* * *
ჩემთვის არაფერი არ არსებობს, ჩემთვის ყველაფერი მორჩა... როცა ვიძინებდი გავიგონე ჩუმად იჩურჩულეთ-"მოვკდა".. ჩემთვის არაფერი არ არსებობს მკვდარი ისევ ისე ვბოდავ.. ვწევარ ჩაშავებულ სამარეში, ვხედავ გაყვითლებულ ოთახს.. მგონი შესანდობიც დაილია ცივად მიკითხავენ ლოცვას.. თურმე ყველა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მოჰქონდათ ეტლით კუბო ჩემი უკანასკნელი, რეკავდნენ ზარებს, ხარხარებდა არარაობა ვიღაცა ხსნიდა ჩაჟანგული აკლდამის კარებს და ქარი ჩემი ადვოკატი, ღმერთთან დავობდა, შავი სიკვდილი ცივ ტუჩებში ნაზად მკოცნიდა და მიხუტებდა, როგორც სატრფოს, ხვევნა სიცილით, თმებს მიწეწავდა, თვალებიდან სხივებს მაცლიდა ვიყავით ორნი შ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
იესოს ხატთან სამი სანთელი, პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა, ტაძარში იდგა მკრთალი ნათელი, სანთლები უხმოდ იფერფლებოდა. ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი, წვეთ–წვეთად იქვე იღვენთებოდა, და მძიმე შუქის უფერო ფონზე ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა. ერთი სანთლი მეგობრობისა, მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა, მეორე იყო სიყვარულისა, ის სიყვარულით იტანჯებოდა, ხოლო– მესამე მონატრებისა, ორივე გრძნობას ეფერებოდა. იდგა სიჩუმე და ყველა ბგერა სადღაც უკვალოდ იკარგებოდა, შემოდიოდა ტა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
უხერხულია შენ გერქვას ქალი შენში დევს ძალა რაღაც ღვთიური ქვეყნად ბევრია ლამაზი მაგრამ შენ ხარ ყველაზე ფანტასტიური.
აეკიდება ყველა პოეტს შენი ზმანება შენი თვალებით შეიქმნება მუზა ულევი შენი ღიმილი გააღვივებს გრძნობას მიმალულს ამოიფრქვევა პოეზია გამოულევი.
ძვირფასო შენთვის არ არსებობს ალბათ ოცნება რადგან ოცნების დედოფალი თავად შენახარ თვით რუსთაველიც კი დაწერდა ახალ პოემას შენი უმანკო სილამაზე რომ დაენახა.
ენით აღუწერ სითბოს აფრქვევს შენი იერი ყოვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე მარტი მიყვარს შენი არეული და ცელქი... მე ღვინო მიყვარს შენი და დოქის ფსკერზე ლექიც... მე ლექსი მიყვარს შენი ჯერ მაჭარივით ტკბილი... სიზმარი მიყვარს ღამით შემოფეთება დილის... თითები მიყვარს შენი გრძელი, ნატიფი, თლილი... მოღერებული ყელი დაბმულ-შეკრული ღილით... თვალები მიყვარს შენი მზერა უძირო ტბისა... ეს სიჯიუტეც მიყვარს სულში ნაკირწლი ქვისა... თმები
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
რა უნდა გითხრა? თექვსმეტი წლის ხარ, არაფრის ეჭვი გაკრთობს სრულებით, გგონია, მხოლოდ ვარდისფერია ოცნების ცაზე ღრუბლის ქულები.
ჯერ გაიხარე! ჯერ არც კი იცი, მემკვიდრეობად რომ გარგო ბედმა: შორს გახიზნული შენივე ჯიში და დაკუწული სამშობლოს სევდა;
აწმყოდ ქცეული თქმულება შორი: ამბავს რომ ელის გურჯისტანიდან _ ქართველი ქალი _ მხევალიც აღარ, მძევალი თათრის ჰარამხანისა;
კაცები _ ღვინით და არყით ვითომ რომ იგრილებენ გულებს დარდიანს; შემოსეული ქვეყანას ურდოდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ტანს გეტმასნება სველი ალერდი. ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს. და აზიდული მაღალი მკერდით მიეფინები მწვანე ეზოებს. დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი. გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის - და ატევრილი ,სხეულმზიანი, როგორც ავაზა შენ ტანმხურვალი დაეძებ კუროს - რომ დაგიურვოს... გხედავ და ვიცი: შენი კუნთები დათესლილია ჩემი სურვილით. წამოვიწევი... შენ გაბრუნდები გადალეწილი მხეცის წყურვილით - და გავარდები... დაგედევნები... თეთრი მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მთელი სიცოცხლე ვდიე განთიადს, უშენოდ დღეებს, მაინც ვემონე... სანამდე გულში ცეცხლი ანთია, მანამდე მოდი, დამაგემოვნე...
ვდიე განთიადს, ვდიე მომავალს... და მოგირეკე ცაზე ღრუბლები, მე დღესაც, შენი გულის მონა ვარ... მაგრამ, ხმამაღლა ვერ გეუბნები...
გამოდი მზიდან, გამოდი გარეთ... მომწყინდა ასე დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი თავნება ქალი რომ მიწოდე ქედმაღალი ვარ და ჭირვეული უთუოდ გაგაწვალებ იცოდე მზის ტყუპის ცალია ჩემი გული მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ ვეღარსად გაექცევი ხვიარებს ამაყნი არიან სურვილები ეშმაკის ცხენები გახედნეს ვინც მათთან ჯირითი გაბედა ღრუბლების მხარდამხარ აჭენეს ლაგამს არ იკარებს ჩემი გრძნობა ქარივით გიჟია და ონავარი სული ვერ იგუებს მორჩილებას ამორძალებთან წილნაყარი და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
დღეს მონატრებას დაჟინებით დაუჩემნია,
„ხელი არ ახლოთ - სიყვარული მხოლოდ ჩემია!
მე დავეძებდი წლების მანძილზე,
აი, ვიპო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ვერ გიერთგულე, ვიყავ ჯალათი, ვერ ვიგრძენ შენი ერთადერთობა, მხრებზე მოსხმული ცოდვის ხალათით, კართან ვდგავარ და ვითხოვ შენდობას.
ჯიუტ სიტყვასთან მერგო წაწლობა, ნისლებთან ახლო ვისურვე ბინა, ცასთან მუდმივი მქონდა ნათლობა, უფლის დუმილი რომ მომესმინა.
მაგრამ მიწაზეც მედგა ხელადა, ევას მწყურვალე ვნებით ნამული, ფლირტ ქალებისგან შემრჩა სევდა და გედებგაფრენილ ტბის სინანული.
ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს, ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები, ბარბაროს წლებით ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
გოგო იყო პატარა, ობოლი,
ტყეში ედგა პატარა ქოხი.
ტყეში ხილი იყო ველური.
ხეები — მაღალი და ფართო.
ტყეში იყვნენ ჩიტები მგალობელნი
და ზეცაში იყო ღმერთი მწყალობელი.
გოგო ხშირად დადიოდა ტყეში.
მშვენიერი იყო
და მას ჩიტები სიხარულით ევლებოდნენ გარშემო.
ეტრფოდნენ მის თვალებს, როგორც ბუდეებს .
ერთხელ, დილით, საოცარი რამ იგრძნო პატარა გოგომ.
ვერ ისვენებდა სხეულში, როგორც კვირტში ყვავილი.
მზე იყო მაღალი და მცხუნვარე. მზე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე თქვენ გიყურებთ და თვალები ჩემნი დნებიან.
თვალები ჩემნი გარს ევლებიან შენი სხეულის ნაკვთებს
იდუმალს და აღტაცება პირზე ღიმილს გააჩენს ელვად.
მე გარს ვევლები ჩემი თვალებით შენი სხეულის ყოველ
ნაწილს
და მე არ ძალმიძს არ დავკოცნო ჩემი სიტყვებით:
შუბლი შენი, როგორც ეს ფურცელი მაღალნათელი,
რომელზეც უნდა დაიწეროს შენი სხეულის ქებათა ქება.
დალალნი შენნი, დაბმულნი გრიგალნი, დალალნი შენნი —
ტევრნი უსიერნი, რომელშიც იხლართებიან ჩემი თითები დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სარკმლიდან შუქი შემოდის საკანში
და შუქი აბნელებს საკანს,
12 "პატრონა" აწყვია ნაგანში
და ფლობს პოლიციელი ნაგანს.
საკანში 5 აგდია პატიმარი,
თვლემენ პატიმრები მძიმედ,
იციან პატიმრებმა, არ აპატიებენ
და მაინც არ კარგავენ იმედს.
დროდადრო თვალებს ახელენ დაზარებით
და გადახედავენ მძინარედ,
მძინარედ ესიზმრებათ დიდი ყაზარმები,
სადაც უძილობა მძვინვარებს.
სხეულზე ეხებათ ცივი იატაკი,
რომელიც ახსენებთ საწოლებს
და
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე ვდგევარ ხიდზე და ვხედავ:
მდინარის პირას პატარა სახლი დგას.
სახლს, რასაკვირველია, ფანჯარა აქვს
და ფანჯრიდან, რასაკვირველია, ქალი იყურება.
ეს სახლი, ეს ფანჯარა და ეს ქალიც,
რასაკვირველია, მდინარეშიც ჩანს.
მე მივალ ამ სახლთან, რომელიც მდინარის პირას დგას,
და თუ ქალმა კარები არ გამიღო,
მაშინ, რასაკვირველია, ფანჯრიდან გადაძრომას შევეცდები,
და თუ ეს ვერ მოვახერხე,
მაშინ, რასაკვირველია, იმ ფანჯრიდან შევეცდები გადაძრომას,
რო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შეყვარებულები არ ითმენენ, რომ მიწას, სადაც ისინი დააბიჯებენ, სხვადასხვა ქვეყანა ერქვას. ჩვენ კი, ისიც გვანუგეშებს, როცა ფეხქვეშ ვგრძნობთ, მიწას, რომელიც არასოდეს გვაყვედრის სქესს და ნაბიჯებს სხვადასხვა ქვეყნად სახელდებული ქალაქების ქვაფენილებზე და თანახმაა, დაყონ, აზომონ, გაყიდონ და გაასაჩუქრონ, იფერებს სახელს, საზღვრებს და დროშებს, რაც შეყვარებულებს არ ადარდებთ, მაგრამ ჩვენ, ამ საზღვრებში, დროშისა და სახელის გასწვრივ, ვპოვებთ სიმშვიდეს, სიმყა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
- ვილაპარაკოთ სიყვარულზე? - ვილაპარაკოთ! სანამ მოსულა, თორემ მერე რაღას მოვიცლით სიყვარულის მაიკოები. პეპლების ფრთები გვეგონება აბრეშუმის ფართე სახელო, ისე დავიქნევთ, როგორც ქარი ყაყაჩოს ფურცელს და გავშიშვლდებით . ან, ოკეანე რომ დაიქნევს თოლიების თეთრ მარაოებს და სანაპიროს პერანგს გაიხდის. ან სულაც, როგორც ცას დაიქნევენ წეროები და დასცვივდებათ ფრთის ძირიდან თითო ბუმბული, მე რომ ვიპოვი, და მის წვერზე შევახვევ ლექსებს, რომ მზად მქონდეს სიყვარულის მოს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენი ყელი...ამბობენ,რომ შენი სწორი ყელი ლერწამია შარბათისა ძველი,მაშრიყელი. არა!უფრო ამსგავსებენ...რას?არ ვიცი თუ რას: მარმარილოს ცისარტყელას თუ სადაფის სურას?! მე კი...მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს: შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.
ორჯერ გნახე!და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი, რომ ბუნებრივ სიკვდილს,ჩემო,რა ვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ვინა ხარ,რა ხარ, იქნებ მართლაც ლამაზი გეთქმის, ვიცი,რომ აქ ხარ, არაფერი არ ვიცი მეტი. სხვებსაც არ გავხარ, აუგს აბა როგორ გაკადრებ, მაგრამ ვინა ხარ, სად იყავი ანდა აქამდე? ისეთი თვალით დაგინახე, ისე შეგიტკბე, პასუხი მხოლოდ შენ გაეცი ჩემს ძველ შეკითხვებს, დაგინახე და ჩემი კერპი გახდი მაშინვე,<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 34 35 36 37 38 ... 68 69 » |