***
ვარდი ხომ ყველგან იხარებს, როგორც,შენ ხარობ ჩემში, გული ხომ უმალ იდარდებს, თუ უშენობა მელის...... ციდან ხმა ისმის მაღალი, უშენოდ ტირის მთა,ბარი. შენზე ფიქრები თან დამსდევს, მზე შენ სახელს ანათებს ახლა შორიდან ისმის ვედრება, შენ სილამაზეს არვინ ედრება, გული პატარა ვერ უძლებს სითბოს, შენ სიახლოვეს,დღესაც იგრძნობს.
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
***
იცრუო, უფრო ადვილია, __სიმართლის თქმაა ძნელი, ილაპარაკო ადვილია, __აღსარებაა ძნელი, შეცდომა დაუშვა, ადვილია, __გამოსწორებაა ძნელი, გული მატკინო, ადვილია, __მოფერებაა ძნელი; ჩემი მოსმენაც ადვილია, __გაგება, ცოტა ძნელი, რაღაც გამახსენო ადვილია __რაღაც დამავიწყო, ძნელი, კითხვებით შემაწუხო ადვილია, __წარსულზე ფიქრია ძნელი; ჩემს ღალატს რა უნდა,ადვილია __ერთგულებაა ძნელ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
შელის "მიძღვნა"
1 ერთი კარგი სიტყვა ბევრჯერ შეულახავთ, მეც კი შემიცოდავს იქნებ. ერთი კარგი გრძნობა ცუდად შეუნახავთ ამით ნუ იმძიმებთ ფიქრებს. ვერც იმედებსა და ვერც უიმედობას გულში ვერ ვინერგავთ მყარად. ჩემთვის შენი ერთი წრფელი თანაგრძნობაც ზღვა ბედნიერებად კმარა. 2 ვერ შემოგთავაზებ გრძნობას უსათუთესს, სიყვარული რომ ეთქმის, მიიღე ჩემგან თაყვანი ისეთი, უარს რომ არ იტყვის ღმერთიც. ვარსკვლავებს მიელტვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
....
არ არსებობენ..არ არსებობენ..არ არსებობენ უშნო ქალები! მაგრამ თუ მართლაც უშნოა ქალი ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი.. დიახ არც მეტი და არც ნაკლები თქვენა ხართ მათი მოქანდაკენი.. ეს თქვენ გაუვლეთ შუბლზე ღარები..ეს თქვენ აუვსეთ ცრემლით თვალები... რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა ქალს მოფერება მარადჟამს უნდა, თორემ შენს ხელში ისე დაჭკნება ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა.. ქალი ყვავილს ჰგავს გიშრისხალიანსს ვისი ალერსიც შენ ასე გსურდა..
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: lady
* * *
იგი დგება როგორც ხმალი, კლდესაც გასტეხს თუნდაც, მაგრამ ქალი ნაზია და მოფერება უნდა; ფეხშიშველი ივლის თოვლში, რომ დასჭირდეს თუნდაც, მაგრამ ქალი მშვიდია და თბილი კერა უნდა; არ დაიმჩნევს სატრფოს ღალატს, დარდი კლავდეს თუნდაც, მაგრამ ქალი გულია და გაფრთხილება უნდა; იგი ზღვა ალერსია, თმას ათოვდეს თუნდაც, ქალი მაინც ქალია და სილამაზე უნდა; შეებმება დიდ უღელში, მხარი მოსტყდეს თუნდაც, ქალი მაინც ქალია და მოფერება უნდა; თავს საკუთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ, ისევ შორიდან მელაციცები ისევ შორიდან გკლავ... ო,რა ტყუილად დაგიქადნია- მე მოვუკლავო ქმარს, შენი სიფიცხე,შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.. ისევ სხვისი ვარ,ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას, სხვის წისქვილს ვასხავ ცრემლიან პეშვებს, სხვისი საფქვავით ვფქვავ.. მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები ვისაც რა უნდა თქვას!...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სიხარული და სევდა ერთურთს ჩაწვნია ცხადლივ,
მზე-ცის სიცილი, სევდა-ცაზე ღრუბელი ლეგა,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ქარი ვარცხნიდა ცას ღრუბელს, მიმოაწვიმდა გაზაფხულს, მიმოაბნევდა-თან ულევ სიყვარულს ვნებით დაზაფრულს. მეც ამა გრძნობის სიმძაფრე გულს მომხვევია შენს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გული მიყვარს შენი,მიყვარს შენი თმებიც, მიყვარს შენი სუნი, |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ველი გათოვებას... ასე ბანალურად ვწერ და ასეთია ჩემთან ხასიათი. ჩემი სიყვარული ცაში დამალულა, მოვა თოვლთან ერთად, ანდა მასზე ადრე.
ისევ უშენოა ცივი ნოემბერი, იცვლის ფოთოლცვენით უშნო ჰაბიტუსებს, სადაც შემოდგომა ზამთარს მოეფერა მეც იქ მოლოდინის სვეტად ავიტუზე.
ახლა სულ ერთია მომკლავს უთოვლობა თუ ამ იმედების შავი სიფერადე... ტვინში ჩამიობდა მკაცრი უტოლობა ჩემზე მეტი ხარ და არამიღწევადი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე ამბავი მოხდა უმაგალითო : ქალი მისულა უყელსაბამო, უბრილიანტო, უმარგალიტო,
უმანქანო და უმდიდრულქურქო, უსაყურო და უსამაჯურო, უქმრო, უშვილო და უღიმილო, უჯამაგირო, უსამსახურო. . .
მისულა ქალი მაღალ დარბაზში და არხეინი შეძრულა ხალხი : ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.
მერე ისეთი რამე მომხდარა, კინაღამ ყველა გადარეულა : ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია და ცრემლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ალიონზე ქარი დაქრის, თვალებს ნაბავს ნიავი, დღეს თუ თვალი ვერ მოგკარი, იქნებ იყოს გვიანი. გზაარეულ მონატრებას ვშიშობ ვეღარ ვერევი, მაგრამ მაინც შენზე ფიქრს ვერ ველევი. ალიონზე ქარი დაქრის, ნიავს ეტუტუნება, მომენატრა შენს თვალებში, დიდხანს, დიდხანს ყურება. მოლოდინი დამიბერდა, წამი მექცა წუთებად, რა ცუდია დრო უკან არ ბრუნდება. თურმე შენი მონატრება სხვა ფერია, თითქოს ყველგან შენი სითბო აფენია, როცა გულში სიყვარული ამდენია, მოლოდინ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გულო, მართლა იცი თურმე ატკივება, შემოდგომის ფოთოლივით დარდიანო; გებრალება ყველა, ვინც კი ატირდება და უბრალოდ, სულ უბრალოდ მადლიანობ. გულო, მართლა იცი თურმე სიყვარული, შენ ერთს ეტრფი, როცა ყველა მადიანობს, დგახარ შენთვის, ტირიფივით განაბული და გაცრეცილ მარტოობით ნაღვლიანობ.
დაიბუდებს შენს გარშემოც უკვდავება, უკვდავება ტკივილებზე ვარდიანობს... გულო, მართლა იცი თურმე ატკივება, შემოდგომის ფოთოლივით დარდიანო. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გაუფერულდა ბაღში ხის სკამზე მზის ბოლო სხივი, ნოემბერია, ფოთოლცვენა მაფორიაქებს. კისერში მიჭერს მომავალი ზამთრების ჭირხლი და ისტერია გულუბრყვილო ბავშვური შიში შენი დაკარგვის ჩემთან ერთად დაბორიალობს ქალაქში, სადაც ოცნებები გაუფერულდნენ...
ნოემბერია და შორიახლო დამსდევს ჩრდილი_ ჩემი წარსული, ჩართულია ყველა წამზომი, დრო ჩამალული მტაცებელი ნაბიჯებს მითვლის და ზომავს ნახტომს_ ტრაექტორიას მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მოდი და მესროლე... ჩვენსავით თავხედი სიტყვები ამოწვი გაბიდნულ ჰაერში, და მერე ღამეებს, (პოეტთა ჭრილობებს) ბოროტი ფორტუნა ჩვენ ორზე დაგეშავს. ჩვენს კვალს იპოვნის და ნატერფალს იყნოსავს, შორი მანძილიდან სიჩქარეს იმატებს, დააღებს ხახას და სისხლიან კბილებით სტროფებად, გულიდან ამოგვკბეჩს სიმართლეს... სიწითლე, დაღვრილი წებოვან ტკივილად, რატომღაც მამშვიდებს, სიწმინდე მინდება, და მერე ბავშვივით ბოლომდე მახარებს თეთრი ჩურჩხელე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ამ ლექსის ყველა სიტყვა და ასო,
შენ შემოგნატრის, ჩემო ძვირფასო.
გესტუმრა ლოცვა ღმერთის გზავნილი,
რადგან შენა ხარ სევდა ნამდვილი.
გესტუმრა წვიმა ცრემლების ფასად,
რადგან ღრუბლებმაც შენ დაგაფასა,
გესტუმრა სხივი, მზისგან ნათები,
შორიდან გკოცნის და ენატრები.
გესტუმრა ქარი, - ზუზუნით მღერის,
ქუჩაშია და შენს მისვლას ელის,
გესტუმრა თოვლი, - ქათქათა ფიფქით
შენთან ცეკვავს და ნაბიჯებს ითვლის!
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩემი ოცნება ხარ ფიქრებში ნაქარგი, ნაზი და ფაქიზი სულის რუდუნების, შენ ჩემი სატრფო ხარ აწ და მარადის და უკიდეგანო განცდა ხარ ცდუნების . . .
შენ აღმაფრენა ხარ ნათლის და სიკეთის ფრთებად სათნოება შეგასხა განგებამ. ვიცი მაზიარებ ზეცის ნეტარებას ამ მიწამ დათმობა ჩემი თუ გაბედა . . .
შენ ჩემი არსების ლტოლვა ხარ ველური,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ძაან მიყვარხარ და უკვე სამუდამოდ... ისე ვნებითა და თანაც გამეტებით, რომ თავდავიწყებამ სუნთქვა შემიკრა და ღამე დამიღამა დილის გათენებით. იცი ჩემი ხარ და თანაც სამუდამოდ... ჩემი იქნები და ჩემად დაბერდები თავს რო განაცვალებ, გულში ჩაგიკრავ და შენი სიყვარულის რითმებს დავჯერდები. ზღაპარს მოგიყვები უკვე სამუდამოდ, ერთი ტრფობისა და ერთი აღელვების, ერთი ნეტარების ერთად განცდილსა და ჩვენი ორი გულის ერთად განმრთელების. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 44 45 46 47 48 ... 68 69 » |