...
თუ მე ვარ მიყ და შენ მიყ ხარ, ესე იგი მიყ-ვარ-ხარ, |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
...
გეუბნები რომ მიყვარხარ მეასეჯერ! მე ასე ჯერ არასოდეს მყვარებიხარ! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
* * *
მე მიყვარს შენი უხმო ღიმილი, შენი თვალებიც მიყვარს, მიყვარს, როდესაც ერთად ვიცინით, რომ ვჩხუბობთ, ისიც მიყვარს.
მე მიყვარს ბრბოში შენი დანახვა, მიყვარს, როდესაც მელი, და სუნთქვა მეკვრის ვნებამორეულს, როცა ყურმილში მეჩურჩულები.
მე მიყვარს შენი სხეულის ფერი და გამჭვირვალე მზერა, მთელ საუკუნეს არ მომწყინდება შენი თვალების ცქერა.
მე მიყვარს შენი ყველა მტკაველი და მიყვარს ყველა ციდა, აბა ამაზე ცოტა, ან მეტი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება, ერთად ქუჩდება, თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება, ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა, წამიც დაადნობს, ახლა უშენოდ ის ცივა, როგორც არასდროს!... გაიშლებიან ყვავილები ნაირფერები, ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით?! დაეკიდება სამკაულად ცას, მზე ფერადი, თუ გამოჩნდები, სასწაულად მოგეფერები... შენს თვალებში ხომ ანათებენ ათასფერები?! მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს მოვეფერები, სევდით ავსილა მოლოდინის დიდი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
დავიღალე... დამღალა მარტო ხეტიალმა.. დამღალა სევდამ.. ტკივილმა.. ცრემლმა.. რატომ უნდა მტკიოდეს სულ?!.. რატომ არ მანებებს ეს ტკივილი თავს.. რატომ მადევს ეს სევდა გულზე ლოდივით და რატომ ვერ ვიშორებ.. გაუთავებელი კითხვები რომლებიც სულ მუდამ პასუხის ძიებაში არიან მაგრამ ვერ პოულობენ..
დამღალა მარტოობამ.. მინდა მეც მიყვარდეს და ვუყვარდე... მინდა მეც ვიგრძნო ბედნიერება.. მინდა ვხედავდე სამყაროს სიყვარულის ფერებში
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი, ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა... სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი ,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა. არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია... ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო, რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია. მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს, ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ, გემუდარებით, გაუფრთხილდით
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს. ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს. გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ. იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა. შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი. გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ. მო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
რას არ მივცემდი ოღონდ ამ წუთას მე შენ გხედავდე
... გიცქერდე, შენით თენდებოდეს ყოველი დილა...
შენით ბნელდება ჩემთვის ყოველი ღამე ფიქრებში
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ფიქრის ძნა ვკონე - განცდა დავზვინე, ვნება დავაძინე, სიტყვა დავამძივე...
მწერე ბარათები - გულზე დამათბები, თუ გეღიმილები - ჩაგეგვირილები ...
კოცნით გამაღვიძე, კალთაში მაძინე, მაჩუქე ჩემი ძე - გულზე დამაწვინე... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს... ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს... გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი - გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი...
ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ, ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ... მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა - შენ თავს იმართლებ "იმას მოშივდა"...
ჩემი პერანგიც აღარ გეტევა, ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას... ერთი კვირაც და... ივლისის ბოლოს - მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
წამოდი მთაში.ოღროჩოღროს გავუყვეთ ბილიკს მძიმე ჩანთასაც ჩამოგართმევ,მხრებით ვატარებ მთაზე შეკიდულ კარკუჩსა და ქოზეფას ერთად უუნაგირო წითელ ლაფშით შემოგატარებ. აქ სულ სხვა ცაა,თვალებს ამ ცით ევსებათ ფსკერი, მყინვარზე მორცხვი მაყრებივით სხედან ღრუბლები, ამოანათებს მზე საცაა,დააჭერს სიცხე და კავკასიონს დაატყდება თოვლის ხუნდები. ღამის პირს ისე აცივდება,გაგვილის ძვლებშიც, შეაყმუვლებენ მარტოობას მთვარეს ტურები. ასეა თურმე, ობლდებიან ხში
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მოგონებები ამტკივდნენ ახლა, მოგონებები მამტვრევენ ტანში. გარეთ თოვს, ისევ ისე თოვს ახლა ისე თოვს როგორც მოთოვა მაშინ.
ეს თოვლი, იმ თოვლს არაფრით არ გავს. არც ეს დღე არ გავს იმ დღეებს წასულს. ის თოვლი უკვე წლებია დადნა და ის დღეებიც ჩაბარდა წარსულს.
მე კი ვგრძნობ ისევ იგივე დავრჩი. მოგონებებიც იმგვარად მტკივა. ახლაც სითბოში სრულიად მარტოს ისევ იმ ზამთრის სუსხითა მცივა.
ისე თოვს როგორც მოთოვა მაშინ, გულს მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
პატარა სამყურავ, თეთრმაქმანიანო, ამბავი მითხარი მზისა, ან ცა რომ იძინებს ღრუბელთა აკვანში, მითხარი, რას ხედავს სიზმრად? ანდა ცისარტყელა რად არის შვიდფერი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნეტავ შენი პერანგის ღილად გადამაქცია, ღვინო გავხდე წითელი, ჭიქაში ჩამაქცია, ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი, ჩემით დათვრებოდი და ფეხზე ვერ დადგებოდი...
ნეტავ შენი სარკმელის ფარდა ვიყო, შრიალა, ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო, წკრიალა, ნატავ ვიყო მე შენი დარდი, ჯავრი, ფიქრები, შენი ბინის მტვრად ვიქცე, ბედნიერი ვიქნები...
ნეტავ შენი ოთახის ნივთად გადამაქცია, ნეტავ შენი ოცნების ქალბატონად მაქცია...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მთელი სამყარო ჩვენ შორის...
ცა, ზღვა და ოკეანე...
ადამიანები და სახლები,
გზები და გზაჯვარედინები,
ტყეები, ცხოველები და ფრინველები,
შენ _ დღე, მე _ ღამე...
მერე _ პირიქით...
გადავცვალეთ...
გამოვცვალეთ
ჩამქრალი ნათურები მზეზე...
ახლა ყველა ანათებს დ ათბობს...
ჩემი მზე _ მწველი და ცხელი...
შენი მზე _ მწველი და გრილი...
შუაში _ მთელი სამყარო,
ჩვენ _ გაღმა-გამოღმა...
უთხარი მზეს, ამოვიდეს დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ლამაზ თვალებს წვიმის თქეში დაგისველებს, მოფერებას გაგიბედავს ქარი, მზის ქვეყნების სადედოფლო უნდა გერქვას, მზეჭაბუკი იყოს შენი ქმარი...
თავთუხის თმებს ვარსკვლავები მოგირთავენ, ბნელი ღამის მესმის ჩუმი კვნესა, წეღან, გზაზე ყაყაჩოც კი შემეკითხა, ქალიაო, თუ ღვთისმშობლის ფრესკა |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ვინ აგიკრძალა სიყვარული ვარდთა დედოფალს? თუ შენ ჩარაზე სალაღობო ყველა ჭიშკარი? გიცქერ და ვფიქრობ... წარსულის თუ ტრფობის იარას მე ვამჩნევ მხოლოდ, თუ თავად ხარ შეუნიღბავი?
მინდა ეგ შიში სიყვარულის შიშად გიქციო, მინდა ჩაბარდეს შიში შენი შიშთა საუფლოს. მომავლის შიში სევდად გექცეს მხოლოდ წარსულზე და გულმა ჩემმა შენს სიყვარულს მახე დაუგოს.
მხოლოდ მომავლის ოცნებებით მინდა გალაღდე, მხოლოდ ნათელი აღტაცების ბრწყინავდეს შენში, ვეღარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
როცა გრძნობა დამძლევს თასი აივსება ,
ისევ ჩემებურად ვიტყვი სადღეგრძელოს,
მაშინ ვარსკვლავები ცაზე აინთება ,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 46 47 48 49 50 ... 68 69 » |