siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ l o v e ♥
2011-06-11 - 4:32 PM    
siyvaruli.in
წმინდა მთას ლურჯი ჩმოაწვა ნანატრი ზეცა

პოეტთა გუმბათს დაეკიდა ნამგალი მთვარე,

გაშლილ ღამეებს შევაჩვიე რადგან მე მზერა

ვეღარ ვუსწორებ ხშირად აისს დამსხვრეულ თვალებს.

კირის ლოდებით კვლავ მიშენებენ მშვიდობას სულში

კვლავ მაძალებენ აპათია მოვიცვა ტანზე,

მე ვერ ვივიწყებ ქართულ სიტყვას, რაც ითქვა უწინ

და ლამისაა შემოასკდეს ვენები მაჯებს.

სამარადჟამო ადამიანთა მაწუხებს ცოდვა

ხშირად ვეცემი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 775-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-11 - 4:31 PM    
siyvaruli.in
ისევ მივყვები ღორღიანს, ქვიანს,

წკრიალებს ჩემი საყურე ვერცხლის,

შენ მოხვალ, როცა იქნება გვიან,

როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი.

ჩამოიშლება ტაძარი რწმენის და

ეს თიბათვე ველებს გათიბავს,

როცა ჩაქრება ხანძარი ჩემი,

აღარ მეცმევა კაბა ქათიბა,

აღარ დავიჭერ გზისაკენ თვალებს,

სულ ჩაქრებიან ქარში ნუშები,

მე დაგივიწყებ ძალიან მალე

და შემოდგომა მოვა უშენოდ.

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 932-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-11 - 4:30 PM    
siyvaruli.in
ვერა გავაწყვეთ ბედისწერასთან,
თუმც თავის დახსნას ბევრჯერ ვეცადეთ.
ადის ზეცამდე ჩვენი წყევლა და
ვერ ადის ჩვენი ლოცვა ზეცამდე.
ვერ დაგაწყნარე და ვერ გიშველე,
ვერ მოვუვლინე შენს სულს მშვიდობა...
წყევლისგან არის ეს ქარიშხლები
და ცრემლებისგან ეს წყალდიდობა!
ო, რა სასტიკი და რა კუშტია
განკითხვის ბოლო დღეთა ზმანება.
გასკდება ერთხელ ეს ცა ბუშტივით,
ვეღარ დაიტევს ჩვენს მრისხანებას.
ვეღარ დაიტევს სიტყვებს მძვინვარეს,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 815-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-11 - 4:30 PM    
siyvaruli.in
მიმზერს თქვენი თვალის აბრეშუმები,
ოცნებებს ხომ ცაში უცანცარია,
ქალბატონო,რომ მიყვარდით,იცოდით?
არ მეტყობა?...ეგეც საკითხავია.

ვერ გივიწყებთ,აქ დატოვეთ სხეული,
არშიანი გულისპირის საკინძე,
ღიმილიდან,ვახ, რა ქალი მიცქერით,
დაიფერეთ ეგ ტუჩები სამიზნედ.

მარგალიტებს ხშირი სუნთქვით აკინძავთ,
ჰაერს სულის სურნელებით დაათრობთ,
ქალბატონო,რომ მიყვარდით იცოდით?
თუ არადა,ეხლა ვყვირი სახლახოდ.

მონატრება ნათითუ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 632-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-11 - 4:28 PM    
siyvaruli.in
თვალები მომანათა ვარსკვლავმა ალმაცერად.
ღამეა, ვაკვირდები და ვხვდები რომ მარტი ჰგავს -
- შენს მზიან თვალებს მეთქი აქ უნდა დამეწერა
და... ახლა გამახსენდა - არ გიყვარს რომანტიკა!...
ეს ლექსიც ჩემია და... ჩუმად და ჩემებურად
მე მაინც რომანტულ შენს მზერას ვეფერები.
მაგ ხშირი დალალებით მინდოდა შემებურა
ედემის ბაღები და ოცნების ტყე-ველები...
ხან მზეა შენს მზერაში, ხან კიდევ ღამე დგება...
ხან დაგსდევს მარტივით მარტივი ეგოიზმი,
მოჰგავხ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 933-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-11 - 4:27 PM    
siyvaruli.in
მენატრები მოდი მაგრად ჩამეხუტე,
ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად,
ან იქნება აჯობებდეს, არ მოხვიდე
და სიგიჟით დავემსგავსოთ მიუსაფარს.

ამოვკაწროთ სურვილების მინანქარი,
ცხელ სუნთქვაში გადავიდნოთ ვენებისგან,
სისხლის გემო გადავცვალოთ ბაგეებით,
რომ გაჩერდეს ყველა წამი სიტყვებისგან.

სხეულებზეც სუნთქვა მჭიდროდ შემოვიკრათ,
რომ რიტმული გულისფეთქვა კვლავ დაგვერღვეს.
ერთმანეთით წავიკითხოთ ეს სამყარო და
თვალებზე, გადავცვალ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 675-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-11 - 4:26 PM    
siyvaruli.in
უჩემობა შენთვის ახლა ღიმილია
გულში ფეთქვად ვიცი მაინც გამოგყვები...
შენ არ იცი თორე მყისვე მოხვალ ჩემთან
რა ტკბილია როცა ვინმეს ენატრები
დღეს რომ ვსუნთქავ ალბათ ჩემი სიცოცხლე ხარ
თუ მოვკვდები უფალს შენით ვებარები
მახსოვს თითქმის ყველა შენი გამოხედვა
მოლოდინი, სიხარული,ცოტა ცრემლი
შენ დღეს ჩემთვის მიუწვდომი სივრცე არ ხარ
მაგრამ ვიცი მუდამ ერთად ვერ ვიქნებით
ეხლაც ამ ლექსს შენზე ფიქრი მაწერინებს
ალბათ გძინავს, რომც გეღვიძ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1049-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-20 - 8:22 AM    
siyvaruli.in
თითქოს დავბრმავდი,
თითქოს ვერ ვხედავ
გარშემო რა ხდება.
თითქოს დავყრუვდი,
თითქოს გავქვავდი,
გულს აწევს კვლავ სევდა.
თითქოს ვეღარ ვგრძნობ,
ვერაფერს ვეღარ ვთმობ,
რა მჭირს არ ვიცი.
ერთადერთი რამ დამრჩენია
რასაც განვიცდი.
ახლა უშენოდ შევეხიზნე
საოცარ ლანდებს.
დავიძინებ და სიზმრებში მჩუქნი
სისხლისფერ ვარდებს.
ალბათ, ესაა რაც მაცოცხლებს,
მაყენებს ფეხზე.
თითქოს რაღაცა მამძიმებს, მაწევს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 745-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-20 - 8:21 AM    
siyvaruli.in
მაინც მიყვარხარ!
ამომაგლიჯე გული მკერდიდან,
მოდი თამამად!
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე,
დღეს ხარ თამადა.
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი,
მშრალად ვიტირებ,
და როცა სუნთქვა შემიჩერდება,
ბევრი იცინე.
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს,
რა გინდა ნეტავ?
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ,
როგორსაც მხედავ.
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი,
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო,
მეხსიერებაც სულ წამიშალე,
სულში მა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 735-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-20 - 8:21 AM    
siyvaruli.in
გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან რჩება.
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,
ის სხვა უცებ მიატოვებს,
მასზე გულიც არ დასწყდება.
გოგოს ფიქრთა კორიანტელს
ბიჭის სახე ელანდება,
დაღამდება, გათენდება,
მის გარეშე ჩუმად დნება.
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
ერთხელაც არ ახსენდება
და თუ მაინც გაახსენდა, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 850-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-20 - 8:21 AM    
siyvaruli.in
დრო უშენობით მაშინებს,
მჯობნის,ბნელ ფიქრებს მისევს,
შენ თუ არ გადამარჩინე,
ვერ გადავრჩები ისე
ვებრძვი უხათროს,ცინიკოსს
ერთი იმედით მხოლოდ
თუნდ უარესი წინ იყოს
ოღონდ შენ დამხვდე ბოლოს
ფიქრად და ლოცვად შენ მრჩები
ის კი ტკივილებს მიჩენს
შენ თუ არ გადამეჩვევი
ვერ მომერევა ისე
რითმებსაც ვეღარ ვიგონებ,
და უშენობას ვითმენ,
თუკი შენს ხმას გავიგონებ
ჯანიც გავარდეთ რითმებს
დრო დაგანახვებს სიმართ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 610-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-20 - 8:20 AM    
siyvaruli.in
მე დავიბადე შეყვარებული,
ეს სიყვარული მუდამ თან დამაქვს,
ყოველი ფიქრი დამძიმებული,
ყოველი დარდი მისით გადამაქვს.

თუ მონატრება გაზაფხულია,
მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები,
ხასხასა მწვანე ფოთლებს - გულღიას,
ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.

სიტყვათა მარაგს ჯერაც არ ვკარგავ,
და ლექსიც ისევ სწრაფად იწყობა,
მაგრამ, თითქოსდა, მას აღარ ახლავს,
რაღაც ჩვეული მუზა, თუ გრძნობა.

ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ,
ვახმარ უწინდელ სურვილს და ძა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 643-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-20 - 8:20 AM    
siyvaruli.in
მოგენატრები, მოგენატრები
როცა კვირტები ხეებს დასცვივა,
მოგენატრები როცა თეთრ ფიფქებს,
ციდან დაშვებულს ის სილამაზე
სულის სიშფოთე აღარ მოჰყვება.
გიჟმაჟურ გრძნობას ვეღარ შეიგრძნობ,
და ვერ შეხედავ თოვლის ფანტელებს,
რადგან ეს გრძნობა მე ჩემთვის მიმაქვს,
და შენ გიტოვებ მარტო ფანტელებს.
მოგენატრები მთვარიან ღამეს,
გარიჟრაჟებულს ბევრჯერ მინატრებ,
მოგენატრები მაგრამ უეცრად,
ჩემს გულის სითბოს უკვე სხვა შესცვლის.
მოგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 771-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-20 - 8:20 AM    
siyvaruli.in
ჩემი ცხოვრება თითქოს ხიდია
თითქოს სიყვარული იქცა დავიწყებად
მე უშენობა არ შემიძლია
შენი სიახლოვეც არასდროს მავიწყდება
დაუნდობელი არის ეს ცხოვრება
შეუბრალებლად ბევრი დაისაჯა
გულში გაისმის ჩუმად გოდება
გული სიმარტოვით უკვე დაიღალა
ბევრჯერ შემიცოდავს, ბევრჯერაც მინანია
ბევრჯერ შეცდომებით კიდევაც მიცხოვრია
მაგრამ სინანული ზოგჯერ გვიანია
თითქოს სიყვარულიც ვერსად მნიპოვნია
ბევრჯერ დავისაჯე ,ბევრჯერაც დავიჩაგრე
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 757-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-05-20 - 8:19 AM    
siyvaruli.in
მე მინდა მხოლოდ ჩემი იყო
და სხვისი არვის,
ვერ იტანს გული ჩემი ირგვლივ
რაყიფთა არვეს,
მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდეს
ეგ მზერა ქარვის,
სხვა ყველაფერი ჩემი სულის
სიმშვიდეს არღვევს!..

მესაკუთრე ვარ, ეგოისტი -
მაძაგონ თუნდაც!
რა ვქნა, თუ შენი სახე-მახე
ყოველთვის თან მსდევს,
მიყვარხარ! - აბა, ამას კითხვა,
მითხარ, რად უნდა,
ჰოდა, შენც, დიახ, მე მეკუთვნი
ბარიდან მთამდე!..

  ნანახია: 699-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
დავიღალე მთელი ცხოვრებით!
2011-05-04 - 10:03 PM    
siyvaruli.in

ასე მგონია ვარსებობდი ქვეყნად ოდესღაც

და ხელმეორედ მოვევლინე მიწას ცოდვებით

წუთისოფელში წამიერად ფიქრი მომბეზრდა

და დავიღალე,დავიღალე მთელი ცხოვრებით!


ისევ იმ გზებით,იმ გაცვეთილ გზებით მივდივარ

და რასაც ველი,რასაც ვეძებ ვერ მიპოვნია

წუთისოფელში წუთად ყოფნა მაშინ მიმძიმდა

მეორედ მოსვლის ნოსტალგია არც კი მქონია!


მაგრამ მოვედი ისევ დამსვეს ცოდვის მიწაზე

ბედის ვარსკვლავმა კვლავ უცვლელად დამა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 873-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბედნიერება...უბედურებით..
2011-05-04 - 10:02 PM    
siyvaruli.in
ბედიერება უბედურებით
ბედნიერებას დანახვა უნდა,
უბედურებას მხოლოდ შეგრზძნება,
სიყვარულს მთელი გული სჭირდება,
აი,სიძულვილს წამიც ეყოფა.
ბედნიერი ხარ,როცა უყვარხარ,
უბედური კი,როცა აღარ გყავს,
სევდა ყოველთვის იმ წამს გეწვევა,
როცა სიყვარულს აღარ უყვარხარ.
ბედნიერებას დანახვა უნდა,
გულის ტკენას კი ცუდის თქმაც კმარა,
მეგობარს მხოლოდ გვერდში დგომა და
სიყვარულს მხოლოდ ფიქრი და ზრუნვა.
ბედნიერია,ვინც ტკივილს ებრძვის,
და მთელი სულით სიკეთეს ელტვის,
ვინც ამ ქვე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 825-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
***
2011-04-14 - 7:41 PM    
ვიცი წახვალ დამტოვებ მალე
სევდიანს,მტირალს,ძლიერ მწუხარეს...
შორით იქნები ჩემგან წასული
მე გულს მომიკლავს ჩვენი წარსული.
წარსულის ფიქრით ვიცხორებ ქვეყნად,
დაველოდები შენს მობრუნებას..
ვინ იცის საით,როგორ,რას ფიქრობ?!
ვინ გენატრება და ვინ არც გახსოვს..
მაგრამ სევდიან მოგონებებში,
გულჩათხრობილი როცა იქნები,
როცა სამყაროს შენად აღარ თვლი,
ვინ იცის იქნებ მოგაგონდები,
მოგაგონდება წარსული შენი
მოგაგონდება ნუ დაღ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 802-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
***
2011-04-14 - 7:36 PM    
მე შენ დაგტოვე,
და დაგიტოვე მხოლოდ ფიქრები
ისევ მარტო ვარ,კვლავაც მარტო ვარ,
ისევ ფიქრებში,ლამაზ სიზმრებში...
რა დაგიტოვე?
ფუჭი ფიქრები,ფუჭი ოცნება...
რა დაგიტოვე?
ფუჭი სიტყვები,კვლავ მოგონებად გადავიქცევი...
დილაა,დღეა,
ღამეა,ბნელა
სულ თვალწინ მიდგას მე შენი სახე
მე შენ დაგტოვე,
რა დაგიტოვე?
მხოლოდ ფიქრები
ეხლა წავალ და კვლავ მოგონებად გადავიქცევი...
  ნანახია: 880-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
* * *
2011-01-19 - 9:28 PM    
ვიცი მიმატოვე,
ვიცი
და წახვედი,
უკვე ისიც ვიცი,
რომ შენ აღარ მოხვალ.
მხოლოდ შენს მაგივრად,
მხოლოდ ჩემს თვალებზე,
მხოლოდ შენზე ფიქრში,
მხოლოდ ცრემლი მოვა.
მოვა და გაიტანს,
მოვა ამ წამიდან,
ჰო, უშენობასაც
როგორმე ავიტან.
როგორმე ავიტან,
დარჩენილ სიმუნჯეს,
თვალებს დავხუჭავ
და იქ შენში,
ვიურჩებ...< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1169-ჯერ |  კომენტარები: 3 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 3 4 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<