავრი, ფიქრები, შენი ბინის მტვრად ვიქცე, ბედნიერი ვიქნები. ნეტავ შენი ოთახის ნივთად გადამაქცია, 'ნეტავ შენი ოცნების ქალბატონად მაქცია |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გაზაფხულს შეეხსნა საკინძე, დაეპნა ჭრელ-ჭრელი ფერები, მე გისმენ, სიტყვებად აკინძე, რად სდუმხარ?რატომღაც ვერ ვხვდები.... და ფიქრის გორაც ხომ გაოცდა, გელოდით ორივე კარგა ხანს, ლურჯი მონასტრისკენ გავრბივარ, იქნებ მან იცოდეს სადა ხარ? პირველად ვინატრე ზამთარი, ძლიერად ეთოვა ამაღამ... შენ კი ნაფეხურებს დატოვებ, მოგძებნი უშენოდ ავად ვარ, მერე დაგაფიცებ აპრილებს, და ფიქრის გორაზეც ავიდეთ... (გაზაფხულს შეეხსნა საკინძე) უჩემოდ აღარსად წახვიდე |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ადამიანო, სიყვარულის შესვი ფიალა, ჩვენ სიყვარული გვასულდგმულებს, მტრობა კი არა! ბედმა ბორბალი თუ უკუღმა დაატრიალა, მხოლოდ იმას სურს, მოგვიშუშოს სულის იარა. თორემ დრო გადის, დრო წამებმა გაატიალა, წამია შენი აქ სტუმრობა, მეტი კი არა, მარად იცოცხლებს, ვინც ბილიკზე სწორად იარა. ადამიანო, სიყვარულის შესვი ფიალა, ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს, მტრობა კი არა!!! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მოენატრე და გულიც ატირდა, თვალებს ცრემლები სდიოდა ცხარე, ჩამძინებია ფიქრებში დაღლილს, მაგრამ სიძმარში ისევ შენ გნახე. მძინარეს კვლავაც მითრთოდა გული, თვალებზე ცრემლმა იწყო დინება, სიზმრად გხედავდი მე კი ვტიროდი მაგრამ არ მსურდა გამოღვიძება... მომიახლოვდი თითქოს თამამად ცრემლი მომწმინდე ნაზი ხელებით, გულში ჩაგიკარ გაოგნებულმა თმა შეგისწორე ფერებ ფერებით. გამთიადს გავდი სილამაზითა სიტყვებს მჩუქნიდი შენ ალერსიანს, უცებ ცახვედი სად დამეკარგე? გამღვიძებია
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 61 62 63 64 65 ... 71 72 » |