siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2011-03-15 - 3:43 PM    
შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო...
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.
შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია...
შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, -
გაშორო, რაც შემიძლია...
შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
სა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 434-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-15 - 3:42 PM    
"დრო დროზე ჩქარა გადის”
და ვიღაც მართლაც გარბის.
დრო კი ხედავს და ხვდება
რომ არაფერი ხდება
გარდა იმის, რომ ტრიალს
ერთვება ბევრის ფიქრი –
შეღრუბლებული აზრი
გახდება მზერის ღირსი?
დრო კი ხედავს და გვხედნის.
მას ართობს ხიბლი ხედის,
რომელიც ფარავს არეს,
და გარს იკრიბავს მარეს.
შენ კი დგახარ და ხედავ,
რომ არაფერი ხდება
გარდა იმის, რომ ხვდები
სადაც ცა მიწას ხვდება
სივრცე სხვაგვარი ხდება.
საწყისი ბოლოს ერთვის
და გზაზე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 470-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-15 - 3:42 PM    
მტკვარი მოღელავს, ზვირთები

დუდუნით მოიმღერიან,

გროვად პატარა ბიჭები

სერიდან გადმოსცქერიან.

გაფაციცებით უმზერენ

თავქვე მიმავალ ტივებსა,

შორს აყოლებენ, ძაან შორს

ცინცხალა თვალის სხივებსა.

__ მტკვარო, ნუ ღელავ! ქარო, შენც

გრიალი დაიდუნეო,

მამები მშვიდობიანად

დროზე შინ დაგვიბრუნეო.

გვისმინეთ თხოვნა-ვედრება

მამის პატარა შვილებსო,

თქვენი ღელვა და ზუზუნი

მშობლებს ნუ აგვატირებსო!
  ნანახია: 508-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-15 - 3:42 PM    
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,

რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...

იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,

ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,

მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...

ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება

და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,

დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...

როგორ მინდოდა წუთით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 439-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:56 PM    
მე თუ ვერასდროს ვერ მოვედი, ძვირფასო, შენთან
და თუ ვერასდროს ვერ გითხარი ჩემი სათქმელი,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 454-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:55 PM    
თუ გულში ლამაზი ოცნება ჩასახლდა,
შენს სახელს დავარქმევ ჩემს ყველა სახატეს,
რადგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 681-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:54 PM    
საათის ისრებს მიჰყვება ღამე,
ნელა თენდება-იძინებს მთვარე,
მე ჩუმად ვუსმენ წარმავალ წამებს
და წარსულს ვატან მიმავალ ღამეს..
ფიქრი შეჩერდა-საათიც დუმდა,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 521-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:53 PM    
შენი გამოხედვა მომენატრა,
შენი სევდიანი ჩაფიქრება,
შენი სიყვარული მომენატრა,
ცაზე ვარსკვლავების გაღიმება.
შენი ნაბიჯები მომენატრა,
თოვლი, შენი ფეხით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 473-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:51 PM    
ჩამახედა შენს ფიქრიან თვალებში,

გამასინჯა შენიბაგის გემო.

მინდა ვიგრძნო მწველი ცეცხლი ალერსის,

ტკივილო და სიხარულო ჩემო.

ამიშალა საღერღელი გონებამ,

შენზე ფიქრით გავიქარვებ წუხილს.

გრძნობას გული ისევ დაემონება_

ვერ დავმალავ გასაოცარ სურვილს:

ჩავიძირო შენს უძირო თვალებში,

ვგრძნობდე შენი ბაგეების გემოს,

მინდა მწვავდეს მხურვალება ალერსის,

ტკივილო და სიხარულო ჩემო.
  ნანახია: 581-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:48 PM    
ვიღაცას სცივა, ვიღაცა ნატრობს,
ვიღაცას სტკივა, სხვას ვიღაც ათბობს,
ვიღაცა სტირის, ვიღაცა დარდობს,
ვიღაცა ჭკნება, ვიღაცა ვარდობს.

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 473-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:48 PM    
დრო რომ გადათვლის ჩვენს გაფლანგულ ცხოვრების წამებს,
გაგახსენდება რომ ოდესღაც სახელი გერქვა.
გერქვა ცხოვრება, გერქვა სუნთქვა და გერქვა ფიქრი
მისი სიზმრებით რომ დაიწყო ამ გულმა ფეთქვა.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 457-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:47 PM    
ველზე წვიმა ცეკვავდა და
ყვავილები ტაშს უკრავდნენ.
ღია იყო კარი ცათა,
ველს ეხურა წყალთა ბადე.

დაფრინავდა სველი ჩიტი,
მოჭიკჭიკე ღვთის ფრინველი,
და იქ ყვავილების ტიტინს
შეჰხაროდა მთელი ველი.

და წვიმაში იდგა გოგო,
გოგო იდგა ტირიფივით.
მოკლე კაბა _ როგორც სოკო
და კისერზე _ წვიმის მძივი.

ვის ელოდა, რას ელოდა
მდუმარე და გარინდული?
წვიმა ცეკვავდა და ხტოდა,
თრთოდა, როგორც გოგოს გული.

მერე წვიმამ გადაიღო
და გოგონა გაჰყვა წ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 540-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:45 PM    
ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ზღვაო, ეგ შენი სინაზე
ათას უფლისწულს ეყოფა.
გეხვევი მტრების ჯინაზე
ჩემს უღალატო მეგობარს.
ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
და თავს გაწონებ ოცნებით
და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
მეც ვეგებები კოცნებით.
ზღვაო, ნუმც განმეშორები,
შენი მზე ნატვრ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 461-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:45 PM    
გატყობ თვალებზე –ვიღაცას ელი
და ეს ლოდინი გულს ძლიერ გიწვავს,
ბედნიერი ხარ რადგანაც უცდი,
ბედნიერი ხარ რადგანაც გიყვარს.
ელოდე, დრო გულს ნუღარ მოგიკლავს,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 548-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:45 PM    
პატარა იყავ და ამიტომაც,
თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება,
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.
და თუ გიყვარდი, როდია ჭორი,
ან ქარაგმულად თქმული ი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 505-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:44 PM    
ფიქრი ფიქრად დარჩეს…
ვეღარ გადამარჩენს.
მორჩა ნაფიქრალი თავნება.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 387-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:44 PM    
მოგენატრებიო.... მითხარი ერთხელ...
არ მენატრებიო არა...
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 493-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:44 PM    
უსიყვარულო დღეების გავლით
ლამაზ ნაპირთან ვერ მივა ქალი.
ქალს როცა უყვარს და როცა ელის,
მისია მაშინ ქვეყანა ვრცელი...
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 572-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:44 PM    

და ალუბლებში აპრილი ტირის...

ვიცი,მაგ ცრემლსაც მე დამაბრალებ,

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 441-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-03-11 - 10:43 PM    
  ნანახია: 436-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 24 25 26 27 28 ... 68 69 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<