siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2011-01-08 - 10:50 PM    
მაცდურო თვალებო, მე თქვენზედ მლოცველი
ვძმაკაცობ ბახუსის თასებს,
ო, ღმერთო,
ვიცი, რომ ვერასდროს მოგწვდებით,
ამიტომ მიყვარხართ ასე...
ჩამქრალი
ვნებები ოცნების სადარი,
წარსულის ზმანებებს მასევს,
თვალებო, ვერ ვნახე მე
თქვენი ბადალი,
ამიტომ მიყვარხართ ასე...
მაგ თქვენი თვალების შეხედვა
მგზნებარე
მაგონებს მქროლვარე რაშებს,
რომ ვერ დაგეწევით ჭენებით
დაღლილი,
ამიტომ მიყვარხართ ასე...
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 390-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-08 - 10:47 PM    
ისევ გაწვიმდა გამთენიისას,
ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები,
საუცხოოა აქ სურნელება
მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი.
არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს,
იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს
თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა
და ხვდები მალე - გაიმაისებს!
აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის,
როცა სარკმლიდან შენ მეგებები
ლოიალური იერი გმოსავს
თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით.
და ვხვდები უკვე არის გვიანი
ეს სიყვარულიც ოცნება გახდა
ვიღაც პოეტი სარკმელთან გ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 584-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-08 - 10:46 PM    
გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
მოგვნატრებია საქართველოს ნაჯიჯგნი მიწა,
ხელისმოჩრდილვით გამოგვყურებს მამულის ზეცა
და უხილავი ანგელოზი გვახლავს და გვიცავს.

მამადავითზე გაწოლილა ნისლი დევივით,
წითელ კრამიტებს მოხდენია მორცხვი იერი,
ასე მგონია, ხვალ სიონში ისევ შევივლი
და გამაბრუებს სურნელება სანთლისმიერი.

გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
აქ სხვა დილაა,სულ სხვა ბინდი,სულ სხვა ოცნება,
თვალცრემლიან ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 498-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-08 - 10:45 PM    

შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 497-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-08 - 10:41 PM    
მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი,სევდაც ცოტა?
მერე რაა,რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?
მერე რაა,რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს?
მერე რაა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს?
მერე რაა,რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე?
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 530-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-08 - 10:39 PM    
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 485-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-08 - 10:36 PM    
თუმცა ცხოვრება შენით მეწყება
და დასასრულიც შენა ხარ მისი
თუმც მონატრება შენს მოლოდინში
წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის...
ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა
რით დაგანახო ეს სიყვარული,
როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ
ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული...
რომ ბევრი ღამე შენზე ოცნებით
თავზე უაზოდ დამთენებია,
რომ შენნაირი კარგი არავინ
ქვეყნად არასდროს არ მყვარებია...
და რომ ჩაქრება ვიცი უშენოდ
ჩემი სიცოცხლის ბოლო სანთელი,
ესეც რ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 446-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-08 - 10:34 PM    
მე შენს სიყვარულს არ ვნანობ,
არ ვნანობ შენზე ოცნებას...
ცაში დუმილი ნანაობს,
სულში, იმედი ცოცხლდება...

ცხოვრებას, სუფთა ფურცლიდან
ვიწყებთ მომავლის იმედით...
ერთად ვიარეთ შორიდან,
და მაინც, ერთად მივედით...

ერთმანეთს ავცდით მცირედით,
აზრებითა და ფიქრებით,
რამდენიც უნდა ვიაროთ,
მაინც, ერთურთის ვიქნებით...

აწმყო მომავლით დავგეშე,
და ოცნებებში წასულს...
შენი თვალების გარეშე,
ვეღარ ვუყურებ წარსულს...
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 486-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-08 - 10:33 PM    
ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა,
რომ ამ სილამაზის უკვე მეშინია,
და თუ დღემდე მუდამ შენზე ვუყვებოდი,–
მთვარე ამიტომაც ჭკვიდან შეშლილია!
ისე სათუთია შენი ყვავილები,
რომ ამ სისათუთემ ძლიერ დამაბნია,
ნუთუ ასე გვესმის ერთმანეთისა, თუ
ხუმრობ შენებურად? – ვეღარ გამიგია!
ისე მეტყველია შენი გამოხედვა, –
ამას კიდევ ერთხელ ვეღარ გადავიტან,
გრძნობა მწირი იყო და წყალწაღებული,
ეხლა – შენთან ერთად ნაპირს გადავიდა...
ისე ნეტარია შენთან საუბარ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 416-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:16 PM    
კვლავ მინავლულ ოცნებებში გეფერები,
სულს მიწეწავს ჩვენს წარსულზე დაფიქრება...
ახლა მაინც ნუ დამტოვებ, გევედრები,
მაპატიე, შენი უხმოდ ატირება.

ჩავლილ დღეებს ქარი უკვე ნამქერს აყრის
წარსულ ზაფხულს ფარჩა უკვე გაუხდია
მოდი ჩემთან, მოგეფერო უღვთოდ დაღლილს–
შენი წილი სითბო არვის წაუღია.

ნათელ დღეებს მუდამ მოსდევს დაღამება,
ქარს მიჰყვება თეთრი ღრუბლის ქარავანი.
ცოტა ხანში ალბათ უკვე დაზამთრდება–
მერე ჩემთან აღარ მოვა ა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 528-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:15 PM    
დახუჭე თვალი,
სარკმელს დავხურავ
და მზის ჩანჩქერში
მობანავე ავტომობილი
მყუდრო ოთახს დაემსგავსება,
დაგვეხსნება შლეგი პირქარიც.
დაიძინე, სიხარულო,
ნუ გედარდება,
ხომ მითხარი,
ხომ გამაფრთხილე,
გაგაღვიძებ, როცა დრო მოვა...
კარგი, ჰო, კარგი,
ჩემი მარცხენაც
მუხლზე გედოს,
მაშინაც კი არ გამოგაცლი,
როცა შენი პაწია ხელი
დადუმდება, მოიღვენთება...
დაიძინე, უსაყვარლესო,
ეს წამები მხოლოდ ჩემია,
მონატრებულს,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 490-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:14 PM    
ყველაზე დიდი სიმძიმე
რისგა მაწვება ნეტავ?.,
რომ ვარღვევ საღვთი მცნებას და,
ხშირად გაბრაზებ დედა...
ყველაზე დიდი სირცხვილი
ნუთუ რა არის ქვეყნად?.,
დედა მანამ გვსურს, სანამ გვზრდის,
და აღარ გვახსივს მეტად...
ყველაზე დიდი წამება
თუ კიდევ არის სხვისთვის?.,
მე რომ შენს ცქერას მომაკლონ,
დღეს გავათენებ მტრისთვის...
ყველაზე დიდი გოლგოთა
ღმერთმა რად მომცა ბედად?.,
მადლობა მართლაც მეკუთვნის,
დავბადებულვარ დედად ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 471-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:14 PM    
შენი მონატრება მთრგუნავს და მატირებს,
შენი ალერსი მაცინებს,მაგიჟებს.
შენი სულის სითბო სიხარულს მანიჭებს,
შენი მოფერება კვლავ ლაღად მაღიმებს....

შენ დამიბრუნე სიცოცხლის სურვილი,
ნუ მიწყენ თუკი გპასუხობ დუმილით,
ბედნიერებას მე შენგან მოველი,
რომ გხედავ ირგვლივ ბრწყინდება ყოველი.

როცა მეხები ვტირი და მაღელვებ
და რომ გაგექცე გული არ მანებებს,
შენს გვერდით ჩავიდენ ყოველგვარ სიგიჯჟეს
და თუ დაგტოვებ ეს გული იტირებს... ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 446-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:13 PM    
ვინ დათვალოს ქვეყანაზე ქართლის ცრემლი გაღებული,
ვინ ისმინოს დედის დარდი თუნდაც ერთხელ გაგებული,
ვინ გაიგოს ცხოვრების გზა როგორ არის დაგებული,
ვინ დათვალოს მსოფლიოში ქართველები გაფანტული.
სამშობლოსგან მოშორებით როგორ უძგერთ იმათ გული,
და სამშობლოს მონატრებით როგორ დნება მათი სული,
ვინ უმღეროთ იმათ ნანა,ან სად ნახონ იმათ ლელო,
ან ვინ უთხრათ გაზაფხულზე,როგორია საქართველო?
ერთი წამით ვინ ანახოს,როგორია მთა და მდელო,
ან ვინ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 519-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:13 PM    
არც ერთ გრძნობას არ ეგების მიძალება,
არც სიცრუით დაგებული კაკანათი
სიყვარულზე ლაპარაკი ისწავლება,
სიყვარულს კი ვერ ისწავლი ლაპარაკით...
მაშ!- ნუ გათრთობს ზღუდეა თუ ტიხარი,
გადაევლე სიძულვილის დირესაც
მოდი...იმგვარს გაუმარჯოს სიყვარულს!
ყივჩაღივით კარს,რომ შემოგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 477-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:12 PM    
მეფობს ჩემში შენი სახის ლანდი,
დავიფერფლე,სანთლის წვეთად დავდნი,
განრისხებულ ზეცის არწივს ვგავდი,
გეძახდი და გვერდით არა მყავდი.

ახლა რიღათ განვიკურნო დარდი,
როცა ასე ძლიერ შემიყვარდი,
ეკლიანი ვერ მოგწყვიტე ვარდი,
მტკვრის ტალღებში უხმოდ ჩამივარდი.

მე სიცოცხლის ნეტარებად მწამდი,
გამიჩინე გულში სევდა, დარდი,
ოცნებებით და ფიქრებით მკლავდი,
გეძახ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 535-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:12 PM    
რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ ალბათ გამიჭირდება
მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 616-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:11 PM    
სხვა ბილიკებით მინდა მე სვლა,არ გაკვალულით:
სულ სხვა ცა მინდა ,სხვა ჰაერი,სხვა მიწა მინდა.
როცა ცა არის მოწმენდილი ,წვიმა მინდა,
და როცა წვიმაა მზის სხივების სიმები მინდა.
როდესაც ქარი დაძრწის გარეთ ,ნიავი მინდა,
როცა სიო ქრის ულმობელი გრიგალი მინდა,
მინდა ლურჯ ზეცას ავაკერო შავი მუყაო,
ღამის ბნელ წყვდიადს ავახიო სიშავე მინდა,
როცა ოთახში სიმღერის ხმა შემოიჭრება,
მე სწორედ მაშინ მკვდრებზე ჩუმი სიჩუმე მინდა.
არ მინდა მე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 683-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:11 PM    
ამიხსენი ბორკილები, აღარ მინდა

თავისუფლად მომენატრა ხეტიალი,

სიყვარული სიგიჟეში გადავიდა,

ვერ მოვთოკე, მე საბრალომ, ეს ტიალი…



დამიბრუნე რაც წამართვი, მიითვისე,

მომანატრე სიმღერები ლოთიანი…

უშენობით, ეს დღეები მირბის ისე…

როგორც ჩემი ოცნებები შფოთიანი…



დამიბრუნე სიყვარული დამიბრუნე,

და თუ გინდა, შენებურად დამაბრალე…

თორემ, ისევ ჩემებურად გავიტრუნე…

თორემ, ისევ გაზაფხულ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 562-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-06 - 1:10 PM    

ლამის ხელში შემომაკვდეს ღამე,
თითქოს მეც მის სარეცელზე ვიწვე..
იქნებ შენზე დამეწერა რამე?
დღეს პირველ და უკანასკნელ ვალსსზე გიწვევ;
მაგრამ ალბად აღარა აქვს აზრი, ეს სიყალბე
_ჯამბაზივით მტოკავს..
შენ გგონია მეშინია ზამთრის?
შენ გგონია უშენობა მომკლავს?
მახსოვს მართლაც მეშინოდა სევდის,
სიკვდილს გავდა შენი წასვლა - მახსოვს.
ახლა ვზივარ და გადაღლილს ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 660-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 65 66 67 68 69 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<