* * *
ასე მალე ეს დღეებიც დამთავრდება, ვეღარ გნახავ, უშენობით დავიღლები, ოხ რამდენჯერ ვცადე შენი დავიწყება, მაგრამ უფრო დაჟინებით მენატრები. მომენატრა შენთან წყნარი საუბარი, მაგ ტუჩების ოდნავ წყნარი გაღიმება. იცი რას გთხოვ? ოღონდ გული გამიყავი და სიცოცხლე ამით უფრო გამიტკბება. განშორებით რა ვქნა თუ ვერ დაგივიწყე? რა ვქნა ამ გულს ვერაფერი მოვუხერხე. ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე, გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
უი საწყალიო....ნათელში ამყოფოსო, მისი სულიო....დაგვწყვიტა გულიო, შემეცოდაო.....არ ჰქონდა ცოდვაო, არც ვინმეს წყენინება...არ იცოდაო. ვერ ვიჯერებო...გუშინ ვნახეო, სულ თვალწინ მიდგასო მისი სახეო, ერთად ვიყავითო, მაშინო... ამ დღესო, მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო. გაიცინებენო სევდანარევადო, ღიმილი შეაშრებათ...... სახეზე ნახევრადო, მერე მოიწყენენ....აქ არარიო, ნათელში ამყოფოსო....საწყალიო. მერე ინანებენ...დროს რა მოჰქონდაო, მოვფერებოდითო...შა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ! შენი შვილების თვალებში მნახე. ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე. შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან, სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს, სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო. მნახე კახეთის უდრეკ დგომაში, მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში, თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში, დაზამთრებული გურიის მთებში, ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ არ მოგატყუოს ლამაზო ქალო, იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს, იგი არასდროს არ შეიყვარო. შეხედულება შენ ნუმოგხიბლავს, გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი, ის კი არ კმარა ილაპარაკო: მე მყავს ლამაზი შეყვარებული. ლამაზ ტანსაცმელს მდიდრულ ცხოვრებას, შენში არასდროს ქონდეს დიდება , სული ეძიე ადამიანში , ხორცი ბაზარშიც კი იყიდება. ნუ გაგიტაცებს ეგ სილამაზე და ნუ მოგხიბლავს ენა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ბოლოს რომ გნახე, თოვლი გადაბელე გულის აივნიდან და თვალსიქით რომ დაგიგულე, გამოგეპარე, კარები გამოგიჯახუნე და გავიყოლე გაზაფხულები, სავარაუდოდ_ბევრი. ალბათ მალე შემობრუნდი მოშლილ ბუდეში, სადაც სევდის ჭვარტლიან ჩვრებში მძინარე დავტოვე მომაკვდავი გრძნობა და ჩვენი არდაბადებული პირმშო. ეტყობა გული სწორედ ისე მეწურება ახლა, როგორც შენ მაშინ, ზამთრის გასაცილებლად რომ წახვედი, დაბრუნებული გაზაფხულს ელოდი და ჭერგადახდილ,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო, უნავთსაყუდელო სანაპიროვ
გულში ჩამოღვრილი ხვაშიადის
ზღვაო, ოკიანევ, უნაპიროვ.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს, გულიდან რომ უნებურად გადმოდიან, მოვლენ თვალთან, გადმოსვლას არ კადრულობენ სცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან..... ერთგულების მაცდურ ცრემლებს გაუმარჯოს, ნუგეშით რომ თვალის გუბეს დასდენია, ვნებით სავსე იმ ცხელ ცრემლებს გაუმარჯოს პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია......... განშორების მწ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული, რავქნა, შემოდგომა ბორგავს ხასიათში, ღამე მთვარიანი, ღრუბლებდახეული, ქარი ამ ბოლო დროს მეტად იშვიათი...
მწყობრი ტონალობით, მშვიდი ნაბიჯები, ხეებს განწყობებად სცვივათ ფოთლები და ვფიქრობ მონატრებად აღარ გავირჯები, მხოლოდ პეიზაჟებს ვპარავ მოლბერტიდან
ისევ ოქტომბერს და ისევ იმ პირობით, მერე ჩავასესხებ მორიგ დაღლილ ლექსად, სადმე სიმშვიდეში თუკი ვერ გიპოვი, ვიტყვი, ბედისწერა არის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
რატომ ერია ამდენი ცრემლი, ჩემს ცხოვრებაში, ჩემს სიყვარულში? რა დასცინოდა სატანა გრძნობებს, რად ჩადიოდა საშინელ ცოდვებს?
მე ვუყურებდი ცხოვრება ორგულს როგორც საოცრად საოცარ ზღაპარს. სტიროდა ზეცა ლამაზად, მაგრამ ვეღარ მილბობდა გულს ასე ნატანჯს!
ზეცად ანგელოზს ეძინა ტკბილად, ზღვაში სირინოზს, ბაღებში ქალღმერთს და მე ვერცერთთან ვერ მივდიოდი, ვერ გავანდობდი ჩემს გულის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩემსავე აბურდულ ნაწნავში გავები ჩრჩილმა გამომიხრა ჭრელი გამაშები მე დედოფალა ვარ დათხრილი თვალებით თქვენ კი დიდობანას მეთამაშებით...
წლები? რა წლებია... მე არა ვბერდები! უბრალოდ თვალები დამთხარეს ბავშვებმა და სულაც არ მინდა ვუყურო სამყაროს ფერადი სიზმრების მიწაზე დაშვებას.
მე არ ვნაოჭდები, თქვენსავით არ ვკვდები ცხვირზე გამიცვდება ჭორფლები უბრალოდ და მერე რა მოხდა თუკი პატარები თითებს დამამტვრევენ, გამხდიან უგვანოდ.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენ ვერც კი ატყობ რა მძიმეა დღეს ხვედრი ჩემი, რა მრუდე არის გასავლელი ცხოვრების გზები, რა ძნელი არის უშენობით ტანჯვა, წამება. დაუვიწყარი, წარუშლელი შენი ზმანება.
მინდა მოგიხმო გულში ჩუმად შემოგაფრინო, ფერს ნუ შეიცვლი, იყავ თეთრი, ჩემო მანდილო. როცა გელოდი სიყვარულით განათებული ო, სწორედ მაშინ მიწაზე დამეც, განაგდე გული.
სწორედ მე ვიყავ ის პირველი შენს ზეთს ცხებული, შენს სიყვარულში დაჭრილი და ბევრჯერ ვნებული. სწორედ მე ვიყ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე ვგავარ ფოთოლს, მოწყვეტილს ხიდან და დამაქროლებს ქარი ნებაზე, ამაფრიალებს ცამდე ამიტანს, მომარბენინებს მტვრიან ეზოებს...
ხან მოთვალთვალე აჩრდილად მაქცევს მიმაკრავს ვინმეს ოთახის მინას, ზოგჯერ ამომსვრის ლაფში და მტვერში, მომიბეზრებს და ტალახში მძინავს...
გავახსენდები, ამითრევს ისევ, კვლავ მომატარებს ცასა და მიწას, გამახარებს და დამამწუხარებს, ხან დავიწყების მომაყრის ქვიშას...
შენ გაწვიმდები და გადამარჩენ. გამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნასვამმა, რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში... მკლავებში, ფაქიზად გარწიე დილამდე... ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში დილა კი, შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...
მთვრალი ვარ, ამაღამ დამახრჩობს ფიქრები... შენ ალბათ, სიზმარში მთვარესთან მღალატობ... მე მაინც გკოცნი და გეხები, თითები
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
- მარტოოდენ სად მიდიხართ,მშვენიერო ალვა? - ბაღში,ძროხის მოსაწველად,სერ.- მიუგო ქალმა -რომ გამოგყვეთ,შეიძლება,მშვენიერო ალვა? - რასა ბრძანებთ,როგორც გსურდეთ სერ,- მიუგო ქალმა -ნეტავ ვისი ასული ხართ,მშვენიერო ალვა? - მამაჩემი ფერმერია,სერ,- მიუგო ქალმა - ცოლად ხომ არ გამომყვებით,მშვენიერო ალვა? - დიახ,თქვენ თუ თანახმა ხართ სერ, -მიუგო ქალმა. - მაგრამ,მზითვად,მზითვად რა გაქვთ,მშვენიერო ალვა? -მხოლოდ სახე მშვენიერი,სერ, - მიუგო ქალმა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
არიან ქალები- უდაბნოები, ისინი უნდა გადალახო და დატბორო. არიან ქალები- ჭაობები, ისინი უნდა ამოაშრო. არიან ქალები- ლარნაკები, ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო, ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები, რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე! არიან ქალები- ტოლჩები, რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო, არიან ქალები- ყრუ კედლები, მათ უნდა გვერდი აუქციო. არიან ქალები- ხელსახოცები, ისინი თუკი ერთხელ მაინც გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნუ მე-თანაცხოვრები რა ნუ მე-სხეულები ნუ მემეორენახევრები... და ნუ მე ნუ მემეები რა! ცოტა დიდივით იფიქრე და დიდივით მოიქეცი. რა თვალებ ჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე და რა ტუჩებდაბერილი? რა დროს შენი ეგეთებია და რაღადროს ჩემი ეგეთებია? ან მოიქეცი ის როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან, სარკის წინ რო ტრიალებ საათნახევარი ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო, რო დამაყუდებ და მალოდინებ და მეც ნერვებს რო მაშლევინებ რა პაემანივით ვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 66 67 68 69 70 71 72 » |